საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სამშვიდობო ინიციატივაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა . მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან ევროპის პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა განცხადება, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ ასევე გააკეთა მოწოდებები დიალოგის დასაწყებად, თუმცა, მეორე მხარემ სამშვიდობო ინიციატივას კონფლიქტის რეგიონში მძიმე შეიარაღების მობილიზებით უპასუხა. სრულად ნახეთ აქ:http://www.interpressnews.ge/ge/politika/158666-mikheil-saakashvili-mshvidoba-da-politikuri-dialogi-sakithkhebis-mogvarebis-erthaderthi-sashualebaa.html რა ვიცი აბა? ტალიავინის დასკვნას თუ დავუჯერებთ, საქართველომ ვერ მოახერხა არ ეპასუხა სეპარატისტების პროვოკაციებს და დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა სეპარატისტების პოზიციებზე ცხინვალში(იმედია სწორად გადმოვეცი დასკვნის არსი). თუ სწორად მახსოვს 08.08.08-მდე ქართული მხარე ხელს არ აწერდა ძალის არგამოყენების ხელშეკრულებასაც. და საბოლოოდ რა გამოვიდა? ტერიტორიები აგვახიეს, იქ სამხედრო ბაზები შენდება და ოკუპანტის სამხედრო პოტენციალი ჩვენს ტერიტორიაზე იზრდება, მტერი 40 კმ-შია. ჩვენ კი ევროპას ვეკეკლუცებით ჩვენი მშვიდობის მოყვარეობით ყველაფერი ამის შემდეგ. დაგვიჯერებს კი ვინმე რომ ეს ჩვენი გულწრფელი გადაწყვეტილებაა და არა უსუსურობის გამო იძულებით გადადგმული ნაბიჯი?