Saturn ჯერ ერთი, მე არ მითქვამს რომ ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება სპექტაკლია, რათქმაუნდა არსებობს რეალური ამბებიც, მაგრამ პიარის ეფექტიც სწორებ მაგაშია, რომ სინამდვილეს მოგონილი ისე შეაპარო, რომ მოგონილიც სინამდვილედ გასაღდეს. მაგრამ დგება მომენტი როცა მოგონილი ამბების რაოდენობა ნამდვილს აჭარბებს და ფარსი აშკარავდება. ამ მომენტიდან სინამდვილეც ძნელი დასაჯერებელი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოვლენა ხდება "საჭირო დროს" "საჭირო ადგილას".მეორე, გარდა რეჟიმის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებისა არსებობენ ე.წ. ნეიტრალები, რომლებიც არც ხელისუფლების სიყვარულით არიან გაჟღენთილი და არც ოპოზიციის ნდობა აქვთ. ამ ხალხის გადაბირება და საკუთარი პოლიტიკის გარშემო კონსოლიდაცია არის ორივე მხარის ამოცანა. არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ გამოირჩევა მოქმედების მრავალფეროვნებით, განსხვავება კი ისაა რომ ხელისუფლების მაიმუნობით ხალხი ციხეში ხვდება ოპოზიციის მაიმუნობით კი არა.