ვერ გავიგე რას გვთავაზობს დორბლიანი? ძალის არგამოყენებას მოაწერა ხელი და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა ტერიტორიების ძალით დაბრუნების მცდელობას (რაც ჩემი აზრით კარგია). მაგრამ მეორეს მხრივ ლაპარაკობს, რომ რუსებთან დიალოგი არ შეიძლება, და ყველა ვისაც სურს დიალოგის დაწყება, სამშობლოს მოღალატეა. ამავდროულად ბოკერიას უშვებს ჟენევაში მოსალაპარაკებლად. რა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს ბოკერიამ ჟენევაში, როცა აქ თბილისში პრეზიდენტი იძახის მოლაპარაკებას აზრი არ აქვსო? გამოდის რომ ეს მოლაპარაკებები მარტო დასავლეთის საჩვენებლადაა? სეპარატისტებთან უშუალო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვსო, იმიტომ რომ ისინი პუტინის მარიონეტები არიანო. მაშინ რა გზა გვრჩება? ველოდოთ სანამ რუსეთი დაიშლება? ესაა სახელმწიფოს სტრატეგია? და რომ არ დაიშალოს მერე რა ვქნათ? თავები მოვიკლათ? აგვისტოს ომის მერე მივხვდი, რომ ამ ხელისუფლებას კუზიანივით მარტო საფლავი თუ გამოასწორებს. უაზრო ისტერიის გარდა არაფერს გვთავაზობენ. და ამიტომაც ეს ხელისუფლება შესაცვლელია. თან რაც ადრე, მით უკეთესი.