-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
http://www.myvideo.ge/?video_id=1053789 :nekro: :nekro: :nekro:
-
SSDK შეიძლება არ გადაეღობო, მაგრამ შენ გადაგეღობებიან. არის ისეთი სფეროები რასაც ნაციონალები არ ეხებიან. მაგალითად ინფორმაციულ ტექნოლოგიებს რაც ეხება. არა იმიტომ რომ ერიდებათ. უბრალოდ მანდ არაა სტაბილური შემოსავალი და ბიზნეს განვითარებისთვის დიდი და უწყვეტი შრომაა საჭირო. რაც მაგათ არ უყვართ. სამაგიეროდ თუ გაქვს რაიმე ძალიან პრიმიტიული ბიზნესი, მაგალითად შემოგაქვს ოყნები და ავრცელებ აფთიაქებში, ასეთი ბიზნესს ადრე თუ გვიან უეჭველი აგახევს ვინმე ბობოლა ნაციონალი.
-
SSDK მცირე ბიზნესში უბნის მაღაზიაში ქსეროქსის დადგმას და ფურცლის 5 თეთრად გადაქსეროქსებას თუ გულისხმობ, შეიძლება მართლაც ასე იყოს. ასევე ნაკლებად ექმნებათ პრობლემები ისეთ ბიზნესებს, რასაც ცოტა ტვინის განძრევა უნდა. ნაციონალებს ასეთი რამეები ეზარებათ როგორც წესი. რაც შეეხება კვების ბიზნესს, უცხოური პროდუქციის საქართველოში შემოტანა / გავრცელებას, მაწვნის და სმეტანის წარმოების ბიზნესიც კი, მთლიანად ნაციონალების კლანის ხელშია. უამრავი მაგალითი ვიცი, თუ როგორ აახიეს (დაუხურეს) და ა.შ. მსგავსი ბიზნესები არანაციონალ ბიზნესმენებს. უბრალოდ მე რატომ უნდა ვთქვა მათი სახელები. თუ უნდათ ამოიღონ ხმა, თუ ეშინიათ და მაშინ ასახევი უნდა აეხეს!
-
Saturn ანუ შარშანდელ ზაფხულზე დიდი შემოსავალი ქონდათ?
-
იცით რა მაინტერესებს, იქით ფორუმზე რომ წერენ საქართველოს კუთხეები სავსეაო ტურისტებით, უკვე მილინამდე ავიდაო წელს, წლის ბოლომდე 2 მილიონი გახდებაო. სოფლელები აშენდნენო, იმდენ ფულს ხარჯავენო უცხოელები მანდო. გილაური დღეს ამბობდა 6%-იანი ეკონომიკის ზრდა არიო უკვე დაფიქსირებული 6 თვის მონაცემებითო. რამდენ ადამიანს იცნობთ, ვისი სოციალური მდგომარეობა ამ ერთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდა? რამდენი სოფელი გინახავთ ისეთი, სადაც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრება ოდნავ მაინც უკეთესი გახდა?
-
ჯერ არ მქონია ის ოქროს ასაკი. ნუ აქ კი თქვეს 20-25 ხუთი არიო ოქროსი. ხოდა მაგ ლოგიკით ერთი წელიღა დამრჩა ბედნიერების, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შემიგვრძნია რომ ოქროს ასაკში ვიმყოფები.
-
ფსევდოთეოლოგიით შენიღბული რუსოფილები II
McLaren replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთვისაა სამი. იმათი გადმოსახედიდან ერთი აფხაზეთში მუშაობს, მეორე "სამხრეთ ოსეთში" და მესამემ კი საქართველოში უნდა იმუშაოს. რამე შეთანხმებას რომ მივაღწიოთ, როგორც მინიმუმ ფაქტებს ერთნაირად უნდა ვხედავდეთ, არა? -
Saturn მიხეილ ჯავახიშვილმა ჯაყოს ხიზნებში ზოგადად აღწერა პოსტრევოლუციური სიტუაცია, და არამცდაარამც არ იყო მანდ მნიშვნელოვანი ჯაყოს ეროვნების აღნიშვნა. როგორც ლუარსაბ თათქარიძე არ დაიწერა მხოლოდ კახელებზე. asds ახლა ვფიქრობდი კაკ რაზ, რა მაკლია ამ ცხოვრებაში იმისთვის, რომ მდორე მდინარის შთაბეჭდილება არ დავტოვო :018:
-
ფსევდოთეოლოგიით შენიღბული რუსოფილები II
McLaren replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi ხოდა ორი რუსეთის ელჩი უკვე არის საქართველოს ტერიტორიაზე. და მესამე რანაირად უნდა შემოვუშვათ? -
ფსევდოთეოლოგიით შენიღბული რუსოფილები II
McLaren replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi მორატორიუმი რას ნიშნავს, იმათთვის საქართველო სხვა საზღვრებშია მოქცეული, ჩვენთვის სხვა. მერე კიდევ მესამე ელჩი უნდა გამოუშვან საქართველოში? -
asds დაშლით ვის რას დაუშლიდი, მაგრამ ზუსტად იგივეს იძახდი მომიტინგეებზე რასაც დღეს პოლიციელბზე იძახი. ადვოკატობას არა, პროკურორობას. შენ გაუხსენი პერსონალურ თემა და არა პირიქით. ხოდა ხალხს რომ ქვებს ესროდა პოლიცია, გზას რომ უკეტავდა და თვალის ამოჩიჩქვნის წლისთავს აღნიშნავდნენ თურმე მოლოცვის ღირსნი იყვნენ, და დღეს რომ შსს-ს აითიშნიკთან პირადული კონფლიქტი მოგივიდა, მოსისხლე მტრები გახდნენ. მაისის "არჩევნების" მერე საერთოდ ჩაქნეული მაქვს ხელები და მუშტები სად დაინახე?
-
ფსევდოთეოლოგიით შენიღბული რუსოფილები II
McLaren replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi აი როგორ წარმოგიდგენია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, დაახლოებით მაინც დაწერე. -
asds ეგ შენი პერსონალური აზრია რომ ზაფხული იყო გადასაგორებელი. ახლა ვიღაცა იტყვის, შემოდგომა არიო გადასაგორებელი. ზოგი ვაბშე სეზონში ერთხელ ელოდება ამ "საფრთხეს". ფაქტი ერთია, საბრძოლი ზუსტად იმ 6 მაისს იყო, როცა რეალურად პოლიცია პოლიციის დღეს კი არა, სამმართველოსთან ხალხისთვის თვალების ამოჩიჩქვნის წლისთავს აღნიშნავდა. აი მაშინ უნდა ჩაგვემწარებინა მათთვის ეს ზეიმი. იმ 6 მაისის მეორე დღეს იყო საბრძოლი, რომ მეორედ მსგავსი რამ არ გაებედათ. თუნდაც იმ არჩევნებზე უნდა გვებრძოლა (გვებრძოლა კი არა, ცოტა მეტი პრინციპულობა უნდა გამოგვეჩინა). მაგრამ არა, ის 6 მაისიც შერჩათ, (ზუსტად თვენახევარში იგივე გაიმეორეს, როცა სამმართველოსთან მეორე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს), წლისთავიც აღნიშნეს, და არჩევნებიც იყიდეს. ახლა ჩხუბის მერე მუშტების უაზრო ქნევას აზრი აღარ აქვს. და მითუმეტეს ადამიანისთვის, ვისაც არც კი იცნობ, ცხოვრებაშიც არ გინახია, ლანძღო და რაღაცეები აბრალო მტრის იდენტიფიკაცია კი არა, მაგას სხვა რამე ქვია...
-
ფსევდოთეოლოგიით შენიღბული რუსოფილები II
McLaren replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსეთმა ჩაიდინა ორი უდიდესი დანაშაული საქართველოსთან მიმართებაში. ტერიტორიების ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა. ეს უკანასკნელი კაცობრიობის წინაშე დანაშაულად ითვლება. ამას გვერდს ვერავინ ვერ აუვლის. აი ყველაზე პრორუსული კაცი ან ქალი რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი, ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. მაგრამ ის რომ ამ ყველაფრის ფონზე ისეთი არანორმალური ამბები არ ხდება აქ რუსებთან მიმართებაში, როგორც მაგალითად სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის, ამით უნდა ვიამაყოთ. რუსებს რომ ვლანძღავთ, ეს პირველ რიგში საქართველოში მცხოვრებ რუსებს ესმით და არა ქსნის ხეობაში დაბანაკებულ რუს ჯარისკაცს. რამდენი შერეული ოჯახი არსებობს საქართველოში. რა უფლება აქვს ვინმეს ასეთ ადამიანს ოჯახის წევრი უგინოს? ეკლესია ხო საერთოდ რა შუაშია? ვიცნობ მე ერთ ქართველს, ვინც რუსული ეკლესიის მრევლია. იქაურ მამაოსთან დადიოდა მთელი ცხოვრება, და ახლა იმის გამო რომ ის ეკლესია რუსულია, სხვა ეკლესიაში რომ დაიწყოს სიარული, ქრისტიანული საქციელი იქნება ეს? -
asds 6 მაისს იმ ავბედით პოლიციის აღლუმზე, პოლიციამ ხალხს გზა რომ გადაუკეტა, აღლუმზე არ გამოატარა და ქვები დაუშინა, მაშინ როგორც მახსოვს პოლიციას იცავდი ამ ფორუმზე. დღეს სატურნთან რაღაც შელაპარაკება მოგივიდა და ამის მერე გამხდარა პოლიცია რეალური მოწინააღმდეგე. აი ყველა მარტო საკუთარი გადმოსახედიდან რომ მსჯელობს იმაზე თუ რა არი ქვეყნისთვის კაი, და რა ცუდი, ამიტომაც ვართ ამ დღეში.
-
გიორგი68 შუა ქალაქს მანდაც აჩვენებს? --------------------------------------------- კიდევ ერთხელ გაიწმინდა თემა და თავი შეიკავეთ.
-
Private Nodari არა ფოთი რუსების გეგმის უკვე ბოლო სტადია იყო, უფრო სწორედ ბოლოს წინა. როგორც ამბობენ ფოთის მერე ქუთაისი უნდა აეღოთ ზვიადის მომხრეებს. ხოდა ორხელისუფლებიანობა უნდა დამყარებულიყო მანამ, სანამ ერთერთი მხარე არ სთხოვდა რუსებს დახმარებას. შევარდნაძე ტრაკში შეძვრომის ამბებში უფრო გამოცდილი იყო და ამიტომ დამთავრდა ყველაფერი ისე, როგორც დამთავრდა. შეიძლება ყველაფერი სულ სხვანაირად იყო და რაც მე დავწერე რაღაც შეთქმულების თეორიაა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რუსეთს სწორედ ეს გეგმა ქონდა. და განახორციელა კიდევაც. ერთადერთი იმაზე ვფიქრობ, ჯერ კიდევ ცხინვალის მოვლენების დროს რომ შეძრომოდა შევარდნაძე რუსებს, იქნებ აფხაზეთის და სამეგრელოს ამბებს გადავრჩენილიყავით. მაგრამ ეს უფრო ის პონტია, ბებიაჩემი ბაბუაჩემი რომ ყოფილიყოო...
-
babuagiorgi ქრონოლოგიას ურევ. ჯერ სოხუმი დაეცა, მერე ოჩამჩირე, მერე გალი. მერე ზვიადისტებმა ფოთი აიღეს და მხოლოდ შემდეგ დაეხმარნენ რუსები შევარდნაძეს. შენ არ ყვებოდი რომელიღაც თემაში, რომ რუსეთში დამიჭირესო და რომ გაიგეს, შევარდნაძის კაცი რომ არ ვიყავიო, გამომიშვესო?
-
თემა შეძლებისდაგვარად გაიწმინდა. ასდს-ს სიტყვიერი გაფრთხილება. http://planeta.ge/index.php?showtopic=35663 ამ წესის თანახმად 3 გაფრთხილება ვიპ სტატუსის ჩახსნას უდრის. აქ აშკარად 3-ზე უფრო მეტი სავორნე პოსტი წაიშალა, და ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას შეუნარჩუნდეს თუ არა ასდსს ვიპ მემბერის სტატუსი!
-
Saturn და ის ბიუჯეტი მერე სად მიდის, ეგეც კარგად გეცოდინება შენ? რომ დაუკვირდე, მართლა არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. არა მარტო პოლიციაში. იგივე უმაღლეს განათლებაში. ადრე რომ იყო ზოგიერთ ფაკულტეტზე ჩაბარების სტავკები. აძლევდი ვიღაცას ქრთამს, და გაბარებინებებდნენ. დღეს ქრთამს აღარ აძლევ, მაგრამ იმ ქრთამზე გაცილებით დიდი ოფიციალური გადასახადია. უბრალოდ თუ ადრე ქრთამი პირდაპირ იმ გამომცდელის ჯიბეში მიდიოდა + რაღაც წილი უფრო მაღალი რანგის ტიპებთან. დღეს შენი მთელი გადახდილი თანხმა მიდის ბიუჯეტში, საიდანაც ფინანსდება მიშას მასაჟისტკა, უგულავას ცოლის ტრაკი, მოდელირებული ქრონიკა, სადარბაზოს ოცლარიანი ქალები, ჰოლივუდში მიშა სააკაშვილზე გადაღებული ფილმი. ხოდა რატომ ერქვა იმას კორუფცია და ამას კიდევ შემდგარი სახელმწიფო?
-
Saturn და რა უნდა გაასაჩივრო? ასეთი წესი რეალურად არსებობს, მაგრამ მას კაციშვილი არ იცავს და რომელიმე გარეუბნის მიყრუებულ ქუჩაში, სადაც მოძრაობა საერთოდ არაა, მაგაზე დაჯარიმება არის ზუსტად იგივე რაც შევარდნაძის დროინდელი გაიშნიკები რომ დებდნენ შარს, მანქანაში ბინტი რატომ არ გაქვსო. და არჩევნების შემდეგ ბევრისგან მსმენია ასეთ უაზრო ჯარიმებზე. წესების წინააღმდეგი არ ვარ მე. თუ ვინმე არღვევს წესს, უნდა დაჯარიმდეს კიდევაც. მაგრამ ჯარიმა გზებზე წესრიგის დაცვას უნდა ემსახურებოდეს და არა ვანოს არჩევნებისშემდგომი ფინანსური კრიზისის დაძლევას.
-
Saturn არ თქვა ახლა პოლიცია პოლიტიზირებული არ არიო. რაც შეეხება პატრულს. არჩევნების შემდეგ მათი ქმედება ყველანაირ ზღვარს ცდება. გლდანის მეხუთე თუ მეშვიდე მიკრორაიონში გამაჩერეს, მარცხენა ზოლში რატომ მოდიხარ, როცა მარჯვენა თავისუფალიაო. მოძრაობას აფერხებო და 10 ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს. არადა 500 მეტრის რადიუსში ჩვენს გარდა არავინ იყო და რომელ შეფერხებაზეა ლაპარაკი. გასაგებია რომ 10 ლარის გულისთვის ერთ ამბავს არ ატეხავ და ზედმეტ შარს მოერიდები. მაგრამ შევარდნაძის დროინდელი ინსპექტორები სხვას კი არაფერს აკეთებდნენ? პროსტო ისინი ნაკლებს იღებდნენ და ჯიბეში იდებედნენ. ესენი კიდევ ლამაზ ქვითრებს წერენ და ვანოს ანგარიშზე გვარიცხინებენ.
-
ამ ხალხმა მხოლოდდამხოლოდ ქართული გვარის გამო დაკარგა სახლკარი. თან დევნილობაც სხვადასხვანაირი არსებობს. შეიძლება დევნილად აღმოჩნდე რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, ცხოვრება აიწყო და ყველაფერი 0-დან დაიწყო. მარა დევნილი გახდე საქართველოში, რომელიმე საერთო საცხოვრებელში 1 ოთახში სამი ოჯახით, მიზერული შემწეობით და დასაქმების მინიმალური შანსით (მაქსიმუმ მოვაჭრედ და ისიც როცა მოუნდებათ აგყრიან). ამის შემყურე როგორ შეიძლება მათზე თქვა ღირსიაო, არ ვიცი...
-
FRIDRIX მთავარია თითომ რამდენი დალია. შეჯიბრს აქვს მუღამი :018:
-
ვულოცავ, მრავალს დაესწროს ჯანმრთელად და ბედნიერად. ისე ამდენი დასვენება არ გამიგია მე. სულ გაზარმაცდა ეს ხალხი.