Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. გიორგი68 შენამდეც მიაღწია ყვითელი ავტობუსების მასიური სეკვესტრის ამბავმა?
  2. გარკვეული პოსტები წაიშალა. წაშლილი პოსტების ავტორს გამეორების შემთხვევაში შეეზღუდება პოსტვის უფლება.
  3. Siknadmo უპრინციპობას უპრინციპობით არ უნდა ებრძოლო და გოთვერნობას კიდევ გოთვერნობით. დაიწყე რაღაც აქცია, ხო? ამ აქციას ხალხი შეეწირა. მერე მოთხოვნებს ცვლი და სხვა აქციას იწყებ. ისიც ჩაგიფლავდა, მერე კიდევ ახალ ამბავზე ერთვები. ამ დროს ცხადია, რომ ის ხალხი ვისი საქმეც დაივიწყე, შენ გვერდში აღარ დაგიდგება. სამაგიეროდ ერთ საკითხს რომ ჩაებღაუჭები და თუ ბოლომდე მიიყვანე, ეს უკვე მაგალითი იქნება სხვებისთვის. თუ ვერ მიიყვანე და საკუთარ თავთან მაინც იქნები მართალი.
  4. ის საწყალი კაცი კიდევ ციხეში ზის? ჯერ ამ კაცის გასათავისუფლებისთვის დაიწყონ ბრძოლა, მერე იმ მოვაჭრეების უფლებებისთვის, რისი გულისთვისაც დაიჭირეს ის ტიპი, და მერე მეც დავიჯერებ, რომ სიმართლისთვის იბრძვის ეროვნული ფორუმი. თორე ეგეთ ვირტუალურ ბრძოლას სეზონში ერთხელ იწყებენ ესენი.
  5. asesino_141 იაპონურად ეგრე გამოდის მადლობა გამოდის rinkatetamozuka
  6. PEPE. ხო, მაგრამ ხელისუფლებამ არ აიღო ამ ყველაფერზე პასუხისგებლობა და თქვა რომ ეს კვიციანი პირადი ინიციატივით ხდებოდა. პრინციპში ვერც ვერავინ ვერ დაამტკიცა რომ ასე არ იყო.
  7. Siknadmo პრინციპულად უნდა იმოქმედონ. დავუშვათ არ გამოვიდა ხელისუფლების გაშვება 2009-ში. არ გვეყო ძალა, ჭკუა თუ მოთმინება. არ აქვს ამას მნიშვნელობა. ის მაინც უნდა გვექნა რომ ამ აქციების გამო დაპატიმრებულები არ შეგვეტოვებინა ციხეებში. მარა მოვიდა ზაფხული, ხალხი წავიდა დასასვენებლად. მოვიდა შემოდგომა. ოპოზიციას ახალ სეზონში სხვა თემები ქონდა. შვებულებამდელი თემები აღარავის აღარ ახსოვდა.
  8. Blaugranator და 4 ნოემბრიდან ორგანიზებულად იწყებენ მოქმედებას? 9 აპრილის აქციის მზადება დაიწყო 2 თვით ადრე. მთელი დღე საინფორმაციოებში მარტო ამ აქციაზე ლაპარაკობდნენ. ვანომ რამდენიმე ფილმის გადაღება მოასწრო ამ აქციის საპატივცემულოდ. ქალაქში პატარა სააგიტაციო მიტინგები იმართებოდა. ყოველ საღამოს მთელი თბილისი საკანს უყურებდა. ხოდა ამაზე აღიარა ოპოზიციამ მოუმზადებელი იყოო. და 4 ნოემბრის მოქმედებები როგორღაა ორგანიზებული?
  9. T_A_T არ დავკარგულვარ. აქ ვარ, ოღონდ ჩუმად Blaugranator როგორ არ შეცვლიან, გეკადრება? შექმნიან კომისიას, ამ კომისიაში ჩართავენ ცესკოს, სხვადასხვა პარტიების და არასამთავრობოების წარმომადგენლებს. დაახლოებით 12-18 თვე დაჭირდება მსჯელობას. შემდეგ რამეზე შეთანხმდებიან კომისიის წევრების ნაწილი და თავის ნააზრევს მიაწვდიან პარლამენტს დასამტიკცებლად.
  10. და 4 ნოემბერს რა ხდება? რამე აქციაა და მე არ ვიცი? მე თუ არ ვიცი არაფერი ამ აქციის შესახებ, ე.ი. ნახევარმა ქალაქმა არ იცის. ხოდა მაშინ რატომ ეშინია ხელისუფლებას ამ აქციის? დაპატიმრებებს რაც შეეხება, 2007 წლის და 2009 წლის აქციების დროს დაპატიმრებული ხალხი დღემდე რომ ციხეში ზის რით არიან ნაკლები ამ ფორუმელზე? ზუსტად ის ხალხი რომ მიავიწყდა ყველას, ამიტომ მეორდება მსგავსი ამბები. თან სეზონურად რომ ხდება ასეთი რამეები, გაზაფხულ-შემოდგომაზე. და ყოველ სეზონზე ახალი თემა რომაა საჭირო, იმიტომ რომ გასული სეზონის თემით საზოგადოება აღარ ინტერესდება. თეატრისავითაა უკვე. ამიტომ აღარ მაქვს აღარაფრის იმედი.
  11. კვიციანის შეიარაღებული დაჯგუფება გილაევის დაჯგუფებასთან ერთად გადმოვიდნენ კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში. საბოლოო მიზანი იყო სოხუმზე გასვლა. კვიციანის ხალხმა კოდორის ხეობის ქვემო ნაწილის რამდენიმე სოფელი დაიკავა (ერთი ნაღდად დაიკავა, დანარჩენი აღარ მახსოვს). მერე რუსეთმა დაიწყო კოდორის ხეობის დაბომბვა. საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო რუსეთის მიერ ხეობის დაბომბვა, მაგრამ კონფლიქტში ღიად არ ჩართულა. იძახდნენ რომ კვიციანი მათ არ ემორჩილებათ. დაბომბვების დროს კვიციანმა გაეროს დამკვირვებლების ვერტმფრენი ჩამოაგდო. და დასავლეთმა დაგმო ეს ფაქტიც, და ზოგადად კოდორის ხეობის ქვემო ნაწილზე შეტევაც. მოკლედ საბოლოოდ რუსების დახმარებით კვიციანი ამოაბრუნეს კრიზისამდელ პოზიციებზე და ეგ ამბავიც ჩაფარცხდა. მეტი მე არ მახსოვს.
  12. გილოცავ, მრავალს დაესწარი შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად
  13. kalaa წვიმს და დეპრესიაშია ხალხი
  14. Siknadmo სიტყვიერი გაფრთხილება. შემდეგზე შეგეზღუდება პოსტვის უფლება
  15. კაი შეკრულ ფოლკსვაგენს არაფერი არ ჯობია
×
×
  • შექმენი...