Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. asesino_141 ინგლისელებმა ქე მაინც ფრეს მიაღწიეს. ამან კიდევ 39 : 5 - ით წააგო.
  2. newstudio ვარდების რევოლუცია უკვე წარუმატებელი პროექტია. საქართველო დღეს არ არის უფრო დემოკრატიული ქვეყანა ვიდრე იყო 2003 წელს, და არის უფრო დანაწევრებული და სუსტი, ვიდრე იყო მაშინ. რაც შეეხება იმ პატარპატარა წარმატებებს, რასაც ამ ბოლო დროს მსოფლიოში უნიკალურ რეფორმებად ასაღებენ, ესაა დროებითი ისტერია, რომელსაც აუცილებლად მოეღება ბოლო. შეუძლებელია ისტორიაში ჩაიწეროს ის, რომ ვარდების რევოლუციის ყველაზე დიდი მონაპოვარი "რეესტრში ცნობების აღების გამარტივება" იყო, და რომ ამ წარმატების გამო ვარდების რევოლუცია მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიული მოვლენა იყო.
  3. Siknadmo თემურ იაკობაშვილი ჯობია :nekro:
  4. Saturn წინა არჩევნებზე რომ დადეს ნაცებმა სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამა, იმის მერე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება და იზრდება. არ მინდა ვინმე დავთარსო, მაგრამ 120 დღიან დასაქმების პროგრამას ეჭვის თვალით ვუყურებ.
  5. რა მაინტერესებს? თბილისის სკარებულოს ჯანდაცვის კომიტეტს რა ევალება? მერია დაწერს ჯანდაცვის ბიუჯეტს, წარუდგენს ამ კომიტეტს, ვიქტორ დოლიძე იტყვის, ცოტააო ეგ. მაგრამ საკრებულო, რომლის 80%-ს ნაცები შეადგენენ, იტყვიან, რომ საკმარისია, და გაიტანენ ამ ბიუჯეტს. ალასანია ამბობდა, რომ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესის საკრებულოში გადატანა წინ გადადგმული ნაბიჯიაო. არადა აშკარად უკანგადადგმული ნაბიჯია. უკან 2004 წელში, აი მაია ნადირაძე რომ ამბობდა "ახლა ჩვენ ვართო ხელისუფლებაში და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო", აი იმ დროში.
  6. ალასანია ადრე იმით მომწონდა, რომ მსგავსი სისულელეების როშვა არ ახასიათებდა (თუნდაც გრეჩიხისგან განსხვავებით). ჯერ მიშა წავა თავისით, მერე კი ოკუპირებული ტერიტორიები შემოგვიერთდებიან თავისით. მერე ამ ყველაფრის აღსანიშნავად უვადო ქეიფს დავიწყებთ, ბიუჯეტი კიდევ თავისით შეივსება (ან დასავლეთი შეგვივსებს).
  7. lasha_alo რომელ იაღლიშებს. ერთერთი იაღლიში მაგალითად იყო ის რომ მან ვერ მოახერხა ოპოზიციის გაერთიანება. გაიაზრა კი არა, რაც ქონდა გაერთიანებული ისიც კი დაიშლა. ამას შენ შეცდომების დანახვას ეძახი?
  8. რატომღაც მიშისტების "ომი გარდაუვალი იყო" გამახსენდა. პოლიტიკოსი იმისთვისაა რომ შეცვალოს ეს "გარდაუვალი" და არა იმისთვის რომ მორჩილად მიყვეს დინებას. ფაქტია რომ 2007 წლის შემდეგ და განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ ხალხის უმეტესობის სურვილი (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) იყო ხელისუფლების შეცვლა. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციამ ვერ გამოიყენა ეს მომენტი და ხალხის ნება ვერ შეასრულა. პირიქით, უაზრო მოქმედებებით ისე დაღალეს ხალხი, რომ ამ ხალხის გაციცოდეიდებამდე მიიყვანეს საქმე. მე ხალხს კი არ ვამართლებ (რა უნდა მოხდეს რომ ციცო დეიდები გავამართლო ), უბრალოდ ფაქტი ფაქტია. ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან. არჩევნების წინ ხალხის დაკვეთა იყო ოპოზიციის გაერთიანება. კაი, ნოღაიდელთან გაერთიანება მეც წარმოუდგენლად მიმაჩნია (თუმცა ოპოზიციის ლიდერი როცა ხარ, ყველაფერი უნდა მოახერხო), მაგრამ ამ არჩევნების მერე იმ გაერთიანების დაშლა რაც იყო, არის ისეთი უგუნურება, მეტი რომ არ შეიძლება. ასეთი მაგალითი უამრავია. ამიტომ ნაციონალების უგუნურებისა არ იყოს, ამათშიც მეპარება ეჭვი მართლა უგუნურება იყო ეს ყველაფერი, თუ წინასწარდაგეგმილი სქემა.
  9. ნუ გაერთიანებული ძალებით ჰო ქონდათ 9%-იანი რეიტინგი. და მაგ 9%-ს კიდევ რომ ნაწილებათ შლიან. ძალიან მინდა ხოლმე რომ ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ რა ვქნა? არ აქვს ამ ქვეყანაში მარაზმს საზღვარი. ოპოზიციისთვის კი ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა საერთოდ დაშლა. მიხედონ რამე სხვა საქმეს, უკეთესი იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც.
  10. babuagiorgi ეგეთი პირი უჩანს. აბა ამდენი წლის განმავლობაში ელემენტარულად პატიოსანი კომისიის წევრები რომ ვერ შეურჩევიათ, ამას სხვა რა ახსნა უნდა ქონდეს.
  11. newstudio ხო, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ოპოზიციონერი კომისიის წევრები და დამკვირვებლებიც ჩართეს ნაცებმა ამ გაყალბებაში. ამიტომაც არიან ჩუმად და არ აპროტესტებენ. ხოდა მთელი ქვეყანა თუ ჩართეს ამ გაყალბებაში, ე.ი. ხალხის ნება ყოფილა გაყალბება.
  12. Siknadmo მარტო თოფაძე? GeoStream ალბათ ხვალ დადებენ Youtube - ზე.
  13. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=13-06-2010%2021:28 სიუჟეტი ძალიან კარგად ასახავს ქართველების დღევანდელ მორალურ მდგომარეობას. ნახეთ აუცილებლად...
  14. Saturn კაი, თუ ისტი დაბოლოება გეხამუშება, მაშინ ასე ვიტყვი: არ მითხრა ახლა მიშას სულითა და გულით მოყვარულები ორუელს კითხულობენო :nekro:
  15. Saturn არ მითხრა ახლა მიშისტები ორუელს კითხულობენო
  16. Siknadmo ალიანსს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 9%. ეროვნულ ფორუმს ალბათ სადღაც იმდენივე. მათი გაერთიანების შემთხვევაში (და ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დგას) ჯამში გამოდის 18%. იმისთვის რომ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში მოხვიდე ხელისუფლებაში გჭირდება 51%-იანი მხარდაჭერა. იმისთვის რომ სააკაშვილისნაირი ავტორიტარული რეჟიმი დაამარცხო თანაფარდობა უნდა იყოს სადღაც 80% / 20% - თან ოპოზიციის სასარგებლოდ. 2008-ში ქონდა ოპოზიციას ასეთი მომენტი და ვერ გამოიყენა. ახლა რაც არ უნდა თავი გაიგიჟონ, ამ 18%-იანი მხარდაჭერით ვერაფერს გახდებიან. ასე რომ მოეშვით ოცნებას და უყურეთ ფეხბურთს
  17. newstudio რაღა ახალი. ჯერ იყო დაიცავი საქართველო, მერე ეროვნული კრებაო, ახლა ქართული იდეა. არ შეიძლება ბოლო ბოლო რამე ერთ სახელზე შეჯერდნენ?
  18. Saturn ნაციანალების ადექვატურობამ სანამდეც მიგვიყვანა, ქე ვხედავთ. თუმცა შენ ალბათ ვერ ხედავ. ყოველ შემთხვევაში მიშას სიმაგრეს თუ მხოლოდ იმით აფასებ, რომ ოპოზიციას უგებს ხოლმე სხვადასხვა მაქინაციებით, ალბათ საკუთარ ჭისკარს იქეთ მართლა ვერაფერს ვერ ხედავ.
  19. newstudio დიდ დიღომში, იმ უბანზე სადაც მე ვაძლევდი ხმას, ალასანიამ მოუგო უგულავას დაახლოებით 70 ხმით. შემდეგ ამ უბანზე მოუტანიათ გადასატანი ყუთი 1000 ხმით, და აქედან თითქმის ყველა უგულავასი იყო. მოკლედ საბოლოო ჯამში ეს უბანი ძალიან დიდი სხვაობით მოიგო უგულავამ. გასაგებია, რომ იმ 1000 ადამიანის ხმა ნაჩალიჩარი იყო. ამდენი ავადმყოფი დიდ დიღომში საიდან. მაგრამ ეს ბიულეტენები ხომ რეალურმა ადამიანებმა ჩააგდეს. რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ის ადამიანი ფულით მოისყიდეს, დააშინეს, თუ საერთოდ რეგიონიდან ჩამოიყვანეს და დიდ დიღომში ჩაწერეს. ყველგან ისეთი სიტუაცია რომ ყოფილიყო როგორც ვაკეში, სადაც საგანელიძემ 500 ხმით წააგო არჩევნები, მაშინ ეს ჩაითვლებოდა ძალიან სერიოზულ მაქინაციად. პრინციპში ახლაც მაქინაციაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ რამხელა სხვაობით მოიგეს ნაცებმა ქვეყნის მასშტაბით, ამას აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ნუ დავუშვათ არ ამოწერდნენ იმ ადამიანს თავისი სოფლიდან და არ ჩაწერდნენ დიდ დიღომში. ნაცები დიდ დიღომში აიღებდნენ ერთი ხმით ნაკლებს, სამაგიეროდ იმ სოფელში აიღებდნენ ერთი ხმით მეტს. აზრი?
  20. newstudio რამდენი ასეთი 10 კაციანი ჯგუფი იყო? მე იმას კი არ ვამბობ, კარუსელები არ ყოფილაო, უბრალოდ ყველაზე გადამწყვეტი ამ არჩევნებზე კარუსელი არ ყოფილა. Siknadmo ქართველმა ხალხმა აირჩია 14 მილიონი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ერის მორალურ მდგომარეობაზე
  21. მივულოცოთ, ვუსურვოთ რწმენა, სიხარული და ბედნიერება!
  22. Blaugranator როცა მოსახლეობის 66% დაშინებულია, მაგას დაშინება კი არა, დაჩმორება ქვია
  23. Blaugranator ესენი რატომ უნდა გამოაკლო? ზუსტად ეს დაშინებული ამომრჩევლები წარმოადგენენ დღეს საქართველოს ბირთვს და ზუსტად ესენი განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს. (ამიტომაც ვართ ტრაკში )
  24. chegesto ლევან ბერძენიშვილის თქმისა არ იყოს, ბიშკეკი ძალიან მალე გვექება თბილისში. ოღონდ არქიტექტურით და განათლების დონით. :018:
  25. chegesto მოიცა და მცხეთაში 80% რომ აიღეს ნაცებმა, ამ შემთხვევას როგორღა შეაფასებ მაშინ?
×
×
  • შექმენი...