-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
თუ სწორად მახსოვს (მახსოვს ნაკლებად , ისე ვიცი) თბილისის ომი 91-ის დეკემბერში დაიწყო და 92-ის იანვარში დასრულდა.
-
Saturn აზროვნების სიმრუდე სუბიექტური მცნებაა. ჩემთვის მაგალითად: ეს არის მრუდე აზროვნება.
-
Saturn ისადა არ გიფიქრია, რომ შეიძლება საქმე ხელფასში კი არა, არამედ იმ სტრუქტურაშია სადაც სამუშაოდ ეპატიჟები?
-
გილოცავ. მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად
-
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds მე არასდროს არ გამიმართლებია ეროვნული მოძრაობის ნაციონალისტური პოლიტიკა. მაგრამ იმის მერე 20 წელი გავიდა. რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანს ექმნება დღეს პრობლემა საქართველოში საკუთარი ეროვნების გამო? რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანს უთხრეს, რომ შენ არ გაქვს უფლება იცხოვრო იქ სადაც კონფლიქტამდე ცხოვრობდი შენი ეროვნებისდა გამო? ცხადია თუ ვინმეს სახლი აღარ დარჩა აქეთ, კომპენსაციაც ეკუთვნის, და ბოდიშის მოხდაც ეკუთვნის ოფიციალურ თბილისს. მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად საქართველოში დღეს სხვა რეალობაა, ხოლო სეპარატისტულ რეგიონებში ზუსტად ისევენაირად აზროვნებენ, როგორც 90-იანების დასაწყისში. დღემდე ეროვნების გამო ავიწროვებენ ხალხს, და ამას ღიად აცხადებენ. და რუსეთი ასევე ღიად უჭერს ამ ყველაფერს მხარს. ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, საქართველოს ცხინვალში 2008 წელს ეთნოწმენდა არ მოუწყვია. არც ერთი ოფიციალური განცხადება არ არსებობს, რომ ოსებმა უნდა დატოვონ საკუთარი სახლები. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, რომ ქართველს მიზანმიმართულად მოეკლა ან სახლიდან გაეძევებინა რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანი. მაგრამ მაშინ რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს, და რამე ფორმა უნდა მოინახოს თუ როგორ მოხდება ამ თანხის გახარჯვა. + რუსეთმაც შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და შეეშვას ეროვნებისდა მიხედვით ადამიანების ბედის გადაწყვეტას. -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds ეთნოწმენდას ვერასდროს ვერ ექნება გამამართლებელი მიზეზი. რას ნიშნავს ქართველების პლაცდარმი იყო? 2008-ში რუსებმა დაიპყრეს მთელი ლიახვის ხეობა, და იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ოსებისთვის? არადა მაგ სოფლების განადგურება უკვე ომის მერე მოხდა. რეალურად ამათ არ უნდოდათ რომ ცხინვალთან ახლოს ქართული ანკლავი ყოფილიყო. ეგაა ზუსტად ფაშიზმი. რა თქმა უნდა თბილისმა უნდა იზრუნოს კომპენსაციებზე, მას მერე რაც აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია აღდგება. მანამდე უბრალოდ წარმოუდგენელია რა სახით უნდა გასცეს თბილისმა კომპენსაციები. რომელიმე ბანკში ბაღაფშის პირად ანგარიშზე უნდა გადმორიცხოს თანხა, თუ კურიერები შეუშვას აფხაზეთში და ეგრევე ქეშად დაურიგოს ვის რაც ეკუთვნის? ბაღაფშს აქვს ნათქვამი, რომ აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღარსდროს აღარ იქნებიანო. მან ეს მოაყოლა დევნილების დაბრუნების საკითხს. ლაპარაკი იყო მხოლოდ გალის რაიონში დევნილების დაბრუნებაზე. მეორე, აფხაზეთის მოქალაქე, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მაგ პასპორტით აფხაზეთის ტერიტორიას ვერ გაცდები, და მაგ ტერიტორიაზე ვინმემ თუ რამე გიქნა, შენი პატრონი არავინაა, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. მაგიტომაა რომ ყველას რუსული პასპორტი უდევს მანდ. და მაგ მოქალაქეობის პირობის წაყენება, უბრალოდ შანტაჟია -
დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds და ლიახვის ხეობაში ყველა მეზობლების ხოცვით იყო დაკავებული არა? ის საწყალი 12 მოხუცი კეხვში რომ დახვრიტეს უკვე ომის მერე, ესენიც ალბათ ოსებს კლავდნენ ხო? მგონი შენ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია. სულ რაღაც ერთი კვირის წინ იხილავდა რუსულ-აფხაზური რაღაც კომისია, რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი ლტოლვილების აფხაზეთში ქონების დაბრუნების საკითხს. და დაასკვნეს რომ ჯერ საქართველომ უნდა გადაუხადოს აფხაზეთს 13 მილიარდი დოლარი, და შემდეგ აფხაზური თვითმარქვია ხელისუფლება ამ ხალხს დაურიგებს კომპენსაციებს. აფხაზეთში დაბრუნებაზე კიდე ნურც იოცნებონო. ლოგიკა ამიხსენი? ჯერ ერთი რა შუაშია საქართველო როცა ლაპარაკი რუსეთის მოქალაქეებზე მიდის? მეორე საკითხი, თანამედროვე სამყაროში არც ერთ პასპორტში არ იწერება ეროვნება. ხოდა ადამიანის ქართველობის შემოწმებას როგორ აპირებენ? გვარის დაბოლოებით? ამას ფაშიზმის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ. შენ კიდევ იძახი რომ ესენი თბილისიდან წამოსულ დევნილებს მიიღებენ. -
რა თქმა უნდა შესაძლებელია. და რატომ უნდა გადაიზარდოს სექსუალურ ლტოლვაში არ მესმის? :ravic: ძმაკაცების ცოლებთან მაინც არ მეგობრობთ?
-
გოგო სიგარეტს რომ ეწევა, ისე მგონია რომ საკუთარი გამორჩეულობის ხაზგასმა უნდა ამით. მე კიდევ არ მომწონს როცა გოგო საკუთარ გამორჩეულობას პირში რაღაც სისულელის აღებით უსვამს ხაზს.
-
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
McLaren replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio მაშინ რაღა აზრი აქვს რევოლუციას. ვთქვათ შეიცვალა ხელისუფლება და ვიღაცეები ვინც ახლა ცუდად არიან, აიწყვეს საკუთარი ცხოვრება. თუ ეგრევე დაიკიდეს ყველაფერი, მაშინ რევოლუცია კი არა, უბრალოდ ყაჩაღობა გამოდის, როცა ერთი ყაჩაღი მეორე ყაჩაღს აყაჩაღებს. -
რევოლუცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები
McLaren replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მთავარია ხალხის ტვინებში მოხდეს რევოლუცია. და დანარჩენი მერე უკვე დროის ამბავია. ვიცნობ მე ადამიანს ვისაც ასეთი რევოლუციური იდეები აწუხებდა, შემდეგ მოხვდა კაი სამსახურში, და ახლა ყველაფერი კიდია. თან ახალგაზრდობა მასიურად ასე აზროვნებს. ასეთი აზროვნების ხალხი რევოლუციას ვერ მოახდენს. არ შეიძლება საყოფაცხოვრებო საკითხებმა გავლენა მოახდინონ ადამიანის აზროვნებაზე. -
ძუკუ სამწუხაროდ. შეიძლება მიშისტი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით მართლა იშვიათობაა. მაგრამ უმრავლესობა იგივე ფასეულობებს იზიარებს, რასაც ნაც. მოძრაობა. და ყოველი ასეთი ადამიანი ამათი პოტენციური მხარდამჭერია.
-
მართალი გითხრათ არ ვიცი რა მოხდა ბაბუაგიორგისთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ეს თემა პერსონალურად მას ეძღვნება. ხოდა თქვენი არ ვიცი და მე არ მომწონს ასეთი პერსონალური განხილვისავით რომაა ცალკე თემა გახსნილი. ზოგადად არ მომწონს ასეთი რამეები და ბაბუაგიორგიზე რატომღაც განსაკუთრებით არ მომწონს. ისიც მესმის რომ წესი წესია და დასაბანი უნდა დაიბანოს, მარა სადღაც ეწერა რომ პლანეტაზე ერთ კვირიან ბანებზე უფრო ხანგრძლივი ბანები არ გაიცემაო. ხოდა რავიცი, რავიცი. ნათლისღებას გილოცავთ ყველას და ამ დღის მადლი შეგეწიოთ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს.
-
თითქმის არც ერთი ტენდერი ან სახელმწიფო შესყიდვა, არ ხდება ე.წ. "ატკატის" გარეშე. ძალიან ბევრი ორგანიზაცია ვიცი, ვისი მოგების 90%-ით სახელმწიფო შეკვეთებზე მოდის. თანაც მომსახურებაში იმაზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს იღებენ, ვიდრე ეს რეალურად ღირს. ელემენტარულად სახელმწიფო უწყებების ვებ-საიტებში ისეთ თანხებს იხდიან, რომ შეუძლებელია ამას უანგაროდ აკეთებდნენ. ეს ვებ-საიტი, სადაც საქმე ხუთნიშნა რიცხვებს ეხება. და იქ სადაც ასი ათასებზე და მილიონებზე ადის ტენდერები, წარმომიდგენია რა ხდება.
-
mtidan საქართველოში 900 000 პენსიონერია, 500 000-მდე ადამიანია ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და შემწეობას იღებს. კიდევ დაახლოებით მილიონ ადამიანს განაცხადი აქვს შეტანილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებობაზე, და დახმარებას ვერ იღებს. ვეტერანები რამდენნი არიან ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ყველა შემთხვევაში მილიონნახევარ ადამიანზე იხარჯება ნაკლები თანხა, ვიდრე 100 000 სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანზე. მესმის რომ პოლიციელს მაღალი ხელფასი უნდა ქონდეს, რომ ქრთამის გარეშეც შეძლოს საკუთარი თავის რჩენა. მესმის რომ მინისტრსაც, მის მოადგილესაც და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებსაც უნდა ქონდეთ ისეთი ხელფასი, რომ კორუფციულ გარიგებებზე წასვლა არც იფიქრონ. მაგრამ იმ პენსიონერმა რა დააშავა. რახან ქრთამებს ვერ აიღებს, ე.ი. შენივე დათვლილ საარსებო მინიმუმზე დაბალი პენსია უნდა მისცე? მარტო ზემოთ მოყვანილი ციფრების ხარჯზე შეიძლება პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა. 40%-ით რომ შეუმცირო ამ 100 000 ადამიანს ხელფასი, მინიმალური პენსია ქე მიუახლოვდება იმ 139 ლარს. მარა 40% ით რომ შეუმცირო ერთბაშად ყველას ხელფასი, ხო აყვირდა ის ხალხი, ხო ალაპარაკდა იმ ფულზე რაც სახელმწიფო შესყიდვების ან სხვადასხვა ტენდერების დროს ტყდება. ხოდა ჩამოეშლებათ მთელი სახელმწიფო მანქანა. ახლა კიდე ის ხალხი კმაყოფილია მაღალი ხელფასებით, და იმ კორუფციას რასაც საკუთარი თვალით ხედავს საკუთარ უფროსობაში, ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს.
-
გააჩნია საარსებო მინიმუმად რას ჩათვლით. შეიძლება ადამიანმა მთელი დღე ერთი პური და წყალი იკმაროს. ეგეც 18 ლარი + 3.10 წყლის ფული. და ჯამში გამოდის 21 ლარი, 10 თეთრი. მერე ადამიანი ავად გახდება, წამალს ვერ იყიდის და მოკვდება. მარა სტატისტიკაში დაფიქსირდება, რომ ადამიანი ავადმყოფობით მოკვდა, და არა იმიტომ რომ საარსებო მინიმუმი არ ქონდა. ავიღოთ გათბობის ხარჯები. მე მაგალითად ეკონომიური ელექტრო გამათბობელი მაქვს ოთახში. და თვეში სადღაც 30 ლარად მშვენივრად ათბობს პატარა ოთახს. მაგრამ ეკონომიური რომაა, იმის ყიდვა დაჯდა ძვირი. ადამიანი ვინც საარსებო მინიმუმით ცხოვრობს, ასეთს ვერ იყიდის. ის ძველებური სპირალიანი გამათბობლები კიდე ალბათ 60 და 80 ლარამდეც დაუწვავენ. ჩემი პირადი აზრით საარსებო მინიმუმი თვეში დაახლოებით 300 ლარია. 90 ლარი კომუნალური გადასახადები. და 210 ლარი დანარჩენი. 7 ლარი გამოდის დღეში. ეს ელემენტარულად რომ არ გაიყინო, შიმშილის გრძნობამ რომ არ შეგაწუხოს, + თვეში 1 წყვილი ნასკი რომ იყიდო. თორე მაგ თანხით ვერ იცხოვრებ (გართობას ვგულისხმობ). კინოში ვერ წახვალ, თეატრში ვერ წახვალ, ელემენტარულად მეგობრებთან ერთად რესტორანში ვერ მოჯდები (თუ არ დაგპატიჟეს ), ინტერნეტზე ხო ზედმეტია ლაპარაკი.
-
ვუერთდები მილოცვებს. მრავალს დაესწარით ჯანმრთელად და ბედნინერად
-
ასე ერთჯერადი ემოციებით საქმეს ვერ უშველი. 2007 და 2009 წლის აქციების დროს დაპატიმრებული ხალხი ვის ახსოვს დღეს? ან მოკლული როინ შავაძის ისტორია? ასე დაავიწყდება ხალხს ეს ამბავიც. ამ არაკაცების და არაქალების მოშორებას მიზანმიმართული მუშაობა უნდა, უნდა იცოდე რას ებრძვი და რისთვის ებრძვი. თორე ჯერჯერობით ყველაზე საპასუხისგებლო მომენტში დგება ხოლმე კითხვა. "ესენი თუ წავიდნენ, უკეთესი ვინ მოვა?". ხოდა გპირდებით, რაც უფრო ხშირად გაიმეორებს ამას ხალხი, მით მეტია იმის შანსი რომ მართლა ამათზე უარესები მოვიდნენ.
-
აბა ხალხნო და ჯამაათნო, მივულოცოთ SATURN-ს
McLaren replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვაა, რა მაგარი ამბები მომხდარა. გილოცავ სატურნ. ღმერთმა ბედნიერი გოგო გაგიზარდოს. ხოდა როგორც დაიწყო ეს წელი შენთვის, სულ ასე კარგად გაგეტარებინოს. -
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ულევ სიხარულს და სიყვარულს გისურვებთ.
-
გილოცავ! :party: http://bethecake.com/wp-content/uploads/2007/09/whipped-cream-cake.jpg
-
ის რაც მატერიალურია და რასაც თოვლის ბაბუას ბიუჯეტი გასწვდებოდა, ჩემი ამერიქან ექსპრესიც გაწვდება. ახლა ძვირიანი რამის თხოვნა მომერიდებოდა მე, და რაც არამატერიალურია, იმას ვერ შემისრულებდა. ასე რომ სადღაც კარგია, რომ ის არ არსებობს.
-
babuagiorgi ბანი ხან ჩათლახობაა, ხანაც მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ზომა. კაცობაში მე სხვა რამ ვიგულისხმე
-
babuagiorgi ეს იმას ნიშნავს რომ მოდერაცია პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და სადამსჯელო ზომები ყველა იუზერზე ერთნაირად ვრცელდება, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა და რეპუტაციისა. რეპუტაცია კაცობასავითაა. არ გაიცვლება.
-
Saturn ხოო? და ყველა პარლამენტარს (ან მათ რომელიმე ნათესავს) რამე ბიზნესი მაინც რომ აქვს ეგეც არ იცი? მინისტრებზე და სხვა ჩინოვნიკებზე რომ არაფერი ვთქვათ. პრმიებს რაც შეეხება, ვეთანხმები ერთ ერთ გამომსვლელს რომ იგივე კორუფციაა. და სხვათაშორის ხვალ რომ დაჭირდეთ რომელიმე ჩინოვნიკის დაჭერა, ამ ოფიციალურად დანიშნულ პრემიებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად მონათლავენ თვითონვე.