-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
შემდეგი არჩევნებისთვის (მგონი 2012-შია) რამე პროტესტის ფორმა უნდა მოვიფიქროთ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა. რახან ოპოზიციისთვის ხმის მიცემა უშედეგოა, მოდი მაგალითად საარჩევნო ბიულეტენებზე ნაცების დედები მოვიკითხოთ. ნუ მამენტ ეს ბიულეტენები გაუქმდება, მაგრამ ძალიან ბევრზე თუ დაფიქსირდა მსგავსი მოკითხვა, სკანდალი მაინც აიწევა. ნუ ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის შემოხაზვაზე უფრო მეტი შედეგი უნდა ქონდეს ამას. შემდეგ არჩევნებამდე კიდევ ორი წელია, და მანამდე კიდევ შეიძლება პროტესტის ფორმის დახვეწა. რას იტყვით?
-
იმდენი მტყუანს თქო გადაეცით ლევანს. ქრისტიან დემოკრატებმა 3%-ით აჯობეს ალიანსს ქვეყნის მასშტაბით. ნუ თუ ალიანსი საქართველოში მართო თბილისს მოიაზრებს, მაშინ კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა ამათი საქმე.
-
კარგია, რომ მიშისტებივით დამარცხებას გამარჯვებად არ აღვიქვავთ
-
Pompiero მე ის ვიგულისხმე რომ 9%-ს ფორუმიც აიღებდა არჩევნებზე რომ გასულიყო. და ზოგადად ოპოზიციონერებმა ახლა ერთმანეთისკენ ხელები არ უნდა იშვირონ. არც ერთი არაა იმ მდგომარეობაში რომ სხვას კიდე ჭკუა დაარიგოს. არანაირ ვადამდელ არჩევნებს ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. გავიდნენ ახლა ხალხში. ან ის 20 ლარიანები გადმოიბირონ 30 ლარად, ან გაუყიდავები გადმოიბირონ თავიანთ მხარეს, რომ 20 ლარიანებს დაურხიონ. მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, რაც ამათ ვინმეს ყიდვა ან გადმობირება შეძლონ. 2012-ისთვის 70%-მდე აწევენ ნაციონალები თავის "შედეგს", და 2013-ში საპრეზიდენტოზე კიდევ მოუმატებენ. მერე იმედი მაქვს გაჩერდებიან და 70-დან 80%-მდე დაიწერენ ხოლმე ყველა არჩევნებზე, პუტინ-მედვედევივით. და საკმაოდ ბევრ ოლქში (მაგალითად ბათუმში) ეროვნულმა საბჭომაც რომ გადაასწრო ალიანსს?
-
dire და ყაზბეგის ალტერნატივა რომ ნაციონალი ჩოჩელის "ნატახტარია"? პივა ვერ დაგილევია კაცს. Pompiero და ალიანსი მზად იყო? 9%-იანი შედეგი დამაკმაყოფილებელია ვითომ? ქ.დ.მ-ს ვერ გაუსწრეს, მოგებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. თან ალასანიამ ერთ ერთ ინტერვიუში თქვა, რეგიონებში მაგდენსაც არ ველოდითო. 7%-ზე ნაკლებს თუ ვარაუდობდა რეგიონებში, ამას არჩევნებისთვის მზადყოფნა ქვია? ამის დედა ვატირე, მართლა მარტო თბილისი ხომ არაა საქართველო?
-
და მე ვინ დამამინუსა და ვინ დამაპლიუსა, ეგ როგორ უნდა ვნახო, ჰა?
-
მიშასია საქართველო.ყოველ შემთხვევაში ის ეგრე ფიქრობს.
McLaren replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ცხინვალი და სოხუმი ვალოდიასია. დანარჩენი მიშასი. -
საიდან იბადება ანტიამერიკანიზმი საქართველოში
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi მაინც როგორ ერეოდნენ არჩევნებში? განცხადებებით? გასაგებია, რომ განცხადება შეიძლება მოგვწონდეს, შეიძლება არა. მაგრამ განცხადებით ხომ არაფერი იცვლება? -
საიდან იბადება ანტიამერიკანიზმი საქართველოში
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi და როგორ ერეოდნენ ისინი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში? სარკოზი როგორც მახსოვს საერთოდ ჩვენი საპრეზიდენტოს მერე გახდა პრეზიდენტი. -
საიდან იბადება ანტიამერიკანიზმი საქართველოში
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi აშშ-ს ავტომატის სროლა არ დაუწყია არც იქეთა და არც აქეთა მხრიდან. თუ ვინმე ჩვენიანი ჩაება ვიღაცის დადგმულ პროვოკაციაში, არ ჯობია მას მოვკითხოთ? -
საიდან იბადება ანტიამერიკანიზმი საქართველოში
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi ანუ ამერიკა ჩვენზე არ ფიქრობდა, როცა კოსოვოს აღიარების გადაწყვეტილებას იღებდა? და იქნებ ჯობდა ჩვენ თვითონ გვეფიქრა შესაძლო შედეგებზე? -
საიდან იბადება ანტიამერიკანიზმი საქართველოში
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi მთლად ეგრეც არაა. დახმარება იყო მიზნობრივი. ანუ კონკრეტული რაღაცეებისთვის გამოიყოფოდა. სხვა საქმეა რომ ატკატების და სხვა მაქინაციების საშუალებით ჩინოვნიკებმა ამ ფულის ნაწილი შეჭამეს, მაგრამ საერთოდ რომ არ ყოფილიყო ეს დახმარება, საქართველო ისეთ კრიზისში ჩავარდებოდა, 90-იანები სანატრელი გაგვიხდებოდა. კოსოვოს აღიარებას და აშშ-ს ბევრ სხვა გადაწყვეტილებას მე არ ვამართლებ. მე ვთქვი მათ პოლიტიკაზე ჩვენთან მიმართებაში. აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება ფარულ გარიგებებს, ეგ ჩვენთვის უცნობია. მაგრამ რაც არ უნდა მოელაპარაკათ აშშ-ს და რუსეთს, აშშ-ს პირადად არ შეუწყვია ხელი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისთვის. -
საიდან იბადება ანტიამერიკანიზმი საქართველოში
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იქიდან რომ ქართველებს გვჩვევია ყველაფრის სხვაზე გადაბრალება. ზოგისთვის ასეთი ბუა რუსეთია. და ამ ბოლო დროს აშშ-ს ლანძღვა-გინებაც შემოვიდა მოდაში. ნუ რუსეთისთვის მართლა ძალიან ბევრი რამის დაბრალება შეიძლება. მაგრამ დასავლეთმა, და კონკრეტულად აშშ-მ რა დააშავა ამისთანა საქართველოს წინაშე? წლების მანძილზე აშშ აყალბებდა საქართველოში არჩევნებს? ან კიდევ ეს: აშშ-ს ბრალია ჩვენი პრეზიდენტი ვიღაცის დაუკითხავად რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებებს? თუმცა ბევრს დღემდე ჯერა რომ 2008-ში სააკაშვილი ბუშის განცხადებამ გახადა პრეზიდენტი. ამიხსენით, როგორ შეიძლება ვიღაცის განცხადებამ კაცი გახადოს პრეზიდენტი? მეორეს მხრივ, აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-ს ფინანსური დახმარებით გაგვაქვს თავი. ვინმე დაფიქრებულხართ, რა გვეშველებოდა ეს დახმარება თუ არა? ან ზოგიერთი ბოზ ევროპას რომ გაიძახის. როგორც ვუყურებ, ევროპელებს დღეს ქართველებზე მეტად აინტერესებთ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარება. საკუთარი სახსრებით აფინანსებენ სეპარატისტული რეგიონების ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების მონიტორინგს. ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებს უწყობენ ხელს. ადმიანების გატაცების დროს ძალისხმევას არ იშურებენ მათ გასათავისუფლებლად. ჩვენ კიდევ რას ვაკეთბთ? დედას ვაგიინებთ, რომ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს მთლიანად არ იღებენ საკუთარ თავზე. -
Saturn ცრემლი მომადგა თვალზე
-
Siknadmo დავდოთ ყველამ 20-20 ლარი და ეგაა. თუმცა ისინი ჩვენზე სამჯერ მეტნი არიან. ასე რომ 60-60-ის დადება მოგვიწევს
-
machkatela კარგი, ქრისტიან-დემოკრატებზე პროპაგანდა მუშაობდა. მაგრამ 25 ოლქში რომ ეროვნულმა საბჭომაც აჯობა ალიანსს, ამას რა ვუყოთ? newstudio პირადად მე მხარს აღარ დავუჭერ, თუ რამე არ შეიცვალა. 30 მაისს მე ცვლილებას დავუჭირე მხარი, და არა თინა ხიდაშელის ან დათო საგანელიძის საკრებულოში დასაქმებას. ასე რომ სავარაუდოდ შემდეგ არჩევნებზე ის 9%-იც არ ექნებათ რაც ახლა მიიღეს. იმ მიშისტების იმედზე კიდე, ალასანიას სიყვარულს რომ უხსნიან ახლა, ჩემი მტერი იყოს.
-
ამ არჩევნებზე ალიანსმა საქართველოსთვის პროგრამა მინიმუმიც კი ვერ შეასრულა. ის ვერ დაფიქსირდა წამყვან ოპოზიციურ ძალად. მეორე ადგილი მან დაიკავა მხოლოდ თბილისში (სამგორის და გლდანის გარდა), ახმეტაში, წალკაში, ლენტეხში, ზუგდიდში და წალენჯიხაში (ბოლო ორი სავარაუდოდ ალასანიას მეგრული გვარის გამო). ყველა დანარჩენ ოლქში ალიანსს ქრისტიან დემოკრატებმა აჯობეს და საერთო შედეგშიც 3%-ით აჯობეს. მეტიც. საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში, თიანეთში, გარდაბანში, მარნეულში, დმანისში, დუშეთში, ყაზბეგში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, სამტრედიაში, ხონში, ჭიათურაში, წყალტუბოში, ლანჩხუთში, მარტვილში, ხობში, ფოთში, ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში, ხელვაჩაურში და ხულოში მათ ეროვნულმა საბჭომაც აჯობა. ალიანსის კონსტრუქციულმა და რიცხვებით გათვლილმა ჯანდაცვის და დასაქმების პროგრამებმა ვერ დააინტერესეს ამომრჩევლები. ხოდა ალიანსს ურჩევნია გაითვალისწინოს ეს შედეგები და იმ რიჟა ბაზარს შეეშვას რომ თბილისში მეორე ადგილი მათ უალტერნატივო ოპოზიციურ ძალად აქცევს.
-
machkatela აგვისტოს ომმა ვერ მოიყვანა ეს ხალხი გონზე და აწი რა მოიყვანს? 65%-ზე ნაკლები მარტო თბილისში უწერიათ ნაცებს. ისიც ცოტათი და ალბათ დროებით. წაუგებელ ფორმულას მიაკვლიეს ნაცებმა: ერთის მხრივ ფასადების ღებვა (სათქმელი რომ ქონდეთ რაღაცა კეთდებაო), და მეორეს მხრივ ხალხში რაც შეიძლება დიდი გაჭირვების შენარჩუნება, რომ ნებისმიერ გადმოგდებულ 20 ლარზე დაიმორჩილონ ეს ხალხი. და კიდევ კაცმა არ იცის რამდენ ხანს იმუშავებს ეს ფორმულა. Siknadmo ამათ 20 ლარიანი კახპა წყინთ მარტო. 120 ლარიანი კახპობა არ წყინთ. კანონის დარღვევა არააო, ასე ამბობენ.
-
მამენტ რა ხალხიცაა, ის ოპოზიციაა. ალასანიას და სალომეს პარტიები დაფინანსებას მიიღებენ. ახლები ისევ კვალიფიციური სუბიექტები გახდებიან. მთელ ალიანსს ოთხმაგი დაფინანსება ექნება. საკრებულოში ალიანსის მინიმუმ 5 წევრს დაასაქმებენ. ამ სიდუხჭირის ჟამს ესეც საქმეა. რეგიონებშიც თითო თითო კაცს მაინც დაასაქმებენ. საქართველოს მოსახლეობის 75% ასეთი მიდგომებით ცხოვრობს, და რა გასაკვირია, რომ ალიანსელების 75%-იც ზუსტად ასე აზროვნებდეს...
-
Leo_Nafta მათ არჩევანს პატივს ვცემ. მაგრამ ამ თანამოქალაქეებს ვერ ვცემ პატივს და რა ვქნა.
-
Leo_Nafta კაი კაცო. ნაწილი რატომ არ გაერთიანდაო სხვებთან, მეორე ნაწილი ვისთანაც გაერთიანდა, რატომ გაერთიანდაო? არადა მაშინ მორჩა ამ ქვეყნის ამბავი, როცა მოსახლეობის 63%-ს შეუბრუნდა ხელი 5-იანის შემოსახაზად, და საამისოდ ათასი გამამართლებელი ###-ობა მოიგონა. fashisti ეგ თბილისში. საქართველოში ისეა რაც მე დავწერე.
-
newstudio 11.13 % აქვს ალიანსს. 11.87 % - ქ.დ.მ-ს თან თითქმის ყველა რეგიონში ქრისტიან-ჟურნალისტები ბევრად წინ არიან. ალიანსი თბილისის წყალობით ქაჩავს.
-
ბებიაშენისა. ქრისტიან-დემოკრატები ნახევარი პროცენტით გისწრებენ. ისე მეც შემეცოდა. ძალიან საწყალი სახის გამომეტყველება ქონდა. მარა ქვეყანა უფრო მეცოდება მე
-
Saturn საქართველოში სულ 3600 უბანია. გუშინ თითო უბანთან 4-ნი მაინც იქნებოდნენ. ე.ი. სულ 14 400 კოორდინატორი. თითოს თვეში თუ 120 ლარს უხდიან (როგორც თვითონ ამბობენ), ეს თვეში 1 728 000 დაუჯდებათ. რომელი პარტია გაქაჩავს ამას ნაც. მოძრაობის გარდა. და ნაც. მოძრაობაც ხო სულ პარტიული სახსრებით აფინანსებს მათ. და ამ 20-ლარიან კახპებს მარტო აღრიცხვა რომ ეწარმოებინათ (როგორც თვითონ ამბობდნენ გუშინ), ამხელა თანხას არავინ არ დაახარჯავდა.