-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
dire საქმე არაა, მაგრამ საქმეს ხელს უწყობს. როცა ძალით თავს იტყუებ, იქ სწორ გადაწყვეტილებებს ვერც მიიღებ. გასაგებია რომ ძალიან ბევრი უყურებს, როგორ იტყუება იგივე რუსეთი ან ა.შ.შ. და მათ გასდის ეს ტყუილი. უბრალოდ ისინი ამ ტყუილებს უკვე გაკეთებული საქმეების გასამართლებლად იყენებენ. ჩვენ კიდევ ვერც საქმეს ვაკეთებთ და თავის მოტყუებით კიდევ ვცდილობთ გავამართლოთ ის ვერგაკეთებული საქმე.
-
aiv გოკა გაბაშვილივით წინასწარმეტყველი არ ვარ მე და ვერ ვიტყვი ომი მოხდებოდა თუ არ მოხდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ომის დროს ძალიან ბევრი შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომა იყო დაშვებული, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდა. ომის მერე არათუ პასუხი აგო ვინმემ ამ შეცდომებზე, პირიქით, იგივე ხალხი, იგივე სტრატეგიას აგრძელებს, თანაც დანარჩენებს ჭკუას ასწავლის ვინაა მოღალატე და ვინ არა.
-
Gagi 67 და რატომ იყო თავდაცვისთვის სრულიად მოუმზადებელი გორი, მცხეთა, სამეგრელო და გურია ამაზე არ გიფიქრიათ? თუ იმდენი ძალა გვქონდა ცხინვალი შტურმით რომ აგვეღო და ბოევიკები იმათსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე გაგვენადგურებინა, საკუთარი სოფლების და ქალაქების დაცვის თავი რატომ არ გვქონდა? გორში რუსების შემოსვლამდე რატომ არ იყო გათხრილი არც ერთი სანგარი? რატომ ხდებოდა ეს სპონტანურად მაშინ როცა რუსები უკვე ქალაქს უახლოვდებოდნენ? სარკოზის იმ ექვსპუნქტიანი გეგმის ხელმოწერის შემდეგ რატომ არ დატოვეს თუნდაც ახალგორში არც ერთი ჯარისკაცი. (ცნობისთვის ახალგორი რუსებმა აიღეს 15 აგვისტოს ტყვიის გაუსროლებლად). და ეს ხალხი კიდევ სხვისკენ იშვერს ხელს მოღალატეაო.
-
Saturn ალბათ იმიტომ რომ ყველა სხვა რას წარმოადგენს უკვე ნანახი გვაქვს მაშინ ის გეგმაც უნდა ქონდეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში რას ვიზამთ.
-
თემები გაერთიანდა
-
Gagi 67 როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით. აი ბაროზუმ თქვა კარგად თუ არ მოიქეცით ევროკავშირის მონიტორები გამოვლენ ე.წ. ბუფერული ზონებისგან. რა ვქნათ? არ გავუშვათ?
-
შსს-ს არარსებული თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნაც მახსოსვს, პანჩურის ვიდეოს გაჟონვის მერე და უსახელგვარო პოლიციელების დასჯაც 15 ივნისის აქციის დარბევის მერე.
-
shamili კიბატონო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პოლიტიკაში ნაკლები ნაციონალისტი და მეტი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი რომ ყოფილიყო, რუსეთი ვერ შეძლებდა საქართველოში კონფლიქტების ამ დონეზე გაღვივებას. ამიტომ ჩემი აზრია, რომ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ უნდა გავიმეოროთ, და ის ხალხი ვინც 90-იანებში ვერ შეძლო ამ კონფლიქტების თავიდან აცილება, აღარ უნდა ჩავრთოთ იგივე კონფლიქტების მოგვარების პროცესში.
-
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ბოლო აბზაცი განსაკუთრებით საგულისხმოა. საფრთხეებზე, რომ საუბრობენ ჩვენი პატივცემული ექსპერტები, ამ საფრთხეზე რატომ დუმს ყველა? ევროკავშირის მისიაც თუ გავიდა ე.წ. ბუფერული ზონებიდან, ჩვენ ხო პირდაპირი მნიშვნელობით მარტო დავრჩებით რუსების პირისიპირ? რატომაა ამხელა აჟიოტაჟი ბურჯანაძეზე და ნოღაიდელზე და რატომ ხდება წაყრუება რეალურ საფრთხეებზე?
-
Saturn სამშობლო და ეროვნება ცოტა სხვადასხვა მცნებებია. სამშობლო ისაა სადაც დაიბადე და გაიზრდე. ეროვნება კი ისაა, რაც სისხლში გაქვს. აგვისტოში უამრავი საქართველოს რუსი ეროვნების მოქალაქე საკუთარი სამშობლოს (და პირველ რიგში სიმართლის) მხარეს დადგა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უარი თქვეს საკუთარ ეროვნებაზე და წარმომავლობაზე.
-
შემტხვევიტ აღმოჩენილი სოციოლოგიური გამოკითხვა
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela მეც ეგ ვთქვი. როგორც მინიმუმ 3-მა ორგანიზაციამ უნდა ატაროს მსგავსი კვლევები თვეში ერთხელ. არპილ-მაისში უფრო ხშირადაც. ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს მსგავს რაღაცეებს ხალხის განწყობაზე. -
შემტხვევიტ აღმოჩენილი სოციოლოგიური გამოკითხვა
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამავე გამოკითხვის მიხედვით: http://banksandfinance.ge/politics/995-reit.html ჩემი აზრით ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ სოციოლოგიურ კვლევებს. ცხადია ეს ერთი კვლევა რომ დაუდო ცხვირ წინ ეკა კვესიტაძეს, გეტყვის არაობიექტურიაო. ამიტომ ჩემი აზრით რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, მათ შორის უცხოურიც. და რაც შეიძლება ხშირ-ხშირად უნდა ქვეყნდებოდეს შედეგები. აუცილებელია არჩევნებამდე ისეთი ფონის შექმნა, რომ ხალხმა წინასწარ მიახლოებით მაინც იცოდეს არჩევნების შედეგები. -
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 შეიძლება რაღაც არასწორად გავიგე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კაცი ლავროვის გამოცხადებულ "ახალ რეალობას" ეთანხმება. არც კონფლიქტის მოგვარებაზე უთქვამს რამე, არც მედვედებ-სარკოზის გეგმაზე. მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობს "ახალი რეალობის" გათვალისწინებით. არსებობს ქვეყნები რომლებსაც აქვთ შიდა თავისუფლების პრობლემები (რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, ეგვიპტე და ა.შ.), მაგრამ ამავე დროს გააჩნიათ სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ვერავინ ვერ ეხება. არსებობს ქვეყნები (მაგალითად სერბეთი), რომლებიც ქვეყნის შიგნით ახერხებენ ცივილიზებურ ცხოვრებას, მაგრამ სერიოზული პრობლემები ექმნებათ გარე ძელბისაგან. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელსაც ცალკე გარედან ხმარობენ, და ცალკე კიდევ შიგნიდან.