Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. asesino_141 იუგოსლავია იყო კონფედერაციული სახელმწიფო, რომელშიც შედიოდა 6 სუბიექტი: სერბეთი, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია, მაკედონია და მონტენეგრო. იუგოსლავიის კონსტიტუციით ყველა რესპუბლიკას ქონდა იუგოსლავიიდან ცალკე გასვლის უფლება. ამ უფლებით ისარგებლეს ჯერ სლოვენიამ და ხორვატიამ, შემდეგ მაკედონიამ და ბოსნიამ, და ბოლოს მონტენეგრომ. რაც შეეხება კოსოვოს, ეს იყო ავტონომია სერბეთის შემადგენლობაში და კონსტიტუციით სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება მას არ ქონდა. ამიტომაც გაერო დღემდე არ ცნობს მის დამოუკიდებლობას.
  2. DATA TUTASXIA პირველ რიგში ალბათ თვითონ ალასანიასი. კაცს როცა პრეზიდენტობის ამბიცია აქვს, მსგავსი ტიპის პრობლემებს როგორმე უნდა გაუმკლავდეს.
  3. asesino_141 მსოფლიოში 1000 - ზე მეტი ეთნოსია, მაგრამ ამავე დროს გაეროში სულ რაღაც 192 სახელმწიფო ირიცხება. შეუძლებელია იმის დადგენა ამ 1000 ეთნოსიდან ვის ეკუთვნის დამოუკიდებლობა, და ვის არა. თუ ასე წავიდა ლაპარაკი, მაშინ ყველას უნდა ქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ ამას კიდევ უფრო დიდი პრობლემები მოყვება. ავიღოთ მაგალითად აფხაზეთი. ვთქვათ მართლა მივეცით აფხაზეთს დამოუკიდებლობა. ეგრევე ჩნდება გალის პრობლემა. გალის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არის ქართველი. თუ აფხაზეთს მივეცით დამოუკიდებლობა, მაშინ იგივე ლოგიკით აფხაზებმა უნდა დათმონ გალი. ასეთი სიტუაციები იქნება ყველა ტერიტორიული დავის დროს. იქნება გაუთავებელი ომები. ამიტომ არსებობს გაერო, რომელიც უნდა იყოს არსებული სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის გარანტი. ანუ ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება მხოლოდ მაშინ როცა ეს არ ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს კონსტიტუციას, რომლისგან გამოყოფაც უნდა მას.
  4. lasha_alo საქმე იმაშია, რომ უგულავას გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე მეტს ალასანია კარგავს. ყველა დანარჩენი უკვე მრავალჯერ დამარცხებულია. ერთი დამარცხებით მეტი, ერთით ნაკლები მათ ვერაფრს უზავს. ალასანიას კიდევ პრეზიდენტობა უნდა. ხოდა ახლა უგულავას მერის არჩევნებში თუ ვერ მოუგო, საპრეზიდენტოს მოგება ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.
  5. პლანეტაზე საბოტაჟია
  6. Siknadmo რახან ამ თემაში ფსიქოლოგიის შედევრები დაიწერა, ერთ ასეთ მოსაზრებას მეც დავწერ. სადღაც წამიკითხავს, ათეისტებს ძალიან გამძაფრებული აქვთ სიკვდილის შიში. მათი აზრით სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება, ამიტომაც გამუდმებით ფიქრობენ სიკვდილზე. მორწმუნეებში სიკვდილის თემას ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავია. ამიტომ ათეისტებს მორწმუნეები საკუთარ თავზე ბედნიერ ხალხად მიაჩნიათ და ქვეცნობიერად შურთ. აქედან მოდის აგრესია რელიგიის მიმართ.
  7. Saturn შენ სტატისტიკა მოგეპოვება თუ ეკა ხერხეულიძის ნათქვამს ეყრდნობი? რა თქმა უნდა, მაგრამ განკურნებისთვის საჭიროა რომ საზოგადოებას მძაფრი რეაქცია ქონდეს მსგავსს მოვლენებზე. თუ ყველამ ვთქვით, მერე რა, სხვა ქვეყნებში უარესიც ხდება, აქაც უარესი მოხდება.
  8. babuagiorgi ხოდა მაშინ აფხაზებს რას ვერჩით. იმათაც იქამდე იბრძოლეს სანამ სოხუმში არც ერთი ქართველი არ დარჩა.
  9. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ჩვენი არასამთავრობოები კლინტონს ატყუებენ თურმე მაგრამ რაც მთავარია, სხვა ქვეყნებშიც ირღვევა ადამიანის უფლებები, ასე რომ საქართველოშიც რომ დაირღვეს, ამით არაფერი დაშავდება.
  10. გილოცავ. მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად
  11. Private Nodari ბოლო აღარ მახსოვდა გასკდა
×
×
  • შექმენი...