Private Nodari ზემო აფხაზეთი ამ ხელისუფლებამ დაარქვა კოდორის ხეობას, უფრო სწორედ კოდორის ხეობის ზემო ნაწილს. 93-ში კოდორის ხეობის ზედა ნაწილი ემზარ კვიციანის კონტროლ ქვეშ დარჩა. კვიციანს ქონდა თავისი შეიარაღებული დაჯგუფება "მონადირე" (მხედრიონის პონტში). 94-95 წლებში, როცა დაიწყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება, შევარდნაძის მთავრობამ ხელი არ ახლო კვიციანს, იმიტომ რომ ეს ხალხი კოდორის ხეობას იცავდა სეპარატისტებისგან. ერთი პერიოდი კვიციანი პრეზიდენტის რწმუნებულიც იყო კოდორის ხეობაში. 2001-ში კვიციანმა ჩეჩენ ბოევიკებთან ერთად მოინდომა კოდორის ხეობის ქვედა ნაწილის შტურმი და შემდეგ სოხუმზე გასვლა. მაშინაც რუსები ჩაერთვნენ და კვიციანი ისევ ხეობის ზედა ნაწილში გადავიდა. კვიციანს ტერორისტებთან თანამშრომლობა დაბრალდა და შევარდნაძის ხელისუფლებამ ოფიციალური კავშირი გაწყვიტა მასთან. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოქრუაშვილმა გასცა კვიციანის დაჯგუფების განიარაღების ბრძანება. კვიციანმა ამაზე უარი თქვა, და ამას მოყვა სპეც ოპერაცია. იქაურმა მებრძოლეებმა უარი თქვეს ქართველებთან ბრძოლაზე და კოდორის ხეობის ზედა ნაწილი ქართულმა ჯარმა დაიკავა. ამ დროს გადაარქვეს ამ ნაწილს ზემო აფხაზეთი. Private Nodari ხო. სეპარატისტებს შემოვლითი გზა ქონდათ გაკეთებული (ე.წ. ძარის გზა). რომლითაც შედიოდნენ ცხინვალში. ეს გზაც კარგი სამიზნე იყო ქართველებისთვის. ანუ დიდი ლიახვის ხეობის მხრიდან ადვილად იცხრილებოდა. ამიტომ ვერ ახერხებდნენ რუსები ამდენ ხანს ცხინვალში შეღწევას. სანამ დიდი ლიახვის ხეობა არ აიღეს, წესიერად ცხინვალში ვერც შევიდნენ.