Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. აზრი არც მე. და საქმეში ხომ საერთოდ არავის არ ვენდობი ჩემი თავის გარდა.
  2. gendolf თბილისში არაფერი არ იმალებაო ხო იცი :nekro:
  3. Saturn მე ისეთები ვიგულისხმე ვისაც ელემენტარულად საჭმლის ფული არ აქვს და ზამთარში კიდევ გათბობის ფული. ახლა საბჭოთადროინდელი მაცივარი და ტელევიზორი თუ უდგას სახლში, ეგ არაფერს ცვლის. ამ მაცივარში შესანახი პროდუქტი თუ არ გაქვს, ის მაცივარი გინდ გქონია, გინდ არა.
  4. machkatela მილიონ ადამიანს აქვს შეტანილი განაცხადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფნაზე. და მშიერი ადამიანი როგორც წესი პირველ რიგში საჭმელზე ფიქრობს. Saturn დრო გადის, საქართველოს ბიუჯეტი იზრდება, საერთო შიდა პროდუქტი მატულობს. მაგრამ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა განაცხადების რაოდენობაც მატულობს.
  5. Saturn და სარკოზის ექვსპუნქტიან გეგმაზე ლაპარაკი რუსეთისთვისაა წამგებიან. ყოველ შემთხვევაში ამ გეგმის შეუსრულებელ ნაწილზე. რუსეთს 49 წლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული სეპარატისტებთან რუსული ჯარის იქ ყოფნაზე. და 7 აგვისტოს პოზიციებს რატომ დაუბრუნდებიან? თან რომც დაუბრუნდნენ, რა სტატუსით დარჩებიან მანდ? ის სამშვიდობო სტატუსი რაც მათ 2008 წლის 7 აგვისტოს ქონდათ, აღარ არსებობს. რა თქმა უნდა არც ჩვენთვის წამგებიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ისეთი თემებზე უნდა ვილაპარაკოთ, რითაც ორივე მხარე იხეირებს. ამ ხელისუფლების 6 წლიანი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ სავაჭრო თემა თითქმის აღარ დაგვრჩა. მაგრამ რაღაც საკითხებზე მოლაპარაკება მაინც შეიძლება. თუნდაც უსაფრთხოებაზე კონფლიქტური რეგიონების ე.წ. საზღვრებთან.
  6. ბადრი_წიქორაძე გეთანხმებით. სამართლიანი არჩევნებისთვის კი საჭიროა, რომ ძალოვნებმა არ შეასრულონ ნაციონალების დანაშაულებრივი ბრძანებები. როცა პოლიცია გახდება საქართველოს პოლიცია, და არა ვანოს პოლიცია, მაშინ იქნება შესაძლებელი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაც, სასამართლოს დამოუკიდებლობაც, მედიის თავისუფლებაც და ა.შ.
  7. Grig ესეც საკმაოდ ბუნდოვანი პერპექტივაა, და საქართველოში ამაზე გაცილებით უფრო ხშირად ლაპარაკობენ, ვიდრე რუსეთში. წარმოიდგინეთ, საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფლება, პირველ რიგში ხო უნდა მოუხსნას რუსეთის ჯარს ოკუპაციურის სტატუსი? რომ მოხსნის, რამე სხვა სტატუსი ხომ უნდა მისცეს? პირდაპირ ხელშეკრულებას რუსებთან ვერ გააფორმებს, იმიტომ რომ რუსეთი ამ ტერიტორიებს არ თვლის საქართველოდ. ხოდა რა გამოდის? ერთადერთი გზა პრორუსული ხელისუფლებისთვის ამ რეგიონების აღიარებაა. ამისთვის მას დაჭირდება რუსეთისგან იმის გარანტია, რომ აღიარებისთანავე მოეწერება ხელი კონფედერაციის შექმნის შეთანხმებას. ასეთ გარანტიებს რუსეთი არ იძლევა. ამიტომ ახლანდელ ვითარებაში საქართველოში პრორუსული ხელისუფლების მოსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ებრალიძეც რომ გახდეს პრეზიდენტი, მოუწევს საკუთარი პოლიტიკური ორიენტაციის გადახედვა.
  8. T_A_T რა თქმა უნდა მოლაპარაკებებით. მაგრამ უშუალოდ სეპარატისტებთან და არა პუტინთან. უფრო სწორედ პუტინთანაც უნდა ვილაპარაკოთ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებზე უსაფრთხოებაზე, დევნილების დაბრუნებაზე, იქ მცხოვრები ქართველი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე. მაგრამ ის რომ პუტინი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაგვეხმარება, ეს მე არარეალურად მიმაჩნია. გარკვევით თქვა ლავროვმა, რომ აღიარებას უკან არ წავიღებთო. და როგორ უნდა აალოკინო თავისივე გადმოფურთხებული? ახლა შენ იტყვი, რომ მაშინ სეპარატისტებთან მითუმეტეს არ აქვს აზრი ლაპარაკს. ჯერჯერობით შეიძლება ასეც იყოს, ჩვენ ვერ ვიქნებით მათთვის რუსეთის ალტერნატივა. მაგრამ ამ ალტერნატივის როლის შესრულება დასავლეთს შეუძლია. ჩემი აზრით ჩვენ რამენაირად ხელი უნდა შევუწყოთ ამას. რათქმა უნდა დასავლეთის მიერ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" არაღიარების პირობებში.
  9. T_A_T მე მჯერა. კონკრეტულად როგორ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ სამხედრო გზით ეს ვერ მოხერხდება. პირველ რიგში აფხაზებმა და ოსებმა უნდა დაინახონ რუსეთის ალტერნატივა. ამისთვის ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ალბათ ხანგრძლივი პროცესიცაა საჭირო. მაგრამ ამავდროულად დროც არ ითმენს.
  10. zen ანუ რუსეთში მედვედევი და ჩვენთან პუტინი?
  11. ბადრი_წიქორაძე მე არ მჯერა. მაგრამ ჩემი აზრით ეს არ ნიშნავს იმას რომ რუსეთთან არ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება მისი პრემიერობის ან პრეზიდენტობის დროს.
  12. Grig არ ვიცი. უბრალოდ უახლოესი წარსული გამახსენდა და ნოსტალგიამ მომაწვა :bushti:
  13. T_A_T საპრალემენტო რესპუბლიკა. ნინო - პარლამენტის თავმჯდომარე. ნოღაიდელი - პრემიერ მინისტრი.
  14. T_A_T სიკეთე დამანახე და ვინაა ამის წინააღმდეგი? ნინო კი არა, ბოკერიამ რომ მიაღწიოს რაიმე შედეგს ჟენევაში, მაგრად გამიხარდება.
  15. T_A_T ლაპარაკის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ რაზე გველაპარაკება? აი ბურჯანაძე რომ იყო მანდ, რაზე ელაპარაკა და რას მიაღწია? ზოგადად კი ამორალური ქალია ბურჯანაძე, როგორც პუტინია ამორალური კაცი. და მე არ მჯერა რომ მსგავს ხალხს რაიმე სიკეთის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის.
  16. გააჩნია რას იგულისხმებ. და რა იგულისხმე?
  17. dire კაცმა შუამავალ კომპანიას იარაღი მიყიდა 3 მილიონად, ამ შუამავალმა კომპანიამ იგივე იარაღი მიყიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე 4 მილიონად. ზედმეტი მილიონი სავარაუდოდ გადანაწილდებოდა გარიგებაში მონაწილე 3-ვე მხარეზე. ალვირესი აღიარებს, რომ მან ამ საქმიდან 57 ათასი დოლარი მიიღო. დარჩენილი 943 000 დოლარი როგორ გადანაწილდა ეს აშშ-ს პროკურატურას არც უნდა აინტერესებდეს, რადგან შუამავალი კომპანია ისრაელშია რეგისტრირებული, და მყიდველი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. მაგრამ საქართველოს კონტროლის პალატას წესით ეს უნდა აინტერესებდეს. irene აქ კონკრეტულ თანხებზეა ლაპარაკი. თანაც საკმაოდ დიდ თანხებზე.
  18. ნანა ლეჟავა რა შუაშია მაინც ვერ გავიგე. აშშ-ს პროკურატურამ დაწერა ეს საბრალდებო დასკვნა. სასამართლოს განაჩენი მართალია ჯერ არ გამოუტანია, მაგრამ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. ნანა ლეჟავა მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ სხვა ჟურნალისტებივით სირაქლემას პოზაში არ დადგა და საზოგადოებას გააცნო ეს დასკვნა.
  19. Saturn რა შუაშია ლამაზი თვალები? რეპორტაჟი ნახე? ვინმე ალვირესმა 3 მილიონიანი იარაღი შუამავალი ფირმის საშუალებით საქართველოს მიყიდა 4 მილიონად. და ამისთვის შუამავალი ფირმისგან მიიღო 57 ათასი დოლარი ქრთამის სახით. ალვირესი თავს დამნაშავედ ცნობს. ასე რომ ეს ფაქტი ეჭვს აღარ იწვევს იმისდამიუხედავად, რომ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. ხოდა შენ გინდა თქვა რომ საქართველოს მთავრობამ 3 მილიონიანი იარაღი 4 მილიონად ლამაზი თვალების გამო იყიდა, და წილში არ იჯდა?
×
×
  • შექმენი...