Saturn ბურჯანაძე რომ გახდეს ახლა პრეზიდენტი, მას ხო სააკაშვილი შექმნილი ვერტიკალი დახვდება? ამ ვერტიკალს ამოაქვს მთელი ფული ბიუჯეტში, რომელსაც ხელისუფლება თავის გემოზე ხარჯავს. აი მითხარი, რაში უნდა დაჭირდეს ბურჯანაძეს ამ ვერტიკალის მოშლა? ვიღაცას რომ დაავალებს, ამდენი თანხა მიიტანეო, ის რომ ქრთამს აიღებს, წილში ხო უეჭველი ჩაიდებს რამეს. ახლა წარმოიდგინე, ყველა დაბალი რანგის ჩინოვნიკი ისევ წილში თუ ჩაუჯდა, ბიუჯეტი ხო შემცირდება საგრძნობლად და იგივე ბურჯანაძეს არ მოაკლდება? და რაში უნდა აწყობდეს მას შევარდნაძისდროინდელი კორუფციის დაბრუნება? რას მოიგებს ამით?