Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. GeoStream ამ ქვეყანაში ამ ეტაპზე ვერავინ ვერავის ვერ დაიცავს. და ძალიან ბევრს ასეთი სურვილი მყისიერად უჩნება, მაგრამ შემდგომ მყისიერადვე უქრება. ამ კაცს უფრო ეკუთვნოდა საქართველოს გმირის წოდება, ვიდრე მაკკეინს.
  2. GeoStream მარტო მაგაში? ისე პოლს ერთი ვარიანტი აკლია, ყველაზე რეალისტური. ჩამოვა თომას ჰამარბერგი და გამოაშვებინებს.
  3. GeoStream ბოსნიის ომის დროს ერთ ერთი ქალაქის ერთ ერთ ხიდზე ყოველ საღამოს მოდიოდნენ სატვირთო მანქანები და საბარგულიდან ცხედრებს ყრიდნენ მდინარეში. ამას იქვე მცხოვრები მოსახლეობა საკუთარი ფანჯრებიდან აკვირდებოდა. ალბათ ადარდებდათ ეს ამბავი, მაგრამ იმის შიშით, ამ საბარგულში ერთ საღამოს თვითონ არ აღმოჩენილიყვნენ, დუმდნენ და ჩუმად ადევნებდნენ ამ ყველაფერს თვალს.
  4. ძუკუ http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ru...05-2010%2021:41 სხვა ფორუმზე ვნახე ლინკი
  5. Saturn ხო, მაგრამ 7 აგვისტოს რუსული ჯარი ცხინვალის რეგიონში ეუთოს ეგიდით, სამშვიდობო მანდატით იმყოფებოდა. ეუთოს მისია ცხინვალის რეგიონში აღარ არსებობს, შერეული საკონტროლო კომისიაც აღარაა. შერეული სამშვიდობო ძალებიც აღარ ფუნქციონირებენ. რუსეთმა მართლა თავისი "ახალი რეალობა" შექმნა მანდ. წარმოუდგენელია როგორ უნდა დაუბრუნდეს ის 7 აგვისტოს პოზიციებს.
  6. Saturn იცი რაშია საქმე? რუსეთის გადმოსახედიდან ის 6 პუნქტიანი გეგმა შესრულებულია. მათი გაგებით საქართველოში მაგათი ჯარი აღარ დგას. აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას ისინი "ახალ რეალობას" ეძახიან. მათ რომ რეალურად დაიწყონ მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების შესრულება, ეს წინააღმდეგობაში მოვა აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" თვითმარქვია ხელისუფლებებთან ხელმოწერილ ხელშეკრულებებთან და ზოგადად მათი დამოუკიდებლობის აღიარებასთან. ძნელი წარმოსადგენია რომ რუსეთმა ახლო მომავალში ალოკოს თავისი გადმოფურთხებული თავისი ნებით. სამწუხაროდ საქართველოში ბევრი ვერ აცნობიერებს აგვისტოს ომის შედეგებს.
  7. analgin ეგ სხვა საქმეა. მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებ. ერთადერთი იმაზე უნდა იფიქრო კაცმა, აწმყოში არ ჩაიდინო რამე ისეთი, რომ მომავალში კიდევ მოგინდეს დროის უკან დაბრუნება.
  8. Nukriko შენ ხომ არ ყიდულობ მერე? და დანარჩენებს რატომ არ აცლი ყიდვას? ის ხალხი ხომ ბედნიერია იმით, რომ მთელი ცხოვრება სიკვდილის შიში არ აწუხებს. ხოდა რა არის ამაში ცუდი?
  9. Pioneer მაგის პრეტენზია ქრისტიან-დემოკრატებს ქონდათ შენც უთითებ მერე სხვას რა და როგორ. უბრალოდ შენ არ გისმენენ, და იმათ კიდე უსმენენ. გულაშვილმა კავკასიაზე ერთხელ გეი ტვ უწოდა რეალ თივის. და "ლიბერალებმა" გადაცემის წამყვანს უჩივლეს მედია საბჭოში, საკუთარ გადაცემაში სტუმარს რატომ ათქმევინაო მსგავსი რამე. ანუ სიტყვა "გეი ტვ"-ს ხმარება უნდა იკრძალებოდეს, და ინცესტზე ნაწარმოების პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში დაშვებული უნდა იყოს? ქრისტიანული რელიგია მოუწოდებს ხალხს აგრესიის დაოკებისკენ. ნებისმიერი მართლმადიდებელი ადამიანისთვის ეს ორჯერ ორია. და სპეციალურ ბრიფინგზე პატრიარქის შეშფოთება სულ არაა აუცილებელი ამის გასააზრებლად
  10. Pioneer პრეტენზია რას ქვია? თავის აზრს გამოთქვამს (ისიც ძალიან ფრთხილად და მოკრძალებით). ამას თითქმის ყველა ქართველი აკეთებს. უბრალოდ ეკლესიას ბევრი უსმენს, და სავარაუდოდ ძალიან ბევრ ადამიანში ამიტომ იწვევს ეს გაღიზიანებას. არამგონია ეკლესია დადებითად იყოს განწყობილი ბაევიკების მიმართ. თუმცა როცა ხდება ინცესტზე წიგნის პრეზენტაცია, თანაც სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამაზე ხმა არა მხოლოდ ეკლესიამ უნდა ამოიღოს. ძალადობას ქრისტიანული რელიგია გმობს. ბიბლიაზე უფრო მნიშვნელოვან განცხადებას ვერ გააკეთებს ვერც ერთი სასულიერო პირი.
  11. Pioneer რავიცი, ვანო მერაბიშვილმა პრიმაკოვთან შეთქმულებაში ამხილა პატრაიარქი და რა ლოიალობის ყიდვაზეა ლაპარაკი სიმართლე გითხრა მთლად კარგად არ მესმის. რაც შეეხება გადახდილი გადასახადებით ჯიპის ყიდვას. აქ მამაოს აკისრია მხოლოდ მორალური პასუხისგებლობა. მატერიალური პრეტენზია შეგიძლია წაუყენო ხელისუფლებას, ვინც შენი აზრით არასწორად განკარგავს ბიუჯეტის თანხებს. ეკლესიას რაც შეეხება, როგორც ვხვდები შენ არ ხარ ქართული ეკლესიის მრევლი, და შესაბამისად ვერც მორალურ პასუხს მოსთხოვ რომელიმე მამაოს. ინცესტის პროპაგანდა ფუნდამენტური უფლებაა? თანაც სახელმწიფო ხარჯებით. საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქოს არანაირი კავშირი არ აქვს ბოლო დროს მართლმადიდებლების სახელით "მოღვაწე" ორგანიზაციებთან.
  12. საქართველოს ლიდერმა დადებითად შეაფასა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საქართველოსა და ირანს შორის
  13. Pioneer მაშინ ჯიპი რატომ ახსენე წინა პოსტში თუ გკიდია. უბრალოდ იცი, რომ მორწმუნე ადამიანს ეხამუშება მამაოს დანახვა ძვირადღირებულ ჯიპში. და ცდილობ იმ ბრალდებით გააშავო ეკლესია, რითიც ის გაშავდება მართლმადიდებლის თვალში. თორემ ლიბერალ ადამიანს მართლა რაში უნდა აინტერესებდეს რითი გადაადგილდება მამაო. ამიტომ ვთქვი, რომ დღეს ლიბერალიზმს მარტო რაღაც ინტერესის მისაღწევად იყენებენ ხოლმე.
  14. Saturn შეიძლება ასეცაა, მაგრამ რას იზამ. ნელნელა ალბათ შეიცვლება ეს მენტალიტეტი. უბრალოდ დღევანდელი ე.წ. ლიბერალები ამას ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ თვითონ არ არიან ასეთები. Pioneer აბა ვაჟასთვის ეთქვა ვინმეს, პიდარასტებს შვილის აყვანის უფლება უნდა მიეცეთო კაი, ვთქვათ გამოგივიდათ და მოარჯულეთ. მამაოებს აუკრძალეთ ჯიპებით გადაადგილება. ეს ლიბერალიზმის გამარჯვება იქნება შენი აზრით?
  15. Pioneer სადმე დავწერე რომ ვინმეს გამოშტერებული საზოგადოების პატივისცემა უნდა აინტერესებდეს? ერთადერთი ის დავწერე, რომ ქართულ მენტალიტეტში ლიბერალიზმი არ ჯდება. ვინც მისნაირად არ ფიქრობს, საუკეთესო შემთხვევაში გამოშტერებულია, და უარეს შემთხვევაში - მოღალატე. ხოდა შენმა პოსტმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში
  16. ლიბერალები საქართველოში არ არსებობენ. ეტყობა ჩვენს მენტალიტეტში არ ჯდება ეს. ნუ არიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც ვითომ ლიბერალური ღირებულებების ნიღბის ქვეშ, თავისი არც თუ ისე კეთილშობილური ინტერესების გატარებას ცდილობენ. ხოდა გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი ხალხი საზოგადოებაში პატივისცემით როგორც წესი არ სარგებლობს. და აქედან მოდის "ლიბერასტის" მსგავსი ტერმინები.
  17. shamili პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტები უნდა მოვაგვაროთ.
  18. babuagiorgi ხო ვთქვი დასკანირებულ ბილეთსაც მოსთხოვს ხალხი ისე მართლა დადის 2 ნომერი ვაგზლის მეტროდან აფრიკაში, და სამგორსაც გაივლის. ჩემნაირი კაცი რომ ყოლოდათ შტაბში ხო მაგარი პიარი გამოვიდოდა.
  19. Saturn ეგ არაა ახსნა. შენს გვერდით მდგომ რუსულად მოლაპარაკე ადამიანსაც ზუსტად ისე ეცემოდა რუსული ბომბები თავზე როგორც შენ. ისიც ზუსტად ისეთივე საქართველოს მოქალაქეა, როგორც შენ. ისიც განიცდიდა აგვსიტოში ყველაფერს, როგორც შენ. ძალიან ბევრი ასეთი იარაღით ხელში იბრძოდა, ორი რუსი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა კიდევაც. უბრალოდ ეს ხალხი დაიბადა რუსულენოვან ოჯახებში. და საკუთარ დედმამას რუსულად ელაპარაკებოდნენ. ეგაა და ეგ. და როცა ადამიანს ეს ყველაფერი არ ესმის, და როცა რუსულადმოლაპარალე ადამიანს ეთნიკური თუ ენობრივი ნიშნით იძულებს, ესაა ქსენოფობია. ამის მიზეზი მხოლოდ ადამიანის გონებრივი შეზღუდულობაა. 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო ეს. 80-იანი წლების ბოლოდან, და არა მარტო საქართველოში. მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში და იუგოსლავიაშიც. შემდეგ ესენი ასეთი სიმახინჯეებით ზრდიდნენ შვილებს. რამაც გამოიწვია ის პრობლემები რაზეც ამ თემაშია საუბარი. თუმცა ის ბავშვებიც იზრდებიან და დამოუკიდებელ აზროვნებას სწავლობენ. მაგ მხრივ სიტუაცია აშკარად უმჯობესდება.
  20. ვეფხვი სხვათაშორის ეს მიდგომა არ მოდის ამერიკანისტებისგან. ეს ძირითადში მოდის ეროვნული მოძრაობის დროინდელი ეროვნულებისგან. ისინი ზრდიდნენ თავის შვილებს ასე და აქედან იყო პრობლემები რუსულენოვანი ბავშვების ინტეგრაციასთან. თუმცა მათი გაზრდილი თაობა იზრდება და უფიქრდება იმას, რასაც მშობლები ვერ ხვდებოდნენ თავის დროზე. ამიტომ მაქვს იმედი, რომ შემდეგ თაობაში ეს პრობლემა აღარ იარსებებს.
  21. Saturn შენ ახლა სხვაგან მიგყავს ლაპარაკი. მეც მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ინგლისურის სწავლა რუსული სწავლაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. პრობლემა რუსულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციაშია. ნაწილს აღიზიანებს, რომ ეთნიკური უმცირესობა ქართულად არ მეტყველებს. მეორე მხრივ ის პრობლემაც არსებობს, რაზეც თათი და კისა ლაპარაკობენ. არაა მთლად ჯანსაღი მიდგომა რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ. განსაკუთრებით ბავშვებში. არამგონია ეს ბავშვის პრობლემა იყოს. უფრო ალბათ ოჯახში არასწორი აღზრდის ბრალია. დამეთანხმე რომ ძალინ ბევრს სხვა რეაქცია აქვს, როცა მაგალითად ქუჩაში რუსული ესმის და სხვა რეაქცია აქვს როცა ინგლისური ესმის. ეს მიდგომა, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, გარკვეულწილად რუსულად მოლაპარაკე ხალხზე გადმოდის. ესაა პრობლემა. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რასაც ვუყურებ, რაც დრო გადის, უკეთესობისკენ იცვლება სიტუაცია. არც 2008 წლის ომს მოუხდენია ამ პროგრესზე დიდი გავლენა, იმისდამიუხედავად რომ ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობდა ჩვენი ხელისუფლება. ისე მგონია, რომ ჩემი თაობის შვილებში ეს პრობლემა აღარ იქნება.
  22. fashisti თუნდაც ეროვნულ ნაკრებს
  23. მაგარი მურტალი რამე იყო გამოცდები. ვერ ვიტანდი ივნისს და იანვარს. რამდენს ვწვალობდი და დღეს ნახევარზე მეტი აღარ მახსოვს
×
×
  • შექმენი...