Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. asds კონსერვატორები ლიბერალ-დემოკრატებთან ერთად მოდიან ხელისუფლებაში. ეს უკანასკნელები კი პირიქით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან უფრო მეტი თანამშრომლობის მომხრეები არიან. ასე რომ ერთმანეთს დააბალანსებენ. აი კიდევ ერთი პლიუსი საპარლამენტო რესპუბლიკის სასარგებლოდ.
  2. გიორგი68 რომელსაც ქვეყნის მართვის ამბიცია აქვს ნაციონალების მერე.
  3. kisa განსაკუთრებული სტატუსი ნიშნავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული უფლებები აქვთ. ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში შევარდნაძის დროს მოლაპარაკებები მიდიოდა, რომ მათ სრულიად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლება ყოლოდათ და მხოლოდ ფორმალურად იქნებოდნენ დამოკიდებულნი ცენტრზე. შეთანხმება ჩაიშალა, იმიტომ რომ "სამხრეთ ოსეთის" მაშინდელი "პრეზიდენტი" ჩიბიროვი გადაირჩიეს, აირჩიეს კოკოითი, რომელმაც უარი თქვა ამ გეგმაზე. სააკაშვილი დაახლოებით იგივეს სთავაზობდა მათაც და აფხაზებსაც. უბრალოდ ქაღალდზე ეს შეთავაზებები როგორც ვიცი არ გაფორმებულა. ახლა მათ გარეშე მათი სტატუსის განსაზღვრა სისულელე იქნება, და ალბათ იგივე სტატუსით გადმოიტანენ ახალ კონსტიტუციაში, როგორითაც ახლანდელში არიან. თბილისს აქვს ისედაც განსაკუთრებული სტატუსი. მაგალითად ქალაქის ბიუჯეტს მთლიანად განკარგავს საკრებულო და გამგებლებს მერი ნიშნავს, და არა პრეზიდენტი. ასევე აჭარია ადგილობრივ ხელისუფლებას გაზრდილი უფლებები აქვს. გიორგი68 მიშა ნებისმიერი კონსტიტუციით ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა კონსტიტუცია გვექნება. ოპოზიციას გამარჯვება ყველა ვარიანტში საბრძოლველი ექნება.
  4. kisa როგორც მანდ წერია, ქვედა პალატა აირჩევა პროპორციული წესით, ზედა კი მაჟორიტარული. მთავრობას აირჩევს ქვედა პალატა. ხოლო კანონპროექტების განხილვა მოხდება იქაც და იქაც. საქართველოს შემთხვევაში სიმართლე გითხრა არ ვიცი რა უპირატესობა აქვს ორ პალატას. ზოგადად დიდ ქვეყნებში წარმომადგენლობით ორგანოში ყველა რეგიონი წარმოდგენილია თავისი დეპუტატით (ჩვენ რომ მაჟორიტარებს ვეძახით). ამ სისტემას ის ნაკლი აქვს, რომ პარტიებს შორის ადგილები არათანაბრად ნაწილდება ხოლმე (აი მაგალითად 2008-ში ოფიციალური შედეგებით ნაც. მოძრაობამ 59% აიღო, მაგრამ 75 მაჟორიტარიდან 71-ის გაყვანა შეძლო). პროპორციული სისტემა ამ მხრივ უფრო სამართლიანია, თუმცა დიდ ქვეყნებში ის ნაკლი აქვს, რომ კონკრეტული დეპუტატი არაა დაკავშირებული კონკრეტულ რეგიონთან, ასევე საშუალებას არ აძლევს არაპარტიულებს მოხვდნენ პარლამენტში. ამიტომაც აქვთ ორპალატიანი პარლამენტები. და ამ ორ პალატას შორის სხვადასხვანაირად ნაწილდება უფლება-მოვალეობები. საქართველოს შემთხვევაში ეს უფრო მასხარაობას გავს. არაა საქართველო იმხელა ქვეყანა, რომ ყველა სოფელს თავისი მაჟორიტარი ყავდეს. ერთი არგუმენტი ისაა, რომ მომავალში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეპუტაცია იყოს უფრო სოლიდურად წარმოდგენილი პარლამენტში. თუმცა სანამ ეს კონფლიქტები მოუგვარებელი რჩება, ეს არგუმენტი ჩემი აზრით სულელურად ჩანს.
  5. უცხო_პლანეტელი ერთის მხრივ ხო. მაგრამ მეორეს მხრივ სისტემაც აქცევს ხალხს ასეთებად. ასე რომ სისტემის გაჯანსაღება ბევრ რამეს ცვლის.
  6. newstudio რავიცი, მე რასაც გადავხედე, დღევანდელ კონსტიტუციაზე ბევრად უფრო დაბალანსებული პროექტია.
  7. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 როგორც ვიცი ამ კონსტიტუციის პროექტით აღამასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრი ხდება. პრეზიდენტს კი მხოლო არბიტრის ფუნქციები რჩება. დაახლოებით როგორც სერბეთსა და პოლონეთშია. ამ კონსტიტუციის უარყოფითი მომენტი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ხელისუფლებაში დარჩენა პრემიერ მინისტრის რანგში. თუმცა მეორეს მხრივ ოპოზიციასაც აქვს შანსი შეცვალოს ნაციონალების ხელისუფლება 2012 წლის გაზაფხულზე (2013 წლის შემოდგომის მაგივრად). და ზოგადად ჩემი აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში საპარლამენტო მოდელი საქართველოში უფრო გაამართლებს.
  8. shamili და თუ ვერ გავძელით და კიდევ უფრო სწრაფად დავმარცხდით, ვიდრე აგვისტოში, პირადად შენ და ის ხალხი ვინც დღეს ომის აუცილებლობაზე საუბრობს, აიღებთ თუ არა პასუხისგებლობას საკუთარ თავზე და დებთ თუ არა პირობას, რომ ამ შემთხვევაში ბრძნული აზრებით აღარ დამოძრვრავთ ხალხს?
  9. newstudio არადა და თუ ერორები მათი გამოკითხვებით და რიცხვებით მანიპულირებენ, უნდა გამოვიდნენ და ღიად თქვან. რახან ჩუმად არიან ე.ი. ზუსტად ამ მანიპულირებისთვის "ატარებენ" ამ "გამოკითხვებს". ხოდა აგდებულად მოხსენიება კი არა, დედა უნდა აგინო მაგათ. ძუკუ ხოდა რა შეიძლება იყოს ამის ობიექტური მიზეზი? ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს?
  10. kisa როგორც ყოველთვის არა. კარგად დამუშავებული სქემაა ეს. ვითომ ავტორიტეტული ორგანიზაცია (ობიექტურობაში ეჭვი რომ არავინ შეიტანოს) აწარმოებს გამოკითხვას. შედეგებს მალავს. მერე იმედი და ერორი "სარწმუნო წყაროებიდან" აცხადებენ რაღაც ციფრებს ამ ორგანიზაციებზე დაყდნობით. NDI ამ დროს არც იმას ამბობს ჩემი გაკეთებულია და არც უარყოფს. არც თავის იმიჯს აზარალებს და ამავდროულად სავარაუდოდ მაყუთსაც აკეთებენ ამ რაღაცეებზე. ძუკუ ცენტრალურს ხო. მაგრამ ადგილობრივს? ვინმე აქაურ ხელმძღვანელს აწყენს რამდენიმე ათეული ათასი დოლარი? აბა სხვა რა ახსნა აქვს ამას? უკვე მერამდენედ უბაზრებენ ამ "გასაიდუმლოებულ" შედეგებს ერორები. ადგნენ და თვითონ გამოაცხადონ. ან რატომაა გამოკითხვების ეს ნაწილი გასაიდუმლოებული. ვის უმალავენ და რატომ?
  11. ა, კიდე: http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  12. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ახლა რა მაინტერესებს. თუ NDI - ის არანაირი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია ნაცებისგან, რატომ აძლევს მათ ტელევიზიებს საშუალებას რომ გამუდმებით ისპეკულირონ ამ ორგანიზაციის "გასაუდუმლოებული" გამოკითხვებით?
  13. გიორგი68 ძალიან მარტივია. რატომ ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატი? ალბათ იმიტომ რომ ხელისუფლება არ გაიმარჯვოს. ხოდა მაგის მისაღწევად ყველაზე კარგი ვარიანტია ყველაზე უფრო რეიტინგული კანდიდატის მხარდაჭერა. თორე თავისნაირი ურეიტინგოს სასარგებლოდ რომ მოხსნა, შედეგი არ შეიცვლება. და გინდ მოგიხსნია, გინდ არა.
  14. analgin მგონი ფაქტები თვითონ ამბობენ თუ ვისი დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი. ის ბრიგადა რომ არ მოსულიყო ოფისთან არაფერიც არ მოხდებოდა. ხოდა ვინც მოიყვანა ეს ხალხი, იმის დაგეგმილიცაა ის პროვოკაცია. ჯანგირაშვილმა პირიქით, გადაცემამდე გულაშვილისგან გარანტია მოითხოვა, რომ გარეთ სტუმრებს არავინ დახვდებოდა.
  15. babuagiorgi აქუბარდია პირდაპირ ეთერში შემოვიდა დასისხლიანებული. რაც შეეხება კადრებს. ხათუნა შიუკაშვილი იღებდაო ამ ფაქტს, მაგრამ მმკ-ს ერთ ერთმა წარმომადგენელმა ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი და ძირს დააგდო. ერთმა ბიჭმა, სახელი აღარ მახსოვს, ეს დამტვრეული ტელეფონი შეიტანა სტუდიაში. შემდეგ ეს ტელეფონი საპატრულომ წაიღო როგორც ვიცი. მეხსიერების ბარათი სავარაუდოდ გადარჩებოდა. მღვდელზე არ მინდა რამე ცუდის თქმა, მაგრამ ზოგადად რაც იმ ორგანიზაციამ გააკეთა, არაფერი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან. წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო მათი მხრიდან ეს ყველაფერი. და ახლა ის სისულელე არამგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ კავკასიის ოპერატორებმა მოაწყვეს ეს პროვოკაცია.
  16. gruzian_ka დასისხლიანებული შემოვიდა სტუდიაში, და საკუთარ თავს ურტყა? თუ ალეკო ელისაშვილმა ცემა?
  17. newstudio არაა ერთი და იგივე. მაგალითად ბატონი ძუკუ ფიქრობს რომ უგულავა გაიმარჯვებს, მაგრამ ხმას ალასანიას აძლევს. და საერთოდ, ვინ დაადგინა ეს კოეფიციენტები?
  18. Saturn რომელიმე ეროვნების ხალხს თუ აგინეს ეგ ხო რამდენიმე ათასი ან რამდენიმე მილიონი კაცის შეურაცხყოფაა. და უფრო დიდი სასჯელი არ უნდა იყოს ამისთვის?
  19. newstudio ეს გამოკითხვა არაა. ტოტალიზატორია როგორც მივხვდი
  20. Saturn და რატომაა პიროვნულ შეურაცხყოფაზე უფრო დიდი სასჯელი ვიდრე მთელი ერის თუ კონფესიის წარმომადგენლების? ე.ი. ერთი კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფა, რამდენიმე მილიონი ადამიანის უმისამართო შეურაცყოფაზე უარესია?
  21. ძუკუ ეროვნულ ფორუმთან გაერთიანება მართლა ძალიან წაადგებოდა ალიანსსაც და თვითონ ფორუმსაც. დანარჩენები მართლა პოლიტპარაზიტები არიან.
  22. Harry Potter ამას ქვია კომფორმიზმი. კომუნისტებიც მიუღებლები იყვენენ ქართული მოსახლეობისთვის, მაგრამ ნახევარ ქვეყანას პარტ-ბილეთი ედო ჯიბეში. არაფერი არ შეცვლილა. მხოლოდ პარტიის სახელწოდება და გამამართლებელი არგუმენტი.
×
×
  • შექმენი...