Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. kisa მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მითი ხომ გავრცელდა "გიგი გაყალბების გარეშეც მოიგებსო" და რანაირად, ხალხი ამაზე ფიქრით თავს აღარ იწუხებს.
  2. ინტერპრესნიუსის გამოკითხვა. მამენტ ერორების გარდა ვინმეს უთქვამს უგულავას მაღალი რეიტინგი აქვსო, ასეთ პროგნოზებს რომ აკეთებთ?
  3. DonCaredo ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას როგორ უნდა ებრძოლონ? დადიან კოორდინატორები და ადგენენ პრობაციონერების, სახელმწიფო სამსახურში მომუშავეების და მათი ახლობლების სიებს. თუ არ მომცემ ხმასო ამას გიზამ და იმას გიზამთო. აქედან 90%-ს ეშინია მართლა არ გაიგონო და ხმას აძლევენ. ნუ ვთქვათ დააფიქსირე ერთი ასეთი შემთხვევა რომელიღაც სკოლაში. ნაცები იტყვიან დირექტორი თავისი ინიციატივით ემუქრებოდა მასწავლებლებს, შეცვლიან დირექტორს და ეგაა. და მასიურად კიდე ამას ვერ დააფიქსირებ. დაშინებულია ხალხი. ამაზე მოგწერე უკვე
  4. DonCaredo ადმინისტრაციულ რესურსს ვგულისხმობ თქო გაყალბებაში. არ მითხრა ახლა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გაყალბება არააო.
  5. DonCaredo საიდან მოგაქვს ეს თანაფარდობა არ ვიცი. მე რა რიცხვებიც დავასახელე, წინა საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარეა. მაგ მონაცემებით ვერ ვიტყოდი გაყალბება არ დაჭირდებათთქო. შენ თუ რამე სხვა რიცხვებს ფლობ, გვითხარი, და ისიც გვითხარი საიდან ფლობ. ეგ არ ვთქვი მე? არჩევნებზე არმოსვლით გაყალბების მასშტაბი იზრდება. გაყალბება გიგი უგალავას სასარგებლოდ ხდება ყველა შემთხვევაში. ანუ არჩევნებზე არმისვლა (ყველას გადახაზვა) = გიგი უგულავას მხარდაჭერას. აქედან არ დაიწყო მთელი ეს გარჩევები? მათემატიკურად ასეა და ახლა თავის მართლებას ვერავინ ვერავის დაუშლის. ახლა მიშისტსაც რომ კითხო, ისიც გეტყვის რომ იმიტომ კი არ ვაძლევო ხმას რომ მომწონსო, არამედ იმიტომ რომ სხვას ვერ ვხედავ ან რამე ეგეთს. უბრალოდ გიგის ვინც აძლევს ხმას ის უფრო ეხმარება გიგის ვიდრე ის ვინც საერთოდ არ მოდის არჩევნებზე. თორე დახმარებით ისიც ეხმარება და ისიც
  6. DonCaredo ჯოკერივით რათა კაცო? თავიდანვე ვთქვი ყველა ერთნაირ პირობებში რომ იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება თქო რამდენი კაცი მივა არჩევნებზე. სწორედ მაგაშია ამ გამოთვლების მთელი არსი, რომ უგულავას თავიდანვე ფორა აქვს. ლაპარაკი ზუსტად იმაზეა რომ ამ ფორას ადმინისტრაციული რესურსი ქმნის. ეს რესურსი გამოსახება რაოდენობაში, და არა პროცენტში. იმ 50 ზედმეტ ხმაში ზუსტად ეგ ადმინისტრაციული რესურსი ვიგულისხმე.
  7. DonCaredo შენი შემთხვევა ეხება სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს. ახლა ამ სიტუაციას ცოტა მოვარგებ დღევანდელობას და ასე დაგიწერ: არჩევნებზე მოსვლას აპირებდა 100 ადამიანი. 34 ხმას აძლევდა უგულავას, 36 ალასანიას, 30 - სხვებს. ანუ უგულავას მხარს უჭერს 34%, ალასანიას 36%, 30% - სხვებს. ამ დროს უგულავამ იმაიმუნა და 50 ბიულეტენი ჩააგდო ზედმეტი. გამოვიდა: სულ 150 ხმა უგულავას - 84 ხმა - 56% ალასანიას - მაინც 36 ხმა - 24% სხვა - მაინც 30 ხმა - 20% დავუშვათ არჩევნებზე მოვიდა კიდევ 50 კაცი და ხმა მისცა სხვა კანდიდატებს; რეალურად (გაყალბების გარეშე) გამოვიდა 150 ხმა; უგულავას - 34 ხმა - 23%; ალასანიას - 36 ხმა - 24%; სხვა - 80 ხმა - 53%; გაყალბებიანად (+50 უგულავას), სულ 200 უგულავას - 84 ხმა - 42%; ალასანიას - 36 ხმა - 18%; სხვა - 80 ხმა - 40%; პირველ შემთხვევაში (100 ამომრჩევლის შემთხვევაში), უგულავამ გაყალბებით მოიმატა 22%; ალასანიამ დაკარგა 12%, ხოლო სხვა კანდიდატებმა ჯამში დაკარგეს 10%; მეორე შემთხვევაში (150 ამომრჩეველი), იგივე გაყალბების ფონზე უგულავამ მოიმატა 19%; ალასანიამ დაკარგა 6%, ხოლო სხვა კანდიდატებმა ერთად აღებულმა 13%; ხოდა აქედან დაასკვენით ვის აწყობს ამომრჩეველთა ნაკლებობა.
  8. გიორგი68 ორი საათია ვცდილობ რაღაცის ახსნას, ხალხი კიდე ღადაობს. მართლა აზრი არ აქვს არაფერს ამ ქვეყანაში.
  9. DonCaredo მას მერე რაც ამ ბონუსს მივიწერ, აღარაფერი იცვლება, მარა ეგ ბონუსიც რომ ამომრჩეველთა რაოდენობაზეა დამოკიდებული?
  10. DonCaredo ვახ, მეკაიფები თუ მართლა ვერ გაიგე რასაც ვამბობ. ალასანიას მხარს უჭერს მოსახლეობის x%. უგულავას - y%. ამ y-ის გარდა უგულავა იღებს კიდევ z% - ს, რომელიც იზრდება ამომრჩეველთა რაოდენობის კლებასთან ერთად (და საერთოდ არაა დამოკიდებული ამა თუ იმ კანდიდატის რეიტინგზე). ბაიერზე, მოგებაზე, წაგებაზე და საერთოდ კონკრეტულ ციფრებზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ არ ვიცით რეალური რეიტინგები როგორია. მაგრამ ის რომ z-ის ზრდა უგულავას პროცენტის ზრდას ნიშნავს, ამას უარყოფ?
  11. Grig წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაყრდნობით :bushti: გიორგი68 როდის?
  12. DonCaredo სხვადასხვა რამეებზე ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა თუ ალასანიას გამარჯვება გინდა, z-იც უნდა გაზრადო და x-იც (ანუ უნდა მიხვიდე და ალასანიას მისცე ხმა). მაგრამ არის ხალხის კატეგორია, რომელსაც ამ უტოლობის ორივე მხარეს მდგომები ცალ ფეხზე კიდია. მისი ინტერესია რომ არც ერთს არ დაუპადდერჟკოს. არადა არმისვლით გინდა არ გინდა ბონუსიან კანდიდატს უპადდერჟკებს. სხვას არ აქვს ეს ბონუსი და...
  13. DonCaredo აი აქ ტექნიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი. პრაიმერში ხელისუფლებასაც შეუძლია ჩარევა. ადამიანი პრაიმერზე რომ მოვა, როგორ გაიგებ მიშისტია თუ არა. იგივე ეხება სოციოლოგიურ გამოკითხვას. სოციოლოგიური გამოკითხვა მაშინ იქნებოდა ობიექტური თუ მასში ყველა შესაძლო ვარიანტს ჩართავდნენ (უგულავასაც, ჭანტურიასაც და ა.შ.). თორე მიდიხარ ადამიანთან და ეკითხები, ძიძიგური გირჩევნია თუ დავითაშვილი. შეიძლება იმას ჭანტურია ურჩევნია, მარა დასახელებული ორიდან დავითაშვილს იტყვის. ესეც არაობიექტური ხმა გამოდის. ანუ ეს კაცი არჩევნებზე (რასაც შენ მეორე ტურს ეძახი) ხმას მაინც სხვას მისცემს, და რაში გაინტერესებს ძიძიგურ-დავითაშვილში ვინ ურჩევნია. ასეთ პადნოჟკებს უდებდნენ ის ერთკაციანი პარტიები (რას კარგავდნენ რო). თორემ ობიექტურ გამოკითხვაზე და ამ გამოკითხვის მიხედვით საერთო კანდიდატის და მაჟორიტარების გამოვლენაზე რატომ იტყოდა უარს ალიანსი. მთლად დებილები ხომ არ არიან? გიორგი68 მაინც როდის? ყველა მინუს ნოღაიდელი როცა თქვეს?
  14. DonCaredo იმის გამო რომ არ ვიცით ვის მეტი ხმა აქვს ვის ნაკლებად, ალბათურად ერთნაირად დააკლდება. ვეცდები სხვანაირად ავხსნა. ვთქვათ ალასანიას ხმა მისცა x ამომრჩეველმა. უგულავას ხმა მისცა ცალკე გულწრფელმა ამომრჩეველმა და ცალკე ადმინისტრაციულმა რესურსმა. გულწრფელ ამომრჩეველთა რაოდენობა იყოს y. ადმინისტრაციული რესურსი იყოს const (ეს მონაცემი მუდმივია). z იყოს მისული ამომრჩევლების რაოდენობა. ალასანიას პროცენტი გამოითვლება: x / z; უგულავას პროცენტი ჯდება: y / z + const / z; სინამდვილეში კი y / z - ია. მეორე კომპონენტი არის ბონუსი (რომელიც მაქინაციებითაა მიღებული). როცა z მცირდება ( const / z ) - ის მნიშვნელობა იზრდება, არაა ასე? ანუ არჩევნებზე არმისვლით ხელს უწყობ უგულავას მიერ ისედაც უსამართლოდ შექმნილილი ბონუსის კიდევ უფრო გაზრდას. ახლა უგულავას პროცენტი რომ გაიზარდა, სხვა კანდიდატებს პროცენტი არ მოაკლდებოდა? ხოდა რა გამოდის. არჩევნებზე არმისვლით უგულავას პროცენტი შენდაუნებურად იზრდება, ხოლო ყველა დანარჩენის პროცენტი მცირდება. ახლა მითხარი რა მომენტში დავუშვი შეცდომა?
  15. ძუკუ ამ გამოკითხვებში რეიტინგები საერთოდ არ იქნებაო. მარტო ზოგადად საარჩევნო პროცესს შეეხებოდაო კვლევა.
  16. DonCaredo მერე ხალხი ოპოზიციას იმიტომ კი არ აძლევს ხმას, რომ ვინმე მოწონს. უგულავას დამარცხება უნდათ. ერთიანობას მაგიტომ კი არ მოითხოვენ, რომ "როგორ მივცე ალასანიას ხმა, როცა მის გვერდით კობა დავითაშვილი არ დგას", არამედ იმიტომ რომ მათ ერთიანობით მოგების მეტი იმედი აქვთ. ხოდა რა მნიშვნელობაა ეს ერთობა მოლაპარაკებით შედგება თუ მეორე ტურის დანიშვნით. ხოდა ესეც დადებითი მომენტია, რომ ვრედნი ძალა რომელიც ძირითადში საკუთარ კომფორტზე ფიქრობს, თამაშგარეთ დარჩეს. აბა ის იყო კაი 26 მაისს პატარა გრეჩიხამ რომ მოიფიქრა პატრიარქთან წასვლა, ერთკაციანმა პარტიებმა მხარი რომ დაუჭირეს, და დანარჩენები ფაქტის წინ რომ დააყენეს? არ ჩაება ამაში ფორუმი და მხარდამჭერთა ნახევარი დაკარგა. ალიანსი ჩაება, და ის საღამოს რისხვა სხვებთან ერთად გაიზიარა. ანუ ურეიტინგოებმა არაფერი დაკარგეს (0-ს რომ 0 გამოაკლო, მაინც 0-ია), და რეიტინგულ ალიანსს და ფორუმს რეიტინგი გაუნახევრდა. ვინ მოიგო ამით აბა თუ მიხვდები.
  17. babuagiorgi მაგაზე სხვა თემაში ვისაუბრეთ უკვე და მგონი ჩვენ ჩვენ აზრზე დავრჩით :bushti: ხოდა მაგას გეუბნები. თამაზ ვაშაძეს რომ მისცეს კაცმა ხმა, შენთვის არასასურელ ორივე კანდიდატს (ალასანიასაც და უგულავასაც) თანაბრად დააკლებს პროცენტს. თუ არ მივა არჩევნებზე, მაშინ უგულავას პროცენტი მოემატება, ალასანიას კი დააკლდება. ანუ მისდაუნებურად ერთერთ ჩათლახს უჭერს მხარს. ამიტომ ორივე ჩათლახის ჩასაძირად ყვლეზე ეფექტური გზა ლაღიძის ან ვაშაძის მხარდაჭერაა.
  18. DonCaredo გამოკითხვებზე, ვარაუდებზე და პროგნოზებზე შენ ლაპარკობ ამ თემაში. მე დავწერე ზუსტი მათემატიკური გათვლა, რომ ნებისმიერ რასკლადში რაც მეტი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მით ნაკლებ პროცენტს აიღებს უგულავა.
  19. ვახ, ეტყობა გაუგებრად ვწერ. ხოდა მეორე ტური ერთიანობასავით არ გამოდის? babuagiorgi რითაა ჩათლახი ან გიორგი ლაღიძე, ან თამაზ ვაშაძე? გიორგი68 რომც არ თქვას. ნაწილს ისედაც ერთიანი კანდიდატის მოთხოვნა აქვს. მაგალითად მაკას. ხოდა მეორე ტურში ხო ისედაც ერთიანობასავით გამოდის. asesino_141 თუ შენ ალასანიას უჭერ მხარს, ცხადია სხვაობა არ იქნება. მაგრამ იმ ხალხს ვისთვისაც ორივეა მიუღებელი ხო სწორედ ეს უნდა? ხოდა მათ შევთავაზე ეს გზა. თორე ვინც ალასანიას უჭერს მხარს, მისთვის ყველაზე ეფექტურია ალასანიას მხარდაჭერა, ვინც ჭანტურიას - ჭანტურიასი, ვინც უგულავას - უგულავასი და ა.შ.
  20. DonCaredo შევთანხმდეთ, რომ არ ვიცით ვის მეტი ამომრჩეველი ყავს (რომ გვცოდნოდა არჩევნებიც არ დაგვჭირდებოდა ). უბრალოდ სასტარტო პირობა აქვს უგულავას უკეთესი. ხოდა რაც ნაკლები ამომრჩეველი მივა გინდა პირველ, გინდა მეორე ტურში, უგულავა ამ სასტარტო პირობებს უკეთესად გამოიყენებს. და რაა ამაში მიუღებელი? საარჩევნო სისტემა მაშინაა სამართლიანი როცა გამარჯვებულები ან პროპორციული სისტემით ვლინდებიან (ან მაჟორიტარული ხმათა უმრავლესობით). 30%-იანი მაჟორიტარი ძალიან უსამართლო სისტემაა, და ცხადია მეორე ტურში გამარჯვებულ მერს, ბევრად უფრო დიდი მანდატი ექნება.
  21. babuagiorgi თუ რას ნიშნავს? ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ისე მაგალითად თამაზ ვაშაძე რატომაა ჩათლახი?
  22. babuagiorgi ხოდა ზუსტად თქვენნაირი ამომრჩევლისთვის დავწერე. ვისაც ყველა ჩათლახი გონია, ჯობია ვინმე არაპერსპექტიულს მისცეს ხმა, რომ ყველა პერსპექტიულ ჩათლახს ერთნაირად დააკლდეს პროცენტი. თორემ არმისვლით ერთერთ ჩათლახს პროცენტი ემატება, ხოლო სხვა ჩათლახებს აკლდებათ, ამიტომ მაინც ერთერთი ჩათლახის მხარდაჭერა გამოდის. DonCaredo არ არის ასე. ყველა ოპოზიციონერი საკუთარ ამომრჩეველს ეტყვის ალასანიას დაუჭირეთო მხარი, და მათი ნახევარი მაინც დაუჯერებს. მეორე ნახევარი ალბათ საერთოდ არ მივა მეორე ტურზე. უგულავას კი არაფერი შეემატება.
  23. asesino_141 ვახ. წილადის ძირითადი თვისებაა, თუ იზრდება მრიცხველი, წილადის მნიშვნელობა იზრდება, თუ მნიშვნელი იზრდება - წილადის მნიშვნელობა კლებულობს. ყველა კანდიდატის პროცენტი დამოკიდებულია როგორც მრიცხველზე, ასევე მნიშნელზე. ანუ იმაზეც თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე, და იმაზეც თუ რამდენი მისცემს აქედან ხმას მაინცდამაინც მას. ანუ ეს რიცხვი ჯდება ზოგად სტატისტიკაში. რაც შეეხება უგულავას. მისი მრიცხველი გარკვეულწილად არის ფიქსირებული (მუდმივი). ეს ხალხი კოორდინატორების სიებშია და ყველა ვარიანტში მიდის არჩევნებზე. ამიტომ უგულავას პროცენტი დამოკიდებულია მნიშვნელზე, და არა მრიცხველზე. ხოლო როგორც ზემოთ გითხარი მნიშვნელის კლება, სწორედ ამ პროცენტის ზრდას იწვევს. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს. არჩევნების დაწყებამდე ყველა მათ მრიცხველში უწერიათ 0, ხოლო უგულავას უწერია - 100 000. პირობები აშკარად არათანაბარია. ამ მოცემულობას შენ ვერ ცვლი, უბრალოდ შეგიძლია ეს განსხვავება გახადო უფრო უმნიშვნელო. ამის გაკეთება ხდება მნიშვნელის გაზრდით. ანუ რაც მეტად იზრდება არჩევნებზე მისული ხალხის რაოდენობა, მით უფრო უმნიშვნელო ხდება ამ 100 000-ის პროცენტული წილი არჩევნების საბოლოო შედეგში. DonCaredo ახლა შენ ამიხსენი რატომ მოუგებს მეორე ტურის შემთხვევაში უგულავა ალასანიას.
  24. asesino_141 ყველა კანდიდატისთვის ასეა, იმიტომ რომ X - იც და Y - იც ცვლადია. მაგრამ უგულავასთვის X გარკვეულწილად მუდმივია და არჩევნებზე მისულ ხალხის რაოდენობაზე არაა დამოკიდებული.
×
×
  • შექმენი...