-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
babuagiorgi რატომ? ახლები ნაცებთან ერთად არასდროს არ ყოფილან. ნუ იმ მიტინგს თუ არ ჩავთვლით ბეიკერი რომ ჩამოვიდა. რეპებმა ნაციონალები მიატოვეს მაშინ როცა ნაციონალებმა კონსტიტუციის გადაკერვა დაიწყეს, და აქედან გამომდინარე ნაცების შემდგომ დანაშაულებებზე პასუხს არ აგებენ. სოზარ სუბარი კიდევ ხელისუფლებაში მუშაობდა და არასდროს არ ერიდებოდა სიმართლის თქმას. ზურაბიშვილი და ალასანია ნამდვილად ამ ხელისუფლების წევრები იყვნენ. მაგრამ ამათ გარეშე შენი აზრით მხოლოდ რეპებს, ახლებს და სუბარს გამარჯვების შანსი ექნებოდათ? მე მაშინაც ვამბობდი რომ მიშას ისევ ედვარდი ჯობია თქო. მითხარი რა ვქნა და ვიზამ. ოღონდ ახლა არ დაიწყო ნაციონალები თვითონვე დალპებიანო და ვაცალოთ დალპობა თქო. ასე თუ მოვიქეცით მე ნაციონალებზე ბევრად ადრე დავლპები.
-
DonCaredo რეპუბლიკელები, ახლები პრინციპულ მომენტებში ყოველთვის პრინციპულ პოზიციას იკავებდნენ. იგივეს ვიტყვი სუბარზე. სალომე ზურაბიშვილი მართლია ხელისუფლებიდანაა წამოსული. მაგრამ თუნდაც იგივე მერაბიშვილისგან ან ნოღაიდელისგან განსხვავებით მინისტრობის დროს არ გამდიდრებულა. რაც შეეხება თვითონ ალასანიას. მაგაზე ბევრი რამ არ იცის ხალხმა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის იმდენი ნამდვილად არ დაუშავებია რომ თქვათ ალიანსი და ნაცები ერთი ქაქიაო
-
http://www.tavisupleba.org/content/article/2030348.html ია ანთაძის საინტერესო სტატიაა. მგონი ამ თემას ეხება. პრინციპში ვეთანხმები იმ აზრს, რომ გაოპოზიციონერებული ჩინოვნიკების ხელახლა ხელისუფლებაში მოსვლა არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება (და ამავე დროს ყველა არანორმალურ ქვეყანაში ხდება). მაგრამ ვაცნობიერებ რომ ამ ეტაპზე საქართველო სწორედ რომ არანორმალური ქვეყანაა. ხოდა ალასანიას და მიშას შორის, ისევ ალასანიას ვირჩევ, რადგან მიმაჩნია რომ მთლიანად ალიანსი ნაციონალურ მოძრაობას ყველა მხრივ ჯობია.
-
ალიანსის წინადადება ქრისტიან დემოკრატებს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
mogzauri მწვადი? -
რესპუბლიკელები: „ხელისუფლება შობს ხელისუფლებას“
McLaren replied to planetanews's თემა in უახლოესი ინფორმაციები
იმიტომ რომ ხალხის უმრავლესობა მოკლე მეხსიერება აქვს, და ძირითადი ფასეულობა მაინც ფულია. ფულში არ ვგულისხმობ მილიონებს. 50 ლარიც ბევრისთვის საკმარისია, რომ უამრავ რამეზე დახუჭოს თვალები. -
ალიანსის წინადადება ქრისტიან დემოკრატებს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ მაშინ რეგიონებში მათთვის შექმნილი პირობების დავიწყებაც მოუწევთ. -
ალიანსის წინადადება ქრისტიან დემოკრატებს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 რავი. ჩემ უბანში უკვე 2-ჯერ იყო. -
ალიანსის წინადადება ქრისტიან დემოკრატებს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 ალტერნატივის იმიჯი -
ალიანსის წინადადება ქრისტიან დემოკრატებს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 საარჩევნო კამპანიის გაძლიერება რაში გამოიხატება? დადის ქუჩა-ქუჩა, ბაზრობებზე, ხალხს ხვდება. ახლა ვისოლის კალონკაზე პიარის გულისთვის არ აიყვანენ მაგას ერთი დღით და რა ქნას? -
ალიანსის წინადადება ქრისტიან დემოკრატებს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 მაგათთვის ჭანტურიაა უალტერნატივო პრინციპში არჩევნები აუცილებლად აჩვენებს ვინაა უალტერნატივო, და ვინ ზედმეტი. პროსტო გვიანი არ იყოს მერე... მარა პრინციპში ამის მერე შემდეგ არჩევნებს ორი წლის მერე უწევს. ჩვენი საზოგადოება კიდევ 2 წელიწადში ყველაფერს ივიწყებს ხოლმე (დაჟე 2 თვეშიც). ასე რომ არც არაფერს არ კარგავენ ჭანტურია-ძიძიგურები. 2 წელიწადში იგივე სიმღერა წავა (ოღონდ ოპოზიციური პარტიების რაოდენობა 2-ჯერ გაზრდილი იქნება). ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უგულავამ მოიგო... -
ალიანსის წინადადება ქრისტიან დემოკრატებს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 აქეტ მოხსნასო ალასანიამ კანდიდატურა ჭანტურიას სასარგებლოდ მამენტ ჭანტურია უფრო გიგის ართმევს ხმებს ვიდრე ალასანიას (თუ ვინმეს რამეს ართმევს საერთოდ, მე პირადად ჯერ არ შემხვედრია ჭანტურიას მხარდამჭერი ადამიანი). -
ძალიან კარგი რომ გათავისუფლდა. იმედია ამ კაცმა მოინანია ყველა ის დანაშაული რაც ჩადენილი აქვს, და აწი ქვეყანას აღარ შეაწუხებს აქტიური "მოღვაწეობით".
-
ამ გაუთავებელმა წვიმებმა დედა უტირეს გზებს. ვაჟა ფშაველაზე თავიდანაა ასფალტი დასაგები. ერთადერთი მაგ გზების დაგებით ტრაბახობდნენ ნაცები და ეგეც უხარისხოდ გაუკეთებიათ.
-
Siknadmo სეპარატიზმი ორგანიზებული დანაშაულის ერთ ერთი ფორმაა მეთქი. შენ მთელ აფხაზ ერს შეურაცხყოფა მიაყენეო და ერთწლიანი ბანი დამადეს მამენტ იმის მერე 4 წელი გავიდა მგონი და იმ ბანსაც კი უნდა გასვლოდა ვადა. მისამართი უნდა გავიხსენო და კიდე უნდა შევაწუხო
-
Siknadmo რავიცი. ეროვნება არ მიკითხია, მარა იმისდამიუხედავად რომ უხეში სიტყვა არ მითქვამს, ბანი დამადეს.
-
Siknadmo ჩაგისწორებია უკვე ის პოსტი. სომხებზე არ ვიცი, და აფხაზურ ფორუმზე რომ ანტიქართული ისტერიაა, არამგონია სომხურ ფორუმზე იყოს ეგეთი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ფორუმი არ გამოხატავს სრულიად მოსახლეობის აზრს.
-
უნდა აღინიშნებოდეს თუ არა პოლიციის დღე?
McLaren replied to machkatela's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela ისადა რაიმე კავშირი თუ გაქვს ინტერპრესნიუსთან, უთხარი გამოკითხვაში ხვრელები გაასწორონ. ძალიან ადვილად შეიძლება ერთი კომპიუტერიდან 100 ხმის მიცემა. აპრილის აქციების დროს რომ ქონდათ "გადადგეს თუ არა პრეზიდენტი". მე ვუმატებდი ხოლმე "კი"-ს. პარალელურად ვიღაც ნაციონალი ჩალიჩობდა არაზე. ბოლოს პროგრამა გავაკეთე ავტომატურად რომ აძლევდა ხმას და ის ნაციონალი უშანსოდ დარჩა. იმის მერე მე აღარ მიჩალიჩია, მაგრამ რამდენჯერმე ვნახე ისევ 5000-მდე ხმა იყო 2 დღეში დაგროვებული. რაც არარეალურია. -
Siknadmo თუ ამჩნევ, რომ შენივე გახსნილ თემაში ქსენოფობიაზე, ნელ-ნელა ქსენოფობიურ აზრებს გვაპარებ...
-
ძუკუ მოდით რიცხვებით განვსაჯოთ. ახლა რა ხდება. კავკასიაზე იყო რომელიღაც სოციოლოგი სტუმრად და თქვა რომ თბილისის მოსახლეობის 60% აპირებსო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასო. ეს დაახლოებით 450 000 ამომრჩეველია. აქედან ნაცების ხმები (თავისი ადმინისტრაციული რესურსით) მაქსიმუმ 160 000 - ია (ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე). რჩება 290 000 ოპოზიციური ხმა. თქვენი აზრით დანარჩენი ოპოზიცია ისე გაუყოფს ალასანიას ხმებს, რომ მას 160 000-ზე ნაკლები დარჩება? და თუ მართლა ასე მაგრად გაუყოფს მაშინ როგორღა ვერ გადალახავენ დანარჩენები ბარიერს?
-
ძუკუ პარტიის ხელმძღვანელობა აკვირდება ამ ფორუმს? მაშინ რატომ არაფერს პოსტავენ? არ გვკადრულობენ? Nukriko მაინცდამაინც რბილ სკამზე რატომ დადგა? ხო გააფუჭებდა
-
ძუკუ არა, მაგრამ როცა ხალხს ეუბნები ჩვენ შევცვლით ამას და ამას და ამ დროს დარწმუნებული ხარ რომ დამარცხდები რა გამოდის? რითი განსხვავდება ვთქვათ გია ჭანტურიას სტრატეგიისგან, რომელიც არარეალურ დაპირებებს იძლევა მხოლოდ იმის გამო, რომ იცის, გამარჯვების შანსი არ აქვს. ხოდა ამ არარეალური პოპულიზმით ცდილობს ქრისტიან-დემოკრატებს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააყვანინოს საკრებულოში. ალასანიას ის დასაქმების და ჯანდაცვის პროგრამებიც ბოლი გამოდის?
-
shamili აი დედით ქართველი ვინცაა და მამით სომეხი, ან პირიქით, ისინი სტუმრები არიან თუ მასპინძლები?
-
shamili
-
ძუკუ იცით რა მაინტერესებს. ალიანსის შიგნით თუ ხართ დამარცხებას შეგუებულები, ხალხს რანაირად აიმედებთ?
-
shamili ყველაზე სასაცილო ისაა რომ სამივე დასახელებულმა ძალამ 91 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის მიერ ორგანიზებულ გადატრიალებაში. და ეს ხალხი სხვისკენ იშვერს ხელს მოღალატეაო.