-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
asesino_141 დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებამდე ყველა კანდიდატს ერთნაირი თეორიული შანსი აქვს. როცა შენ უარს ამბობ არჩევნებზე წასვლაზე ან მიდიხარ და ყველას ხაზავ, რეალურად არც ერთი კანდიდატის პროცენტული მაჩვენებელი არ იცვლება. ანუ გამოდის რომ არც ერთს არ უჭერ მხარს. რაც შეეხება საქართველოს. ნაციონალებს ყველა კორპუსში ყავთ კოორდინატორები. მათ ჩანიშნული აქვთ იმ ადამიანების სია, ვინც არჩევნებზე უეჭველი უნდა მოვიდეს. ესენი არიან სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ხალხი, პრობაციონერები, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩართული ხალხი და მათი ნათესავები. არჩევნების დღეს უბნებთან დგანან ეს კოორდინატორები და ინიშნავენ ვინ გამოცხადდა, ვინ არა. ნუ საარჩევნო პროცედურას ვეღარ აკონტროლებენ, მაგრამ ამდენი ზეწოლის მერე უმრავლესობა მაინც მათ აძლევს ხმას. ანუ ეს ადმინისტრაციული რესურსი (100 000 -მდე ხმა) მათ ჯიბეში აქვთ. მათემატიკურად ამ რიცხვს ქვია კონსტანტა. სხვა კანდიდატების მხარდამჭერების (ან ყველას წინააღმდეგნის) რაოდენობა ცვლადია. ანუ ეს ხალხი არჩევნებში მონაწილეობა / არმონაწილეობის გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების დღეს. ამიტომ ასეთების რაოდენობა იყოს x. უგულავას ადმინისტრაციული რესურსი მას აძლევს ( y = 100000 / x ) პროცენტს. ნუ ვისაც სკოლაში ნასწავლი აქვს მათემატიკა მიხვდება, რაც ნაკლებია x, მით უფრო მეტია y. ამიტომ თუ მართლა არავისთვის არ გინდა ხმის მიცემა, ყველაზე კარგი გამოსავალია ხმა მისცე უპერსპექტივო კანდიდატს. ვინც არც ერთ ვარიანტში ვერ გავა. ამით x იზრდება, შესაბამისად y მცირდება.
-
Nukriko საქართველოში ნორმალური არჩევნები რომ ტარდებოდეს, არჩევნებზე არ მისვლა ნამდვილად არავისთვის ხმის მიცემა იქნებოდა. მაგრამ აქ სხვა სიტუაციაა. თბილისში რეგისტრირებულია 750 000 ამომრჩეველი. აქედან დაახლოებით 150 000 უგულავასია. ეს რიცხვი ძირითადში შექმნილია ადმინისტრაციული რესურსისგან და სტაბილურია. რაც ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე მით უფრო მეტ პროცენტს მისცემს უგულავას ეს 150 000 ხმა. მარტივად რომ ვთქვათ. არჩვნებზე თუ მივა 600 000 კაცი, უგულავას 150 000 ხმა გამოვა 25%. თუ მივა 500 000 კაცი - 30%, თუ მივა 400 000 - 37%. ანუ არჩევნებზე არ მისვლით პროცენტი სწორედ უგულავას ემატება. და შესაბამისად ყველა დანარჩენ კანდიდატს პროცენტი აკლდება. აქედან გამომდინარე არმისვლა გარკვეულწილად უგულავას მხარდაჭერაა. თუ მართლა არ გინდა ვინმესთვის ხმის მიცემა, მიდი და ვინმე ყველაზე უპერსპექტივო კანდიდატს მიეცი ხმა, მაგალითად თამაზ ვაშაძეს. ამით თამაზ ვაშაძეს მერად მაინც ვერ გახდი. ხოლო ყველა სხვა შენთვის არასასურველ კანდიდატს თანამბრად ჩამოეჭრება პროცენტი.
-
ძუკუ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რეიტინგები ამ კვლევაში არ იქნებაო.
-
Saturn არაფერს არ მოვითხოვ კაცო. რეალურ ცხოვრებაში ვცდილობ საერთოდ არ ველაპარაკო არავის ასეთ თემებზე, რომ არავინ არ ვაწყენინო. ახლა აქაც ნუ დამიშლი...
-
Saturn აბა გუბაზიმ რომ თქვა საქონლებიო, შეურაცხყოფას რატომ აყენებსო. მოსახლეობის 90%-ს დღეს მორალი არ გააჩნია. გინდა პოზიციას, გინდა ოპოზიციას, გინდა ე.წ. აპოლიტიკურს. ბევრად უარესი მდგომარეობაა დღეს, ვიდრე თუნდაც 2003 წელს. მაშინაც უამრავი უმსგავსობა ხდებოდა ქვეყანაში. მაგრამ უბრალო ხალხი ამ უმსგავსობას მხარს არ უჭერდა, დღევანდელობისგან განსხვავებით. კიდევ ვიმეორებ არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. შეიძლება მე ვარ ამორალური და ის 90%-ია მორალური და ამიტომ მესმის ყველაფერი პირიქით. ყველას ვისაც თუნდაც გვირგვლიანის მკვლელობის მერე ნორმალურად მიაჩნდა არჩევნებზე 5-იანის შემოხაზვა. მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა.
-
Saturn არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა გამომივიდეს, უბრალოდ ჩემი პირადი აზრია. როცა ხელისუფლება წლების განმავლობაში მუშაობს იმაზე რომ თავის მოქალაქეს ჩაუნერგოს აზრი რომ ამორალური საქციელის ჩადენა მორალურია, ამის მერე მსგავსი ქმედება არავის უნდა გაუკვირდეს. შარშანდელი ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. არჩევნები მახსენდება. აქ რომ ატეხეს ერთი ამბავი, არიქა, ის ახალგორელი ქართველი, ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მოღალატეაო. თქვე დალოცვილებო, ერთი წლით ადრე მეშოკი ფქვილით რომ ყიდულობდით ამ ხალხსიგან ხმებს, რატომ გიკვირთ რომ იგივე ხალხი მერე რუსებს მიყიდა იგივე ხმები? თქვენ ჩაუნერგეთ ამ ხალხს აზრი, რომ მისი ხმა მაინც არაფერს წყვეტს და მეშოკი ფქვილით კიდევ ოჯახის გამოკვებაა შესაძლებელი თუნდაც ერთი თვით. იგივეა ახლაც, თქვენ ჩაუნერგეთ ხალხს 2006 წელს, გვირგვლიანის მკვლელობიდან ნახევარი წლის მერე, რომ ამ მკვლელების მხარდამჭერი ძალის მხარდაჭერა ნორმალური და მორალურია. ხოდა რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხალხი მორალურად მიიჩნევს ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების მკვლელი ქვეყნის მხარდაჭერას?
-
რუსოფილი როგორც მესმის რუსების მოყვარულს ნიშნავს. და ცუდს არაფერს ვხედავ თუ ვინმეს რუსი ხალხი უყვარს. მაგრამ ზოგიერთისთვის ეს საქართვეოს ოკუპაციის გამართლებას და შესაბამისად სამშობლოს ღალატს ნიშნავს. ხოდა მაგ გაგებით ჯერ დიმპიტას ფორუმი რატომ იყო რუსოფილური (ასეთი იარლიყი რომ მიაკერეს), და ახლა ეს რატომაა. ამაზე კონკრეტული პასუხი სამწუხაროდ ჯერ არ მომისმენია.
-
ამ სიტყვაზე სულ ეკა კვესიტაძე მახსენდება რატომღაც
-
გიორგი68 ჩემი აზრით ვინც დასცინის და აბუჩად იგდებს, ის უფროა ინვალიდი
-
გიორგი68 არა. ადამიანებს შორის ურთიერთობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური შეხედულება.
-
გიორგი68 აღარ ვარ მოდერატორი და მეპატიება მიკერძოებულობა. პირველ პოსტში დაწერილ აზრს ვეთანხმები. მიმართვის ფორმა რამდენად მისაღებია, მოდერებმა გადაწყვიტონ
-
ვახ. ეს რა სადისტებში მიპოსტია ერთი წელი. სტატისტიკას თუ იცნობთ, რამდენი ადამიანია დაკბენილი ქუჩის ძაღლებით? და რამდენია სხვა ადამიანის ქმედების მიერ დაზარელებული? ადამიანზე გაცილებით უფრო კეთილი და ერთგული არსებაა ძაღლი, რომ იცოდეთ...
-
DonCaredo მაშინ იტყოდნენ ალასანია გრეჩიხას გვერდით როგორ დგას, ფუფ. თან პატარა გრეჩიხას ჭექა-ქუხილსაც გაიხსენებდნენ და ორმაგ ფუფს იტყოდნენ. ნაწილი პირიქით, გრეჩიხა ალასანიას გვერდით როგორ დადგას იტყოდა, ამერიკელების მოგზავნილ მიშა 2-თან. ხოდა მაგას რომ კაცი გვერდში დაიყენებს, ხმა როგორ უნდა მივცე თქო...
-
გიორგი68 რა შარზე? უბრალოდ მიკვირს როგორ ახერხებენ ნაცები ამდენად ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაში უმრავლესობის შენარჩუნებას. და რომ ვუკვირდები, სწორედ ამ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხარჯზე იგებენ. გაერთიანდება ოპოზიცია, და ამის გვერდით რომ დგას ხმას როგორ მივცემო. არ გაერთიანდება, და ერთიანობის გარეშე მაინც ვერ მოიგებენ და ხმა რატომ მივცეო. სოციალურ დაპირებებს არ იძლევა, და ეს რა წინასაარჩევნო კამპანიაა. რატომ უნდა მივცე ხმა. იძლევა დაპირებებს და არარეალურია და გვატყუებსო. ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებს, რატომ პასიურობსო, აკეთებს და ახლა რა დღეშიაო და მერე რა იქნებაო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ალასანია იქნება, გრეჩიხა თუ ქართლოს ღარიბაშვილი. ნებისმიერზე გაავრცელებენ გარკვეულ კლიშეებს, თანაც ურთიერთგამომრიცხავს, რომ ყველანაირ ამომრჩეველზე იმოქმედონ. ამიტომაა სასწრაფოდ ეს შესაცვლელი. თორემ ყოველ შემდეგ არჩევნებზე ამ მხრივ სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდება.
-
გიორგი68 კი მარა თემის სათაურში ალასანია არ იყო ნახსენები. გასაგებია რომ შენ ვერ მიხვალ არჩევნებზე, მაგრამ ვისაც შეუძლია მისვლა და იმის გამო არ მიდის რომ ყველა კანდიდატი ნაგავია, იმათი არ მესმის. გუშინ ვიკითხე რომელიღაც თემაში, რატომაა მაგალითად გიორგი ლაღიძე ნაგავი?
-
გიორგი68 შენ რა სულ ალასანიაზე გაქვს გართულება? :nekro: სხვა კანდიდატები არ არიან?
-
Grig სიცოცხლე უნდა შენ წარმოიდგინე. ისევე როგორც ადამიანს. რაღა ძაღლმა. ისეთი დრო მოვიდა, ლამისაა ადამიანებმა დაკბინონ ერთმანეთი და ატვეჩაიც არავინ არაა. თავები მოვიკლათ ყველამ?
-
babuagiorgi თუ ხალხი მივა არჩევნებზე, სახელისუფლებო კადიდატი დამარცხდება. არ უთქვამს მაინცდამაინც მე მომეცითო ხმა. თუ ვინმე ალსანიას მიშა 2-ად თვლის არ მისცეს ხმა, მისცეს ქრისტიან დემოკრატების ან ნოღაიდელის კანდიდატს. თუ თვლით რომ ყველა ძველი სახეა და ყველა ნაგავია, გიორგი ლაღიძეს მიეცით ხმა. ახალი სახეა და არც არაფერი დაუშავებია ჯერ. ნუ თუ თვითმიზანი არჩევნებზე არმისვლა და უგულავასთვის გამარჯვების გაადვილებაა, ეგ სხვა საქმეა...
-
babuagiorgi თბილისის მასშტაბით ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალებმა 160 000 ხმა აიღეს. აქედან დაახლოებით 100 000 სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ხალხია. შენ თქვი, ვინ გაიგებს ვინ ვის მისცა ხმაო. ეშინიათ რომ გაიგებენ, რომ ეკითხები როგორ თქო, გპასუხობენ, "აბა რომ გაიგონ ჩემ ოჯახს გრეჩიხა შეინახავსო?". 100 000 უზარმაზარი რიცხვია თბილისისთვის. და სანამ დანარჩენი 650 000 ამის წინააღმდეგია, უნდა გამოიყენო ეს რესურსი. შენ რასაც ამბობ "ყველა ნაგავია, არაფერი შეიცვლება" იმას გამოიწვევს, რომ 650 000 - დან 550 000 დარჩება სახლში. ამის შემყურე ეს 550 000 - იც ასეთი გახდება.
-
babuagiorgi არაა ეს ნორმალური ქვეყანა. სალომე კი არა, ვანოს დანაშაულზე ხუჭავს ხალხი თვალს. ხოდა, რაიმეს გამოსწორება თუ გინდა, პირველ რიგში სიმართლეს უნდა გაუსწორო თვალი. ერთს ვკითხე საპარლამენტო არჩევნების წინ, რატომ ყიდი მეთქი ხმას 200 ლარად. ხვალ ხო ორმაგად ამოიღებენთქო მაგ თანხას. ხოდა ისე მითხრა, დღეს თუ არ გავყიდეო, ხვალამდე შეიძლება ვერც გავქაჩოო. ის მომენტი რომ ასეთი ადამიანები დღეს უმცირესობაში არიან (თბილისში მაინც) უნდა გამოიყენო. თუ ახლა არ გამოიყენე და დანარჩენებს უთხარი, მშვიდად უყურე ამათ პარპაშს, მაინც არაფერი გვეშველება, ხვალ ვინც დარჩა, ისინიც გაიყიდებიან. და საერთოდ აღარაფრის შანსი აღარავის აღარ ექნება.
-
Pompiero თავისით არ გექანება. და რომც გაექანოს თავისით, ჯერ ჩვენ გაგვაქანებს და მერე მოგვყვება თან...
-
babuagiorgi ვანომ შსს-ში ზუსტად ასეთი ხალხის შემოყრას შეუწყო ხელი. და გვირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მხოლოდ ტემპს მოუმატა. 7 ნოემბერს დუბინკა არ ეკავა ხელში, მაგრამ იყო ამ ამბების ორგანიზატორი. ანუ ის არამარტო მორალურადაა პასუხისმგებელი.
-
babuagiorgi ჯობნაზეც არაა. 2003 წელს შევარდნაძეს პრეზიდენტობის წელიწადნახევარი იყო დარჩენილი, რის შემდეგაც არც ერთ სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვების შანსი არ ქონდა. მაგრამ ქვეყანას ქონდა შანსი, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო არჩევნების გზით. სავარაუდოდ იგივე სააკაშვილი გახდებოდა პრეზიდენტი, მაგრამ კონსტიტუციას ვერ ააოხრებდა და რაღაც გარკვეულ ჩარჩოებშიც მოექცეოდა. დღეს ის ხალხი "სახელმწიფოებრივ აზროვნებას" გვასწავლის. ვარდების მსგავსი გადატრიალების მოსურნეებს პირდაპირ მოღალატეებს უწოდებს. და წარმოიდგინე, ხალხი ამას სწავლობს. დღეს წავიკითხე შარის თემა ფორუმ.გეზე. აშკარაა რომ ნაცების განუწყვეტელმა ყიჟინმა "მოღალატე! მოღალატე!" თავისი შედეგი მოიტანა. არ ლპებიან ესენი თავისით. პირიქით. რაც უფრო უმოქმედოა ხალხი, მით უფრო შლიან ფრთებს.
-
babuagiorgi ვანოს და სალომე ზურაბიშვილის დანაშაული ერთნაირი გგონია?