ამასობაში კი ... ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. "ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები. ბოლო ასეთი გამოსვლა იყო ძალიან მძიმე და დამთავრდა მსხვერპლით", - აღნიშნა უწმინდესმა.