ანზორიკო ბიწაძე დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს დაახლოებით დილის 5 საათზე სპეცრაზმის წევრებმა ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დააკავეს. ანზორ ბიწაძის გარდა, დაკავებულია ნინო ბურჯანაძის პირადი დაცვა სრული შემადგენლობით. ფაქტს შეესწრო ნინო ბურჯანაძეც, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, სპეცრაზმის მანქანას წინ გადაუდგა და მას შემდეგ, რაც დაპატიმრებულები პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა, პრესის წარმომადგენლებთან განცხადებებიც გააკეთა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ანზორ ბიწაძე პოლიციამ რამდენიმე წუთში გაათავისუფლა. შსს-ს განცხადებით, 26 მაისის 7 საათისთვის ირაკლი ბათიაშვილი, ანზორ და ბადრი ბიწაძეები დაპატიმრებულთა სიაში არ ფიგურირებენ კუკავაზე გაირკვა რამე?