ჰილარი კლინტონი ნატო-ს შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის მოსაზრებას იზიარებს 11:08 12-06-2011 ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითს, რომელიც ნატო-ს მწვავე კრიტიკით გამოვიდა , - ამის შესახებ "ნიუსლენდი" იუწყება. ორი დღის წინ გეითსმა განაცხადა, რომ ამერიკელ კანონმდებლებს ძალიან მალე ნატო-ს სუბსიდირების სურვილი დაეკარგებათ. როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, გეითსის სიტყვებიდან ჩანს, თუ რამდენად საშიშია ნატო-სთვის თვითკმაყოფილება. "ჩვენ ყველამ უნდა გავიზიაროთ საერთო ტვირთი. ნატოს ბევრი ქვეყანა ასეც აკეთებს. ალიანსში შემავალი ყველა ქვეყანა, მათ შორის ამერიკაც, ფინანსურ სიძნელეებს განიცდის. ჩვენ გვთხოვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირებას მაშინ, როდესაც მსოფლიო სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება", – განაცხადა კლინტონმა. მანვე აღნიშნა, რომ მთლიანად ეთანხმება თავდაცვის მდივანს, რადგან ყველა ქვეყანაა პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ეს კი, მისი თქმით, თავდაცვაში ადეკვატური შენატანის აუცილებლობას გულისხმობს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, 60 წლის განმავლობაში ალიანსს ყოველთვის ჯეროვანი გადაწყვეტილება გამოჰქონდა და იმედოვნებს, ნატო ამ უნარს არ დაკარგავს