კახა კუკავა: ”ამერიკის საგარეო პოლიტიკა გაცილებით უფრო სისხლიანია, ვიდრე საბჭოთა კავშირის” საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის შესახებ, მედიაკავშირ ”ობიექტივის” პირდაპირ ეთერში ”კონსერვატიული პარტიის” ერთერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ ისაუბრა. ”დემოკრატია ისეთივე ბოროტად გამოყენებული ტერმინია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში. ისტორიულად, ყველა დამპყრობელი დაპყრობილ ან დასაპყრობ ხალხს, მაღალ იდეალებსა და დემოკრატიულობაზე ესაუბრებოდა. ეს დღესაც ასე ხდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა არის გაცილებით სისხლიანი, ვიდრე საბჭოეთისა. ამას ისიც ადასტურებს, რომ სპეცნაზელებმა, რომლებმაც 26 მაისის დარბევაში მიიღეს მონაწილეობა, ამერიკული მხრიდან ქება და დიდება დაიმსახურეს”,-განაცხადა კახა კუკავამ. თავში მოხვდა ეტყობა ამას ის ხელკეტი