პარლამენტთან სახალხო კრება დასრულდა 17:32 25-11-2010 პარლამენტის შენობასთან წარმომადგენლობითი სახალხო კრება დასრულდა და მოძრაობაც აღდგენილია . როგორც კრების დასასრულს საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველის გამზირზე 50-60 ათასი ადამიანი შეიკრიბებოდა, მზად იყვნენ, დღესვე დაეწყოთ მოქმედება და დღესვე "დაემთავრებინათ სააკაშვილის ხელისუფლება". თუმცა, ბათიაშვილის თქმით, ის რაოდენობა, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა, საკმარისი იყო მხოლოდ კრების ჩატარებისთვის. :018: მისი განცხადებით, სახალხო კრების ინიციატორებსა და მხარდამჭერებს დღეიდან მოუწევთ მეტი მოთმინება და მუშაობა, რათა მხარდამჭერების რაოდენობა უფრო მასშტაბური გახდეს და მზად იყვნენ საბოლოო დაძახებისთვის. "ჩვენ დავთქვამთ თარიღს და ეს იქნება დღე, როცა ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდება იმ ჭირისგან, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია", - აღნიშნა ბათიაშვილმა. დაშლის შესახებ კრების საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილება სახალხო კრების მონაწილე რამდენიმე მოქალაქემ გააპროტესტა. ისინი ითხოდნენ, კრების მონაწილეები არ დაშლილიყვნენ და შესაბამისი მოქმედებები დღესვე დაეწყოთ. სახალხო კრების საინციატივო ჯგუფის წევრის, რეჟისორ რესო ესაძის ინფორმაციით, დღევანდელ კრებაში მონაწილეობდა 15 000 დელეგატი, რომლებიც 850 000 ადამიანს წარმოადგენდნენ. ის ბაბუა მომგვარეთ ერთი აქ ეჰ რა მოლოტოვის კოქტეილები გაუფუჭდათ ანალგინს და პრეკურსორს?