სახალხო კრების იდეას დეპუტატი კარლო კოპალიანი უერთდება, - ამის შესახებ განცხადება კარლო კოპალიანმა სახალხო კრების გაფართოებული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. "ჩემთვის დიდი პატივია ვიმუშაო ასეთ ადამიანებთან ერთად. მიმაჩნია, რომ დუმილის დრო არ არის, რადგან ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ამ პროცესისგან განზე დგომა კი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ვფიქრობ, 25 ნოემბერს ქრისტეს მხედრობა იკრიბება საქართველოს გადასარჩენად და ყველას მოვუწოდებ კრების იდეას შემოუერთდნენ", - განაცხადა კოპალიანმა. იგი იმედოვნებს, რომ მას სხვა დეპუტატებიც მიბაძავენ. კარლოს ბმული აბა ვინ ეწერებით ქრისტეს მხედრობაში? ახლავე ჩაეწერეთ თორე ცხენები ცოტა ყოფილა, შეიძლება ყველას არ ეყოს