Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. babuagiorgi ამ ფანტაზიების მქონე კაცს კარცერის ზედამხედველობა უფრო შეგეფერება ვიდრე ლიბერალურ-სოციალისტური პარტიის გენერალური მდივნობა
  2. ძუკუ პირადობის მოწმობას ან პასპორტს რომ იღებთ სურათს ხომ გიღებენ? და ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა მონაცემთა ბაზაში ინახება. რა არის აქ გასაკვირი?
  3. ბატონებო, როგორც უკვე მოგახსენეთ მე მქონდა დამუშავებული წესების პროექტი პოლიტიკის განყოფილებისათვის, სადაც საკმაოდ ზუსტად არის განსაზღვრული ყველა შესაძლო დარღვევა და მათზე რეაგირება, აგრეთვე მოდერატორის პასუხისმგებლობის საკითხი. განიხილეთ თქვენც, დაპოსტეთ რა შესწორებების შეტანა მიგაჩნიათ მიზანშეწონილად. რადგან საქმე ეხება რელიგიას, შესაძლებლად მიმაჩნია ამ წესებს ჩაემატოს პროვოცირების პუნქტი. "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების წესები (აკრძალვები, სასჯელები, მოდერატორის პასუხისმგებლობა) თავი 1. ზოგადი ნაწილი 1.1. ეს წესები არეგულირებს "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს; 1.2. ფორუმელი რომელიც პოსტავს ფორუმის "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილებაში ავტომატურად ეთანხმება ამ კოდექსს; 1.3. სადავო საკითხების გადასაწყვეტად გამოიყენება განყოფილება "პრეტენზიების ოთახი"; თავი 2. აკრძალვები ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა 2.1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება); 2.2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება); 2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების (წმინდანები, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა); სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - ვორნი, მესამედ - 12 საათიანი ბანი. ფორუმელის პირადი შეურაცხყოფა 2.5. სხვა ფორუმელზე მუქარა - ფიზიკური ანგარიშსწორების, თავისუფლების აღკვეთის, მოკვლის; 2.6. ფორუმელის გინება; 2.7. ფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება; 2.8. ფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა და ა.შ.); 2.9. "ისტი"-ს წოდება ფორუმელზე, როცა ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგია. სასჯელი: პირველად - ვორნიდან 6 საათიან ბანამდე, მეორედ - 24 საათიანი ბანი, მესამედ - 48-72 საათიანი ბანი. სხვა აკრძალვები 2.10. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე; 2.11. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით; 2.12. უცენზურო გამონათქვამები; 2.13. ფლუდი დიდ მასშტაბებში; 2.14. ტროლინგი; 2.15. ოვერქვოთინგი; 2.16. სარეკლამო განცხადებების განთავსება ფორუმზე ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად; 2.17. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა; სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - 3 საათიანი ბანი, მესამედ - 24 საათიანი ბანი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ დასჯის მომენტში ფორუმელის ვორნლოგი აღწევს 80 % -ს, მოდერატორი მას ადებს ბანს, რომლის ხანგრძლივობაც გამოითვლება ფორმულით: 24 საათი + ბოლო დარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ხანგრძლივობა. ამ შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ფორუმელის ვორნლოგი ნულდება. თავი 3. მოდერატორთა ვალდებულებები მოდერატორი ვალდებულია: 3.1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე; 3.2. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე თანაბრად მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და რელიგიური კუთვნილებისა; 3.3. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები; 3.4. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან თუ სათაური არ შეესაბამება თემის შინაარსს; თავი 4. მოდერატორთა პასუხისმგებლობა მოდერატორის ბრალეულობა ირჩევა პრეტენზიების ოთახში. ადმინისტრაცია ვალდებულია თავისი ვერდიქტი გამოიტანოს ფორუმელის ნებისმიერ საჩივარზე ცალსახად: მოდერატორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ან მოდერატორი შეცდა გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად საჭიროა ადმინისტრაციის 2 წევრის გადაწყვეტილება. ასეთი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე მოდერატორს ეძლევა პირველი გაფრთხილება, შემდეგ ჯერზე - მეორე გაფრთხილება, მესამე ჯერზე - სამი დღით აეკრძალება მოდერირების უფლება, მეოთხედ კი მოხდება მისი გადაყენება. მოდერატორზე გაცემული გაფრთხილება ანულირდება მისი გაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.
  4. აზრი მე დავდებ ხვალ პროექტს, რომელიც შევქმენი პოლიტიკის განყოფილებისთვის, მაგრამ არ იქნა იქ მიღებული, ისევ ძველი წესებით ხდება მოდერირება (რომელიც სხვათაშორის ასევე ჩემი შექმნილია და მცირე შესწორებები შეიტანა ასესინომ) Nukriko ანუ ეს მეთოდი გამოიყენე ხო?
  5. kisa სატურნის მსგავსი არ არსებობს, ის ერთადერთი და განუმეორებელია ხორომ
  6. Nukriko ფორუმის დაიგნორების ფუნქცია რომ გამოიყენო რატომ არ გინდა? გმადლობ
  7. lasha_alo კარგი იდეაა, მაგრამ არ იკლებენ ურთიერთკამათის სიამოვნებას
  8. Nukriko პირველი დასაშვებია ჩემთვის და მეორე უკვე შეურაცხყოფის შემცველია რადგან ირიბად ჟღერს ადრესატის უსინდისობაში დადანაშაულება.
  9. Siknadmo აბა ერთმორწმუნე რაში ვართ? ურწმუნობაში?
  10. ეჰ კაი პროტესტი იციან უკრაინელებმა http://www.youtube.com/watch?v=YaXkaLpyq1s newstudio თან იმასაც მივხედოთ, რომ არ ვიცრუოთ მაესტრო. ის 4 კაცი დააკავეს ავტომაგისტრალის გადაკეტვისათვის და არა პროტესტის გამო.
  11. lasha1997 Lo Janko არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. მას არაფერი არ ამყარებს. შენ მაგრად იცი ისტორია ეტყობა შევარდნაძე საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ 10 წელი იყო ხელისუფლების სათავეში. და რომ გაუშვეს ის ფაქტი საერთოდ არ უკავშირდებოდა ტერიტორიებს.
  12. Nukriko ფორუმს ხომ აქვს არასასურველი იუზერის არ დანახვის ფუნქცია? შენ შეგიძლია მისი გამოყენება ამ შემთხვევაში და აზრის პოსტებს საერთოდ ვეღარ დაინახავ. ამგვარად მარტივად გადაიჭრება ეს პრობლემა. შენ კი ამბობ რომ არ გინდა ვიღაცასთან ლაპარაკი, მაგრამ ის ვიღაცა შეიძლება თვლიდეს რომ შენს პოსტში ვთქვათ ტყუილი წერია და თუ მას კორექტულად შედავების საშუალებას მოუსპობ, ეს უკვე მისი უფლებების დარღვევა გამოვა.
  13. lasha1997 აქ საქმე იმაშია შეიცვლებოდა თუ არა რამე ვთქვათ ცხინვალი რომ არ დაებომბა ჩვენს არტილერიას და საბრძოლო ნაწილები ცხინვალში რომ არ შესულიყვნენ. ჩემი აზრით არაფერი არ შეიცვლებოდა. რუსებს სრულად ჰქონდათ მობილიზებული თავიანთი სამხედრო ძალები ამ რეგიონში და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში შემოჭრა ყველა ვარიანტში მოხდებოდა. სხვათაშორის ვიკილიქსზე დადებული ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ს ელჩი ტეფტი მის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი პატაკით ადასტურებს რუსების მიერ საზღვრის გადმოკვეთის ფაქტს 2008 წლის 7 აგვისტოს.
  14. Marta1 რა ნამუსს ვწმინდავ ადამიანო, გეუბნებით საქართველოს არ დაუწყია ომი მეთქი, სხვა არაფერი არ დამიპოსტავს ფაქტიურად.
  15. lasha1997 და შენ საიდან უნდა გახსოვდეს? რომელი ქვეყნის ხელისუფლებაში ხარ დიპლომატიურ სამსახურში?
  16. lasha1997 ინფორმაცია ვრცელდებოდა დიპლომატიური გზებით. შენ CNN, BBC -ის და ა.შ. გულისხმობ და იმას ამბობ რომ იქ არ შუქდებოდა ეს საკითხები? საქართველოს არ ეკითხებიან ეგ არხები თუ რა გაუშვან ნიუსებად. მე ვერ გიპასუხებ მათ მაგივრად ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, ეტყობა ვერ გათვალეს შესაძლო მასშტაბები ან უფრო აქტიური დახმარების იმედი ჰქონდათ.
  17. Marta1 ბუნებრივია. ომი ნებისმიერ ქვეყანას უკან ხევს. ამ ომმა უკან დაგვხია ჩვენც და რუსეთიც. чему быть того не миновать
  18. "wikileaks"- 2008 წელს ცეცხლის გახსნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არ ყოფილა 14:21 29-11-2010 2008 წლის აგვისტოში, ცეცხლის გახსნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არ ყოფილა . ამის შესახებ სოციალური ქსელებში გავრცელებულ, სკანდალური საიტის "wikileaks.org" მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებშია ნათქვამი. საქართველოში აშშ-ს საელჩოს მონაცემებით, იმ დროისთვის საქართველოს ყველა ოფიციალური პირი, ვინც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე შეტევაზე შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, შვებულებაში იყო. აქვე აღნიშნულია, რომ რეალური მობილიზაცია მხოლოდ 7 აგვისტოს დაიწყო. "მხოლოდ როცა სამხრეთ ოსეთმა ქართულ სოფლებს ცეცხლი არტილერიიდან გაუხსნა, დაიწყო შეტევა ცხინვალის ასაღებად", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს დოკუმენტში. აქვე აღნიშნულია, რომ ავნევისა და ნულის ინტენსიური დაბომბვა 6 აგვსიტოს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე მიმდინარეობდა, ასეე აფეთქებები იყო დმენისსა და სარაბუკში. საელჩოს ინფორმაციით, 7 აგვისტოს 16:00 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ ელჩები შეკრიბა და აცნობა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართულ სოფლებზე შეტევას ახორციელებდა, რის შედეგადაც ქართველი სამშვდობოები დაიღუპნენ. "საქართველოს ოფიციალური პირები იუწყებოდნენ, რომ 7 აგვისტოს ნულიდან 40 ბვშვი და ქალი იყო ევაკიურებული, ხოლო სამხრეთ ოსეთმა ჯავიდან სამხედრო ძალა დაძრა. ეუთო-ს დამკვირვებლები იუწყებოდნენ, რომ "გრადით" აღჭურვილი ქართული ჯარი გადაადგილდა, რაც ძალის ან მზადყოფნის, ან ორივეს ერთად დემონსტრირება იყო", - ნათქვამია საელჩოს მასალებში. წყარო აქ სათაური აშკარად ცუდადაა ნათარგმნი. უნდა იყოს: საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა გადაწყვეტილი ცეცხლის გახსნა (საბრძოლო მოქმედებები)
  19. lasha1997 ტყუილია ეს. ტყუილზე დაფუძნებით ცდილობთ რაღაც დასკვნების მიღებას და ბუნებრივია, რომ ეს დასკვნებიც ტყუილი გამოდის.
  20. სიმართლე რომ გითხრა თვეში სამი ლარი იქით, სამი ლარი აქეთ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.
  21. ეს: გადაჭარბებულია. და ესენი: აუცილებელია თუ ვინმე შენს პოსტებს აციტირებს და თავის აზრს კორექტულობის ფარგლებში გამოთქვამს, ამას ვერ აუკრძალავ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორუმი აზრს კარგავს. სხვა საკითხია თუ ორი სუბიექტი ერთმანეთში შეთანხმდება და დააიგნორირებენ ერთმანეთს.
  22. პროტესტის მიზეზთან ანუ წყალთან კარგად ჯდება :018:
  23. ეგეც თქვენი N 2 პრობლემა. იგონებთ რაღაცეებს და შემდეგ საკუთარ თავს აჯერებთ იმაში, რაც გამოიგონეთ. მაგას ფანტაზიორობა ქვია. კანონით არ ისჯება ასეთ ფანტაზიებში ყოფნა, მაგრამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს მსჯელობამ, რომელიც ფანტაზიებზეა აგებული
  24. babuagiorgi კი, ეგ მართლაც არის თქვენი პრობლემა
×
×
  • შექმენი...