Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. აზრი მე გირჩევ რამე იაპონური დაითრიო, ჰონდა, ტოიოტა, მიცუბიში... თან საჭეც მარჯვნივ აქვთ იაპონურ მანქანებს "დაბადებიდან" გიორგი68 ცუდი არაა, მაგრამ ფასის და კლასის საუკეთესო შეფარდება იაპონელებს აქვთ მაინც.
  2. ეგ ხუმრობს. თან ისე როგორც შეუძლია
  3. Nukriko სამყაროს ცენტრი ჩვენ (მზის სისტემა) რომ არ ვართ, ეს დიდი ხანია დამტკიცებულია. მზის სისტემა მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის განაპირას. იქ სადაც ვარსკვლავები გაცილებით დიდი მანძილებითაა დაშორებული ერთმანეთისაგან, ვიდრე გალაქტიკის ცენტრში.
  4. Nukriko პრინციპში ყველაფერი რაც მანდ წერია მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია ამ პროექტში. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს, თუ საჭირო შეიქნება დავხვეწავთ წესებს, ჩვენს ხელში არაა? მოკლედ თუ დღეს ახალი იდეები შესწორებებთან დაკავშირებით არ იქნება, ხვალიდან ახალი წესები შევა ძალაში.
  5. Ostap სწორი და ძალიან ზუსტი შენიშვნაა სხვათაშორის
  6. lasha1997 სანამ წავიდოდი მანამდე შევისწავლე ეგ საკითხები ;)
  7. ტაშიი დემოკრატიის მოთხოვნილება მენტალური განვითარების შედეგია და არა გონებრივისა. მე ნუ გამესაუბრება, თქვენთან მოვიყვან და გაანათლეთ
  8. ტაშიი მე ოფიციალურ ინფორმაციას არ ვეყრდნობი ეგვიპტის შემთხვევაში. უბრალო ხალხს ვესაუბრებოდი ხოლმე იქ და ეგ არაა მათთვის N 1 პრობლემა.
  9. ტაშიი მე იმას ვამბობ, რომ "ოპოზიცია მოკლაო" რომ გიწერია არაა სწორი. ეგვიპტე არაა დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ დემოკრატიის ხარისხი მუბარაკის ეგვიპტეში უფრო მაღალია ვიდრე სადათის ეგვიპტეში. იგივე ითქმის ეკონომიკურ სიტუაციაზე. ანუ მუბარაკი არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი ეგვიპტისთვის. და ახლა შენ თუ ევროპული დემოკრატიის შექმნას ელოდები აფრიკის მუსულმანურ ქვეყანაში, დიდხანს მოგიწევს ცდა. ისე სიმართლე რომ გითხრა, ეგვიპტელებზე არც შემიმჩნევია მასეთ ქვეყანად ჩამოყალიბების სურვილი.
  10. ტაშიი არ გცოდნია შენ კარგად ეგვიპტის შიდა სამზარეულო. ოპოზიცია დაკეტა კი არა პირიქით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუბარაკმა გაანთავისუფლა ციხეებიდან ასეულობით ოპოზიციონერი. ხოლო ფუნდამენტალური ორგანიზაციები კი პირიქით - გაანადგურა, რისთვისაც ფუნდამენტალისტებმა მუბარაკს სიკვდილი მიუსაჯეს და მასზე შედგა კიდეც რამდენიმე თავდასხმა, მაგრამ გადარჩა. 2005 წელს ეგვიპტის კონსტიტუციაში შეტანილ იქნა შესწორება, რომლის მიხედვითაც ყველა პარტიამ მიიღო უფლება წამოეყენებიათ საპრეზიდენტო პოსტზე თავისი კანდიდატი. ასე ჩატარდა პირველი არჩევნები, იქამდე მხოლოდ რეფერენდუმი ტარდებოდა ხოლმე. რაც შეეხება ეკონომიკას, მუბარაკის მმართველობის პერიოდში ეგვიპტემ დაფარა საგარეო ვალები და მიაღწია მშპ-ს მნიშვნელოვან ზრდას ტურიზმის განვითარების ხარჯზე, თუმცა უმუშევრობა და კორუფცია საკმაოდ მაღალ დონეზეა.
  11. ნუკრიკოს მიერ შემოტანილი ეს წინადადებები: გათვალისწინებულ იქნა აკრძალვების პუნქტში N 2.3 რომლის ახალი რედაქცია ასე გამოიყურება: აზრი საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთანავე.
  12. ეგრე ამბობენ, მაგრამ რეალში ჯერ არ მომხდარა. მე არ ვიხდი ხოლმე მაგ ნაგვის გატანის ფულს
  13. babuagiorgi თემა არის ბოროტ ამერიკელ დამქირავებელზე, რომელიც ცუდად ექცევა ემიგრანტს
  14. დაილექება მაგ თანხის დიდი ნაწილი ჩინოვნიკების ჯიბეებში
  15. Grig რაციონალურ პასუხს ითხოვ? არ არსებობს მაგ კითხვაზე რაციონალური პასუხი, იმიტომ რომ რუსული პოლიტიკა არარაციონალურია. მათ შეეძლოთ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის თუნდაც დასაწყისში როცა უშიშროების მინისტრი პირდაპირ კგბ-ს კადრი იყო, დახმარებოდნენ საქართველოს ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაწყვეტაში და ამგვარად საქართველოს სახით პარტნიორი შეეძინათ. მათ კი ამის მაგივრად აფხაზები წააქეზეს, შეაიარაღეს, დააფინანსეს და პრობლემები გაგვიჩინეს საქართველოს იმ რეგიონში. დამტკიცებულია რომ მაგ ომში უშუალოდ რუსეთის მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას. და ამ ყველაფერს მთავარი სისულელე დაამატეს, საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, საქართველოში შემოიჭრნენ და ჩვენი ტერიტორიები ქვეყნებად აღიარეს. შედეგი კი სრული დიპლომატიური ფიასკო, ნაურუს კომპანიაში ეულად ყოფნა და შუბლზე დიდი ასოებით მიკრული ოკუპანტის სტატუსია. პლიუს ამას უზარმაზარი ხარჯები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შენახვისთვის. ამას რაციონალური პოლიტიკის მიმდევარი ხალხი ჩაიდენდა? აშშ-ს თუ ბაძავენ, აშშ-მ რაც გადაწყვიტა, იმას მიაღწია კიდეც, კოსოვოს ვგულისხმობ. და ეგეთი რაღაცეები რომ გამოგივიდეს, აშშ უნდა იყო და არა კორუმპირებული და ჩამორჩენილი რუსეთი. ის რაც შეშვენის იუპიტერს, არ შეშვენის ხარს.
  16. asesino_141 კარგად ჩააქვრე შენც და ისე ჩააგდე
  17. აზრი ამ დროს იმუშავებს მოდერატორის მიერ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ნებისმიერ იუზერს ექნება უფლება გაასაჩივროს მოდერატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციაში და შემდეგ რაც მოხდება უკვე ამ წესების პროექტის მე-4 თავშია აღწერილი. აი მაგალითად შენ დაწერე დიდი პოსტი, ვინმემ დააციტირა და მიუწერა +1, ასევ გააკეთა სხვის პოსტზეც. ანუ იუზერი მხოლოდ იმისთვის აციტირებს პოსტებს რომ +1 მიუწეროს (ან პირიქით). ამ შემთხვევაში აქვს ადგილი ოვერქვოთინგს. პრაქტიკაში ოვერქვოთინგისთვის დასჯა პრაქტიკულად არ გვხვდება, ამიტომ საშიში ამ წესში არაფერია.
  18. asesino_141 არის ურნები. თბილისში ყოველ შემთხვევაში არის.
  19. Nukriko მხოლოდ მაშინ აი მაგალითად შენ რომ ვინმემ ბაპტისტი გეძახოს, ხო ამოგივა ყელში ბოლო-ბოლო, იმიტომ რომ არ გაქვს არაფერი საერთო ამ რელიგიასთან. და ეს წესი გიცავს ამისგან. დანარჩენი რაც დაგიმატებია, მოვიფიქროთ სად და რა ფორმით შეიძლება ჩასმა წესებში. აზრი ყველაფრის დაკონკრეტება რთულია. ალბათ რაღაც დონეზე პრეცენდენტული სამართლის ამუშავება მოგვიწევს ფლუდს დიდ მასშტაბებში ჩემი აზრით ადგილი აქვს მაშინ როცა ფორუმელი მიზანმიმართულად პოსტავს თემასთან შეუსაბამო პოსტებს. რაოდენობა - 5 ან მეტი. ან შეიძლება სხვანაირადაც განისაზღვროს, კერძოდ სხვა ფორუმელების ან მოდერატორის თხოვნის შემდეგაც თუ გააგრძელებს იგივეს. ტროლინგი - პროვოკაციული ან შეურაცხმყოფელი ხასიათის მქონე გზავნილების გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ გამოიწვიო "ფლეიმი" და კონფლიქტი მონაწილეებს შორის. ოვერქვოთინგი(overquoting) - ჭარბი ციტირება. გვხვდება იმ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, მონაწილე ახდენს დიდი გზავნილის ციტირებას მხოლოდ იმისთვის, რომ მის ქვეშ მიაწეროს "თანახმა ვარ".
×
×
  • შექმენი...