Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. ვიცი ეგ, ნანახი მაქვს. დღეიდან კუკუნას წოდება დასჯადი იქნება.
  2. Nukriko ნუკრიკუკუნა დაცინვითი ფორმაა კუკუნა დაცინვაა აშკარად, მაგრამ ნუკრიკუნას ვერ აღვიქვამ დაცინვად. ახლა ვინმემ სატურნიკო რომ მომწეროს (და მწერენ კიდეც ხანდახან ), ეგ ნამდვილად არ მეწყინება. მცირე ირონია დასაშვებია პოსტებში, კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ხომ არ გვაქვს აქ ნუ მიიტან გულთან ასე ახლოს, ერთხელ დააიგნორებ, მეორედ და მესამედ აღარც მოგწერენ, მობეზრდებათ უბრალოდ.
  3. ვა მე ვიხუმრე და შენ ისე სერიოზულად მიიღე, მგონი მართლა გქონდა მაგ თემაზე საუბარი "ზემოთ"
  4. lasha_alo ხოდა უთხარი "შენ მაგ გარემოს გაუმჯებესებას მიხედე თქო"
  5. georgekh13 ღორს ადამიანისგან განსხვავებით სიტყვების აღქმა, აზრის გამოტანა და ლოგიკური აზროვნება არ შეუძლია.
  6. ბატონებო, არსებობს ალბათობა, რომ მოდერატორმა ვერ შეამჩნიოს ყველა დარღვევა, რომელიც შესაძლოა მოხდეს ამ განყოფილებაში. თუ თვლით, რომ სხვა ფორუმელი შეურაცხყოფას გაყენებთ ან უბრალოდ არღვევს მოქმედ წესებს, რის გამოც ხელი გეშლებათ თქვენი აზრების ნორმალურად გამოხატვაში, დაპოსტეთ აქ ამის შესახებ. თან დაურთეთ პოსტის ბმული. შემთხვევა აუცილებლად იქნება განხილული და მოდერატორის გადაწყვეტილებაც ცალსახად დაფიქსირდება. თუ მოდერატორის გადაწყვეტილება მოგეჩვენებათ უსამართლო, მისი გასაჩივრებისათვის გამოიყენეთპრეტენზიების ოთახი.
  7. "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების წესები (აკრძალვები, სასჯელები, მოდერატორის პასუხისმგებლობა) თავი 1. ზოგადი ნაწილი 1.1. ეს წესები არეგულირებს "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს; 1.2. ფორუმელი რომელიც პოსტავს ფორუმის "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილებაში ავტომატურად ეთანხმება ამ კოდექსს; 1.3. სადავო საკითხების გადასაწყვეტად გამოიყენება განყოფილება "პრეტენზიების ოთახი"; თავი 2. აკრძალვები ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა 2.1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება); 2.2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება); 2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების - წმინდანების, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრების გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება. აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას; სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - ვორნი, მესამედ - 12 საათიანი ბანი. ფორუმელის პირადი შეურაცხყოფა 2.5. სხვა ფორუმელზე მუქარა - ფიზიკური ანგარიშსწორების, თავისუფლების აღკვეთის, მოკვლის; 2.6. ფორუმელის გინება; 2.7. ფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება; 2.8. ფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა და ა.შ.); 2.9. "ისტი"-ს წოდება ფორუმელზე, როცა ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგია. სასჯელი: პირველად - ვორნიდან 6 საათიან ბანამდე, მეორედ - 24 საათიანი ბანი, მესამედ - 48-72 საათიანი ბანი. სხვა აკრძალვები 2.10. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე; 2.11. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით; 2.12. უცენზურო გამონათქვამები; 2.13. ფლუდი დიდ მასშტაბებში; 2.14. ტროლინგი; 2.15. ოვერქვოთინგი; 2.16. სარეკლამო განცხადებების განთავსება ფორუმზე ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად; 2.17. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა; სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - 3 საათიანი ბანი, მესამედ - 24 საათიანი ბანი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ დასჯის მომენტში ფორუმელის ვორნლოგი აღწევს 80 % -ს, მოდერატორი მას ადებს ბანს, რომლის ხანგრძლივობაც გამოითვლება ფორმულით: 24 საათი + ბოლო დარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ხანგრძლივობა. ამ შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ფორუმელის ვორნლოგი ნულდება. თავი 3. მოდერატორთა ვალდებულებები მოდერატორი ვალდებულია: 3.1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე; 3.2. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე თანაბრად მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და რელიგიური კუთვნილებისა; 3.3. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები; 3.4. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან თუ სათაური არ შეესაბამება თემის შინაარსს; თავი 4. მოდერატორთა პასუხისმგებლობა მოდერატორის ბრალეულობა ირჩევა პრეტენზიების ოთახში. ადმინისტრაცია ვალდებულია თავისი ვერდიქტი გამოიტანოს ფორუმელის ნებისმიერ საჩივარზე ცალსახად: მოდერატორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ან მოდერატორი შეცდა გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად საჭიროა ადმინისტრაციის 2 წევრის გადაწყვეტილება. ასეთი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე მოდერატორს ეძლევა პირველი გაფრთხილება, შემდეგ ჯერზე - მეორე გაფრთხილება, მესამე ჯერზე - სამი დღით აეკრძალება მოდერირების უფლება, მეოთხედ კი მოხდება მისი გადაყენება. მოდერატორზე გაცემული გაფრთხილება ანულირდება მისი გაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.
  8. Nukriko ნუკრიკუნას რომ გიწერენ გწყინს? P.S. ახალი წესები დღეიდან ძალაში შევიდა.
  9. lasha1997 ხო ამერიკაში რაც ნორმაა და მიღებულია, საქართველოში ის მახეა
  10. რა დეზინფორმაციულ და მე ვიტყოდი სულელურ სათაურებს არქმევ თემებს ამბოხი არა გადატრიალება კიდე. პროტესტის ჩვეულებრივი და მიღებული ფორმაა ეგ რაც აღწერილი გაქვს.
  11. აზრი არსებობს ფორუმის ზოგადი წესები http://planeta.ge/index.php?app=forums&module=extras&section=boardrules რომლის პუნქტ 2.13 -ში სწერია რომ აკრძალულია უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები , პოსტები (უტაქტო სურათი და ა.შ) შენი გამონათქვამი მინიმუმ უტაქტო იყო.
  12. აზრი არა რა თქმა უნდა თუ იქნება შემთხვევები, რომელიც ვერ აღიწერება ამ წესებით, შესაძლებელია ცვლილების შეტანა ხვალ შუადღიდან (12:00) თბილისის დროით.
  13. Nukriko ჩვენს წესებში რაც ეწერება, იმის მიხედვით მოხდება სადავო საკითხების გადაწყვეტა და დასჯა თუ ამის აუცილებლობა შეიქნება. მე მგონი ის რაც შენ დააკოპირე, არის წესებში.
  14. მაცადე რა ორი კაპიკი შევიტანო ოჯახში შენ რომ დაგინახავენ ვინ დაიჯერებს მაგას?
  15. analgin რაღა რა ისმის კაცო, გაზაფხულამდე გადადო გუბაზამ. ჯერ ერთი ახალი წელი მოდის და მეორეც იმ დროისთვის ადგილობრივ ორგანიზაციებს ჩამოაყალიბებს დავიჯერო არ გაგიგია ეგ ამბავი?
  16. analgin ეგ ყველაფერი კარგი და გუბაზა და მისი რაზმი რომ ამბობდა (რამდენადაც მახსოვს შენი ჩათვლით) ახალ წლამდე დავამთავრებთ მიშასაო, მაგის რა ისმის?
  17. ეგ ბაღში ისწავლება, შენ არ გივლია ეტყობა
  18. აზრი არ ვიცი მწოლიარე ქვია მაგას. PM -ში წავშალე ნაწილი, მაგრამ ისეც უნდა ყოფილიყო იდეაში ადგილი :ravic:
  19. აზრი ასე ახლო-ახლოს რატომაა შუქნიშნები?
  20. მაგდა პოპიაშვილი მიდის თუ ირაკლი მელაშვილი?
  21. newstudio -ს პირადი ბიბლიოთეკიდანაა, მაქედან ისრუტავს იდეებს
  22. აზრი დამთხვევა არაფერ შუაში არაა. სხვა კუთხიდან შეხედე სიტუაციას. თუ არ ექნებოდა ასეთი სტრუქტურა, ორბიტა და თავისებურებები, მაშინ უბრალოდ არ წარმოიშვებოდა აქ სიცოცხლე ასეთი სახით და წარმოიშობოდა იქ, სადაც ეს ყველაფერი გვხვდება. ახლა მეორე საკითხი - ეს ჩვენთვის, დედამიწის მცხოვრებლებისთვისაა აუცილებელი მზის ზუსტად ის თვისებები რაც შენ აღწერე. მაგრამ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის ფორმა, რომლისთვისაც დედამიწის პირობები დამღუპველი იქნება და არსებობა ვთქვათ მხოლოდ ცისფერი ვარსკვლავის პირობებში შეეძლება. და წარმოიდგინე ახლა იქ რომელიმე ფორუმზე აზრი პოსტავს "აბა დაფიქრდით ხალხოო, ეს ყველაფერი დამთხვევააო?"
×
×
  • შექმენი...