ედვარდ ლუკასი - 2020 წელს საქართველოში ევროკავშირის ზოგიერთ წევრზე უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტები იქნება 16:12 06-12-2010 ედვარდ ლუკასი - 2020 წელს საქართველოში ევროკავშირის ზოგიერთ წევრზე უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტები იქნება ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ედვარდ ლუკასი 2020 წლის მსოფლიო პოლიტიკური ტენდენციების შესახებ პროგნოზებს აქვეყნებს. ლუკასის პროგნოზით, 2020 წლისათვის საქართველო ევროკავშირთან კვლავ კარზე კაკუნის მდგომარეობაში იქნება და იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის ზოგიერთ წევრზე უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტები და მთავრობა იქნება, თბილისისთვის უარის თქმა გართულდება. ედვარდ ლუკასი წერს, რომ 2020 წელს საქართველო და აზერბაიჯანი კვლავ ამერიკული ინტერესის ობიექტად რჩებიან. "ნავთობი და ისრაელი იმის გარანტი გახდება, რომ ამერიკა დარჩება ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რაიონში. ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან აზერბაიჯანი და საქართველო დარჩებიან ამერიკული ინტერესის ობიექტებად (თუმცა, ბრძოლა, ცვალებადი წარმატებებით, უფრო ჩინეთთან იქნება, ვიდრე რუსეთთან). ევროპის ენერგობაზარი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. ტექნოლოგიური ცვლილებები ნახშირწყალბადის არატრადიციულ ფორმებს გამოყენების პროცესში უფრო იაფს გახდის. რუსეთის მონოპოლია მილსადენებით გაზის მიწოდებაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, როგორც ჩანს წარსულის მოსაწყენ გადმონაშთად გადაიქცევა, ვიდრე საფრთხედ. შეშფოთების სერიოზული მიზეზი იქნება არა რუსეთის ძალა, არამედ მისი სისუსტე", _ აცხადებს ლუკასი. მისივე თქმით, რუსეთის პოზიციების ვარდნა 2020 წლისათვის საგრძნობი გახდება, თუმცა რუსეთი მეზობლებისთვის კვლავ საფრთხედ დარჩება. ლუკასი ნატო-ს დასუსტების ტენდენციებზე საუბრობს. მისი პროგნოზით, თუ ალიანსის შტაბ-ბინა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობა 2020 წლისთვის კიდევ იარსებებს, ეს ამ სტრუქტურების უფრო შემცირებული და იაფფასიანი ვერსია იქნება "ავღანეთის ომი ალიანსისთვის სერიოზული გამოცდა გახდა. თუკი მას არ შეუძლია საბძოლო მოქმედებების წარმოება შორეულ ქვეყნებში, ის არ ღირს იმ თანხად, რაც მასზე იხარჯება. ნატო-ს ევროპელმა წევრებმა ტესტი ვერ ჩააბარეს – ეს ერაყზე გაცილებით მნიშვნელოვანი მარცხია", _ აცხადებს ლუკასი. წყარო მე დავიწყებ. ლუკას, შენ არ მიდი სახლში ცოცხალი!