Grig რაციონალურ პასუხს ითხოვ? არ არსებობს მაგ კითხვაზე რაციონალური პასუხი, იმიტომ რომ რუსული პოლიტიკა არარაციონალურია. მათ შეეძლოთ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის თუნდაც დასაწყისში როცა უშიშროების მინისტრი პირდაპირ კგბ-ს კადრი იყო, დახმარებოდნენ საქართველოს ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაწყვეტაში და ამგვარად საქართველოს სახით პარტნიორი შეეძინათ. მათ კი ამის მაგივრად აფხაზები წააქეზეს, შეაიარაღეს, დააფინანსეს და პრობლემები გაგვიჩინეს საქართველოს იმ რეგიონში. დამტკიცებულია რომ მაგ ომში უშუალოდ რუსეთის მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას. და ამ ყველაფერს მთავარი სისულელე დაამატეს, საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, საქართველოში შემოიჭრნენ და ჩვენი ტერიტორიები ქვეყნებად აღიარეს. შედეგი კი სრული დიპლომატიური ფიასკო, ნაურუს კომპანიაში ეულად ყოფნა და შუბლზე დიდი ასოებით მიკრული ოკუპანტის სტატუსია. პლიუს ამას უზარმაზარი ხარჯები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შენახვისთვის. ამას რაციონალური პოლიტიკის მიმდევარი ხალხი ჩაიდენდა? აშშ-ს თუ ბაძავენ, აშშ-მ რაც გადაწყვიტა, იმას მიაღწია კიდეც, კოსოვოს ვგულისხმობ. და ეგეთი რაღაცეები რომ გამოგივიდეს, აშშ უნდა იყო და არა კორუმპირებული და ჩამორჩენილი რუსეთი. ის რაც შეშვენის იუპიტერს, არ შეშვენის ხარს.