Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. Saturn გულახდილად თქვი ერთი როგორ გგონია, შენ უფრო ობიექტური მოდერატორი იყავი თუ მე? ....................... მე ვიყავი ზედმეტად ობიექტური და ზედმეტად მკაცრი მოდერატორი, რაც პროვოცირებული იყო მრავალი ფაქტორის გამო ზედმეტობა კი არ ვარგა არაფერში! მაგრამ ვიყავი სუბიექტურობისგან და პიროვნული მიუღებლობისაგან თავისუფალი, ამის მაგალითად თუნდაც ლიცის დავორნა გამოდგება. მას მეტად მოვთხოვე და დავსაჯე, რადგან მეტს მოვითხოვდი მისგან, რასაც შენ ამ მშვიდ ვითარებაში ვერ ახერხებ
  2. ლ ი ც ი იმ ფორუმზე ოცზე ავიდა ................. ხოდა მიტომ გავუსვი - ამ ფორუმზე-მეთქი. თიორე იქნებოდა აქ 2 ჰა-ჰა 3 გვერდი უჩემოდ
  3. ლ ი ც ი ანგელოზს ეროვნება არ გააჩნია ........................ ეგეც მართალია
  4. ხედავ ლიც, შენი თემა ამ ფორუმში 15 გვერდამდე ავიყვანე სატურმნა მისთვის ჩვეული "ობიექტურობა" არ გამოიჩინა, შემოვიდა თემაში და ისე გავიდა, რომ ლილიკოს შეურაცხყოფისთვის არავინ არ დასაჯა. არადა არც მიკვირს...
  5. ლ ი ც ი ქალბატონს ელაპარაკებით და ჩემი აზრით, მეტი კორექტულობა გმართებთ ...................... ეს არ არის ყველაზე წონადი არგუმენტი. რა შუაშია "ქალბატონი", როცა ეს ქალბატონი ოსია?
  6. ჩემი ყოველი პოსტი და ნათქვამი არის მხოლოდ რეაქცია, არა მყისიერი, მარა ადეკვატური რეაქცია. ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს ღირსება, და როდესაც მას ან მის ერს აყენებენ შეურაცხყოფას, მისი ვალია ამაზე რეაგირება მოახდინოს. ბედის ირონია ისაა, რომ ოსები ცხინვალში მე ქართველს და ერის მოღალატეს მკეძახიან! ნეტა რატომ? მიხვედრილები უცებ მიხვდნენ - იმიტომ, რომ მე მათაც სიმართლეს ვეუბნები მე მათაც და აქაურ ვაი-ქართველებსაც კიდევ ერთხელ ვუცხადებ: მე ვიტყვი ყველაფერს ისე, რომ არ ვიყო რომელიმე მხარეს, ჩემთვის ოსურიც და ქართულიც ერთი მთლიანის ორი თანაბარი ნაწილია. ხოდა ბატონებო, კეთილი ინებეთ, მოისმინეთ, აიტანეთ და გაიაზრეთ ჩემგან ის სიმართლე, რაც არ გსიამოვნებთ ან არ გესმით, მე მიუხედავად თქვენი უსურვილობისა, ამას ისევ და ისევ გავაკეთებ! სატურნ და ლიცი, აქ ერთი დაუოკებელი იუზერი გყავთ და სანამ კვლავ მიპასუხია, იმედი მაქვს დააოკებთ
  7. რატომ ცაასწორე, ლიცი?მე შეიძლება მიწოდონ "ღორი"მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ვარ, და ამაზე არ უნდა მქონდეს რეაქცია და ეს უკვე უნდა წაიშალოს კონფლიქტის თAვიდან აცილების მიზნით? ვინმე რომ თვლის რომ მე მოღალატე ვარ, რატომ გონიათ ამ ხალხს, რომ ასე ადვილია ასეთი ბრალდებები? ეს ვაჟბატონები ერთს ვერ თვლიან, რომ მაგ. მე ახლა რომ მართლა მათ მოსაზრებას ვითვალისწინებდე, მინიმუმ სასამართლოში მოუწევდათ ჩემთვის ბოდიშის მოხდა, ან დამიმტკიცონ - რომ მოღAლატე ვარ! არასოდეს არავისთვის დაუმსახურებლად ზედმეტი არც მითქვია და არც მიკადრებია, ხოდა გაითვალისწინონ, რომ ჩემს თვალში იდიოტია ყველა, ვინც მხოლოდ იმიტომ, რომ თAვად ქართველია მე კი ოსი, მოღალატეობას მწამებს Saturn ასეთ შემთხვევაში ის ვინმეც დაივორნება და შენც ......................... მერე რატომ არ დავორნე გუშინწინ?
  8. lasalexx ლ ი ც ი დიდი მადლობა ნდობისთვის და თქვენი შეფასებისთვის :2kiss: არავისთვი არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. მე ვაკეთებდი, ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ იმას, რასაც ჩავთვლი საჭიროდ და შევაფასებ ყველაფერს ისე, როგორც მე ვთვლი, რომ სწორია. სამწუხაროდ დღემდე ჩემი ბევრი მოსაზრება და შეფასება ამ კონფლიქტისადმი ახდა, და არც ახლა ველი, რომ ის, რასაც მე ვამბობ და ვფიქრობ მცდარია. სამწუხაროდ, უფრო პირიქით! სულ არ მაინტერესებს ვინ ჩამთვლის სტუმრად, ღორად ან ქვეყნის მოღალატედ! პოსტი ჩასწორებულია შემდგომში კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით
  9. ვისაც აქვს დრო და სურვილი გაეცნოს ამას და მერე ილაპარაკოს პაატაზე, რომ მოღალატე და მხდალია http://shokoladi.ge/node/2393
  10. Achiko1972 თუ მაინცდამაინც ამ სწორ ნაბიჯად ბოდიშის მოხდა მიგაჩნიათ, იმაზე თუ დაფიქრებულხართ, ამ ბოდიშით მათგან გამწარებულ და შეურაცხყოფილ რამდენ სამაჩაბლოელ ქართველს დააკარგვინებთ ასეთ საქართველოსი ცხოვრების სურვილს? ....................... სად თქვა პაატამ, რომ ერთი ბოდიში საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდესო? მეტსაც გეტყვით, ამ ეტაპზე ანმდვილად მარტო ბოდიში უფრო წამგებიანი იქნება, ეს გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, მიშAს რომ ვუმტკიცებდი 2004-ში, აი მაშინ იყო შანსი იმისა, რომ ეს ნაბიჯი გაცილებით სასიკეთოდ წასდგომოდა საქმეს. ისე ნურავის გონია, რომ ერთმა ქმედებამ, თუნდაც ნებისმიერმა სასიკეთო შედეგი მოგვიტანოს. ძალიან გართულდა კი არა, გამძაფრდა კონფლიქტი. ვაღიაროთ, რომ დღეს საქართVელოსთვის სრულიად წამგებიანი ვითარებაა, კი ვამბობთ როგორმა სამმაო ქვეყანამ აღიარაო, მარა გვინდა არ გვინდა რუსეთი არის საერთაშორისო თAნამეგობრობის სერიოზული მოთAმაშე, რომელსაც ითვალისწინებს მსოფლიო, ეს ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთს დედას ვუტირებთ, ხოდა მისი აღიარება ბევრს შეიძლება არა, მაგრამ მაინც რაღაცას ნიშნავს. ასე რომ მარტო ბოდიშზე რომ დავჯერებოდნენ, და ამით საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობა აღმსდგარიყო, ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი ალალად მოიხდიდა ბოდიშს, მაგრამ ვაი, რომ დღეს ეს საკმარისი არაა!
  11. ეს რა მარადიულო თემა გამიხსნია
  12. Saturn ალკეულია ანუ პროცენტულად მოქალაქეთა მცირე პროცენტს აქვს ქსენოფობიური განწყობა. ....................... უფრო დაკვირვებით წაიკითხე-ხოლმე ჩემი პოსტები, თორე იაღლიშები მოგდის
  13. Grig თავად ეს თემა არის იმის დასტური, რომ აზროვნება არ შეცვლილა. ნუ, ასე ვთქვათ, დიდწილად არ შეცვლილა. .............................. არა, მთალა ვერ დაგეთანხმები, მაინც არის ცვლილება, მაშინ 90% ისე ფიქრობდა, როგორც ახლა სავარაუდოდ 30-40% ფიქრობს
  14. Saturn გასაგებია ეს ყველაფერი. ახლა ხომ აღარ არის 90-იანი წლები? ადამიანების აზროვნებაც შეიცვალა და ხელისუფლებას საერთოდ რადიკალურად განსხვავებული მიდგომა აქვს ამ საკითხისადმი. სამინისტროში არ მიმიღეს 90-იან წლებშიო რომ წერ, ისიც დაწერე ბარემ რომ ორიათასიან წლებში მინისტრი იყავი. ........................ მაინც ვერ მეშვები რა თქმა უნდა დღევანდელი ვითარება რადიკალურად განსხვავდება იმ დროისგან, და მადლობა ღმერთს,რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება მაინც შედგა, თუმცა არის, და სამწუხაროდ არა ცალკეული შემთხვევები, ქსენოფობიისა. რაც შეეხება ხელისუფლების მიდგომების შეფასებას, მე ეს შეფასება უკვე ჩემთვის გავაკეთე და მათ ეს ძალიან კარგად იციან თავად ჩემგან მინისტრიც რომ ვიყავი, არც ამას ვმალავ არსად, მარა როდესაც დავინახე, რომ ხელისუფლების მიდგომა არასწორი მიმართულებით განვითარდა, არც თანამდებობას ჩავებღაუჭე და არც მინისტორბის ხიბლს და ახლა ფორუმში შენ გეკაფიავები kisa როდესაც ამას წერ თავად ახდენ დისტანცირებას , ასე რომ ........ .................... ლიცი როგორ შესძახებს-ხოლმე? ოოოო, წმინდაო გულუბრყვილობავ, და მე დავამატებ ... სათნოებავ
  15. Achiko1972 საპირისპიროს კი იმას გეტყვით, რომ რასაც აქ ჩვენ გვავრალებთ, ეს გინდათო, ეს ოსებმა უკვე პრაკტიკულად აღასრულეს!!!! სამაჩაბლოში აქვთ სტერილურად უქარტულო სივრცე, ღალატითა და უმადურობით მოპოვებული!!! ......................... მესმის შენი. მეტსაც გეტყი, რომ ის შეცდომები და დანაშაული, რაც თბილისმა დაუშვა, მარტო ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ კი არ მოხდა, თავად სამხრეთ ოსეთი, როგორც შენ ამბობ, პრაქტიკულად აღასრულა ეთნო-წმენდა, მაგრამ ეს მათი პრობლემაცაა, რადგან მათ არ აქვთ მომავალი. ვერავინ და ვერსად ვერ შეძლებს სტერილურ, არადემოკრატიულ და მტრობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს მშენებლობას, მით უმეტეს რა სახელმწიფოებრიობაზეა ლაპარაკი, როცა ცხინვალს ვახსენებთ. ისინი, ისევე როგორც თბილისი, მოსკოვმა სათავისო თამაშებში საკიფოდ გამოყენა. ხოდა მაგაშია ოფიციალური თბილისისი უდიდესი დანაშაული - აჰყვა შოვინიზმის სისინა გველს და თავადაც გაირთულა საქმე და სხვებიც მიაყოლა
  16. Achiko1972 ეგიძლიათ ამის თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითი, ვინმეს კონკრეტული ფრაზა მოიყვანოთ??? ............................ ერთ საიტზე დევს ჩემი ინტერვიუ, სადაც ბევრ შენთვის საინტერესო კითხვაზე მაქვს პასუხი გაცემული, მოგვიანებით მოგწერთ მისამართს ამ საიტისა რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს ერთ საყოველთაოდ ცნობილ მაგალითს გეტყვით 90-იან წლებში მომხდარს და იმედია ჩემი პირადი მაგალითებიც შენთვის სათუო არ გახდება ქარელის რაიონში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ზოია კოდალაევა სამსახურიდან გაათავისუფლეს და შრომის წიგნაკში გათავისუფლების მოტივაცია იყო - არ ვაჭარბებ, მართლა ასე ეწერა - - არის ეროვნებით ოსი! პირადად მე სამსახურში ერთ-ერთ სამინისტროში, მაშინ არ მიმიღეს, რადგან პასპორტში მეწერა ოსი. სხვა მაგალითებსა, უფრო მწვავეს, თუ მოინდომებ, სოზარ სუბარს მიმართე და მთელ ჩამონათვლას მოგცემს... კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საწყისი ამ კონფლიქტისა იყო 90-იან წლებში, რასაც შემდგომი არასწორი ქმედებებით თანდათან მივყავდით 2008 წლამდე. სრულიად დაუშვებელი, და ამაზრზენია ის რაც მოხდა 2008 წელს - ცხინვალში ე.წ. კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენი ოპერაცია თბილისისი მხრიდან და ქართული სოფლების მიწასთან გასწორება ცხინვალის მხრიდან. მაგრამ ყველა მხარეს თავისი წილი პასუხისმგებლობისა აქვს
  17. Siknadmo ჩვენ გვყვავს მტერი, ძალები რომლებსაც საქართველოს დაშლა სურთ, ეგ ეგრეა ამიტომ უნდა შევეცადოთ რომ ის ადამიანები ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩვენს გვერდით დავიყენოთ, ოსებში იყო ეგეთი ხალხი, არც თუ ისე ცოტა, იგივე ეხებათ აფხაზებსაც, ანუ, ჩვენი ქართველების მიზანი უნდა იყოს რომ რაც შეიძლება ბევრი აფხაზი და ოსი ვაქციოთ ქართველების მიმართ კეთილგანწყობილად და შიგნიდან გამოვუთხაროთ ძირი სეპარატიზმს ....................... ვერა ხედავ, რომ მეც კი გამრიყავენ? ეს საზოგადოება რაის კეთილგანწყობის მომპოვებელნი არიან? მიტომაცაა საქართველო უკვე დაშლილი. ამათ კი ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს, კიდე გონორით და ზიზიღით ლაპარაკობენ
  18. lasalexx რატომ გინდათ დამარწმუნოთ, რომ ნაციონალისტები, რომლებიც საქართველოს ნგრევის უშუალო მონაწილეები იყვნენ, არიან პატრიოტები, ხოლო ზაქარეიშვილი და ლილიკო - სეპარატისტების მხარდამჭერები? .......................... ჩემო კარგო, თბილ ბუხართან ან მონიტორთან ჯდომა და იქედნურად პოსტვა ადვილია, მარა კონკრეტული საქმის კეთებაზე დიდი ბოდიშიო. ზაქარეიშვილი რომ ტყვიას უშვერდა თავს და ლილიკო რომ საქართVელოს ერთიანობისთვის სიცოცხლეს წირავდა ეს არაფერი და ვინმე კი აქ გადამიწყვეტს - მე საქართველოს მოქალაქე ვარ თუ მხოლოდ მისი პასპორტის მფლობელი. გამომივიდა რა ეს საქართველოს პურპურნი და სასურველი პასპორტი
  19. Siknadmo შენ გააქვს სურვილი იმის რომ სამხ. ოსეთში მაცხოვრებელი ოსები ჩვენს მხარეზე გადმოვიდნენ? ყველას გეკითხებით გაააქვთ სურვილი რომ ოსები ქართველების მხარეს გადმოვიდნენ ......................... ამ იუზერზე ვერაფერს ვიტყვი, მარა არიან ისეთი ვაი-ქართველები და ვაი-პატრიოტები, ვისაც სტერილური და ზეციური საქართVელო უნდათ ოსებისგან და სხვა უცხო თესლისგან თავისუფალი, და თუ მაინც აგვიტანენ ჩამოთესლებულებს, მხოლოდ იმიტომ გაიღებენ მოწყალებას, რომ მათი მადლიერი მონები ვიყოთ
  20. Achiko1972 ოსურად ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამაზე გადასარევი ქართული ანდაზა არსებობს: ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო. რა სამსახურიდან გაგდებაზე საუბრობთ, მაშინ როცა ქართველების მიწაზე საქართველოს მოქალაქეების სახლები მიწასთან გაასწორეს, მარტო იმიტომ, რომ ის ქართველების იყო, ზარ-ზეიმითა და სიცილ-ხარხარით???!!! ეს ვინ გააკეთა, კორეელები იყვნენ, თუ მაიას ტომები???? აქ რომ გვიტარებთ ადამიანურობისა და ტოლერანტობის მასტერკლასებს, იმ ხალხთან რატომ არ გაქვთ არანაირი პრეტენზია??? ...................... ბოლოდან დავიწყებ ვინ გითხრა, რომ არ მაქვს? სხვათა შოროს ჩემზე კოკოითმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამშობლოს ღალატის მუხლით რაც შეეხება შენს ანდაზას - ცოტა უადგილოა, და ამის მიზეზი არის შენი არაინფორმირებულობა და სუბიექტური დამოკიდებულება 90-იანი წლებში განვითარებული მოვლენებისა. 2008 წლის აგვისტო აისბერგის მწვერვალია უკვე, ხოლო ძირი კი ისაა, რაც უკვე ვთქვი, რომ ხდებოდა საქართველოში მარაზმი 90-იანი წლების დასაწყისში და არა მარტო ოსებთან მიმართებაში, ზოგადად "არაქართველებისადმი" აქ ერთ ჩემს პოსტში ლათინური ასოებით დაიდო ტექსტი, სამწუხაროდ სილფოენში მაქვს აკრეფილი და ასე დაიდო, ხოდა წაიკითხე უემოციოთ და მიუკერზოებლად და მიხვდები რა და რატომ მოხდა
  21. lasalexx მეზობელ ფორუმზე გადახედე იგივე თემას. მეც მრცხვენია, მაგრამ... .................... სატურნისთვის მთავარია დააბრალოს, რამდენად სამართლიანი იქნება - ამას რა მნიშვნეობა აქვს.ასე რომ არ ველი მისგან ამ უსამართლო ბრალდებაზე ბოდიშს - ამისთვის უ ნეგო კიშკა ტონკა :papa:
  22. Achiko1972 მუდამ მადლიერება ვინ და როდის გთხოვათ? აი უმადურობასა და ქურდულ ღალატს, მტრის მხარეს გადასვლასა და მადლობის მაგივრად მტრობას ნამდვილად არავინ გაპატიებთ. არავინ, არსად, არასდროს. რაშუაშია აქ ქართველი, სხვა ვინმე სადმე ამას გაპატიებდათ, ან თქვენ აპატიებდით ვინმეს იგივეს??? ....................... შენი საპატიებელი რა მჭირს, მეც ისეთივე საქართVელოს მოქალაქე ვარ, როგორც შენ, მარა შენ რომ გადამიწყვეტ, რამდენი შვილის უფლება უნდა მქონდეს მე, და რომ სამსახურიდან მიტომ უნდა გამანთავისუფლო მხოლოდ, რომ ოსი ვარ, და მე რომ ორი სახლი მაქვს, სხვათა შორის პატიოსანი შრომით მოპოვებული და შენ არც ერთი, მარტო იმიტომ, რომ ოსი ვარ, შენ უნდა გამომაგდო ჩემი სახლიდან, ამ,ის მერე კიდევ შენ საპატიებელი მაქვს რამე? სამწუხაროდ, 90-იანი ბნელი წლები საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პერიოდია, და არა მარტო ოსებთან მიმართებაში. აქ ერთმა სთქვა, რომ არა მარტო ოსებს უინდა მოუხადონ ბოდიშიო - სრულად ვეთანხმები. დაგვავიწყდა თბილისის ომი, სამეგრელოს აწიოკება?
  23. Saturn და შენ წარმოიდგინე ხანდახან მინისტებადაც კი ნიშნავენ. ...................... არ გასვენებს შენ რაღაც ეს მინისტრის პორთველი ;)
  24. Saturn ტყუილების ზღვა ................... არ მეშვები შენ გატყობ ;) ისე, ვაჟკაც, სანამ რამეს დამაბრალებ, კარგად გაითვალისწინე, რომ მე ის არ ვარ, შენს გამოსაჭერად რომ გაიხადოს თავი. შედი ლიცის გახსნილ ამ თემაში ფორუმ.გეზე და ტყუილების არა და ბოღმის ზღვაში აღმოჩნდები
  25. სანამ ქართული საზოგადოება არ გააცნობიერებს მის მიერ დაშვებულ ყველა ტრაგიკულ შეცდომას 1989 წლიდან მოყოლებული დღემდე, მანამ საშველი არ იქნება. ეს ამონარიდი იქნებ ვინმესთვის რაიმეს მთქმელი იყოს, თუმცა მთლად ასე ოპტიმისტურად ვერ ვარ განწყობილი, ლიცის თემეიბს გახსნა, განსაკუთრებით გეზე, "დამსახურებაა" რომ ისევ ასეთი საჩინო გახდა ჩემთვის ქართული საზოგადოების სნეულება, რაც მე უკვე აღარ მეგონა, რომ ასე ღრმად იყო ისევ ფესვგამდგარი ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტისას ეთნიკურ ფაქტორს გააჩნია უნარი უმაღლეს დონეზე მოახდინოს საზოგადოების ცალკეული სეგმენტების მობილიზება, კონსოლიდაცია, რაც კონფლიქტის უკიდურეს გამწვავებას იწვევს. ეს იმით აიხსნება, რომ, მსგავს შემთხვევებში, წინა პლანზე გამოდის ეთნიკური ინტერესების დაცვის საკითხი. ეს უკანასკნელი კი საგრძნობლად ამცირებს შესაძლო კომპრომისების ალბათობას. 1. ყველა ეთნო-ტერიტორიული პოლიტიკური კონფლიქტი ატარებს უკიდურესად რთულ და კომპლექსურ ხასიათს. ვინაიდან ეთნიკური დაპირისპირების ძირითადი არსი, ხშირ შემთხვევაში, მდგომარეობს ეთნოსის მისწრაფებაში, შექმნას საკუთარი სახელმწიფო, რითაც კონფლიქტი უკვე თავისთავად იძენს პოლიტიკურ დატვირთვას; 2. ეთნო-ტერიტორიული პოლიტიკური კონფლიქტები გამოირჩევიან მაღალი ემოციური დატვირთვით. კონფლიქტების უმეტესობას თავისი ისტორიული ფესვები გააჩნია. კონფლიქტური მხარეები, როგორც წესი ცდილობენ ისტორიის სათავისოდ გადაწერას თავისი პოზიციების გასამართლებლად; 4. ეთნო-ტერიტორიული პოლიტიკური კონფლიქტები ხასიათდებიან ეთნიკური ჯგუფების უკიდურესად მაღალი მობილიზაციით. ისინიც კი, ვინც კონფლიქტის საწყის ეტაპზე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ საკუთარ ეთნიკურ წარმომავლობას და ზომიერი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ იძულებულნი ხდებიან გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭონ ეთნიკურ იდენტიფიკაციას და საკუთარი წვლილი შეიტანონ `საერთო საქმეში~. 5. ეთნო-ტერიტორიული პოლიტიკური კონფლიქტები ატარებენ ქრონიკულ ხასიათს. მათი საბოლოო გადაწყვეტა თითქმის შეუძლებელია, რადგან თვითმმართველობისა და დამოუკიდებლობის ის დონე, რომელიც დააკმაყოფილებს ამა თუ იმ ეთნოსის დღევანდელ თაობას, შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს შემდგომი თაობისათვის. ამდენად, კონფლიქტის განახლების საფრთხე ყოველთვის იარსებებს. ეთნოსშორისი ურთიერთობები თავისთავად ისედაც მაღალი კონფლიქტოგენურობით გამოირჩევიან. როდესაც ამას ემატება პოლიტიკური შეცდომებიც, კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთ რეალურ გზას დაპირისპირებული მხარეების მიერ გადადგმული ორმხრივი ნაბიჯები წარმოადგენს, რაც საყოველთაო თანხმობის მიღწევისკენ არის მიმართული. ამასთან, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება `ძლიერის~ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მაგრამ იმისთვის, რომ მოხდეს ეს საყოველთაო თანხმობა, აუცილებელია იქნას გამოვლენილი პოლიტიკური ნება კონფლიქტის მოგვარებისა, რაც განსაკუთრებით რთულია. ეთნო-ტერიტორიული პოლიტიკური კონფლიქტების სფეროში არსებობს ერთი აღიარებული ჭეშმარიტება: კონფლიქტების პრევენცია გაცილებით იოლია, ვიდრე შემდგომში მათი მოგვარება. სწორედ ამისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკა, რაც თავიდან აგვაცილებდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არაერთგზის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას.
×
×
  • შექმენი...