-
პოსტები
1.721 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი liliko
-
ლ ი ც ი მინიმუმ იმისთვის, რომ შენი თემის პირველი ადრესატი გავხდი არ დაიჯეროოოო, არ დაიჯეროოოო. დღეს მეუღლემ ყვავილები მომართვა და მითხარა, მართალია წონაში მოიმატე და პინგვინივით დადიხარო(მაინც შანსი არ გაუშვა ჩემს გასახელებლად ), მაგრამ იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე 25 წლის წინო! ხოდა მეტი რა უნდა ქალს? :nekro:
-
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
liliko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo დღეს და ხვალ არა, მოგვიანებით ალბათ გავხსნი. ლიციმ ისეთი თემის პირველ ადრესატად მომიხსენია, რომ ახლა არ ეგების ჩემგან ამ თემის გახსნა -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
liliko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბადრი_წიქორაძე დღეს კეთილი ვარ და ამიტომ გირჩევთ, წაშალეთ ეს თქვენი პოსტი, არ შეგშვენით "აიშვაო" ვინმეზე სთქვათ, მით უმეტეს თქვენი ფანტაზიების გამო -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
liliko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo ამირანი გულში მღეროდაო არაა საკმარისი. უნდა ჩავმწკრივდეთ, მარჯვენა ხელი მარცხენა გულის ჯიბესთან, ანუ გულთან მივიტანოთ და მგზნებარეთ ჩავაბაროთ პატაკი ბადრი წიქორაძეს ტექსტით - დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, ღმერთს გეფიცები, კიდო მიშას, ედუარდს, ზვიადს (ეს ვის როგორც უნდა ) რომ ვარ საქართველოს მგზნებარე პატრიოტი და ყველა მის სტუმარს და ხიზანს გავუსწორდები სადაც წავასწრებ. აქ პუტინის ინტერპრეტაციაც შეიძლება "ბუდიმ მაჩიტ დაჟე ვსარტირეო", უბრალოდ გემოვნების ამბავია ბადრი_წიქორაძე ბატონო ბადრი, რატომ უზრდელობთ? მე არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ, მარა მე რასაც ვგულისხმობ, ის დღევანდელ დღეს ფრიად არაქრისტიანულია :nekro: -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
liliko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბადრი_წიქორაძე წიქორაძიანთ ბადრია, ნუ იბეჩავებ თავსაო, ხურჯინად გადამეკიდე, მოყვრებს უბრმავებ თვალსაო. გამეშვი, შენს გზას გაჰყევი, ნუ იშლი ჯაგარ-თმასაო, თორო დამსტყუვებ სათქმელსა, წაი..ავ მერე თავსაო! გამევშვი ძამა, არ ვართ მე და შენ ერთი საფიხვნოს სტუმრები -
ლ ი ც ი ჩემით იწყებ, ლიც ამ, მით უმეტეს შენგან პატრიარქის სიტყვებზე აპელირებით, ნიშანდობლივ თემას? რით დავიმსახურე ეს პატივი?! რომელი წმინდანი მე ვარ ვინმეს რამე შევუნდო? ღმერთი შეუნდობს ან ყველას მოჰკითხავს, ნუ შესანდობი ან მოსაკითხია. მე ერთი საწყალი, ბეჩავი, შემოხიზნული, და თუ ესეა, ნეტა როგორ თვლის მავანი, რომ ხიზანი სამშობლოს მოღალატე შეიძლება იყოს, მარა მაინც თვლის, ფიქრს ხომ ძვალი არ აქვს , ვარ. ხოდა ვისთვის არის ნეტა ჩემი შენდობა საინტერესო ან მნიშვნელოვანი? :resent: ერთი შემიძლია მხოლოდ - რომ არ დაგირღვიოთ ფორუმული იდილია, და ჩემით არ წავბილწო აქაურობა, რომ მავანს თუნდაც ვირტუალურად არ უწევდეს ოსებთან ურთიერთობა, და ამით თAვისი ქართული სიამაყე არ შევულახო, დაგტოვებთ თქვენთვის წყნარად და მშვიდად :buchti:
-
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
liliko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ანუ, ამართლებ ჯარის მიერ ქართული მოსახლეობის მიტოვებას თამარაშენში, კეხვში, ქურთაში, სვენში და კიდევ სხვადასხვა პატარ-პატარა უბნებში იმით, რომ ამით თავიდან ავიცილეთ კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი? იმიტომ ჩაგეკითხე, რომ მგონი საერთოდ არ იცნობ იქაურ რელიეფს და გამოდის, რომ ამ შემთხვევაში გგონია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება გამართლებული იყო? -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
liliko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo შეიძლება არა, უკვე მოითხოვეს კაი ხანია. ჯერ კიდევ თვეების წინ მამუკა არეშიძე ლაპარაკობდა ამაზე, უფრო ადრე კი, აგვისტოს ომის მერე სულ ცოტა ხანში ვლადიკავკაზში და მოსკოვში დაიწყეს ამ თემის გაპიარება. კოკოითი ვის დაკარგვია, მაგი ყბრალოდ რუპორია, უფრო დიდი ღლავები მუშაობენ მაგაზე რაის სისტემური მიდგომა და კონკრეტული და სწორი გათვლები მოქმედებისა? აქ მაგაზე ფიქრი და ერთი ადგილის განძრევა არ უნდათ, უფრო ადვილი და კომფორტულია ოსი აგინო, ღორი უძახო და საკუთარი უმწეობა ამ ბოღმას გაატანო. სამშობლო რომ მხოლოდ ლამაზი სიტყვა არაა და მისთვის ხელებდაკაპიწებული შრომა არის საჭირო და კიდე ჭკუის დატანება, მაგი არ იციან! Saturn სატურნ, ეს შენთვისაც კი ნამეტანია. მართლა ალალად და უბოროტოდ გთხოვ, კარგად წაიკითხე რა დაწერე და რა გამოგივიდა, ალბათ სხვას გულისხმობდი, მარა მთლიანობაში აღიქვი, და თუ მიხვდები, რაც გამოგივიდა, კაი იქნება თუ ჩაასწორებ -
კიდევ და კიდევ ვრწმუნდები, ამ 20 წლის განმავლობაში რაცა გვჭირდა, გვჭირს და სამწუხაროდ კიდევ გადაგვხდება ყველაფერი ლოგიკურია და ჩვენითა გვჭირს! ამ უზნეობას, ბოღმას, გესლს, სიზარმაცეს, გამყიდველობას და კიდევ სხვა ათას უბედურებას ან სახადივით მოვიხდეთ და გამოჯანსაღებულნი მერე შევძლებთ თაივს და ქვეყნის განკურნებასაც, ან...
-
lasha1997 მეტი საქმე არა გაქვთ ვიღაც ავადმყოფებს რომ არ აჰყვეთ? .......................... რას გულისხმობ?
-
ყველას გთხოვთ შეხვიდეთ ფაცებუკის ამ გვერდზე და რეპორტი გაგზავნოთ მის დასაბლოკად. ის რაც აქ დაიდო ნოდარზე, უბრალოდ უზნეობაა http://www.facebook.com/pages/RIP-Nodar-Ku...li/328174928242
-
proletari შეიძლება თავიდან მართლაც გამოიყენეს ჩვენი სისუსტეები. მაგრამ ამ საბოლოო და დამაგვირგვინებელ ეტაპზე, ნაც.ბოლშევიკურმა მოძრაობამ გააკეტა ისე რაც რუსეთს სურდა. ეს ყოველგავრი ჩვენი გამოყენების გარეშე მოხდა. თუმცა შეგვიძლია ვთვათ რომ რუსებმა ნაც.ბოლშევიკები გამოიყენეს, თავისი მიზნების მისაღწევად ....................... მთლა მასე არ მგონია. ამ დღეებში აქ და ფორუმ.გეზე განსაკუთრებით, ოსებისადმი დამოკიდებულება არა მარტო 2008 წლის აგვისტოს გამო არის ისევ ბოღმიან ვაი-პატრიოტთა მხრიდან სინამდვილკეში ისევ მათთVის შეურაცხმყოფელი. გაიხსენე თუნდაც 2008 წლის 7 აგვისტოს წინა პერიოდი, რაოდენ დიდი იყო ბაქი-ბუქი და ძახილი - დიახაც, სისხლში ჩAვახშოთო ცხინვალიო. ამ ხელისუფლებამ თავად შექმნა მითი სამხედრო უძლეველობისა და შესაძლებლად წარმოაჩინა, რომ ძალით "მძინარე ცხინვალს" დაიპყრობდა და თუნდაც იქ ერთი ოსიც არ დარჩენილიყო, რა პრობლემაა, ისინი ხომ მაინც ღორები არიანო, მიშა ხომ თავის დაპირებას აასრულებდა!
-
Nukriko რამე კეთდება შერიგებისთვის, რეალურად, აი მაგალითად მე მინდა შევიტანო წვლილი ამ საკითხისადმი. რა უნდა გააკეთოს ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, ამ საქმისთვის? ...................... უხეში შედარება რომ გავაკეთო - ჩვენ ახლა ყველანი ყონულზე მოსხლეტილ მანქანაში ვზივართ და უფსკრულის პირას მივქრივართ. ვერც დავამუხრუჭებთ და ვერც სხვა ვერაფერს გავაკეთებთ. ახლა უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ. სადამდე და როგორ მივალთ ეს ჯერ-ჯერობით ჩვენზე აღარაა დამოკიდებული
-
Nukriko ჩემი თეორიით ორივეს ვერხუშკაში, არიან კგბ-შნიკი ტიპები. ჯერ თბილისში, სოხუმში და ცხინვალში თავის სასურველი მთავტრობები დასხვეს და მერე ერთმაენთს დააპირისპირეს, გაანადგურეს რეგიონები და თითქმის უბრძოლველად დაიკავეს, ტერიტორიები. ამის გარდა აგვისტოს ომი ნატოს რეალურად დავემშვიდობეთ კიდე რამოდენიმე ათწლეულით, არა და არც ისე შორეული საკითხი იყო, ნატო-ში შესვლა. ერთი სიტყვით, მარიონტებივით გამოგვიყენეს და დაგვიმორჩილეს. ....................... უფრო დიდი ტრაგედია ჩემთვის ისაა, რომ საზოგადოებებმა ეს ყლაპეს. და თავადაც შექმნეს ნოყიერი ნიადაგი, რითAც უფრო გაუადვილეს მავანს მიზნის მიღწევა სამწუხაროა, რომ დღესაც არ აქვს ბევრს ეს გააზრებული და გონია, რომ თუ მე ღორს დამიძახებს, მარტო იმიტომ, რომ ოსი ვარ, ამით საქმეს წინ გაიგდებს. ნეტა თავის თავს გვერდიდან ხედავდნენ და აფასებდნენ, მიხვდებოდნენ რა არარაობები არიან! proletari იქნებ არ გამოგვიყენეს? იქნებ ასეც სურდა ნაც.ბოლშევიკურ მოძრაობას? ....................... მუხედავად ჩემი მიშAსადმი და ნაცებისადმი დამოკიდებულებისა, მთალა მარტო მათ ვერ დავადანაშAულებ ამ ცოდვაში. ეს პრობლემა მანამდე გაცილებით ადრეც იყო და მათაც თუ საბოოლოო წერტილი დასვეს, მხოლოდ გაუაზრებლად, ბრიყვულად, რაც სულაც არ ამცირებს მათ დანაშაულს, მარა მე ასე ვხედავ!
-
ნათელში იყოს გუშინ ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და ჩამეკითხა, მართლა ოსი იყოო. რა მნიშვნელობა აქვს მის ეროვნებას, ის საქართველოს სახელით გამოდიოდა, მთავარი ესაა
-
Nukriko ან ორივენი განწირულნი არიან ერთი და იგივე ბატონს ემსახურონ, მონებივით.. ......................... ჯერ-ჯერობით ასე გამოდის. ორი ბრიყვი რომ ერთმანეთს დაეძიძგილავება, დაგლეჯს და მერე ორივეს ტურა წააწანწალებს, ასე გადაგვკიდა ერთმანეთს რუსეთმა და ჩვენც ბრიყვებმა დავჯიჯგნ-დავცოფეთ ერთმანეთი. საინტერესოა რომ უღირსი ოსიც და ქართველიც ერთმანეთს ღორს რომ უწოდებს! მარტო მსახურობას მონებივით ჯერ არ გვთხოვენ, ჯერ ერთმანეთი დაჯიჯგნეთ და მერე თუ გავიღებთ მოწყალებას, მერე გიმსახურებთო
-
proletari უკაცრავად რომ ვეჭრები თქვენს საუბარში, მაგრამ ის რომ ეს იუზერი მეორე მოდერატორ იუზერის სეკუნდატი იყო, ამაში არაფერია გასაკვირი (გაიხსენეთ ლოზუნგი = ჩვენ ერთი გუნდი ვართ). ის რომ თქვენს წინააღმდეგ მეტ ნაკლებად გამოდიან, ესეც არ არის საკვირველი. ეს უბრალოდ კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ერთ ერთი მიზეზთაგანისა, რის გამოც ასეთი შედეგი გვაქვს ახლა ოსეთთან და ოს ხალხთან მიმართებაში (და არა მარტო). .................... ფრიად საინტერესო განზოგადებაა aiv "ც"? .................. უუუღრმავესი კომენტარია. ნამდვილად დასაფიქრებელი და უუუსერიოზულესად გასააზრებელი ლ ი ც ი liliko მეტად მწარედ მტკენ გულს, დიაცო ................... ანუ ჩემი ლატენტური სეკუნდანტი ხარ სინამდვილეში? დაგიფასებ :cit:
-
Nukriko კავშირები არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, განსაკუთრებით ომის შემდეგ. როცა გეუბნებიან მტერიაო ოსი და თვალით არ გინახავს ოსი, მაშინ ოსების დემონიზებზა ხდება. კავშირები რომ აღდგეს, ეს დემონიზებული წარმოდგენები, უფრო სწრაფად გაიფანტება.კი, მარა ძველი თაობა მარწუხებივით დასტრიალებს თავზე და არ აცდის თავისუფლად იცხოვროს, საკუთარი განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ...................... ხო, ეს ასეა და ძალიან ცუდია, მაგრამ ქართველები და ოსები უბრალოდ "განწირულნი" არიან თAნაცხოვრებისთვის მართლა ასე ადვილი არაა იმ გენეტიკურ მეხსიერებად კოდირებული ნათესაური კავშირების გაწყვეტა, მით უმეტეს აღმოსავლეთ საქართველოში, რაც ამ ორ ერს აკავშირებს. უზნეო ადამიანი, რომ დაჭირდება, თავის ძმასაც შეეცილება და შეიძლება მოკლას, მარა ეს არ ნიშნავს, რომ ძმობა არაა ჯერ კიდევ კავკასიაში ღირებულება. ოფიციალურმა თბილისმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ცხინვალი მოეკვეთა, ცხინვალშიც გამოჩნდნენ მედროვეები, ვინც ასევე ადამონ ნიხასებით, სხვათა შორის მისი ლიდერი ალან ჩოჩიევი ახლა ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდანაც გაიქცა და გერმანიაში აიღო პოლიტიკური თAვშესაფარი, ცეცხლზე ნავთი დაასხა. მაგრამ მოვა დრო და ჩემია-შენიას ძახილი უბრალოდ დასრულდება ქართულ საზოგადოებაში ცოტა ძნელია პიროვნებად ჩამოყალიბდეს ადამიანი, მარა ადვილია ბრბოდ ჩამოყალიბდეს და ამაში დამნაშავე ძველი თაობაა. ................... ასე კატეგორიული ვერ ვიქნები. არ შეიძლება მარტო საზოგადოებას მოვთხოვოთ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალებება. პიროვნება თAვისთAვად ყალიბდება პიროვნებად, თუმცა მესმის შენი, რასაც გულისხმობ ლ ი ც ი ხომ იცი რომ არ ვარგივარ რეფერად, რამეთუ ყოფაში, თავადვე ვეჭვობ ჩემივე ფსიქიკის ჯანმრთელობაში ....................უი ეს რაღაც ახალია, მე აქამდე რატომღAც მაგი არ შემიმჩნევია ვიცი რომ არ ვარგიხარ რეფერად, შენ უფრო სატურნის სეკუნდანტი იყავი იმ პოსტში
-
Nukriko ისინი დღემდე შემორჩნენ, მარა დააკვირდი მათი დიდი ნაწილი ძველი თაობის წარმოამდგენელია და არა ახალგაზრდა. ასე რომ აღიქვის ისინი როგორც გადაშენების პირას მყოფი დინოზავრები, რომლებიც უკანასკნელად იქნევენ კუდს ...................... მასეა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ქართული და ოსური ახლაგაზრდობა ერთმანეთისადმი მიუღებლობით იზრდება. ერთადერთი იმედი ისაა, რომ ახალგაზრდები თAვისი ცნობიერებით უფრო თAვისუფლები და დემოკრატიულები არიან, მათ უნდათ თუ არა ეს არაა მთავარი, დროის მოთხოვნაა ასეთი ლ ი ც ი აი , ამას კი ვერაფრისდიდებით ვერ წარმოვიდგენდი .................... მასეც ვიცოდი და მიტომ დავუშვი ეს ალბათობაც პ.ს. ჰე, ნახე უკვე მყისიერად მე-17 გვერდი მთავდება
-
Saturn რატომ არ ფიქრობდა მასე ფორუმელთა 90 % ? როცა იგივე მაჩვენებელი ამ ფორუმზე (ჩემი მოდერაციით უკმაყოფილო) არ აღემატება 10 % -ს? .......................... ამაზე შენ თAვად გაეცი გენიალური პასუხი. გახსოვს? Saturn ეგ არაფერს არ ნიშნავს. არავისთან შედარებას არ ვაკეთებ, მაგრამ როცა საქმე სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს და საერთოდ აზროვნებას ეხება, იქ რაოდენობა არაა გადამწყვეტი. 1000 იდიოტის ჭკუას 1 ნორმალური ადამიანის ჭკუა ჯობია. http://planeta.ge/index.php?showtopic=16117
-
ლ ი ც ი ნუ მამადლი, თუ ღმერთი გწამს სატურნს გაეცი პასუხი. "ნევიჟუს" ნუ უკეთებ .................... ჰე ახლა წამზომი ჩამირთე და 6 წუთი არ მაცალო საპასუხოდ და ეგრევე დამაბრალე "ნევიჟუს" აკეთებო, იქნებ ყავა მინდა დავისხა, ან ტელეფონმა დამირეკოს ამ მომენტში, ან სულაც რატომაც არა, მეც ხომ ადამიანი ვარ, მართალია ოსი ვარ, მარა მაინც... და ხანდახან მეც იქ დავდივარ, სადაც მეფენი და დედოფლები თAვისი ფეხით დაბრძანდებიან გამადლი კი არა, სიმართლეს ვამბობ