Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. dire მეცოდებიან თან მაგათგან ყველა ხომ არ მუშაობს არჩევნებზე... ......................... როგორც წესი ყველა არა, მარა აბსოლუტური უნეტესობა კი თუნდაც არჩევნების დროს, აბსოლუტურად ყველა სკოლა საარჩევნო უბნებად არის გამოყენებული
  2. dire ისე კი, ტყუილი, სიბინძურე და უკადრებლის კადრება... თანამედროვე ქართველი ჟურნალისტის, პოლიციელის და საარჩევნო კომისიის წევრის ჭეშმარიტი სახეა. .......................... მასწავლებლები არ დაივიწყო, არჩევნების დროს ყველაზე საიმედონი არიან მაგენი ხელისუფლებისთვის
  3. Nukriko სიყვარულს შეუძლია ფაშიზმის და სიძულვილის გადალახვას პონტში იყო ნათქვამი .............................. სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს პერიფრაზია? მაშინ ეს სმაილიკი რაღას ნიშნავს?
  4. Private Nodari ვინც თავს სწირავდა კიდევაც გასწირა დ ამათი სახელებიც ვიცით. პაატა ზაქარეიშვილი შესანიშნავი ხელოვანია, თავის საქმეს მიხედოს, რატომ ისვრის თავს? ..................... ჩემო კარგო, ვხედავ ხშირად იმაზე მსჯელობ, რაც ელემენტარულად ინფორმაციულადაც კი არ იცი Nukriko მე ოსი გოგოები მომწონს...... ......................... და არა მარტო შენ, მარა თემასთან რა კავშირშია?
  5. ლ ი ც ი უფრო პათეტიკური პოსტია, ვიდრე ლოგიკური ........................ ანუ?
  6. Lo Janko მართლა ადვილი დასამარცხებლები იყვნენ რუსები, თუ ლატინინა ღია ჭრილობაზე მალამოს ნაცვლად მარილს გვაყრის? ............................ ლატინინას სერიოზულად აღიქვამ?
  7. წლების წინ რაღაც დროით მომიწია ქურთაში გარკვეული დროით ყოფნა. იქ შესაძლებლობა მქონდა მეყურებინა ცხინვალის ტელევიზიისთვის და არაერთხელ ჩემი ცხინვალელი მეგობრებისთვის და ნათესავებისთVის მითქვამს, რომ არ შეიძლება ისეთი დოზით პროპაგანდის გაყენება და ყველა ქართველის ფაშისტად წარმოჩEნა-მეთქი. მაგრამ ამ რეალ.ტვ და თუნდაც ახლა იმედზე სანაიას, ოღონდ ვახოს, არ მგონია მის ძმას გიორგის ეს გაეკეთებინა, გადაცემებს რომ ვუყურებ, მათთან შედარებით ცხინვალის ტელევიზიის ჟურნალისტები მართლა პროფესიონალები ყოფილან, რადგან ასეთი დოზით მიუღებლობას არ იწვევდნენ ჩემში, და შედარებით ნაკლებად, მარა მაინც ცდილობდნენ ობიექტური ინფორმაციების გამოყენებას. ახლა სანაიას გადაცემის ქუდში თვალი მოვკარი, სხვებთან ერთად პაატა ზაქარეიშვილსაც რომ ასახელებენ რუსეთის კაცად. არადა არ უნდა გაგეცინოს მწარედ? მაშინ როდესაც ბევრი ან თAვად მიიმალა, ან მამიკოებმა მიმალეს, პაატა აფხაზეთში სიცოცხლეს სწირავდა თAვისი ქვეყნისთVის - ეს ნაძირალები კი ამბობენ მასზე - მოღAლატეაო ;)
  8. Siknadmo ნერვებმა როგორ გაგიძლო, ესაა საინტერესო ............................. რომ მიცოდე ჩემი ნერვები ამზე მეტს რამდენს უძლებას, ამას აღარ მკითხავდი ;) სხვათა შორის, მისი საყვარელი რძალი ვარ
  9. Siknadmo დაუნდობლები ხართ ქალები, დაუნდობლები შემეცოდა ის კაცი ......................... ეს ზოგადად ცნობილია, რაც უფრო სუსტია ფიზიკურად არსება, არა მარტო ადამიანი, მით უფრო დაუნდობელია ;)
  10. Siknadmo მაინც ტრადიციებზე ჩამოვარდა საუბარი და ოსებს ააქვთ რაღაც ისეთი, თავისებური ტრადიცია, საინტერესო, ჩვენგან განსხვავებული . ............................ პრინციპში ყველა მთიელ ხალხს თითქმის იდენტური ტრადიციები გვქონდა, რაც დღეს ოსებში შენარჩუნებულია. თუმცა მთაში ხევსურებში, ფშავებში და სხვანებშიც არის შემორჩელი შედარებით მრავლად ისინი. ერთი ტრადიცია მახსოვს, უფრო სწორად ჩემს მამამთლის ახსოვს მწარედ ;) 25 წლის წინ გავთხოვდი და მეუღლემ თAვის ოჯახში რომ მიმიყვანა, იქ მითხრეს, რომ ახლად მისულ რძალს მამამთილი სახელს არ ეძახისო. დაძახება თუ მოუნდება რძალოს დაუძახებს, ოსურადო. მე მაშინ ოსური არ ვიცოდი, და თან ნამდვილად არ მომხიბლა იმან, რომ სახელით არ მომმართAვდნენ. ხოდა ერთხელ ჩემს მამამთლის მოუწია ცხელი დიდი ქვაბის აღება შიშველი ხელით, ისე მოხდა, რომ ახლოს ჩემს მეტი არავინ იყო. ხოდა დამიძახა მამამთლილმა - რძალოო, არც კი მივტრიალებულვარ, არადა ადგილი, სადაც უნდა დაედგა ის ქვაბი, რაღაც იდო და აუცილებლად უნდა გადამედგა, მე კი არც კი მივტრიალებულვარ, მან მეორედაც დამიძახა, არადა ხელები ეწვის და თAნ იატაკზე ვერ დებს, ხოდა კვლავ რომ არ ვუპასუხე, მერე ინება კეთილი და სახელი დამიძახა, მერე კი მივეხმარე
  11. ბადრი_წიქორაძე პასუხმა ჩემი პატივისცემა დაიმსახურა ქალბატონო ლილიკო! ................................ ფრიად დამავალეთ
  12. საერთო მეგობარმა მითხრა, რომ წუხელ ოჯახი ჩამოიყვანა ხაშურიდან და ბარგი რომ შეჰქონდა სახლში, შესასვლელში ჩAიკეცა და იქვე გაუსკდა გული. არადა ჯერ მხოლოდ 46 წლის იყო
  13. lasha1997 მესმის და გამოსავალს რაში ხედავთ მაშინ? ............................ საქმეც მაგაშია რომ დღეს გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ! ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, მანქანა მოყინულზე რომ მოსწყდებადა დათAვისუფლად მიექანება კლდის პირას. ვერც დაამუხრუჭებ და ვერც შეაჩერებ. ასე რომ თAვისუფალ ვარდნაში ვართ, და ერთAდერთი, იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაგვიყვანს სამშვიდობოს. მართლა ამის იმედიღა დამრჩა :mamao:
  14. lasha1997 მე რომ არ მტკიოდეს,საერთოდ არ შემოვიდოდი ფორუმზე და ეგრე შიშით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ.მაშინ ვუყუროთ მიშას სანამ ბრეჟნევივით არ დაიბრიდება და ვიყოთ ბედნიერები. ............................. არავინ გეუბნება რომ არ გტკივა. მაგრამ როდესაც გარეთ ხარ და ასე მოინდომებ, ან კი როგორ -ეს ერთია, მარა აქ რომ შეეწინააღმდეგები და ამისთვის რომ ან სამსახურიდან გამოგიშვებენ და შემოსავლის გარეშე ოჯახში უბრალოდ პურს ვეღარ მიიტან, ან ოჯახის წევრეს დაგიპატიმრებენ ანდა სულაც შენს ბიზნეს უბრალოდ მოგიშთობენ - მეორე. ამ შეუგუებლობის გამო არის რომ ზაქარია ქუცნაშვილის ასაკოვანი მამა წელიწადნახევარია უკანონოდ ციხეში ზის, მეორე მეგობარს მაღAზია კურიოზული მიზეზის გამო 5000 ლარით დაუჯარიმეს, ჩემი შვილი კი 2-ჯერ ავარიაში მოხვდა, ვითომ მანქანის გაუმართაობის გამო, და მისი გადარჩენა მხოლოდ ღვთის ნება იყო, რის მერეც საზღვარგარეთ გავუშვი. ასე რომ არაა ეს ასე ადვილი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არ კი არა, ვერ ვეპუებით. მაგრამ ასეთი ბევრნი არ არიან
  15. ბადრი_წიქორაძე ბევრია თქვენში საქრთველოს დანგრევის მსურველი ............................. ამაზე უკვე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვისაც ამის ნერვები და უნარი აქვს, არ მგონია მისი მცდელობაც ამ იუზერტის გადარწმუნებაზე წარმატებული გამოდგეს
  16. ჩვენ არც საკუთარი ფესვები გვჭირდება, მიწებიც უზარმაზარი გვქონია, დავურიგოთ "მოძმე" სომხებს, აზერებს. ჯიში ცუდი გვქონია, აფხაზურ - ოსურ - ჩეჩნურით შეზავება გვესაჭიროება თურმე. თქვენ აქ ავად ხომ არა ხართ? ......................... უკაცრავად, თქვენ კონკრეტულად ვის მიმართAვთ?
  17. გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ცხინვალის დაბომბვას არ გვაპატიებდა ........................... რა თქმა უნდა! ისევე როგორც არც ერთ სხვა მკვეთრ და გამომწვევ მსგავს ქმედებას კოსოვოს სტატუსის მიუხედავად, ........................ მაშინ ამას არ მოყვებოდა ცხინვალის და აფხაზეთის აღიარება, მარა პასუხი რომ არანაკლები იქნებოდა, ეს უტყუარია
  18. maliari გადაამოწმეთ რა ........................... სამწუხაროდ უკვე ოფიციალურად დადასტურდა ეს ინფორმაცია
  19. ძუკუ უპრობლემოდ ნამდვილად ვერ იზამდა, მაგრამ კოსოვოს შემდეგ ხელფეხი გაეხსნა ................................ ვერ ვიტყვი რომ გაეხსნა, პირიქით იმაზე მეტის გაკეთება მოუწია, ვიდრე მის ინტერესში იყო. რუსეთს სულაც არ აწყობდა აფხაზეთის და მით უმეტეს ცხინვალის აღიარება, მარა იძულებული გახდა, ხოდა ამით თავად გაიჩინა პრობლემა, რადგან ახლა მას მოუწევს ამ ორი დარმაედი ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნის საზრუნავის თAვის თAვზე აღება. ეს კი მისთვის დამატებითი ტვირთია. მაგრამ ამას თუ არ გააკეთებდა, მარტო რეგიონში კი არ აგებდა აშშ-სთან, როგორც სახელმწიფო დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამას კი რუსეთი უკვე ვეღAრ დაუშვებდა! Siknadmo ნუ, რასაც ვერ შეცვლიდა ვერც ნაცმო და ვერც ოპო მაგას მნიშვნელობა არა აქვს, ........................... ვერ შეცვლიდა, მარა უნდა გაეაზრებინა სრულად და თავად არ გადაშვებულიყო გამხეცებული დათვის ხახაში გემრიელ ლუკმად!
  20. ბადრი_წიქორაძე გიჟ ვრაცუებს ხომ უზარმაზარი, დაუსახლებელი ტერიტორიები გვაქვს. .......................... თქვენ წარმოიდგნეთ და სომხეთთან შედარებით კი მიწის ღალიანობაზე აღარაფერს ვამბობ
  21. ძუკუ ამ სტატიას ყველა თუ კარგად გავიაზრებთ ზალიან კარგი იქნება. ............................ ნამდვილად კარგი იქნება. და თუ ვიქნებით ობიექტურები, მაშინ რუსეთს კი არ უნდა ვაგინოთ დედა, ამერიკას, უფრო სწორად ბუშს არ მოვაკლოთ "ლოცვა-კურთხევა", რადგან რუსეთს რომ ნდომებოდა ცხინვალის და აფხაზეთის აღიარება, ამას კაი ხნით ადრე, სრულიად უპრობლემოდ იზამდა! მარა ეჭვი მეპარება ასეთი ობიექტურობა გამოიჩინონ მათ, ვისაც დამოუკიდებლად აზროვნება არ შეუძლიათ
  22. ბადრი_წიქორაძე რატომ არ ცხოვრობენ სომხეთში სხვა ერის წარმომადგენლები? ........................... მომიტევეთ, მარა ეს არაა მთლა სწორი ინფორმაცია. არა იმ რაოდენობით, რამდენიც ჩვენთან, მარა მაინც არიან უმთვრესი მიზეზი არის გარდა სომხური ნაციონალიზმისა, არც თუ სახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობა და მცირე და მწირი მიწიანობა
  23. პრობლემაც იმაშია, რომ გვგონია, რომ ეს ჩვენ გამოვიყვანეთ საქართVელო სსრკ-ს ტყვეობიდან არადა თავად ბრეჟნევმა უტირა ყოფა და სრულად მიწასთან გაასწორა ის შედეგები, რაც დიდი სისხლის და შრომის ფასად, მაგრამ მაინც მიაღწია მაშინ. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი ამაზე. ის უძრაობის ხანა რომ არ ყოფილიყო და აღებული სტარტი გაგრძელებულიყო, სულაც არაა გამორიცხული, რომ სოციალიზმი მართლა მყარად დამდგარიყო სსრკ-ში და დასანგრევიც აღარაფერი ყოფილიყო არაა გამორიცხული, რომ განვითარების ახალ ეტაპზე სსრკ გამხდარიყო დღევანდელი ევროკავშირის მსგავსი გაერთიანება, რომლის წევრობასც სულაც არ აღიქმება როგორც მონობა. მაგრამ სტალინის მერე მოსულმა ვერც ერთმა "გენერალურმა მდივანმა" ვეღარ მოახერხა იმპერია სწორ რელსებზე გადაეყვანა
  24. ძალიან მოულოდნელი და სამწუხაროა ნათელში იყოს მისი სული!
  25. liliko და შენი აზრით , მეტი რა უნდა მოითხოვონ? ................... Вы такие вопросы задаете, что отвечать неудобно... @ Мимино
×
×
  • შექმენი...