Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. asds ეგ არ ვიცოდი.. თუ სულ მარტო ხარ ეგ იასნად აორმაგებს სირთულეს.. ............... ხო, მარტო ვარ, რადგან მაგენი ოჯახით არ გამიშვებდნენ არსად, ისედაც მწყემსავდნენ მთელი ის წლები. გახსოვს ალბათ ჯერაპოვი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ადმინისტრაციაში, რომ უკვე თითქმის 4 თვეა ტყვეობაში ყავს კოკოითს. მანამდე 2 ოსი მე და სოზარმა გამოვაშვებინეთ ჰამარბერგის მეშვეობით. ახლა ამ ჯერაპოვზე, ვინც ქართულმა მხარემ გამოიყენა, არც კი იბერტყავენ ყურს. მაგათ ის იცოდნენ, რომ ოჯახის გარეშე მე არსად დავრჩებოდი, მანამდე ხომ ყოველთვის მივდიოდი და ვბრუნდებოდი, აქ წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე სტრასბურგში ვიყავი და დავბრუნდი. მოკლედ, კი, მინდოდა აგვისტოს ომის მერე წასვლა საქართველოდან, მაგრამ პერიოდულად ვფიქრობდი, რომ იქნება და მაინც არის რაიმეს კეთების შანსი-მეთქი. მაგრამ მაისში მოხდა ბევრი რამ ისეთი, რამაც გადაწყვიტა საქმე საიმისოდ, რომ ახლა აქ მარტო, ოჯახის გარეშე, მართალია დაცულ, მაგრამ მაინც ჩემთვის უცხო გარემოში აღმოვჩნდი. იმედია დადგება დრო და ბევრი რამ ნათელი გახდება ქართული საზოგადოებისთვის, ვისგანაც, სხვათა შორის ჩემს წასვლაზე საქართველოდან გაცილებით ნაკლები კი არა, საერთოდ არ იყო ნეგატიური დამოკიდებულება. ცალკეულ და პრობლემების მქონე ავყიებს არც კი ვგულისხმობ მოკლედ, მე სათქმელს კიდევ ვიტყვი, იმედია, თუ ღვთის ნებაც იქნება, და უკვე ის, რომ არასოდეს, არავისზე არ ვიყიდები და მოსკოვს არ მივმართე, თუმცა ვიცი, რომ იქ გაცილებით ნაკლები პრობლემები მექნებოდა პირველ ეტაპზე, თუმცა მაგიერში, ჩემთვის ყველაზე ძვირფასის - თავისუფლების დათმობა მომიწევდა - ესეც ალბათ გარკვეულ ინფორმაციას იძლევა ყველასთვის!
  2. asds წარმატებები და მაგრად დადექი ნოსტალგიის ტალღები რომ წამოვა.. რთული ეგ იქნება თორე დანარჩენს მოევლება რათქმაუნდა.. ............... გმადლობ, ისე ეგ უკვე წამოსულია, რადგან მარტო ვარ ამ ქვეყანაში მაინც
  3. asesino_141 liliko დააიგნორე .............. ოკ. ნამდვილად ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია
  4. Nukriko ეს ნათელს ხდის იმას, რომ სააკაშვილი, სანაკოევი და სამ.ოსეთში ომი იყო რუსული პროექტები (სააკაშვილი ჯერ კდიე რჩება) სააკაშვილი არის ფიგურა, რომელიც ბრძანებას ასრულებს, უბრალოდ საზოგადოება იმდენად ანტირუსულად არის განწყობილი და ამას აშშ-ის ინტრერესებიც ემატება, რომ შეუძლებელია მკვეთრი პრორუსული პოლიტიკა გაატარო, ამიტომ პრორუსულობა უნდა მონათლო ანტირუსულობა და გამოგივა საქმე ................ ჰო, სამწუხაროდ მგონი მართლა მასე გამოვიდა!
  5. babuagiorgi რა ხდება ჯერ არ გადწყდა შენი თავსესაფარ ხო? პრიჩიენბს აგროვებ აქ ვხედავ. რა ის გინდა ანახო აი როგორ მექცევიან მე ოსს ქართელობა? ვაააააააააააააა ოსი ნათესავები მყავს და შენზე მეტად პატივს ვცემ. შენ არც ოსებს სცემ პატივს და არც ქართველებს. .................. შენ ბიძია-ბაბუა, აშკარად ერთობი, ადრენალინს მაგ ქვეყანაში, ვინც თავშესაფარი მოგცა, მოგიარა, გიპატრონა და მაინც აშანტაჟებ მათთვის სრულიად ველური ლურსმების ყრით, სხვაგან ალბათ მიზეზთა გამო ვნებათა ღელვასვერ იკმაყოფილებ და ვირტუალურად ცდილობ ადამიანების აგდებას. ადრე, როდესაც მართლა პატივს ვცემდი შენს წარსულს, რომელმაც, როგორც ვხედავ მენტალური და ფსიქოლოგიური, ჩემთვის გასაგები და სხვათA შორის მარტივად ასახსნელი, პრობლემები დაგიტოვა, მანამდე მოქმედებდა. ახლა კი რომ იცოდე რა მწარედ მკიდია შენი მოსაზრებები, თავდ მიხვდებოდი რა უაზროდ ყბედობ! ასე რომ თAვს ნუ იმცირებ და კიდევ ერთხელ თავაზიანად მოგიწოდებ - გამეშვი, მე შენი არც ტოლი და არც სწორი არ ვარ, ხოდა შენი პატივისცემაც და სხვა კიდევ დანარჩენი შენთვის შეინახე! აბა ჰე, გკოცნი, გეხვევი და სულიერ სიმშვიდეს გისურვებ
  6. asds liliko როგორ მიდის კანადური ცხოვრება? მიეჩვიე მანდაურობას? .................. ჯერ მიჩვევამდე შორია, ჯერ ცოტა მცდელობაა ალღოს აღების გახსოვს, შენ რომ აღშფოთდი, ეს როგორო უკვე 2 თვეში რატომ არ მომცეს რუსებმა პასუხი ჩემზეო? აქ ამაზე არც კი ვფიქრობ, ამათ თავის დრო აქვს და იმ დროში იქნება პასუხიც. ისე მართლა მაგარი ქვეყანაა, პიროვნების დაცვა და ნებისმიერი ადამიანის ინტეგრირება საზოგადოებაში არის კანადის სახელმწიფოს პოლიტიკის ქვაკუთხედი. და დაცვის მექანიზმები არის აბსოლუტურად გათვლილი! babuagiorgi ცრუ ინფორმაციას სენ აძლევდი როდესაც ქართველებისგან თავსესაფარს ითხოვდი. .............. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ - გამეშვი, სანამ არ მიკადრებია შენთვის ის, რისი ღირსიც ხარ. შენი ბოღმა ოსებისადმი შენთვის შეინახე და შეირგე ის, რომ შენი ასაკის და კიდევ სხვა ფაქტორების გამო საერთოდ პასხუს გცემ! მოდერაცია იმედია იზრუნებს ამ სუბიექტის ავყიობაზე! პ.ს. როგორ არ უნდა გაიცინოს კაცმა? თავად ქართველმა მოითხოვა ქართული სახემწიფოსგან თავშესაფარი და ოსს მოუწოდებს რატომ იქ არ დარჩიო... ამაზე მეტი ნაგლობა ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ოღონდ ახლა ზღაპრები არ იყოს იმაზე, რომ ეს სუბიექტი თურმე განსაკუთრებულია. თუმცა ისე კია განსაკუთრებული თავისი ავყიობით
  7. babuagiorgi გაეშვი ამ უაზრო პროპაგანდას. მაშინ უნდა გეფიქრა მიშასთან რომ მუშაობდი და ხეობაში ბანდიტების საჯიჯგნად რომ დასტოვეთ მოსახლეობა. ისიც კი არ უთხართ ხეობას რომ სტოვებდით. თქვენა გაქვთ რა სალაპარაკო. .............. იმედია ან დაამტკიცებ ახლა რასაც ამბობ, ან მოდრაცია ცილისწამებისთვის და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მიგანიშვნებს. ოფიციალურად ცაბოშვილმა თანამდებობა დატოვა ომამდე 5 თვით ადრე 10 აპრიულს, თუმცა რეალურად თAნამდებობა დატოვა 2007 წლის მაისში! და ამაზე ინფორმაცია საჯარო და ინტერნეტში ხელმისაწვდომია, შენ კი უგვანოდ და არაკაცურად იქცევი, რადგან ეს მშვენივრად იცი და მაინც მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებ და შეურაცხყოფას მაყენებ. ეს ჩემი შენდამი ბოლო პასუხია, შენნაირ აზაბოჩენი და პერიოდულად არაადეკვატური ადამიანებისთვის ნამდვილად პატივია ჩემი დროის და ემოციის ხარჯვა!
  8. babuagiorgi ვოვას გასჭირვეია და იმ ცაბოშვილს რა. შეწუხებულან თურემ საშინლად. მეცოდება რა ეს საქართველო, ახია ჩვენზე ................... გაეშვი ამ ცაბოშვილს, საქმე ნახე შენთვის რამე სხვა
  9. newstudio მაიცა დავიბენი ეხლა... ................ დასაბნევი არაფერია იყო ორი სანაკოევი - ერთი დიმა, ძალად პრეზიდენტი, მიშას ხალიანი ფავორიტი, ახლა კიდე უფრო მეტად არ დაგაბნიოს ხალმა, ალასანიას გარდა სანაკოევსაც ჰქონდა, ოღონდ განსხვავებით ალასანიასგან ის დიმა სანაკოევი ყასაბს გავს და იყო მეორე სანაკოევი - ვოვა, ტელეკომპანია ალანიას წვერებიანი ფეისი და ვანოს ერთგული გოშია, ვისაც დიმა სანაკოევზე გაცილებით მეტი ვესი ჰქონდა, რასდგან მასზე ჭკვიანი და გაიძვერაა... ერთ დროს ქართული ტელესივრცის მეგა-ვარსკვლავი თავისი ომახიანი შეძახილით -"კოკოითი ფანდარასტ" და ზუზუზელებით
  10. lasha1997 ეგ რომელია,სამაჩაბლოს უგვირგვინო მეფე რომ იყო? .................... არა, ეგ მაგის მამობილი და ალანიის ძალად წვერებიანი იდეოლოგი და "კოკოითი ფანდარასტის" მოჭყვიტინე "ფეისი" იყო newstudio liliko, on Today, 07:15 PM, said: ..ასევე მაია ცაბოშვილი კანადაში წავიდა. სიმართლე გითხრათ, მისი არ მესმის, რატომ წავიდა და რა პროტესტი აქვს... ეგაა საინტერესო თორე სანაკოევი მკვდარი პროექტი იყო იგი მიზეზების გამო თავიდანვე... ..................... მოთმინება, მოთმინება მოვა დრო და მაგიც ცხადი გახდება, თუმცა ბევრი რამ ისედაც ნათელია ვინ ინფორმირებულია, მათთვის
  11. ვლადიმერ სანაკოევი რუსეთში მიდის - "გულნატკენი ვარ - იმედი მქონდა, ჩვენ მშვიდობიანად მივაღწევდით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - ამის საშუალება იყო" ...ასევე მაია ცაბოშვილი კანადაში წავიდა. სიმართლე გითხრათ, მისი არ მესმის, რატომ წავიდა და რა პროტესტი აქვს... ნამდვილად ვერ გაიგებს ვინმე ვოვა სანაკოევი რა პროტესტი აქვს მაია ცაბოშვილს! ეს ნაძირალა ცაბოშვილზე რომ ამბობდა, ამბიციების გამო დატოვა თანამდებობა, ვინ უშლიდა საქმის კეთებასო? ახლა მას ვინ შეუშალა საქმის კეთება და მაინც და მაინც რუსეთში რატომ ჰპოვა კვლავ თავშესაფარი? ვოვა სანაკოევი რუსეთში იმიტომ მიდის, რომ აქ აღარ უხდიან, რადგან მიშამ დაკარგა ინტერესი სანაკოევის პროექტისადმი. სამწუხაროდ ოსებზე მიწევს იმის თქმა რაც რეალობაა - ყველა ამ ადამიანმა თავისი თავი საკმაოდ სარფიანად გაყიდა, თუმცა ყველანი ესენი - სანაკოევები დიმა და ვოვა და ძმები ქარქუსოვები, ყველანი რუსეთიდან ჩამოვიდნენ თავიდან და კვლავ რუსეთში გაიკრიფნენ, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ შეიძლება რუსეთს წინასწარ ჰქონდა ბევრი რამ გათვლილი. დიმა სანაკოევს რუსეთის მოქალაქეობაზე არ უთქვამს უარი და მოვა დრო და მაგიც რუსეთში დაბრუნდება ალბათ! როგორც ვხედავ, ეს სრულიად მოსალოდნელია, სადაც ვოვა ბრუნდება რუსეთში, იქ დიმაც შეიძლება დაბრუნდეს, და ამის მერე ნამდვილად შეიძლება უკვე ითქვას, რომ რუსეთმა წინასწარ ალბათ ყველაფერი მაგრად გათვალა! მაია ცაბოშვილის უდიდესი შეცდომა ისაა, რომ ამ ნაძირლებს და, რაც მთავარია მიშას, საშუალება მისცა მისი ანტურაჟად გამოყენებისა. http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...1-12082010.html
  12. asds მე როგორც ყოველთვის ფეესბეს აგენტი ვარ ................ მოიცადე, ცოტა ხანში იქნებ კოლეგებიც გაგვხადონ მავანმა, არიქა იმიტომ წავიდაო კანადაშიო, რომ ფეესბეს აგენტიაო
  13. analgin არ ხართ მართალი. ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ქალმა პირადად მთხოვა თავი შემეკავებინა მისი წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რადგან მას არ სურდა ვიღაცეებს ამისთვის ისეთი ინტერპრეტაცია მიეცათ, როგორიც თქვენ მიეცით და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ვიღაცეებს შორის პირველი თქვენ აღმოჩნდით. თითქმის სიტყვა-სიტყვით მახსოვს მისი ნათქვამი : "მე საქართველოსთვის არ გამიჯახუნებია კარი. საქართველო ჩემი ქვეყანაა, მე მართლა მიყვარს ის და აუცილებლად დავბრუნდები, უბრალოდ სანამ მიშაა მე მანდ ფეხის დამდგმელი არ ვარ, იმიტომ, რომ გაუსაძლისია უკვეო". ................. თემა სრულად წავიკითხე და გადავწყვიტე, რომ მარტო ანალგინს პოსტს ვუპასუხო! დიდი მადლობა ჩემო ირაკლი, არ დავიწყებ დღეს საკუთAრი თავის მართლებას! ვისაც რაც უნდა ჩემზე ის იფიქროს, მოიგონოს, დაწეროს, გაავრცელოს და განმიკითხოს! არასოდეს მივლია სხვათა ჭკუაზე, არასოდეს მიკეთებია არც ერთი საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ სხვათა სურვილი იყო, არასოდეს წავსულვარ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე მიზნის მისაღწევად და არც 44 წლის ასაკში ვაპირებ კარდინალურად შეცვლას, ისე არც გამომივა ამიტომ ყველა ჩემი საჯაროდ ნათქვამი ან დაწერილი სიტყვა ყოველთვის არის 99,9% სიმართლე. დარწმუნებული ვარ დადგება დრო და გპირდებით, რომ საჯაროდ დავდებ იმ ინფორმაციებს, რაც კანადის სახელმწიფოს აქვს დღეს ჩემზე, და დარწმუნებული ვარ ბევრს აქ შერცხვება საკუთარი თავის. არასოდეს არაფერი არ გამომიყენებია პირადი ინტერესისთვის ისე, რომ ამან ჩემს სამშობლოს, რომელიც, როგორც ერთხელ ვთქვი, ავი დედინაცვალივით არაერთხელ მომექცა, მაგრამ მაინც მიყვარს, ზიანი მიაყენოს. თუმცა ერთია, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, საქართVელოს აგერ უკვე 20 წელია მძიმე სენი ხრავს შიგნიდან და სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ვერს ხელისუფლების და ვერც საზოგადოების ნებას, რომ ამ სენისგან განკურნების რეალური პროცესი დაიწყოს! ხო-ხო-ხო - თAვის დროზე მოსკოვი რომ მთავაზობდა ბევრისთვის სანუკვარ წინადადებებს და მართლა რომ მხოლოდ პირადი ინტერესებით მემოქმედა და წავსულიყავი მოსკოვში, მაშინ ატყდებოდა, თუ ატყდებოდა ტალახის სროლა!!! ისე თAვად მე ტალახის სროლა არავის მიმართ და არასოდეს მჩვევია, ეს ისე, მავანთAთვის ვთქვი!
  14. babuagiorgi იმაზე თუ გიფიქრია, რომ მე, საქართველოში ტანჯულ ოსს, მანამდე არაერთხელ ჩასულსს საზღვარგარეთ, არასოდეს არც კი მიფიქრია მანამდე სადმე თავშესაფარი მომეთხოვა. ნამდვილად კარგად იცი შენ ეს საქმეები, ვიცი, რომ ბევრსაც ეხმარები, ისიც ვიცი, რომ ბევრისთვის შეიძლება მხარიც კი დაგიჭერია და მათი ტყუილებიც გაგიმართლებია. ალბათ არც შენს საქმეზე დააკელი მცდელობა, მაგრამ მე არც ტყუილი მჭირდება და ყველა ჩემი არგუმენტი არის საჯაროდ დადასტურებული სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებში. ასე რომ რამენაირად, იმედია, აქ გაარკვევენ, ტყუილს ვამბობ თუ არა! ჩემს ცხოვრებაში ტყუილი არ მიკადრებია და არც აწი ვაპირებ ტყუილებით გზის გაკვალვას. ვისაც ეს კარგად გამოსდის, ღმერთმა ეს უნარი მათ მოახმაროს სიკეთეში! და საერთოდ თემა იყო იმაზე, რომ კანადა მე, ჯერ-ჯერობით, მართლა ძალიან მომწონს, და ძალიან მივქარე, რომ რაც ამ ერთი თვის განმავლობაში უარყოფითი ემოცია არ მქონია, ამ ერთ დღეში მავანთან ამ ფორუმში ურთიერთობით "ავინაზღაურე" ასე რომ ადიოს, მეგობრებო, უაზრო ჯიჯღინი, ბოღმა, გესლი, ურთიერთ შეურაცხყოფა, უნდობლობა და ყოველივე სიავე მინდა დავივიწყო და უბრალოდ ვიცხოვრო მშვიდად, ასე რომ აწი აღარ შეგაწუხებთ ჩემი პოსტებით!
  15. babuagiorgi მერე ამ მუხლს რა ესაქმებოდა საქართველოში? რა მიშა შენს გადაცემას აპირებდა ცხინვალში? ................ დავიწყოთ იქიდან, რომ მე კონფლიქტური ზონიდან ვარ. - ეს ერთი! და მეორეც იქნებ რაიმე გსმენია იმაზე, რომ ადამიანებს ხანდახან იტაცებენ-ხოლმე და კოკოითის ციხეში აყურყუტებენ. შAრშან ორი ადამიანი, ვინც მიშამ და ვანომ გამოიყენეს ალტერნატიულ არჩევნებში - ჩარაევა და ჩიგოევი, კოკოითმა დაიჭირა და 10 დღე ციხეში აყურყუტა, ქართულმა მხარემ თითიც არ გაანძრია მათ გამოსაშვებად, ისევ მე მივმართე სოზარს და მერე სოზარმა ჰამარბერგს სთხოვა და გამოვაშვებინეთ. იქნებ არც ის გსმენიათ, რომ 3 თვის წინ აპრილში დააკავეს ჩემი ყოფილი კოლეგა, ჯერაპოვი, ვინც დღესაც კოკოითის პატიმრობაშია, და ვინც ასევე გამოიყენა მიშამ თAვის დროზე და ახლა არაფერს აკეთებს მის გასათავისუფლებლად. და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კოკოითის პირადი ინტერესი აქვს ჩემს დასაკავებლად, და თუ რუკას დახედავ, კარგად დაინახავ, ის სოფელი, სადაც მე და ჩემი ქმარი ყოველ კვირას მისი მშობლებთან დავდივართ, რამდენად ახლოს არის იმ საზღვართან, რომელსაც კოკოითი და რუსები აკონტროლებენ. იქნებ არც იმაზე გსმენია, რომ დედაჩემის სოფელში გრემისხევში ქართველები გაიტაცესო და მიშა ვერაფერსაც ვერ აკეთებსო! ასე რომ გიორგი, სანამ დაწერ ზოგად მოსაზრებას, მანამდე ცოტა მაინც შეიწუხე თავი, იქნება და ცოტათი ცდები კონკრეტულ შემთხვევაში? ეს ჩემგან შენ კეთილი რჩევა, თორე შენი საქმისა შენ იცი, ისევე როგრც მე ჩემი საქმისა უკეთ ვიცი და არც არანაირი ვალდებულება არ მაქვს იმ საქართველოსადმი, ვისაც შენც კი გაექეცი!
  16. ისე მინდა ყველამ იცოდეს - საქართველო კი არ არის ამის ღირსი, და ბევრი ქართველიც, მაგრამ საქართველოსთვის მაინც არ გამიჯახუნებია კარი, და მთავარი მოტივაცია ჩემი აქ ჩამოსვლისა არის კოკოითის ბრძანება და მის მიერ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მგონი 274 მუხლით, ოღონდ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით - სამშობლოს ღალატი, რაც 20 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ ბევრ უგვან და უვარგის ქართველს ისე აქვს ძვალში და რბილში გამჯდარი, რომ მე ოსი, მაშასადამე უცხო და არა საქართველოს მოყვარული ვარ, რომ თავს აძლევს უფლებას დაწეროს ის, რომ თურმე მე რაღაცეებს ვიყენებ! მაგას გირჩევნიათ იმ ქართველებს მიხედოთ, ვინც თავს ოსებად ასაღებს და საქართველოს მართლა იმას უკეთებს, რისი ღირსიცაა!!!! უმადური, უგვანი და უვარგისი ყველა კაცის XXXXXXXXXXXXX-ც!
  17. asds ნოსტალგიამ ხომ არ შემოგიტია ლილიკო? შენ თავს ამხნევებ მგონი აი ფრაზით : ))) ერთი ორი აქაური პოსტი საუკეთესო წამალია ნოსტალგიისა babuagiorgi ლილიკო ნუ გეწყინება და შენ უფრო გმამართლებელ საბუთს ეძებ ამ შემთხვევაში და არ გინდა. მესმის შენი, ხო და თუ მოგწონს გრელანდია ღმერთმა შეგარგოს და აქ საქართველო არაფერშუაშია (შენს შემთხვევაში). აქ უფრო საქართველო მანდ თავშესაფრის ინტერვიუსთვის გამოგადგა და მადლობელიც უნდა იყო. არ მწყინს ეს ამბეც. მეც ბევრჯერ დავხმარებივარ ჩვენს ყოფილ თანამემამულეებს ასეთი ინტერვიუს შედგენაში. ..................... გიორგი, მე შენ სერიოზულად მაშინ დაგელაპარაკები, როდესაც საქართველოში ჩახვალ და საქართველოდან მომწერ პოსტებს. მანამდე კი, არც შენ გეწყინოს ჩემგან და "შენ უფრო გმამართლებელ საბუთს ეძებ იმ შემთხვევაში" როდესაც ამბობ არ მიშვებენო საქართველოშიო. ჩადი საქართველოში და თუ დაგიჭერენ, მაინც შენს საყვარელ საქართველოში იქნები!
  18. კიდევ და კიდევ, და მგონი არაუკანასკნელად, ვამბობ - ღმერთო, მადლობა რომ ძალიან გვიან, მაგრამ ბოლოს მაინც ამიხილე თვალი და მომეცი ძალა თავი დამეღწია იმისთვის, რასაც უაზროდ შევწირე 20 წელი ჩემი ცხოვრებისა! ამ ერთ, ძალიან არაპოლიტიკურ თემაშიც კი კარგად გამოჩნდა ის ღვარძლი და სენი, რის გამოც საქართველო კაი ხანი ვერ იქნება სხვათათვის სანატრელი და სანუკვარი ქვეყანა, სადაც ენდომებათ ცხოვრება!
  19. babuagiorgi გინდ კანადა აიღეთ, გინდ ამერიკა და გინდა ინგლისი ყველა ჩმორლანდია. კაცობა მანდ არ იციან და ქალი ქალი არაა. რაც შეეხება ადამიანთა შორის ურთიერთობას, ასეთი ურთიერთობების დედაც მანდ რომ არის. ადამაიანი არ უნდა იყო მთლად კარგად ამათი ურთიერთობები რომ მოგწონდეს. ...................... უკომენტაროდ
  20. დაჩი არავითარი პირადული, მხოლოდ სიმართლე! არ მიყვარს როდესაც ჩემს თანამემამულეებს აბოლებენ, დამბოლებელი გინდ მიშა იყოს და გინდ რამოდენიმე კვირით კანადაში მყოფი ჩემი თანამემეულე ლილიკო. არ არის საჭირო საქართველოში მყოფი ჩემი და-ძმების გაღიზიანება და მოტყუება. კანადის ქალაქებში ზოგადად, ჰაერიც დაბინძურებულია, წყალიც , ოზონური ხვრელებიც მრავლად არის და ჰავა საზიზღარია (სწრაფი "ტემპერატურის" ცვლილება), მაგნიტური ქარები. მეტს აღარ გავაგრძელებ, რომ არ დაგღალოთ. შენ კი პატარა მატყუარავ ნუ ცდილობ თანმემაულეები გადმირიო. გულწრფელად გეტყვით საქართველოზე კარგი ჰავა და გარემო იშვიათად თუ შეგხვდება კაცს სხვაგან. გავუფრთხილდეთ მას, სანამ დავკარგავთ! ყოველთვის გახსოვდეს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! ................. სადღც მგონი დაწერე, რომ კანადაში ცხოვრობ. დალოცვილი, თუ კანადა არის ყველაზე უვარგისი და უგვანი ქვეყანა, რას ეკვლევინები, დატოვე და ჩადი და იცხოვრე შენს აღქმულ საქართველოში - დაგიშალა თუ დაგაძალა ვინმემ? ოზონის შრეებზე და კუპრის წვიმებზე კანადაში აღარაფერს გეტყვი, სატურნმა უკვე გითხრა ისე, ფამილიარულმ ტონს უცხო ადამიანებისგან არ ვარ ჩვეული, მაგრამ ამჯერადაც გაგიტარებ, ეტყობა ასეთი ფორმა გაქვს ურთიერთობისა, თუმცა ამის მერე გაითვალისწინე, რომ აღარ ეცადო ჩემთან ფამილიარული ტონის გამოყენებას, თორე საერთოდ დაგაიგნორებ, თუ ფორუმის მოდერებს არ ექნებათ რეაქცია!!!
  21. Saturn ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის. ეგ თვითგვემა უადგილოა. უფრო სწორად სიბრიყვეა. ................. ხანდახან მგონია რომ შენ დაწერილის შინაარსის გამოტანა გიჭირს-ხოლმე! ის პოსტი კიდევ ერთხელ წაიკითხე და თუ იგივე აზრი დაგრჩება - გაატარა, შენი გონება ამის გასაგებად არ არის მომართული. თუმცა ამაზე არ იდარდო - მაგ. მე არ შემიძლია ხატვა, ან არ მესმის ქიმია და ბიოლოგია სიღრმისეულად. არ მაქვს ამის უნარი
  22. დაჩი მოკლედ, კანადის ჯანდაცვის გამოკვლევებით, ქალაქ ტორონტოში ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების გამო 1 700 მცხოვები იღუპება და 6 000 საავადმყოფოში ხვდება. გადასარევი სისუფთავე და ჰავაა ნუ იტყვით! ................. მე რომ რუსეთში წავსულიყავი, მაშინ წარმომიდგენია რა ორომტრიალი ატყდებოდა, არადა პოლიტიკურად ყველაზე არაანგაჟირებულ და თავისთვის მობუნჩულე კანადაც კი მიუღებელი გახდა მას მერე, რაც მე აქ ჩამოვედი და მერე გავბედე მასზე კეთილი სიტყვები მეთქვა ხალხო, ბოღმა ისევ თქვენვე დაგგესლავთ, თავისუფლად და მსუბუქად იცხოვრეთ და შეხედეთ ყველაფერს ალალი და ბოღმისგან დაცლილი მზერით!
  23. Siknadmo ყველაზე დიდი ზარალი, ვინც მიიღო ამ წლების მანძილზე საქართველოში იყვნენ ქართველი ოსები, არა საქრთველოში მაცხოვრებელი ოსები, არამედ დიახაც, ქართველი ოსები მაგრა ტეხავს როდესაც ფიქრობ რომ ის სადაც ცხოვრობ შEნი სამშობლო კი არა თურმე დედინაცვალია, თანაც ავი, რომელსაც არ უყვარხარ და ყველაფერს გამადლის კი არა, მზადაა დაგბრიდოს, ხო, თან იმაზე რომ ღადაობდნენ მაკაკები, ჩვეეეენ, ჩვეეენ დავბომბზეთ მძინარე ცხინვალი და ცხინვალს ვაძინებ, ნუ ხმაურობთ, საღადაო თემა იშოვეს მეძავეებმა .................. დიდი მადლობა ამ პოსტისთვის თუ დამიჯერებ, იმდენად მომხვდა გულზე აქ დაწერილი აბსოლუტური სიმართლე, რომ ავტირდი!!!
  24. Saturn ცოტა განტვირთულა ქვეყანა ნეულავიმი ჯოებისაგან კაი რა ხალხო... ........................ ჩემნაირი კანონმორჩილი და ქვეყნისთვის სასარგებლო მოქალაქე არ გაღირსოთ ღმერთმა მიშას მმართველობის პირობებშიო - როგორ დავწყევლო საქართველო თქვენს ჯინაზე? გინდათ სხვა ქვეყანაში წასვლა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გასაგებია თქვენი სურვილი და არც მე არ ვიტყოდი უარს აშშ-ში ან კანადაში ლეგალურად ცხოვრების საშუალება რომ მქონდეს, მაგრამ ამ მიზნის განსახორციელებლად "მემუქრებიან, მავიწროებენ, მდევნიან"-ის სიაფანდზე ძახილი არაა მისაღები. ჩემთვის არაა და ყველამ თვითონ იცის თავისი საქმე. ისევე როგორც მე - ჩემი. ................ ისე, რომ იცოდე, მე საქართველოდან არც მაშინ წავსულვარ, როდესაც 90-იანი ბნელი და შAვი წლები იყო საქართველოში! ბოლო 15 წლის განმავლობაში ამერიკის და ევროპის არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. სხვათა შორის, როდესაც შტატებიდან დავბრუნდი, თAვად ქართველები მეკითხებოდნენ, რატომ დაბრუნდიო? ასე რომ ვაჟკაც, სანამ რამეს დააბრეხვებ, მანამდე იქნებ ცოტა თAვს ძალა დაატანო და იფიქრო - შენი დაშტამპული ფრაზები ამა თუ იმ ადრესატს ეხება თუ არა! მე მარტო იმიტომ აღარ უნდა დავრჩე საქართველოში, რომ მიუხედავად ჩემი ძალისხმევისაც, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ ეყო ტვინი, რომ 20 წლის განმავლობაში 3-ჯერ არ დაეღვარა ოსების სისხლი! სხვა აღარაფერს გეტყვი, ამაზე შენც კი ვერ იტყვი - სიაფანდიაო!!!
×
×
  • შექმენი...