Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. babuagiorgi შენს ადგილას არ დავიგინებოდი. რეზერვაციაბეში ჰყავდათ და ეხლაც იგივე ტიპის რეზერვაციებია (კულტურულ ფორმაში). ეს ამბე შემიძლია შევადარო ჩეხეთში ციგნების ცხოვრება. სხვებთან შედარებით უმუშევრობისას უხდიან უპრობლემოდ, ოღონდ ხმა არ ამოირონ. ....................... ეს მეორე შემთხვევაა ჩემს ფორუმულ ისტორიაში როდესაც სატურნის პოზიციას ვადასტურებ კანადის სახელმწიფოს აქვს უდიდესი ბონუსები და შეთავაზებები იმისთვის, რომ გამოიყვანონ ამერიკელი ინდიელლები რეზერვაციებიდან. როგორც ვიცი მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ უდიდესი ხელშეწყობით სახელმწიფოსგან თუ გამოვლენ რეზერვაციიდან - სწავლა, სამედიცინო მომსახურება და კიდევ უამრავი წვრილ-წვრილი შეთავაზებები, მაგრამ უმეტესობა ინდიელებისა ამჯობინებს დარჩეს მათთვის სასათბურე პირობებში რეზერვაციისა და ნაკლებად ინტეგრირდებიან დანარჩენ საზოგადოებასთან. როგორც გავიგე ზარმაცი ემიგრანტები თურმე ჩალიჩობენ-ხოლმე, რომ რეზერვაციაში მცხოვრებ ინდიელებთან ოჯახი შექმნან და ჭრიჭინასავით უზრუნველად იცხოვრონ მერე მთელი ცხოვრება ისე სადბერიში, მსოფლიო კონგრესზე ვნახე ერთი ახლაგაზრდა ინდიელი ყმაწვილი საოცრად შთამბეჭდავი გარეგნობით - ძალიან სწორი და გრძელი შავი თმით, საოცარი შავი თვალებით და კანით და ძალიან ამაყი შემართული ჰაბიტუსით. მოკლედ მართლა მაინ რიდის ოცეოლა იყო, სხვაში რომ არ შეგეშლება
  2. asds ნიუ იორკი კი მეც მაინტერესებს მამენტ, მარაა თავი ბოლო კიდევ რამდენიმე ქალაქი აქვთ მე რომ ვნახავდი და დამთავრდა.. ვაშინგტონი პონტა რადი, მაინც დედაქალაქია, ლოს ანჯელესი აუცილებლად 2 pac-ის ხსოვნის ჰამბავში, ჩიკაგო განგსტერული ცხოვრების ჰამბავში და მორჩა.. მე ეგ ქვეყანა მეტი არაფრისთვის მაინტერესებს, მთები და ბუნება კავკასიაშიც საკაიფოა : ))) ................. ეგ და კიდევ სხვა ამერიკის ქალაქებიცჩიკაგოს გარდა, უკვე ნანახი მაქვს მე ეს ქვეყანა რისთვისაც მაინტერესებს, იმისთვის ვარ აქ, თორე მოგზაურობას თუ მოვინდომებ, როცა დადგება ამის დრო, ნამდვილად არ მოვიკლებ
  3. დაჩი კაი იქნება თუ კორექტულობას შეინარჩუნებთ, თქვენთვისვეა კარგი. თავის დროზე აკაკიმ კარგად განმარტა ღამურობის არსი, და მე ნამდვილად არ და ვერ ვჯდები მაგ პარამეტრებში, არც მანდ საქართველოში და მით უმეტეს არც აქ! GeoStream 3 დღის წინ აქ ერთმა ქალბატონმა დაკარგა მეტროში მასე მობილური და უბრალოდ მივიდა მეორე დღეს იმავე სადგურში და დაუბრუნეს მობილური. ამაზე მარტივი ახსნაა - ეს არ ხდება იმ ქვეყნებში, სადაც სიღარიბე მასობრივია. რად მინდა სხვისი მობილური, როდესაც ნებისმიოერი ოპერატორი საკმაოდ ძვირადღირებულ ტელეფონს ნომერთან ერთAდ უფასოდ მაძლევს? asds სამაგიეროდ აქ ნიუ იორკში და სხვა ამერიკის ქალაქებში დადიან შაბათ-კვირას
  4. babuagiorgi მესმის შენი, მაგრამ მე თავად არ გაგცემ პასუხს, კანადის საემიგრაციო სამინისტროს საიტზე დადებულია ერთი აბზაცი მოკლე შინაარსი ასეთია - ჩვენ ვართ მრავალფეროვანი ეთნიკურად, რასობრივად და კულტურით, მაგრამ ვართ ერთიანი საზოგადოება, სადაც ყველას შეუძლია შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა, მაგრამ თავი იგრძნოს ასევე ერთი სოციუმის სრულუფლებიან წევრად! ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია და თქვენ ყოველთვის შეძლებთ აქ თქვენთვის ღირსეული ადგილის მოძებნასო. შინაარსი დაახლოებით ასეთია, და დამიჯერე, მართლა ასეა აქ! ყოველ შემთხვევაში მე ყველგან ვგრძნობ არა მარტო რიგითი კანადელების მხარდაჭერას, არამედ თავად სახელმწიფო რომ ზრუნავს ჩემზე და არავინ არაფერს არც მამადლებს და არც არავინ არ მიყურებს ზემოდან -შენ უცხო ხარო ჩვენთვისო გმადლობ გიორგი
  5. asds თანამედროვე კომუნიკაციებმა მანძილის სიშორე დაძლია, ასე რომ იზოზლირებულად სულაც არ ვგრძნობ თAვს Siknadmo ეს ალბად არ იყო მარტო თავად ქართველის არჩევანი, თავად საქართველოს გეო-პოლიტიკური მდებარეობა არის ქართველის პრობლემა, რადგან არ იცის როგორ გამოიყენოს ამ მდებარეობის სიკეთე თAვისთვის პოზიტიურად. ეს იმას მახსენებს, როდესაც ასანთი გაქვს ხელში და შეგიძლია მისით ან სახლი გადაწვა, ან სასიკეთოდ გამოიყენო!
  6. lasha_alo რა თქმა უნდა, და მე არაფერს ვაიდეალებ, მაგრამ პროცენტულად აქ გაცილებით მეტი კეთილი ადამიანი ვნახე, ვიდრე მე თავად მოველოდი გმადლობ ტაშიი აბსოლუტურად!
  7. lasha1997 ვეღარ გამოვა მაგი, თუმცა დიდი მადლობა მიწვევისთვის ამერიკას და კანადას აქვთ ძალიან მკაცრი შეთანხმება, რომ ერთმანეთის მოქალაქეებს არ მისცენ თავის ტერიტორიაზე სამუდამო ცხოვრების უფლებაო. სტურმობა - კი ბატონო, მაგრამ აწი ამერიკაში სამუდამოდ დარჩენაზე - ბოდიშიო, ასე მეტყვის კანადის სახელმწიფო ვეფხვი ეგგ მასეა, ჯერ არც ცოცხალი ქართველი მინახავს თავად და არც ყოფილი სსსრ-ელი, და ამ ხალხსაც, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, ესენი, ამათი გაგებით ძირძველი, მე-5-7 თAობის კანდელები არიან
  8. lasha1997 სანამ ბოლომდე ჩავედი ჩემი დამემართა და ყვეგან არიან კარგი ადამიანები,დაჟე საქართველოშიც. ................... რა აბეზალოვკა იყო ასეთი, მიგეტოვებინა მერე მე ვამბობ, რომ საქართველოში არაა? უბრალოდ ვამბობ იმას, რომ აქ უფრო ხშირად შემხვდა ასეთი ადამიანები-მეთქი. მეტი არაფერი! asesino_141 მაგრამ, ეს მხოლოდ უცხოელების "სენი" არაა. ვიტყოდი, რომ პატარა ფსიქოლოგიური ეშმაკობაა. ავხსნიდი, მაგრამ დილამდე მოვუნდები ჩემი მჭერმეტყველური ნიჭის გამო. არ მინდა, რომ ამ "ფსიქოლოგიური ეშმაკობის" გამო შენი ეს შესანიშნავი გრძნობა რამენაირად გავანიავო. პირიქით, რა სჯობია იმაზე ფიქრს, რომ ასეთი ადამიანები ყველგან, მთელს მსოფლიოში ცხოვრობენ, კანადაშიც, ესპანეთშიც, საქარველოშიც და ზოგიერთების გასაკვირად რუსეთშიც კი... ................... ძალიან დამაინტერესე და მართლა დამავალებ, თუ შენეულ ხედვას ამიხსნი არ მივეკუთვნები იმ ადამაინებს, ვისაც ილუზიებში ყოფნა ურჩევნია, სიმარტივის გამო. ასე რომ...
  9. უკვე 1 თვე ხდება რაც კანადაში, ტორონტოში ვარ და ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან არაერთი სიკეთე და დახმარება დამჭირდა და მივიღე კიდეც ჩემს სამშობლოში, ვინც მიდედინაცვლა, არასოდეს დამჭირვებია დახმარება, გარდა 2 კონკრეტული შემთხვევისა. მე კი უშურველად ვეხმარებოდი ყველას და ყოველთვის რითაც და როდესაც შემეძლო. მაგრამ ამას რომ ვაკეთებდი, რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი, რომ ეს იმიტომ უნდა გავაკეთო, რომ ღმერთმა სამოთხეში ადგილი დამიბევოს-მეთქი ვაჭრობა არასოდეს და არაფერში შემიძლია, და არც სიკეთის კეთებაში მწამს ვაჭრობისა სიმართლე რომ ვთქვა, არც იმაზე მიფიქრია სიღრმისეულად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კონკრეტული, შეიძლება ჩემთვის სრულიად მარტივი დახმარება იმათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. მაგრამ ამ 1 თვეში სრულად გავიაზრე ამ უკანასკნელის მნიშვნელობა! აღმოვჩნდი სრულიად ახალ გარემოში, ახალ სოციუმში, ახალი კანონებით და სრულიად ახალი, ჩემთვის უცნობი ადამიანებით. ჯერ ცოცხალი ქართელი თვალითც კი არ მინახავს მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უცხო სოციუმში ვარ, ისე მოხდა, რომ ჩემს ირგვლივ უცხო ადამიანები ყველანაირად მეხმარებიან და ცდილობენ დამეხმარონ, რითაც შეუძლიათ. სხვა კონკრეტული მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ რაც მაგ. გუშინ საღამოს მოხდა, უბრალოდ არ შემიძლია არ ავღნიშნო. დედამიწაზე სამოთხე არ არის, და არსად არ არის იდეალური ცხოვრება, ხოდა მეც მაქვს ერთი თითქოს პატარა, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა კანადაში - მწერები )) საოცრად დამკბინეს კანადურმა მწერებმა და სიმართლე რომ ვთქვა, სერიოზულ დისკომფორტსაც მიქმნიან. მაგრამ მათი შიშით სულ სახლში მაინც არ ვზივარ, ხოდა ჩემს სახლთნ ახლოს ერთი კაფეა, სადაც ძალიან კარგი სიტუაციაა და თითქმის ყოველ საღამოს იქ მივდივარ, თან ჩემს საქმეებს ვაკეთებ, ვაიფაია უფასოდ შეიძლება ითქვას, რომ აქ უკვე მუდმივი კლიენტი ვარ და კაფეში მომუშვე გოგონებიც ყოველთვის ღიმილიანად მხვდებია - miss Georgia-ს მეძახიან ოღონდ ახლა ოსმოძულე ქართველებმა არ ატეხონ კრიახი! თავს ქართველად არ ვასაღებ, იციან რომ ოსი ვარ მოკლედ მაგარი კაი და შინაურული სიტუაციაა ამ კაფეში. გუშინ საღამოს ჩემს მაგიდასთან ახლოს რამოდენიმე ადამიანი დაჯდა, მეგობრები იყვნენ, შაბათ საღამოს ერთად ატარებდნენ. ოფიციანტმა გოგონამ კრისტიმ დაინახა ჩემი ნაკბენები ხელზე და ჩამეკითხა, ესო ახალი ნაკბენებიაო? ეს საუბარი იმ მაგიდასთან მჯდომმა ერთ-ერთმა ქალბატონმა რომ გაიგო, იმან ისე შეიცხადა, თითქოს მისი პრობლემა იყო ჩემი პრობლემა, არადა მანამდე სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. და მითხრა, რა წამლები უნდა მეხმარა, რომ ვუთხარი, რომ წამლებს არ ვსვამ-მეთქი, მაშინო მე ვიცი ერთი ძალიან კარგი წამალიო მაგ ნაკბენების წინააღმდეგო. კაი-მეთქი, დამიწერეთ სახელი-მეთქი. ხო, მართლა დრო იყო სადღაც ღამის 11-ის ნახევარი იყო. არაო, შეიცხადა -ხვალამდეო რატომ უნდა ითმინოთო ეს ტკივილებიო, ახლავე გაგიყვანთო ერთ სადღეღამისო მაღაზიაშიო. გავოგნდი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - მოკლედ, ჩამსვა თავის მანქანაში, მაყიდინა წამალი და ისევ კაფეში მომიყვანა. მადლობას რომ ვუხდიდი შეწუხებისთვის მითხრა - სამადლობელი არაფერიაო, რაც შეგვიძლია უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ამით ცხოვრება ერთმანეთს გავულამაზოთ და გავუმარტივოთო! ხალხო, გამაგებინეთ ყველა უცხოელი ასეა, თქვენს ასე უშურველად და ყოველთვის გეხმარებიან უცხოელები იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თუ მართლა უნდა ვიფიქრო, რომ თურმე ნათქვამი - "მადლი ჰქმენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო" -მართალია?
  10. გიორგი68 რუკაც აქ არის და საიტსაც კარგად ხსნის.. ................... ჩემთან აღარც რუკა იხსნება და ვერც საიტზე შევდივარ ცოტა ხანში ვცდი თავიდან
  11. analgin დიდი მადლობა წერილზე რატომ არ მიპასუხე? ვაი, რუკა გაქრა და საინტს კიდე არ მიხსნის?
  12. სამხრეთ ოსეთის რუკა, ტერიტორიით, რომელსაც დღეს კოკოითის რეჟიმი აკონტროლებს თუ იცით ვინმემ ინგლისურად სად შემიძლია ვნახო? ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმდებარე სოფლების სახელებიც იყოს დატანებული. თუ ინგლისურად არ იქნება, უკიდურეს შემთხვევაში ქართულიც წავა
  13. asds იმ ქვეყანაში გადავიყვან საცხოვრებლად სადაც არაფერი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ადამიანი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის სიცოცხლე და საერთოდ ადამიანობა არ არსებობს ...................... ლევან, აგერ უკვე 3 კვირაა ასეთ ქვეყანაში ვარ ვნახოთ შენთან რა და როგორ მოხდება და მე გირჩევდი, რომ უკვე მანდენად მომართო კანადას დაგეხმაროს! იქნებ და რამე გამოვიდეს...
  14. analgin liliko ზოგჯერ ზედა მარჯვენა კუთხეშიც რომ ახედოთ მონიტორს შეიძლება შენიშნოთ რომ პერსონალური შეტყობინება გაქვთ მიღებული. მაპატიე, ჩემთვის ჯერ ახალია ეს ფორმატი ფორუმისა და გამომრჩა ახლა გავდივარ და ცოტა ხანში წავიკითხავ და გიპასუხებ
  15. ლ ი ც ი არ ვიცი მიშა წავა თუ არა, რაღაც სამაგისო პირი არ უჩანს , მაგრამ ერთი რამ ფაიზაღი ვიცი: ძალიან დიდ პატივს გცემ და ძალიან გამიხარდება თუ როდესმე კიდევ შევხვდებით liliko
  16. lasha1997 მანდაც ცხელა დღეს და აქ 105 გრადუსია ფერენგეეტით. თუმცა აღმოსავლეთით არის ვანკუვერი და ჩრდილოეთით დამატებით.მეც შეგეკითხე რა. კი, გუშინ და დღეს ძალიან ცხელა, მაგრამ სადაც მე ვარ, იქ შემაწუხებელი არაა სიცხე, მზეზე ნაკლებად მიწევს ქუჩაში ყოფნა ეგ კია, საქართველოში შავ ზღვაზეც კი არ ვშავდებოდი და აქ უკვე გავირუჯე მგონია, მიუხედავად იმისა რომ სულ ცოტა ხნით მიწევს ხოლმე მზის ქვეშ ყოფნა, კვირას ჩემს კანადელ მეგობრებთად ერთად ვიჯექი ტორონტოს უნივერსიტეტის ფილოსოფოსების ბაღში და მგონი იქ გავირუჯე asesino_141 liliko ანალგინს ვეხუმრე ოპერატიულობასთან დაკავშირებით ციტირება თუ მასწავლი როგორ აღმოვჩნდე შენს მდგომარეობაში, ჩემი თავი შემოგევლოს, დაგეხმარები კი არა გადაგყვები თან. აი ამის გამო ოკ
  17. ლ ი ც ი წახვედი და წახვედი თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოხვალ? liliko რამაზ, სანამ მიშას "მმართველობა" იქნება საქართველოში, ჩემი ფეხი არ იქნება საქართVელოში, იმედია მერე კი, თუ დავჭირდები საქართVელოს, ჩემი თავი ენაცვალოს, აგერ ვარ და იციან სად მომძებნონ, საქართველოსთვის კი არ გამიჯახუნებია კარი!
  18. ლ ი ც ი გამარჯობა, liliko ესე იგი, სკუპ და... სიტყვა ხომ შევასრულე? გამარჯობა რამაზ კი, შეასრულე და დიდი მადლობა შენ ხომ იცი, მე თუ რამეს გადავწყვეტ, შანსი არაა ვინმემ ხელი შემიშალოს დასახულის მისაღწევად. ხოდა სწორედაც რომ სკუპ და აღმოვჩნდი ქვეყანაში, სადაც მგონია რომ სოციალიზმი და კომუნიზმი ერთდროულად ჰყვავის. ისე რას ერჩოდნენ თავის დროზე სოციალისტურ და კომუნისტურ იდეოლოგიას - არ მესმის, მაშინ როდესაც აქ, ტორონტოში მაქვს განცდა, რომ ეს წყობაა analgin ა, ბატონო, აგერაა: http://www.europarl....32/799032en.pdf გმადლობ
  19. asesino_141 ისე, კანადაში მოხვედრის გზების ასახსნელად პირადული სულ არაა საჭირო ოკ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ერთ მსოფლიო კონგრესზე, რომელიც ტარდებოდა ონტარიოში,სადმარიში, მიმიწვიეს მომხსენებლად, ყველა საბუთი დროულად მივაწოდე კანადის საელჩოს ანკარაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო წვრილმანი მცდელობები მავანთაგან, არ გავეში საქართველოდან, მოკლედ კანადის საელჩომ მომცა ვიზა და წამოვედი კანადაში. სულ ესაა
  20. asesino_141 რა ოპერატიული ხარ კაცო და ეს ვინმესთვის საწყენია?
  21. lasha1997 ვახ,კარგი ქვეყანაა და უპრობლემოდ შემიძლია სტუმრად მოსვლა. ძალიან კარგი იმედია მაგიც მალე იქნება
  22. analgin აქ არის ტალიავინის დასკვნის სრული და ორიგინალი ვერსია: დიდი მადლობა, გარდა მაგისა, ძალიან მჭირდება ევროპარლამენტის რეზოლუცია და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, და იმედია თუ არქივში გაქვთ ან სადმე მოკრავთ თვალს, ამ თემაში დადებთ
  23. lasha1997 თუ სეკრეტი არ არის,რომელ ქვეყანაში წახვედი? რა სეკრეტი? თავიდანვე მოგესალმეთ კანადიდან, ტორონტოში ვარ
  24. analgin თუ არ გასწავლი არ დამეხმარები?! ისე კი, თუ რაიმეს შევძლებ დახმარებას, არც ისე რთული მგონია ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდე. თუ გინდა დეტალებზე პირადში დაგელაპარაკები მთავარია, რომ მოინდომო და შინაგანად მართლა დარწმუნდე, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო და შესაძლებლობები გამოჩნდება. მახსოვს შენი პოსტები არჩევნებამდე, რომ თუ ისევ მიშას ხროვა დარჩებოდა მმართველობაში, სერიოზულად იფიქრებდი საქართველოდან წასვლას, მეც ასე ვფიქრობდი და გავაკეთე კიდეც! მოკლედ თუ რამით შევძლებ, მართლა დაგეხმარები. ამ ეტაპზე ალბათ უფრო რჩევებით, და თუ მოახერხებ ტორონტომდე ჩამოსვლას, აქ ადგილზე ასევე შევეცდები დაგეხმარო პირველ ეტაპზე სიტუაციაში გარკვევაში. ერთია, ჯერ 2 კვირაა აქ ვარ, და მართლა სრული თავისუფლების განცდა მაქვს, რაც ნამდვილად არ მქონია საქართველოში!!!
  25. მოგესამებით ფორუმელებს შორეული კანადიდან ვითარებამ მოიტანა, რომ მომიწია საქართველოდან წასვლამ, და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან მიყვარს, მაინც არ ვნანობ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას ჩემს ცხოვრებაში! მეგობრებო, იმედია დამეხმარებით რამოდენიმე თვის წინ, სავარაუდოდ მგონი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ტალიავინის გამოსვლა ჰქონდა ევროპის საბჭოში, სადაც წარადგინ ა მისი კომისიის დასკვნა 2008 წლის აგვისტოს ომზე, ამის მერე ცოტა ხანში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ამ დასკვნაზე, სადაც წერია, რომ ამ დასკვნაში მოტანილი ფაქტობრივი მასალა იყოს გამოყენებული სასამართლოს მიერ, ასევე ჰააგის პროკურორები მუშაობენ აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად. ძალიან მჭირდება ყველა ეს გამოსვლა, რეზოლუცია თუ ნებისმიერი ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ! იმედია დამეხმარებით და მომაწვდით ამ მასალებს ან ლინკებს, სადაც შემიძლია მათი მოძიება დიდი მადლობა წინასწარ ყველას.
×
×
  • შექმენი...