-
პოსტები
1.721 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი liliko
-
სამხრეთ-ოსეთი მისი მოქალაქეების განიარაღებას ცდილობს
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio რა თქმა უნდა -
უი, ეს რომელი განყოფილებაა ფორუმისა? newstudio მეორედ აღარ თქვა მაგი, თორემ... :ravic: ქალებისთვის სექსი მაშინაა სასჯელი, როდესაც სექს-პარტნიორი არ ვარგა! თორემ სინამდვილეში სექსისგან ქალი არანაკლებ, თუ მეტადაც არა :rolleyes: სიამოვნებას იღებს :angel:
-
kisa ვინ? რატომ?
-
kisa 2004 წლის 5 იანვრიდან ამბობ საქართველოს - გულისხმობ მიშას მთავარია მიშას რა უნდა, თორე ჩვე რა მოსატანები ვართ? ისევე როგორც კაცებს ქალები
-
kisa ნიუსტუდიომ დამასწრო და ფანტასტიურად სწორი პასუხი გაგცა newstudio
-
kisa კითხვა არის არასწორად დასმული, მთავარი ის კია არაა, რა მიზანი აქვს საქართველოს, არამედ რა უნდა მიშAს?
-
licemer უკაცრავად, მაგრამ ჟურნალის რედაქციამ დადო "სწორი" თარგმანი, სადაც წინადადება მხოლოდ სტილისტურადაა დახვეწილი, აზრი კი აბსოლუტურად უცვლელადაა გადმოცემული. ეს ნამდვილად უნდა იცოდე
-
სამხრეთ-ოსეთი მისი მოქალაქეების განიარაღებას ცდილობს
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სეილორის სიხარული: პასადენას ”პიარ” კომპანიამ კონტრაქტი ომით დაზარალებულ რეგიონთან გააფორმა სტივენ მიკალანი სეილორის კომპანიამ, პასადენას კრიზისული მენეჯმენტის ფირმამ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ახლახანს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს სეპარატისტულმა რესპუბლიკებმა სამხრეთ- ოსეთმა და აფხაზეთმა პიარ-კომპანია დაიქირავეს - დიდ მეზობელთან საქართველოსთან სიტყვიერ ომში გარკვეული ბერკეტების მოსაპოვებლად რა თქმა უნდა, შარშან ნაკლები სიტყვა, მეტი ტანკი და საბრძოლო რაკეტა იყო. მაშინ საქართველომ სამხრეთ-ოსეთზე ცუდად გათვლილი შეტევა წამოიწყო და მალევე დამარცხდა რუსეთის არმიის საპასუხო შეტევით, რომელსაც აფხაზებიც ეხმარებოდნენ. ორი ავტონომიური რესპუბლიკა, რომელთა სუვერენიტეტსაც მხოლოდ რუსეთი და ნიკარაგუა აღიარებენ, რეალურად მოსკოვის მფარველობის ქვეშაა, რომელიც მათ დანგრეულ ეკონომიკას აფინანსებს. სინამდვილეში “იტარ-ტასი”-ს ინფორმაციის თანახმად, სეილორს ფულს რუსეთი უხდის. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დარეგისტრირებული სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის კონტრაქტების თანახმად, სეილორის ერთ-ერთი ვალდებულებაა - “მსოფლიოსთვის აგვისტოში ცხინვალის მშვიდობიან მოქალაქეებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სასტიკი თავდასხმის შეხსენება.” დოკუმენტში ნათქვამია, რომ სეილორის ანაზღაურებამ თვეში 30 000 დოლარს არ უნდა გადააჭარბოს, რასაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ამ საქმეში ნორმალურ ფასად მიიჩნევენ. Lake Avenue PR ფირმას, რომელიც “ლოს-ანჯელეს თაიმსი”-ს ყოფილმა რედაქტორმა და Sitrick & Co-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ სეილორმა დააფუძნა, კავკასიის კონფლიქტებისგან თითქოს მთელი სამყარო აშორებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან კინომსახიობთა გილდიის კონტრაქტი დისიდენტთა კავშირის წევრებს მიჰყიდა და ბაღდადში შფოთიანი ამერიკის საელჩოს მშენებლობაზე პასუხისმგებელი კუვეიტელი კონტრაქტორის იმიჯი ოქროთი მოავარაყა, სეილორისთვის ძველი ეთნიკური დაპირისპირების შუა გულში შეაბიჯება, როგორც სჩანს, რიგიან ლუკმას წარმოადგენს, სეილორისთვის, რომელიც აგრესიულ მოვაჭრედაა ცნობილი და თავის გასაკეთებელს არავის დაუთმობს. (მან ამ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა და მიზეზად კლიენტთან მისი სამუშაო პროცესის კონფიდენციალობა დაასახელა). “მოდური PR ბიზნესის საიდუმლო სპეციალიზაციაშია” - ამბობს როს ჯონსონი Sitrick & Co-ს ყოფილი წევრი და დღეს BNC PR-ის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი - “ყოველთვის იარსებებს სეპარატისტული რესპუბლიკები. ამიტომ ამ მიმართულებით სპეციალიზებას აზრი ნამდვილად აქვს - ორივე ხელით ვემხრობი ამ წამოწყებას.” სეილორის კომპანიას სერიოზული მუშაობა მოუწევს, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის სიმპათიას საქართველოს მიმართ და მათ ეჭვებს რუსეთის ამბიციებზე საბჭოთა კავშირის ყოფილი გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. “მე დღემდე უამრავი მეგობარი მყავს ჟურნალისტიკაში, რომლებიც ისე მიყურებენ, თითქოს ბოროტ ძალებს მივემხრე” - ამბობს მარკ სეილორი, მისი ფირმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ინტერვიუში კიდევ ერთი რამაა აღნიშნული - “ჟურნალისტიკა ნაწილობრივ” - ამბობს ის - ”ეთიკური პრობლემების გამო დატოვა, რადგან აქტიურად ჩართული აღმოჩნდა იმ დოკუმენტების გამომზეურებაში, რომლებიც 1999 წელს Staples Center-თან მოგების გადანაწილების საეჭვო შეთანხმებას ეხებოდა.” http://blogs.laweekly.com/ladaily/media/sa...lands-conflict/ -
თემა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსეთის კავკასიური კვანძი ედუარდ შტაინერი მოსკოვი - ”ამ საქმის ყველაზე კარგ მცოდნეებსაც კი უჭირთ რუსეთის ჩრდილო-კავკასიის დახლართულ სიტუაციაში გარკვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ სხვა წერტილში მიახლოებითაც კი ასეთი ფეთქებადსაშიში სიტუაცია არ არის, არც ერთ სხვა ადგილას ამდენი შეიარაღებული შეტაკება არ ხდება და ამდენი სისხლი არ იღვრება. ჩრდილო-კავკასიის კვანძი მყარადაა შეკრული” - მიაჩნია ალექსეი მალაშენკოს, მოსკოვის ”კარნეგი ცენტრი”-ს სპეციალისტს რეგიონალურ საკითხებში. “სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ამ კვანძის გახსნა შეუძლებელია” - აღნიშნავს ექსპერტი - “ახლა იმის თქმაც კი შეუძლებელია იქ ვინ ვის კლავს, და ვინ ვის აფეთქებს” ბოლო დროს დღე არ გავა ისე, რომ ამ რეგიონის მრავალრიცხოვანი რესპუბლიკიდან ერთ-ერთში მაინც მკვლელობა არ მოხდეს. ასე მაგალითად, ტერორისტმა-თვითმკვლელმა ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში, შინაგან საქმეთა სამმართველოს ეზოში სატვირთო მანქანა ააფეთქა. 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაიჭრა. კვირას, მეზობელ ჩეჩნეთში, სადაც თითქმის ბოლო ორი წელია შედარებითი სიმშვიდეა და ხალხი აღდგენით სამუშაობებს ატარებს, მებრძოლებმა ექვსი მილიციელი დაჭრეს, ორშაბათს კი რუსულენოვანი ოჯახის ხუთივე წევრი მოკლეს. კვირის დასაწყისში, ასეთივე შფოთიან რესპუბლიკაში, დაღესტანში ორი თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ერთი მილიციელი დაიღუპა, დანარჩენი ათი დაიჭრა. ასევე დაიჭრა ერთი ადგილობრივი მცხოვრები. “კავკასია დუღს” ასეთია ნახევარი კვირის შედეგები, რომელიც ფაქტობრივად ძალადობის ახალ ტალღაზე მიუთითებს. წლის შედეგი გამოფხიზლების საფუძველს იძლევა. მაგალითად, მხოლოდ დაღესტანში - რუსეთის შემადგენლობაში მყოფ დიდ კავკასიურ რესპუბლიკაში, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს - ამ წლის დასაწყისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მილიციის პოსტებზე 128 თავდასხმა და სამი ტერორისტული აქტი მოხდა. იმავდროულად მოკლულია 39 მილიციელი, სპეცსამსახურების ოთხი თანამშრომელი, ერთი პროკურორი, ათი სამხედრო მოსამსახურე და 12 სამოქალაქო პირი. “კავკასია დუღს” - აღნიშნავს სერგეი მარკელოვი რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტიდან - “ის დუღს არა გარე საიდუმლო ძალების მოქმედების, არამედ შიდა წინააღმდეგობების გამო. იქ არის სისხლის აღების წესი, კრიმინალური გარჩევები, ბრძოლა ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებს შორის.” ოფიციალური მოსკოვი და ადგილზე მისი ლოიალური წარმომადგენლები ამ რეგიონში ახლა სულ უფრო ხშირად საუბრობენ - როგორც ეს ჩეჩნეთში მეორე “ანტი-ტერორისტული ოპერაციის” დროს იყო, რომელიც ათი წლის შემდეგ ოფიციალურად ამ წლის აპრილში დასრულდა - “საიდუმლო გარე ძალებზე,” უფრო ზუსტად დაქირავებულ ისლამისტებზე, რომლებიც დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის დესტაბილიზაციას ცდილობენ.” დანგრეული ეკონომიკა რადიკალური ისლამისტების არსებობას თავად ექსპერტებიც არ უარყოფენ. მალაშენკოს თქმით, მათი საქმიანობა რომელიც მიმართულია “არქაიზაციისა და ტრადიციული საზოგადოების მოდერნიზაციის წინააღმდეგ” სოციალური და ეკონომიკური კრიზისის შედეგებით იკვებება. ეკონომიკა მთლიანად დანგრეულია, რეგიონში კი უმუშევრობაა და ის სულ უფრო შორდება რუსეთს. ხელმძღვანელობას, როგორც წესი კრემლი ნიშნავს. მალაშენკოს აზრით, ისლამისტების საქმიანობას უნდა დავუმატოთ ისეთი რუსული გამოვლინებები, როგორებიცაა კორუფცია და ავტორიტარული მმართველობა. “ჩრდილოეთ-კავკასიაში ეს ფაქტორები გაორმაგებული და გასამმაგებული ძალით მოქმედებენ და ერთ მთლიანობას ქმნიან” - აცხადებს ექსპერტი. თუკი რუსეთი დღეს ისეთ ტრადიციულ სახელმწიფოებს ებრძვის, როგორებიც არიან ირანი, თურქეთი - ახლა კი აშშ და ევროკავშირიც - სამხრეთ-კავკასიურ სატრანზიტო ქვეყნებზე (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) კონტროლის მოპოვებისთვის, ჩრდილოეთ-კავკასიაში მოსკოვი უკვე რამდენიმე საუკუნეა უბრალოდ სიმშვიდის მიღწევას ცდილობს, თუმცა ამასთანავე მან დაანგრია ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ლეგენდარული დაღესტნელი მეომარი შამილი ხელმძღვანელობდა. შამილმა მე-19 საუკუნეში კავკასიური ხალხები გააერთიანა და ერთადერთ კანონად შარიათის კანონები გამოაცხადა. და ამ ყველაფერს რადიკალური რუსიფიკაციის მცდელობებიც ვერ აღუდგა წინ. სტალინის მმართველობის დროს, ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი თავისი არსით სასტიკ ტოტალურ დეპორტაციას, 1992 წლიდან ტერიტორიული პრეტენზიების საფუძველზე კონფლიქტების განახლება მოჰყვა. ძალადობა ძალადობის პასუხად ეთნიკურ და ტერიტორიულ პრობლემებში საბჭოთა მმართველებიც ვერ გაერკვნენ, ხოლო როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა გზა გაუხსნა დამოუკიდებლობის იმედებს, ამ რესპუბლიკების გამოყოფის საშიშროება დადგა. ჩეჩნეთის სეპარატისტულ მოძრაობას პირველი ჩეჩნური ომი მოჰყვა, რომელსაც მეორე ჩეჩნური ომის ჩათვლით, 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მალაშენკო რუსეთის ახალი პრეზიდენტის მედვედევის მცდელობებს - მკაცრი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ბოლოდროინდელ ტალღაზე - უპერსპექტივოდ მიიჩნევს. წარუმატებლად დასრულდა მედვედევის მცდელობა ინგუშეთში იუნუს-ბექ ევკუროვის ერთგვარ გამაერთიანებელ პრეზიდენტად გაგზავნას. მალაშენკოს აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ”არ არსებობს სიტუაციიდან გამოსავალი.” ევკუროვს ივნისში თავს დაესხნენ და ის მძიმედ დაიჭრა. http://diepresse.com/home/politik/aussenpo...=/home/index.do -
ოსები ჩვენს თვალწინ ქართველების სახლებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gegius უკომენტაროდ -
ოსები ჩვენს თვალწინ ქართველების სახლებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gegius საკუთარ თვს ეწინააღმდეგები :hm: ვინ გითხრა რომ მხოლოდ სიყვარული და ჩახუტება აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც მხოლოდ ძალა, რომელიც არც გვაქვს, არის ერთადერთი გზა ამისთვის? -
ოსები ჩვენს თვალწინ ქართველების სახლებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gegius ტოტალური გენოციდი და ეთნოწმენდა თუ შენთვის უბრალოდ მეთოდია - მე ვეღარაფერს გეტყვი სტერილური საქართველო, უბრალოდ ვერ და არ იქნება დამიჯერე მიზანი ყოველთვის არ ამართლებს ნებისმიერ საშუალებას. მართლა მინდა მიხვდე ამას, თუმცა ჩემი მცდელობა შეიძლება დღეს უშედეგო იყოს. -
იყო თუ არა ზვიად გამსახურდია კომუნისტებთან
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko მგონი დღესაც მართლა მასეა, ისევე როგორც მთელი 20 წლის განმავლობაში, უბრალოდ ახლა ეს უფრო ფარული და მზაკვრული ხრიკებით კეთდება -
ოსები ჩვენს თვალწინ ქართველების სახლებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gegius რატომ უნდა დაისაჯო? აი ამ სიტყვებისთვის Gegius ე.ი. თუ რამე ან ვინმე ჩემს შვილს ან პირადად მე არ მეხება - ის არაა ჩემი საქმე? ეს არის კონფორმისტის პრინციპი. ასეთი ადამიანები კი მე პირადად არ მიმაჩნია ღირსეულ ადამიანებად! სანამ ვერ ან არ გავიაზრებთ, რომ პრობლემა მარტო სხვაში კიარა ჩვენშიცაა, და სანამ არ გავიაზრებთ რომ რომელიმე ერის მიმართ მტრულად განწყობა ისევ ჩვენთვის არის წამგებიანი, მანამ არაფერი გვეშველება ერების კლასიფიკაცია ყველა თავმოყვარე და ცივილიზირებულ ქვეყანაში, ვისაც მცირედი პრეტენზია მაინც აქვს დემოკრატიულობაზე, უბრალოდ იკრძალება და ასეთი იდეების გავრცელებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი ეკისრება, მაგრამ საქართველო ხომ ასეთი ქვეყნების რიგში არაა და როგორც ვხედავ კიდე კაი ხანი ვერ იქნება. ჩემო კარგო, ცოტა გონიერებაზე რომ გქონდეს პრეტენზია უნდა ცდილობდე, რომ ჩემი გაიგო, მარა არ მგონია ასე მოხდეს -
licemer ამ კითხვაზე ჩემი ბავშვობის ფილარმონიაში ერთ-ერთი კონცერტის ისტორია მომაგონდა ბუნდოვნად მაშინდელი ლენინგრადელი ცნობილი იუმორისტი იყო ჩამოსული. სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს. ერთ-ერთი იუმორისტული ნომერი აგებული ჰქონდა კითხვაზე: "შეუძლია თუ არა ადამიანს გააჩინოს კენგურუ"? რა თქმა უნდა ამ კითხვაზე სწორი პასუხია - არა. მაგრამ ჩვენ რომ ორიგინალურები ვართ, ეს ცხადია, და მისთვისაც იმდენად ცხადი გახდა, რომ ის ნომერი ჩაუვარდა კითხვაზე, რითაც მიმართავდა ყოფილი კავშირის სხვადასხვა ქალაქებში და რესპუბლიკებში, განსხვავებით ყველასგან, დარბაზმა უპასუხა, შეუძლებელი არაფერიაო : ასე რომ ეს ხომ საქართველოა - აქ შეუძლებელი არაფერია! :husein:
-
იყო თუ არა ზვიად გამსახურდია კომუნისტებთან
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer :maladec: :tashi: -
იყო თუ არა ზვიად გამსახურდია კომუნისტებთან
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer რა ცოტა უნდა ბედნიერებას :ena: -
სახელისუფლებო დაჯგუფებებს შორის გავლენის სფეროების ახლებური გადანაწილება იწყება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთი თვის წინ, თავისი პრეზიდენტობის მეხუთე წელს განაცხადა, ხელისუფლებამ ხალხთან დიალოგი უნდა დაიწყოსო, ჰოდა, მთავრობისა თუ პარლამენტის წევრები "სახალხო დიალოგის" ფარგლებში დარაზმულად დადიან რეგიონებში და პრეზიდენტის დავალებას ასრულებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ საპატიო სტუმრებს ნაკლებად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები შეახვედრონ და ადგილობრივი პრობლემებიც მსუბუქად წარმოაჩინონ. სამაგიეროდ, როგორც ამბობენ, ხორაგითაა დამძიმებული ის სუფრები, ამ ფსევდოდიალოგების შემდეგ რომ გაიშლება ხოლმე. ერთი შეხედვით, სახელისუფლებო ეშელონებში ურთიერთსიყვარული და სიამტკბილობა სუფევს, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. ის, რომ სამთავრობო კულუარებში შავი კატა დარბის და სახელისუფლებო დაჯგუფებებს შორის გავლენის სფეროების ახლებური გადანაწილება იწყება, უკვე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტელევიზიების ეთერიდანაც კი ჟონავს. ამას ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტებიც მოწმობს, რომლის მთავარი თემაც ბოლო დროს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისა და ეკონომიკის მინისტრ ლაშა ჟვანიას დაპირისპირებაა. როგორც წესი, ასეთი სიუჟეტების დარტყმის ობიექტი ლაშა ჟვანიაა, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გიორგი არველაძის "იმედის" შეფად დანიშვნის შემდეგ გახდა. თავდაპირველად გილაურისა და ჟვანიას დაპირისპირების მიზეზი ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის საკითხი გახდა. მაშინ ჟვანია ამბობდა, რომ ასეთი სამსახურის არსებობა აუცილებელი იყო, რასაც არ იზიარებდა გილაური. ამჯერად კი მათი დაპირისპირება, როგორც "იმედი" ამტკიცებს, სახელმწიფოსა და სააქციო საზოგადოება "კავკასუსენერჯინვესტს" შორის გაფორმებულმა მემორანდუმმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, სამცხე-ჯავახეთში 43 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. ეს თურმე სამცხე-ჯავახეთში დასაქმებისა და ელექტროენერგიის პრობლემებს მოხსნიდა. სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის გაჭიანურება კი ჟვანიას და მის უწყებას ჰბრალდება, რომელმაც ჰესის ტერიტორიის ნაწილი სახელმწიფო წიაღისეულის მოპოვების აუქციონზე გაასხვისა, თუმცა იმავე სიუჟეტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ეს ლიცენზია მას შემდეგ გამოითხოვა უკან, რაც პრობლემის არსში გაერკვია. ეკონომიკის სამინისტროში ისიც განმარტეს, რომ მათი შეცდომის მიზეზი ენერგეტიკის სამინისტრო იყო, რომელმაც ჰესის მდებარეობის კოორდინატები დროულად არ გადასცა. გამოდის, კონფლიქტი ამოწურული ყოფილა, მაშ, რატომ გახდა მსგავსი სიუჟეტის მომზადება საჭირო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც წესი, ასეთი სამთავრობო დაპირისპირებები კულუარებშივე რჩება ხოლმე და გარეთ ნაკლებად გამოჟონავს? ამას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გიორგი არველაძის პირადი შურისძიებით ხსნის: "პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს შორის დაპირისპირების აფიშირება განსაკუთრებით თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი არველაძემ მიაგნო "იმედის" მართვის პულტს. მისი მხრიდან ეს სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება შედარებით წარმატებულ მინისტრზე, გაცილებით წარუმატებელი მინისტრისგან. შეგახსენებთ, სწორედ ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა იყო, რომლიდან დაგორების შემდეგაც არველაძე ახლა პირველად ცდილობს კვლავ ხელისუფლებაში "ახოხებას." არველაძესა და ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფებს ჟვანია რომ გულზე არ ეხატებოდეს, საამისოდ სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად, მეგობრობა ირაკლი ალასანიასთან ან თუნდაც ეკონომიკის მინისტრობისას გამოჩენილი პრინციპული პოზიცია ტყეების გრძელვადიანი იჯარით გასხვისების საკითხში. როგორც ჩანს, ვიღაც გულმოდგინედ ცდილობს წყლის ამღვრევას სააკაშვილის კარზე და ჟვანიას იმიჯის შელახვას. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია იმ ფონზე, როდესაც ამდენი მითქმა-მოთქმაა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, ამ ცვლილებებს კი სააკაშვილი შემოდგომისთვის გეგმავს. გავრცელებული კულუარული ინფორმაციებით, ბევრ მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება, სხვებს კი ერთი სავარძლიდან მეორეში გადანაცვლება. როგორც ამბობენ, თანამდებობას დატოვებს ნიკა გილაურიც და ისევ ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდება. მთავრობიდან საერთოდ გასასტუმრებელთა სიაში ლაშა ჟვანიას გარდა ასახელებენ სანდრო კვიტაშვილს, კობა სუბელიანსა და დავით სიხარულიძეს, რომელსაც გადადგომის შესახებ განცხადება თითქოს უკვე დაწერილიც ჰქონია. სოსო ცისკარიშვილი: - ის, რაც შარშან აგვისტოში საქართველომ გადაიტანა, იმედს მაძლევს, რომ თუკი შემოდგომაზე საკადრო ცვლილებები განხორციელდება, თავს არავინ მოიკლავს. ეს მწარე ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ასეთი კარუსელის მომწყობნი უკვე კარგად შეეჩვივნენ ამ მდგომარეობაში ყოფნას და კარგადაც ხალისობენ. თუმცა სამწუხაროდ, ყოველი კარუსელის შემდეგ ხელისუფლება სულ უფრო შორდება ქვეყნის მოსახლეობას. ვხედავთ, რომ მიუხედავად საყოველთაოდ რეკლამირებული "სახალხო დიალოგისა", ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სულ უფრო ნაკლებია კომუნიკაცია. მინდა, ვცდებოდე და ვიფიქრო, რომ ახალი კარუსელი ძალოვანი მინისტრების შეცვლით დაიწყება, თუმცა ეს ფანტასტიკის სფეროა... ალბათ, ანალიზის გაკეთება უპრიანი იქნება მას შემდეგ, რაც ცვლილებები რეალურად განხორციელდება, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რა შეიცვლება გავლენის სფეროებში იმ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არსებობს. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, ვინ ჩაიბარებს თავდაცვის მინისტრის პორტფელს, რადგან ეს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციაში გადასაწყვეტი საკითხი არ გახლავთ. - როგორც ამბობენ, ამ თანამდებობას ან გელა ბეჟუაშვილი დაიკავებს, ან ნიკა რურუა... - ჩემი ინფორმაციით, ბეჟუაშვილის საკითხი უარყოფითად გადაწყდა, რადგან მან ვერ მიიღო თანხმობა წამოყენებულ პირობაზე... - რა პირობაზე? - საქმე ისაა, რომ თავდაცვის სამინისტროში საკადრო პოლიტიკის ვერტიკალი იწყება და მთავრდება ბაჩო ახალაიათი, ბეჟუაშვილის პირობა სწორედ ამის შეცვლა იყო, რაზეც უარი მიიღო. თავდაცვის სამინისტროში ახალაია არის იმის გარანტი, რომ ამ უწყებასაც იგივე ხელმძღვანელი ეყოლება, რომელიც ქართულ პოლიციას! მინისტრობის ახალი კანდიდატისთვის თუ მისაღები იქნება ეს პირობა, მაშინ ის გახდება მინისტრი, თუ არა და, არა. ამ შემთხვევაში გამონაკლისი შეიძლება იყოს ბატონი ნიკა რურუა, რომელსაც საკუთარი რესურსები აქვს იმისთვის, რომ ბაჩო ახალაია, როგორც მერაბიშვილის კაპრიზი, მიიღოს ან არ მიიღოს. - ლაპარაკობენ, რომ ზურაბ ადეიშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი, თქვენ ამას შესაძლებლად მიიჩნევთ? - გაგიკვირდებათ, რომ გახდეს? მე არ გამიკვირდება. ალბათ სააკაშვილს დიდი მუშაობა მოუწევს, რომ ეს ადამიანი სახალხო პოლიტიკოსად აქციოს, რასაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მოითხოვს. ადეიშვილი ხომ კულუარული პოლიტიკის მიმდევარია, მას შეუძლია შიდა ინტრიგების ლავირება და არა სახალხოდ საქმიანობა. მაგრამ თუ სააკაშვილი მოისურვებს, ის მის ამ სურვილს წინ ვერ წაუვა. ადეიშვილი ხომ იმ ორ-სამ კაცში შედის, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა და რომლის გარეშეც ხელისუფლებაში ყოფნა ვერ წარმოუდგენია. - ამბობენ, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად სანდრო კვიტაშვილის ნაცვლად სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია დაინიშნება... - ამაზე კომენტარი ერთი შეიძლება იყოს: ვაის გავეყარე, უის შევეყარეო! - სააკაშვილისა და უგულავას დაპირისპირებაზე ქართულ პრესაში ბევრი იწერება... - გიგი უგულავა იმდენად სააკაშვილისთვის არ არის მიუღებელი ფიგურა, რამდენადაც პრეზიდენტის გარემოცვისა და მერაბიშვილისთვის. როგორც წესი, ისეთი ტიპის ხელისუფლებაში, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებაა, პირველი პირის ფავორიტებს შორის მუდმივად მიმდინარეობს ქიშპი იმაზე, თუ ვინ მოიგებს პირველი პირის გულს და დაიმსახურებს მის სიყვარულს. შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ, პირველ და ნაპატივებ ყურს ერთმანეთზე რაც შეიძლება ნეგატიური ინფორმაცია მიაწოდონ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, უგულავას შესახებ სააკაშვილს უფრო მეტ ცუდს ასმენინებენ, ვიდრე უგულავა ახერხებს თავის მოწინააღმდეგეებზე უარყოფითი "დანოსების" მიტანას. როგორც ჩანს, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია და სააკაშვილსაც მცირედ, მაგრამ მაინც გაუცივდა გული ქალაქის მერზე. ამიტომაცაა, რომ კულუარებში მის შესაძლო პრემიერმინისტრობას უკვე აღარ განიხილავენ. ნათია დოლიძე ”ყველა სიახლე”
-
კისა, ყველა ჩემი პოსტი ამ თემაში პერსონალურად გეძღვნება შენ 14:16 21.08.2009 - რას უკავშირდება ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლება ლაშა ჟვანიამ ეკონომიკის მინისტრის სავარძელი დღეს დატოვა. როგორც პრემიერმა, ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს და პირადად მინისტრის მუშაობით უკმაყოფილო იყო. ერთი-ერთ ფაქტორად გილაურმა ინვესტიციების მოზიდივის მხრივ არსებული ვითარება დაასახელა. რეალობა ნათელია, პრემიერის საყვედური და გაფრთხილებაც ყველასათვის გასაგებია, თუმცა ქართველი ექსპერტები პრემიერ გილაურის გადაწყვეტილებას სხვაგვარად აფასებენ და მას „ბენდუქიზმის" მიმდევრობაში სდებენ ბრალს. ეკონომიკური ექსპერტი ლადი პაპავა ეკონომიკური განვითარების მინისტრობიდან ლაშა ჟვანიას გათავისუფლებას საქართველოში სწორედ „ბენდუქიზმის" გამარჯვებად აფასებს. „ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსალოდნელი იყო, რადგან მან, როგორც კი მინისტრი გახდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი ორი მოადგილე. ისინი კახა ბენდუქიძის კადრები და მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ",-განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ლადო პაპავამ. მისივე განმარტებით, ჟვანიას რომ წარუმატებელ მინისტრად შერაცხავდნენ, მაშინ გახდა ცხადი, როცა პრემიერ-მინიტრმა გილაურმა ჟვანიას მიერ გათავისუფლებული ადამიანები თავის თანაშემწეებად დანიშნა. „ჟვანიას გათავისუფლება საქართველოში კვლავ ბენდუქიზმის გამარჯვებაა. სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, კახა ბენდუქიძემ შექმნა ახალგაზრდა თანამოაზრეთა ფართო წრე, რომლებიც ქართული ეკონომიკის ნგრევას განაგრძობენ",- აღნიშნავს ლადო პაპავა, რომლის აზრითაც, ფორმალურად, ჟვანიას ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემა არ აპატიეს, მაგრამ მისი გათავისუფლება პრეზიდენტის გუნდში ეკონომიკის განვითარებაზე სხვადასხვა მიდგომებს უკავშირდება. ლადო პაპავას მტკიცებით, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ თავისი გუნდის წრე თავადვე შეზღუდა, მთავრობაში ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ მორიგი კარუსელია. ის რომ მთავრობის ახალგაზრდა მინისტრებს აკლიათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ექსპერტების დიდი ნაწილის მოსაზრებაა. სწორედ ჩამოუყალიბებელ სამოქმედო კონცეფციას საყვედურობს მას დემურ გიორხელიძე და ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით, ჟვანიას არც არაფერი გაუკეთებია. ეკონომიკის საკითხების ექსპერტის თქმით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკის მინისტრებს დაუდევრად ირჩევს და როდესაც შედეგი არ არის, კონკრეტული ბრალდებების წამოყენება ხდება. „ეკონომიკის მინისტრებს ფაქიზი შერჩევა სჭირდება. სისტემაა შესაცვლელი",-მიიჩნევს გიორხელიძე. ერთი კონკრეტული პერსონის დასჯით რომ სისტემაში და კერძოდ ეკონომიკაში სიტუაცია არ გამოსწორდება კარგად ესმის „ეროვნული ფორუმის" წევრ ნიკო ორველაშვილს. „ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებით ვითარება არ გამოსწორდება. მთავარი დამნაშავე ვინც არის, საზოგადოებამ კარგად იცის. მთავრობის შიდა დაპირისპირება რომ საჯაროდ გამოაქვთ, ერთს უნდა ნიშნავდეს - ეძებენ საზოგადოების თვალში განტევების ვაცად გამოსასახ ფიგურებს; ილუზიის გაჩენას ცდილობენ, რომ დამნაშავე მოიძებნა და სიტუაცია გამოსწორდება",-განაცხადა ორველაშვილმა. მისივე შეფასებით, ლაშა ჟვანია პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის და პატიოსნების კუთხით სუსტი მინისტრი იყო, თუმცა ამ მხრივ მთავრობაში არც ერთი მინისტრი არ არის ძლიერი. ინვესტიციების შეფერხების გამო ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას „თითიდან გამოწოვილ" მიზეზად მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი. ექსპერტის განცხადებით, ინვესტიციების შეფერხებას არა ლაშა ჟვანია, არამედ ის სისტემა იწვევს, რომლითაც ქვეყანა იმართება. „მთავრობის შიგნით დაპირისპირებაზე რომ დაიწყო საუბარი ხელისუფლების კონტროლირებადი მედიის მხრიდან, გასაგები იყო, რომ რაღაც მოხდებოდა უახლოეს მომავალში. მინისტრის გათავისუფლების მიზეზის დასახელება უნიკალური შემთხვევაა. აქამდე მინისტრებს და პრემიერ-მინისტრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ათავისუფლებდნენ. ამ შემთხვევაში კი, ნეგატიური მიზეზი დასახელდა. კარუსელის სკამზე ვინ იჯდება, მნიშვნელობა არა აქვს, სისტემაშია პრობლემა. ლაშა ჟვანიამდე ეკონომიკაში კარგად იყო საქმე? ბენდუქიძე, რომელმაც დაანგრია საინვესტიციო გარემო, თანამდებობიდან მშვიდად წავიდა",-განაცხადა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლებაშია ისეთი სისტემა, რომელიც კარგ მინისტრსაც თავის თარგზე ჭრის. ამასთან, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრის გადადგომით გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, „ენერგო პროსა" და „ბლოკ ჯორჯიასთან" დაკავშირებით არსებული პრობლემები ლაშა ჟვანიას გადააბრალონ. „ვფიქრობ, რომ ლაშა ჟვანიასათვის გადაბრალება, რომ „ბლოკ ჯორჯიას" და „ენერგო პროს" ინვესტიციები არ შემოაქვთ, აბსურდულია. არის კონკრეტული ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ინტერესები ამ კომპანიებში, მე გილაურს არ ვგულისხმობ, მაგრამ მთავრობის ეკონომიკურ ჯგფში არიან ასეთი ადამიანები, და ამ საკითხის ლაშა ჟვანიასათვის ხელის შეწმენდას ცდილობენ", - ვარაუდობს გია ხუხაშვილმა. Internet.ge
-
იშვიათად ვამბობ ადამიანებზე უხეშ ფრაზებს, მარა დათო დარჩიაშვილმა თავისი უნამუსობით ყველას და ყველაფერს გაუსწრო, თვით გივი თარგამაძესაც კი, რადგან მას, როგორც მოაზროვნე ადამიანს, ვინც მშვენივრად აფასებს რეალობას, მეტი მოეთხოვებავ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების უფრო სწრაფი ტემპი სჭირდება, რაც ლაშა ჟვანიამ ვერ უზრუნველყო, - ამის შესახებ ‘’ინტერპრესნიუსს’’ საპარლმენტო უმრვლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა. ‘’ყველა იმ პრობლემის გადაუჭრელობა, რომლებიც ქვეყანის წინაშე დგას, შესაბამისი პროფილის მინისტრის პასუხისმგებლობას ნიშნავს. ფაქტია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ფეხი ვერ აუწყო ინვესტირებისთვის მომგებიანი გარემოს შექმნას, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის~, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, გამოიკვეთა, რომ ინვესტიციების მოზიდვის ტემპები დასაჩქარებელია და ეს საკითხი სწორედ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს. kisa ამათ უკვე კაი ხანია გარე ორსულობის გამო სამშობიარო ჭინთვები აქვთ, ასე რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება სანამ იმ კერას არ ამოკვეთს ვინმე
-
kisa ტყეშელაშვილიც ასე არ მოხსნეს ან ლეტუ? ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, ლაშა ჟვანიას შეფასებით, ნიკა გილაური საკმაოდ სუსტი პრემიერია. ‘’მან არ იცის კარგად მართვისა და მენეჯმენტის საკთხები’’, - აღნიშნა ჟვანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მან გაიხსენა პრემიერად გილაურის დანიშვნის პერიოდში პრეზიდენტის განცხადება, რომ მოხდა ტექნიკური გადანაცვლება. კერძოდ, მგალობლიშვილის წასვლის შემდეგ ვიცე-პრემიერი გილაური გადავიდა პრემიერად. ‘’ეს გადანაცვლება ჩემთვისაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ჩემი მინისტრად დანიშვნის დროს პრემიერი იყო ჩემი მეგობარი გეგა მგალობლიშვილი, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგა იმუშავა ეკონომიკის მიმართულებით’’, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.