-
პოსტები
1.721 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი liliko
-
ოსები ჩვენს თვალწინ ქართველების სახლებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo :nasos: -
პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების ჩამოყალიბება
liliko replied to Tazo200X's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ისე არც კრემლის დაბომბვაა შეუძლებელი ალბათ? :yeah: :2kiss: -
პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების ჩამოყალიბება
liliko replied to Tazo200X's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სლავიკა ნამდვილად ერთი დღე 7-ის ღამიდან 8-ის ღამემდე შეტევა განხორციელდა და რუსეთმა გვაცალა და ამ დროისთვის ცხინვალი სრულად არა, მარა ნაწილობრივ აღებული იყო. შეგახსენებთ კოკოითის ისტერიულ კივილს - რუსებმაც გავწირესო. თავისთავად ეს არაა გასაკვირი და არც სატრაბახო. ცხინვალში ალია-ბალია 30000 მოსახლეა. თბილისის ერთ რაიონში გლდანში 8-ჯერ მეტი მოსახლეობაა. აქედან რამდენია ბავშვი და ქალი? თანაც ნაწილი იმ დროისთვის გასული იყო. ასე რომ რიცხვობრივადაც და ტექნიკითაც თბილისი აშკარად დაჯაბნიდა ცხინვალს. მარა რამდენად სწორი იყო ეს მცდელობა? -
პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების ჩამოყალიბება
liliko replied to Tazo200X's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Tazo200X ბოლო დროს აზერბაიჯანმა დაიწყო ამ მიმართულებით აქტიურობა. newstudio შენი საქმისა შენ იცი, მარა არ მგონია დაცინვა ამ შემთხვევაში რაიმეს მომტანი იყოს -
პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების ჩამოყალიბება
liliko replied to Tazo200X's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Tazo200X ძალიან მიწყენთ თავხედ დიაცს რომ გიპასუხოთ... "ნეტარ არიან მორწმუნენი"? კონკრეტულ დეტალურ დისკუსიაში თქვენთან არ და ვერ ჩავერთვები - დილეტანტი ვარ ამ სფეროში, და ჩემი პრინციპია, არ ვიკამათო იმაზე, რაც კარგად არ ვიცი. მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს არც ადამიანური, არც სამხედრო და არც ემოციური რესურსი არ აქვს საკმარისი ომის საწარმოებლად დღეს. ერთადერთი, რაც არაა საკამათო - ეს რელიეფია. მაგრამ თქვენ თვლით, რომ ეს საკმარისია? -
პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების ჩამოყალიბება
liliko replied to Tazo200X's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio სომხეთის და ახლა უკვე აზერბაიჯანის სამხედრო ძალაზე თუ გაქვს ინფორმაციები? კაი იქნება თუ გაეცნობი სომხური ჯარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მობილიზებული და ორგანიზებულია. მართალია შეიარაღება არ ჰქონდა ისეთი ახალი, როგორც ჩვენ, მარა მარტო შეიარაღება, შესაბამისი ორგანიზების და მართვის გარეშე რა ხეირიცაა, კი ვნახეთ შარშAნ რა თქმა უნდა, საპატიებელი არაფერია -
ოსები ჩვენს თვალწინ ქართველების სახლებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo ჩვენ ეს არც შარშან აგვსტომდე გვაწყობდა, მარა მაგ. ივლისში რაღაც არ მახსოვს საზოგადოებაში ძალისმიერი გზით მოგვარების წინააღმდეგ საზოგადოების სერიოზული ნაწილის პროტესტი. პირიქით ნამდვილად მახსოვს. ასე რომ ამაზე შეთანხმება კატაზე თაგვის მიერ ეჟვანის ჩამოკიდებას ჰგავს -
ოსები ჩვენს თვალწინ ქართველების სახლებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo მთავარი ის კი არაა, რა აწყობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არამედ ის - რა გვაწყობს და რა შეგვიძლია ჩვენ... -
პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების ჩამოყალიბება
liliko replied to Tazo200X's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ეს შენი უფლეაა,მაგრამ დამვალებ, თუ ამიხსნი როგორ გესახება ეს შესაძლებლად? ოღონდ შენც გივი თარგამაძესავით, 2004 წელს პირდაპირ ეთერში რომ იქადნებოდა: - რუსეთს საქართველოში მეორე ჩეჩნეთს მოვუწყობთო, არ მითხრა. მე კონკრეტულად გეკითხები - როგორ მიგაჩნია ეს შესაძლებლად? აქვე დავამატებ, რომ მესმის შენი უდიდესი სურვილი, რომ ასე იყოს, მაგრამ მაპატიე, არარეალურია ეს. -
ოსები ჩვენს თვალწინ ქართველების სახლებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo თუ დროულად არ გავაცნობიერებთ შარშანდელი აგვისტოს შემდეგ სრულიად ახალ ვითAრებას, მასეც მოხდება. ხელისუფლება რომ არ აპირებს ახალი რეალობის ადეკვატურ აღქმას, ეს იმითAც კარგად ჩანს, რომ უკვე ერთი წელი ყოველდღიურად უკან და უკან მიდის საქართველო მისი უმოქმედობით, როგორც ქვეყნის შიდა ისე გარე პრობლემების რეალურად მოგვარების შესაძლებლობების შანსების ყოველდღიური შემცირებით! -
პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების ჩამოყალიბება
liliko replied to Tazo200X's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio სანამ არ გავიაზრებთ, რომ ძალით და ომით რუსეთს ვერაფერს ვუზამთ. სხვა არა ქვეყანა კი ღიად საომარი ძალით ჩვენს გვერდზე დამდგომი არაა. მხოლოდ დიპლომატიური, საკმაოდ დრო და შრომატევადი გზა გვრჩება, მარა ესაა რეალობაა! ჩვენი სიძლიერე ჩვენს სისუსტეშია, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს. -
licemer კაცებისთვის არანაკლებ მტკივნეულია, თუ რიგ შემთხვევაში უფრო მეტადაც არა, ვგულისხმობ ასაკის მატების გამო იმ პრობლემებს, რაც კაცისთვის ხშირ შემთხვევაში კატასტროფის ტოლფასია. ქალი მხოლოდ ვიზუალურად იცვლება Democrat არა სრულად, მარა მაინც შველის ანუ ფიზიკური აქტიურობა, და სექსიც ამ აქტიურობათა შორის ერთერთია, ნამდვილად ხელს უწყობს ასაკთან ბრძოლას
-
თუ რაც აქ წერია და ითქვა, მართალია, მაშინ ეს მარაზმია
-
ხაინდრავა- "გამაგებინეთ, სააკაშვილი ქართველმა
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer არა ბატონო ლიცემერ, საქართველოში დღეს ისევე არ ცხელა, როგორც ხაინდრავა მართალს ამბობს -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ერთადერთ იმედად ისღა დაგვრჩენია, რომ მსოფლიო ჩვენზე ლაპარაკობს :husein: მიშასაც ხომ მუდამ ეს უნდოდა, რომ სნნ-ზე და ბბს-ის პირველ ნიუსებში ელაპარაკათ ჩვენზე კიდევ ერთი სტატია, და საერთოდ, მგონი კაი იქნება, თუ ამ თემასი ასეთი სტატიები და ინფორმაციები დაიდება გასული აგვისტოს მოვლენებზე Presa.ge რუსეთი და საქართველო: კავკასიური გათვლა ერიკ უოლბერგი, DissidentVoice.org, თარგმანი: foreignpress.ge] საქართველოს ერთი წლის წინ რუსეთთან ომი ჰქონდა, ომის ღრუბელი კი დაშლას არ აპირებს. 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ავბედითი შეჭრის წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებდა: “საქართველო არ წყვეტს თავისი “ტერიტორიული მთლიანობის” ძალით აღდგენის მუქარას. შეიარაღებული ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთანაა კონცენტრირებული და ადგილი აქვს პროვოკაციებს”, მათ შორის, განახლდა ქართველების მიერ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის დაბომბვა. რა მოიტანა ოსურმა ფიასკომ? “გაიმარჯვა” , თუ “დამარცხდა” რუსეთი? დაუდო თუ არა მან ბოლო ნატოს ექსპანსიას? რა გამოცდილება მიიღეს სააკაშვილმა და მისმა დასავლელმა სპონსორებმა? ანალიტიკოსები ბოლო კვირების მანძილზე ყვლაფერს დეტალურად აანალიზებდნენ. ზოგიერთები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა აშშ-ს სამხედრო კოლეჯის პროფესორი, სტივენ ბლენკი, უგულვებელყოფენ ნებისმიერ მტკიცებას, რომელთა თანახმადაც რუსეთის პასუხი სამართლიანი იყო, რადგან “ომის წინაც კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა არ არსებობდა”. ის ამტკიცებს, რომ რუსეთმა წააგო, რომ მისმა პასუხმა რუსეთის ჯარის არაკომპეტენტურობა და სისუსტე დაადასტურა, შედეგად მანვე უზარმაზარი ეკონომიკური დანაკარგები მიიღო, რადგან ევროკავშირი ახლა ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს დაეძებს, ხოლო აშშ რუსეთის “ახლო საზღვარგარეთში” მის სენსიტიურობას კვლავინდებურად უწევს წინააღმდეგობას. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ეტან ბურგერი სიტუაციას “გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ანექსიას” ადრის, სადაც აშშ-მ მამაცი ბრიტანეთის როლი შეასრულა, რომელიც თავის დროზე ფაშისტურ ურდოებს დაუპირისპირდა. როგორც ჩანს, ბურგერი მონროს დოქტრინას ცალმხრივ მოძრაობად განიხილავს. უთხარით ეს ჰონდურასელებს. მართლაც რუსული ჯარი თავისი საბჭოთა ანალოგის აჩრდილს წარმოადგენს, ისევე როგორც თავად რუსეთიც, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქურდი ბიზნესმენები და დასავლელი მეგობრები ძარცვავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჯარი უწესრიგოდ გაიქცა, ”აშკარა გახდა ოპერაციის დაგეგმვის, პერსონალის გაწვრთნილობის, აღჭურვილობის მზადყოფნისა და თანამედროვე ერთობლივი საბრძოლო ოპერაციის მართვის დეფიციტი”, თუმცა მაინც ”დადასტურდა, რომ ის სიცოცხლისუნარიან საბრძოლო ძალად რჩება”, წერს ვლადიმერ ფლოროვი russiaprofile.org-ზე.რუსეთის “დე ფაქტო” გამარჯვებით განრისხებულმა დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შემდგომში რუსეთის ეკონომიკისთვის ძირი გამოეთხარა. სამხედრო ოპერაციაში რუსებმა $500 მილიონი დახარჯეს’ “კაპიტალის გადინებამ” $10 მილიარდს მიაღწია, ხოლო სავალუტო მარაგები $16 მილიარდით შემცირდა. საბოლოო გაანგარიშებით რუსეთს ომი $27.7 მილიარდი დაუჯდა. სხვა ანალიტიკოსებს, ისეთებს, როგორიც გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ანალიტიკოსი ალექსანდრე რარია, ომი აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში უმნიშვნელო მოვლენად მიაჩნიათ. “დასავლეთმა საქართველო სწრაფად დაივიწყა. საქართველო და სააკაშვილი არც იმდენად მნიშვნელოვანნი არიან, რომ მათ გამო ახალი “ცივი ომი” დაიწყოს. დასავლეთს რუსეთის დახმარება ბევრ საკითხთან დაკავშირებით სჭირდება, მაგალითად ირანთან დაკავშირებით. დასავლეთი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ტერიტორიულ- ეთნიკურ კონფლეტებს საკუთარი ძალით ვერ გადაწყვეტს. სტატუს კვო ყველას აწყობს”. მისი პროგნოზით, მოსკოვმა 2017 წლის მერე სევასტპოლში დარჩენაც რომ გადაწყვიტოს, “ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთთან კონფლიქტი არ წარმოიქმნება”. სერგეი როი, რუსული “გარდიანის” რედაქტორი აღნიშნავს, რომ კონფლიქტმა “უფრო მეტი სიცხადე შემოიტანა, ან თუ საპირისპირო ფორმულას გამოვიყენებთ, შიდა და საგარეო ურთიერთობებშიც ნაკლები ბუნდოვანება დატოვა”. მან გაიხსენა, რომ პუტინმა ასეთი კრიზისებისთვის სპეციალურად შექმნილი ცხელი ხაზით ბუშთან დაკავშირებაც სცადა. “მეორე მხარე უბრალოდ არ პასუხობდა. მკვდარი სიჩუმე. ცხადი ნიშანი იმისა, რომ ეს მხარე უშუალოდ მონაწილოებდა სააკაშვილის სისხლიან თამაშში”. როი იმის გამო მოსთქვამს, რომ ზესახელმწიფოების მტრობა ცოცხალია, თუმცა “რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რაც რეალურად შეეძლო (იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად, კულტურულად), რათა დასავლეთს ის მიეღო და მოსწონებოდა. ყველაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ მთლიანად გამქრალიყო. მაგრამ მისი გაქრობა აუცილებელია”. როი აშშ/ნატოს იმ ყოვლისმომცველ გეგმაზე მიუთითებს, რომლის მიზანიც მთელი ყოფილი საბჭოთა სივრცის (და არა მხოლოდ) დესტაბილიზაცია და დეზინტეგრაციაა. სტრატეგია კავკასიის ბალკანიზაციაში მდგომარეობს (დაღესტანი, ჩეჩნეთი და სხვა ავტონომიური რეგიონები), იგივე შეიძლება ითქვას ირანზე, ერაყზე და ჩინეთზე. პრინციპი ასეთია, “არ იბძოლო უშუალოდ, შენი მტრის დასასუსტებლად მისსავე საზღვრებში არსებული სეპარატისტული მოძრაობები გამოიყენე “. აშშ ამ სტრატეგიას ათწლეულბის მაძილზე ხვეწდა, ყველაზე სამარცხვინოდ ის იუგოსლავიაში გამოიყენა - ხანდახან პირდაპირი დაბომბვებით, ხანდახან ქრთამის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფერადი რევოლუციების მეშვეობით. სანამ დასავლური მედია რუსეთს საქართველოში ცუდი ქცევის გამო ადანაშაულებდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იმ წარმონაქმნებად იქცნენ, რომელიც აშშ-ს სპონსორობით არსებულ ფსევდო-დემოკრატიულ სახელმწიფოთა სამყაროში, რუსეთის ჰეგემონიას ამკვიდრებს. ახალი, უფრო საზრიანი პოლიტიკური რეჟიმი საქართველოში, რომელიც აღიარებს არსებულ სიტუაციას და რუსეთთან პრაგმატულ, შესაძლოა თანამშრომლობით ურთიერთობას დაამყარებს, ალბათ შესძლებდა დსთ-ს ფარგლებში რაიმე კომპრომისის მიღწევას, თუმცა როგორც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, “ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა, ბოლივია, ვენესუელა, კუბა, ჰონდურასი, ეკვადორი და სხვები აფხაზთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებენ. სანამ ჩვენი საცოდავი პრეზიდენტი თავისი ტახტის შენარჩუნებითაა დაკავებული, საქართველოს დაშლა გრძელდება და ღრმავდება”. ომმა მართლაც ჩაშალა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა (რომელიც, ბლენკის უარყოფის მიუხედავად, ძალიან რეალური იყო). მაგრამ ნატოს გეგმები უკრაინისა და საქართველოში ჯიუტად და სწრაფი ტემპით ხორციელდება. სახელმწიფო მდივნის ყოფილმა ასისტენტმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ სააკაშვილს $1 მილიარდი პატარა საქართველოს ჯარის ასაღორძინებლად და მისი ნატოს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჩუქრად მიართვა. ჰო, და კიდევ იმისთვის, რომ ქართული ჯარი ავღანეთში სამსახურისთვის მოამზადონ. სხვა სიტყვებით, საქართველოს აშშ-ს მსოფლიო სამხედრო სტრატეგიაში შერწყმისთვის ამზადებენ, იქნება ეს ნატოში ფარგლებში, თუ მის მიღმა. ბოლოს და ბოლოს კოლუმბია სულ არ არის ნატოს წვერი, მაგრამ მას ასევე განსაკუთრებულად ეპყრობიან, მით უფრო, რომ ასე მოხერხებულადაა განლაგებული აშშ-ს მტერთან, ვენესუელასთან. შესაძლოა ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვისაც საქართველოში ასეთივე ხრიკად გამოდგეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ახალმა თანაშემწემ, თინა კაიდანოვმა აპრილში ასე აღწერა აშშ-ს მიერ ინიცირებული ბალკანიზაციისთვის მისი კვალიფიაციის შესაბამისობა: “მე ვმუშაობდი სერბეთში, ბელგრადში და სარაევოში, მერე ვაშინგტონში, მერე სარაევოში დავბრუნდი და ახლა ისევ კოსოვოში ვარ”. ანდრეი არეშევი, სტრატეგიული კულტურული ფონდის დირექტორის მოადგილე PanArmenian.net-ში გვაფრთხილებდა, რომ კაიდანოვის ახალი თანმდებობა “ჩრდილო კავკასიაში ეთნიკურობის პოლიტიზაციისათვის ხელახალი სულის ჩაბერვის მცდელობაა, კოსოვოს სცენარის განმეორების შესაძლებლობით”. აშშ უბრალოდ გააგრძელებს კოსოვოს სეპარატისტთა აღიარების დროს გამოყენებულ ორმაგ სტანდარტს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შეაიარაღებს, რათა დაამხოს აფხაზეთის, მთიანი ყარაბახისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. არადა აქედან არც ერთი არ “ჩამოშორებია” არაფერს, გარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლად შექმნილი სახელმწიფოებისა, რომლებსაც ისინი არც არასდროს ეკუთვნოდნენ. გასული ზაფხულის პროვოკაციაზე რუსეთის მიერ გაცემული პასუხის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ ეს წვრილმანი დამაინტრეგებელი ნიღბებია. არადა, რუსეთის გადაწყვტილებამ შედეგად ის მოიტანა, რომ მსოფლიო, 1914 წლის მსგავსად, ომში არ გადაეშვა, ხოლო ომი ამჯერად სავსებით შეიძლება ბირთვული ყოფილიყო, მით უფრო, თუ აშშ-სთან შედარებით რუსეთის აბუჩად აგდებულ სამხედრო სისუსტეს გავითვალისწინებთ. კედელთან მიმწყვდეული ერი ყველა ძალას მიმართავს, ხოლო რუსეთს აშშ-მ და მისმა ერთგულმა ნატომ სწორედ ასეთი ადგილი მიუჩინეს. “თუ რუსეთი სამხედრო ძალით კონფლიქტში ჩარევისგან თავს შეიკავებდა, ჩრდილო კავკასიის ხალხებს სერიოზული ეჭვი გაუჩნდებოდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუძლია რუსეთს მათი დაცვა. ეს კი ჩრდილო კავკასიაში უამრავ სეპარატისტული მოძრაობას დაუდებდა სათავეს, რასაც შეიძლება არა მხოლოდ საერთო კავკასიური, არამედ მსოფლიო ომიც მოყოლოდა” - ამბობს ანდრეი არეშევი. გეგმა, რომლის თანახმადაც რუსეთი იუგოსლავიის მსგავსად, შეიარღებული სეპარატისტული კამპანიით უნდა დაშლილიყო, 1999 წელს გვახსენებს, როდესაც კონსერვატიულმა ორგანიზაციამ, Freedom House-მა შეერთებულ შტატებში “ჩეჩნეთის მშვიდობის” ამერიკული კომიტეტი დააფუძნა. მის რიგებში შედიოდნენ ზბიგნევ ბზეჟინსკი, ნეოკონები რობერტ კაგანი და ვილიამ კრისტოლი, წერს globalresearch.ca-ში რიკ როზკოფი. ეს შემაშინებელი ჯგუფი ახლა “კავკასიის მშვიდობის” კომიტეტად გარდაიქმნა და ის “ჩრდილო კავკასასიაში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს” ისახავს მიზნად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ გასული აგვისტოს ომის გეგმა უფრო ფართომასშტაბიანი იყო და მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და მოგვიანებით აფხაზეთის დაბრუნებას არ ისახავდა მიზნად. აზერბაიჯანი იმავდროულად სომხეთის წინააღმდეგ ომს გეგმავდა, სომხეთი კი რუსეთის სპონსორობით მოქმედი ორგანიზაციის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. ნატოს წევრს, თურქეთს პროცესებში აზერბაიჯანის მხარდასაჭერას შეეძლო ჩართვა და დაწიყებოდა რეგიონალური ომი, უკრაინისა და ირანის შესაძლო მონაწილეობით. პირველი მსოფლიო ომის წარმომქნელი მიზეზები კომპლექსური იყო, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენდა იმპერიული სახელმწიფოების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლის შედეგს. ფიასკო საქართველოში პირდაპირ უნდა მივაწეროთ მსოფლიოში დარჩენილ იმპერიალისტურ ზესახელმწიოფოებს. საიდუმლო იმაშია, თუ რამდენად თავშეკავებით იქცევა რუსეთი, რომელიც უკვე კარგა ხანია აშშ-ს ქმედებებთან მორგებას ცდილობს. ბოლო ათი წლის განმვალობაში რუსეთი თვალს ადევნებდა იმას, თუ როგორ ესხმოდნენ თავს აშშ და ნატო იუგოსლავიას, როგორ შეიჭრნენ ავღანეთში, როგორ განალაგეს მთელს ცენტრალურ აზიაში სამხედრო ბაზები, შევიდნენ ერაყში, ეხმარებოდნენ რეჟიმების კოლაფსსა და ცვლილებას იუგოსლავიაში, საქართველოში, აჭარაში, უკრაინაში, ყირგიზეთში, გეგმავდნენ რუსეთის გაძევებას ევროპის ენერგეტიკული ბაზრებიდან. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, თუ რატომ მიმართა რუსეთმა სამხედრო ქმედებებს, არამედ იმაში, თუ რატომ უფრო ადრე არ გადადგა უფრო აქტიური ნაბიჯები. ახლა კი ის ნატოსა და აშშ-ს ავღანეთში კარტ ბლანშს აძლევს. აშშ მთელს მოსფლიოში ამაყად დააბიჯებს და თავის ევრო ლაქიებთან ერთად პირდაპირ ემუქრება რუსეთს ომით, სამოქალაქო ომით და როცა ინებებს მისი ეკონომიკის საბოტირებისთვისაც აიღებს თაიმ აუტს. ის, რომ მისი გეგმები ავღანეთში ენერგეტიკულ რესურსებს უკვაშირდება, რადგან ავღანეთი მსოფლიოს ენერგეტიკულ რესუსრსებთან დამაკავშირებელი ჯაჭვია, (რაც, თუ ყველაფერი კარგად წავა, რუსეთს ამ კონტექსტიდან გამორიცხავს), ყველასთვის კარგადაა ცნობილი. რუსებმაც ისიც იციან, რომ აშშ თანამონაწილეობს ავღანური ოპიუმის წარმოებასა და გასაღებაში, თუმცა აშშ-ს ღვთისმოსავი განცხადებების თანახმად, ის ამ ცოდვას ებრძვის. სერგეი მიხეევი, პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ნატოს ოპერაციები ავღანეთში ერთ რამეს ისახავს მიზნად - განამტკიცოს მისი კონტროლი ამ სტრატეგიულად ნიშვნელოვან რეგიონზე, რომელში ცენტრალური აზიაც შედის. ის აკრიტიკებს რუსეთს იმის გამო, რომ დაეთანხმა აშშ-ს მოთხოვნას ჯარისა და მასალის ტრანსპორტირებაზე. როგორც ანდერი არეშევი ამბობს, “რუსეთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ცხადად ჩამოყალიბებული არ იყო”.მაგრამ ყველაზე ავისმომასწავებელი ისაა, რომ როგორც სერგეი ბორისოვი Russia Today-ში წერს, ოპერაცია ავაღანეთში “საკვანძო ელემენტია იმ პროექტისა, რომელიც ალიანსის გაეროს ალტერნატიულ ინსტიტუტად გარდაქმნას ისახავს მიზნად”. მუხედავად იმისა, რომ ავღანეთის პირველი ინტერვენცია გაეროს მიერ იყო დამტკიცებული, მას აშშ და ნატო ახორციელებენ, ხოლო გაერო მხოლოდ პასიურ დამკვირვებლად დარჩა. ნატო რეგიონალური ორგანიზაციიდან გლობალურ სტრქუტურად ტრანსფორმირდება: “თუ საერთაშორისო კანონები დარღვეულია, მაშინ ავღანური მოდელი ნებისმიერ სხვა ქვეყანას შეიძლება მივუყენოთ”. შეიძლება ეს ის შემთხვევა იყოს, როდესაც რაც არ უნდა მოიმოქმედო, მაინც წაგებული ხარ. გასული წლის მსგავს შეტევას რუსეთი მართლა უნდა წინ დადგომოდა, მაგრამ მან უნდა იფრთხილოს, რომ აშშ-ს პროვოცირება ზედმეტად არ მოახდინოს, რადგან მას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ თავისი ძლევემოსილება ბევრ ფრონტზე აამოქმედოს - ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ, სამხედრო, კულტურულ და რუსეთი იქ დააბრუნოს, სადაც 1991 წელს იყო, დროში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. რუსეთი მხდალი არ არის, ის რეალისტია და როგორც ჩანს, თავშეკავებულად ქცევას არჩევს, არჩევს დაუცადოს აშშ-ს, იმ გათვლით, რომ, რასაც ის დასთეს, იმასვე მოიმკის. ამ დროს კი როგორც როი ამტკიცებს, რუსეთმა ნატოს უკან დახევით წარმოქმნილი პაუზა უნდა გამოიყენოს, თავისი “ჯარები წესრიგში მოიყვანოს” და შემდგომი უსიამოვნებებისთვის მოემზადოს. http://presa.ge/index.php?text=news&i=9308 12:45 20.08.2009 -
ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალია 20.08.2009 თბილისი.20.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". გერმანიის ფედერალურმა კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა. ჟურნალმა ფორბსმა თავისი არჩევანი მერკელის სასარგებლოდ მეოთხედ გააკეთა. გასულ წელს საკუთარი არჩევანის მიზეზად ჟურნალმა მერკელის მიერ გერმანიის ეკონომიკის აყვავებაში შეტანილი წვლილი და უმუშევრობის დონის შემცირება დაასახელა. მიმდინარე წელს ამ მაჩვენებლების გაუარესების მიუხედავად მერკელი კვლავ პირველი გახდა. წელს ჟურნალი მისი წარმატების არგუმენტად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, "ჩრდილოეთის ნაკადის" პროექტში შეტანილი წვლილს და კონცერნ ოპელის წილის შეძენაში რუსეთის მხარდაჭერას ასახელებს. რეიტინგში მეორე ადგილზე ანაბრების დაზღვევის აშშ-ს ფედერალური კორპორაციის (The Federal Deposit Insurance Corp., FDIC) თავმჯდომარე შეილა ბეირი, მესამე ადგილზე კი ამერიკული კომპანია PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი ინდრა ნუი აღმოჩნდა. ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: Anglo American-ის აღმასრულებელი დირექტორი სინტია ქეროლი; Kraft Foods-ს ხელმძღვანელი აირენ როზენფელდი; კორპორაცია Temasek Holdings-ს მმართველი ჰო ჩინგი (სინგაპური), DuPont -ის მმართველი ელენ კულმანი, WellPoint-ის გენდირექტორი ანჟელა ბრეილი, ფრანგული კომპანია Areva-ს შეფი ენ ლოვერჯენი, Sunoco-ს ხელმძღვანელი ლინ ილსინჰა. . ჰილარი კლინტონმა რეიტინგში მხოლოდ 56-ე ადგილი მოიპოვა, ხოლო მიშელ ობამამ მე-40. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12963
-
.........
-
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer ხოოო, ეს სერიოზული პრობლემაა. :boli: მე კი მეგონა ჩემზე და კოტეზე იყავით განაწყენებული :2kiss: -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer ბატონო ლიცემერ, კომპიუტერზე რატომ ხართ განაწყენებული? -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer ღმერთმა ჰქმნას kote-1962 :2kiss: -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa იმისთვის რომ წარსულ შეცდომებზე ისწავლო, ჯერ უნდა გააცნობიერო. ჩვენთან ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ასე რომ ნურც იმას მოველით, რომ რამეს ვისწავლით -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa :2kiss: მგონი უკვე მეც -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer ესეც პოლ ვალერის სიტყვებია ..... ცთომილნო, მცდელნო უცთომელნო შორი წიაღის, ნებულობთ, დროშიც დროებითმა გამოასხივოს ის, რასაც თვითონ ისაკლისებს, ელტვის და ნატრობს; მოკვდავის ცრემლში უზენაეს იმ სხივთა შხივილს ვინც აირეკლავს, ერთადერთი მე ვარ აქ მარტო. მარადისობის გაელვებებს და ჭექა-ქუხილს მე თქვენთან ერთად ძილგამკრთალი ვესაუბრები, განხეთქილების ქვას მოვკითხავ მიზეზს წუხილის - რას, რას ვაშავებ, რისგან რით ვერ ვთავისუფლდები?.. ბოროტი იქნებ ჩემ სიზმრებში ბუდობს, როდესაც (განილევა რა ოქროს ხანა ხავერდოვანი) ხელში მიჭირავს დრონი ჩემნი ყოვლისმცოდნეს და დროს ველოდები, რომ იმ დროებს მოვთხოვო ვალი; სულ ყველა ვალი... სულ ყველა დროს... რადგან ჩემია, ეს ყველაფერი ჩემთა ხორცთა უფლობით არი, ჩემთა კავშირთა, სისხლთა ჩემთა აღმომჩენია. ჩემივე თავის მომხედავი მე ვიყავ მუდამ, გამოხედვებით გამოხედვებს ვხედნი და ვზღუდავ. გველს იქ მივსდიე, სადაც ერთხელ უკვე დამგესლა. ვით კლაკნილია მისი ქვეძრომა, მისი ცალკე სვლა? განძთა ხუხულას ის ახარბებს ვით ჩემ სიძუნწეს? ანგარიშს წყურვილს სიწმინდისას ჩემსას ვით უწევს? ... -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer :2kiss: -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer მეც მაგასაა რომ ვკითხულობ :ena: შენს მონიშნულ ციტატაში კისა წერია