-
პოსტები
1.721 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი liliko
-
მგონი ამას ახლაც ვაკეთებთ , ანუ ვსაუბრობთ :rolleyes: თავისით გრიპიც კი არ გადის
-
ზღაპარი გახსოვს, მამა შვილს რომ ქონებას არ უტოვებს მანამ, სანამ თავისი ოფლით არ იშოვის ფულს? სანამ არ მოვრჩებით ჩალიჩს, რომ გამოვძვრეთ სიტუაციიდან, მანამდე მუდმივად მომლოდინენი ვიქნებით
-
რა თქმა უნდა ფარდობითია. ამიტომაც იმ რეჟიმისთვის, როდესაც სიმართლის თქმა ადამიანებს არათუ თვისუფლებად, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ფასად უჯდებოდა, ნახევრად ნათქვამი სიმართლეც კი განსაკუთრებით ფასეული იყო. ხოლო როდესაც ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი და როგორც გვგონია თავისუფალი, მაშინ კი ნახევრად სიმართლე კი არა, პირდაპირ აშკარა ტყუილი, რომელიც თურმე როგორც გსმენია და ალბათ იზიარებ, ნაკლება პრობლემურია, ვიდრე ნახევრად ნათქვამი სიმართლე, არა თუ დაუშვებელია, დანაშაულია პირდაპირ ამაზეც ღირს დაფიქრება...
-
და სად ნახე წარსული იდეალიზირების მცდელობა? თუ შენ თვლი, რომ ნახევრად ნათქვამი სიმართლე იდეალურია? მე ასე არ ვთვლი :ena:
-
ისე კაი გამახსენდა, ვრემიას დროს ნახევარ სიმართლეს მაინც ამბობდნენ, ერორები კი პირდაპირ სიცრუის პროპაგანდისტებად მოგვევლინენ
-
გმადლობთ, თურმე რაღაც უფლებები მაინც მქონია აქ დიდად დამავალებთ, თუ კითხვაზე მიპასუხებთ
-
უკაცრავად, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ეს რეკლამაში ჩაითვლებოდა. კი მარა, ეხლა გამახსენდა, ბანით რომ დამემუქრეთ, სხვა ფორუმების ან ვებ-გვერდები მისამართების დადება არ ითვლება რეკლამად?
-
როგორც ვხედავ საკმაოდ მოკრძალებულმა, მაგრამ ამავე დროს ამბიციურმა და ნაციონალების მიერ რუსეთუმე ფორუმად გაპიარებულმა ჩვენმა პოლიტფოუმმა საკმაო ინტერესი გამოიწვია. ამიტომ ჩავთვალე, რომ ღირს ერთი თემა პლანეტაზე მასაც მივუძღვნა პერსონალურად როგორც ერთ-ერთ პოსტში უკვე ავღნიშნე, ვთვლი, და ამ შემთხვევაში ნამდვილად ვარ სუბიექტური, რომ პოლიტფორუმი არის ყველაზე თავისუფალი ფორუმი ქართულ ფორუმ-სივრცეში. მას შემდეგ რაც პლანეტა ამოიქოქა, ცოტათი უკვე ვგრძნობთ პოლიტფორუმელები კონკურენციას და ეს ძალიან კარგია ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა პოლიტფორუმის წინააღმდეგ შავი პიარი, და ფორუმის ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება - თავისი ნებით გადადგა, ფორუმში ჩატარდა არჩევნები, და ჩვენი, იუზერების გადაწყვეტილებით მოვიდა ახალი ადმინისტრაცია. http://politforumi.com/index.php?showtopic=6865
-
ძვირფასო 'Lo Janko' ლაპარაკია. ე.წ. რუსეთუმების ფორუმზე თუ თქვენ ჩემში რუსეთის მეხოტბე დაინახეთ, შეგიძლიათ ირწმუნოთ, რომ მართლაც ეს მხოლოდ და მოლოდ რუსეთუმების ფორუმია. სერიოზულად თუ ვიტყვი, ავღნიშნავ, რომ ეს არის ფორუმი, სადაც ყველა იუზერს, მიუხედავად მისი პოლიტიკური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული და თუნდაც სექსუალური კუთვნილებისა, შეუძლია სრულიად თავისუფლად გამოთქვას თავისი მისაზრება, ოღონდ პირობით, უნდა არგუმენტირებული იყოს მისი მოსაზრება. პირადად მე შარშან აგვისტოდან ვარ ამ ფორუმის იუზერი და კომავალში კვლავაც ვაპირებ :eshmak: დაინტერესებულებს, და არა დაინტერესებულებსაც :ena: შეგიძლიათ ეწვიოთ ფორუმს საიტის რეკლამა მომავალშI დაისჯება ბანით
-
მოკლედ მუდამ ვიღაცამ უნდა მოგვხედოს, მოგვიაროს, გვარჩინოს, ჩვენი საკეთებელი აკეთოს. ჯერ ეს მოსკოვი იყო, მერე აშშ-ს დოლარმეწველ ძუძუს მივაძეხით, ახლა ევროპამ დაგვილაგოს აწეწილდაწეწილი ქვეყანაო, ნეტა რა დამსახურება გვაქვს კაცობრიობის წინაშე ასეთი, რომ ჩვენი საკეთებელი მუდამ სხვამ რომ უნდა აკეთოს? ნინო ბურჯანაძე: "ევროპის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილს პირობები უნდა წაუყენონ" http://pirweli.com.ge/images/M_images/printButton.png11:19 - 17.09.2009 "დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის აზრით, ევროპის ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირობები უნდა წაუყენონ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე EuropeanVoice.com-ში ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს და საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას დეტალურად აღწერს. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, "დადგა დრო, როდესაც ევროპის ლიდერებმა საქართველოსთან დაკავშირებულ პრობლემებს უნდა მიხედონ და მიხეილ სააკაშვილს პირობები პირდაპირ უნდა წაუყენონ". "ჩვენ ახლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის იმ რჩევას უნდა მივყვეთ, რომელიც მან ივლისში თბილისში ჩამოიტანა: "მხოლოდ მშვიდობიან და წარმატებულ” საქართველოს ექნება გაერთიანების პერსპექტივა. ამის მიღწევა კი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროპის კავშირი ჩვენს პრეზიდენტს დაჟინებით მოსთხოვს იმ დემოკრატიული რეფორმების შესრულებას, რომელსაც ის მუდმივად გვპირდება, თუმცა მათი შესრულების სურვილი მას არასდროს გამოუმჟღავნებია", - აცხადებს ბურჯანაძე. მისივე თქმით, "უკეთესი ხვალინდელი დღის" დაპირებები შესაძლოა, დასავლეთის მედიაში ჭრის, მაგრამ საქართველოში ის მხოლოდ ცინიკურ განწყობებს აქეზებს და რაც უფრო დიდხანს დაუშვებენ ევროპის მთავრობები ვითარების ამგვარ განვითარებას, მით უფრო ნაკლებად სარწმუნო ხდება ევროპის დანაპირები დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები". "სწორედ ამიტომ, დადგა დრო, როდესაც ევროპის ლიდერებმა ამ პრობლემას უნდა მიხედონ და სააკაშვილს პირობები პირდაპირ წაუყენონ. ევროპამ მას უნდა უთხრას, რომ ახლა უკვე აუცილებლად უნდა შეასრულოს ის, რის დაპირებასაც მუდმივად იძლეოდა", - აღნიშნავს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპისგან ორი რამ ესაჭიროება. "უნდა დაწესდეს კრიტერიუმები და თუ სააკაშვილსა და მის მთავრობას ევროპისგან კვლავინდებურად უნდათ დახმარების მიღება, მათ ეს კრიტერიუმები უნდა შეასრულონ. მეორე, უნდა დაფუძნდეს ჯგუფი, რომელშიც მაღალი რანგის ევროპელი სახელმწიფო მოღვაწეები შევლენ და რომელსაც თბილისში მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა ეყოლება. სწორედ ამ ჯგუფმა უნდა განახორციელოს მუდმივი ზეწოლა სააკაშვილზე, რათა მან მოქმედება დაიწყოს", - მიიჩნევს ბურჯანაძე.
-
პერსპექტივაზე რომ მუშაობდა? :maladec:
-
ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უახლოეს მომავალში, თუ ვითარება მკვეთრად არ შეიცვლება, რისი იმედიც ნაკლებადაა, შეიძლება საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. "საქართველოს რესპუბლიკა " # 180 შაბათი, 12 სექტემბერი, 2009 წელი "ემიგრაციის ზრდის მთავარი მიზეზი უსამართლობის განცდა და უპერსპექტივობაა" ვარდებიის რევოლუციის შემდეგ, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 2004-2005 წლებში ქვეყანაში რამდენიმე ათეული ათასი საქართველოს მოქალაქეც კი დაბრუნდა. ექსპერტები ამ ფაქტს სახელმწიფოში გარკვეული პერსპექტივების გაჩენით და დემოკრატიის მშენებლობის მზარდი ტენდენციით ხსნიდნენ, თუმცა ბოლო სამ წელიწადში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა და ეს ფაქტი ბოლო დროს პოლონეთში, ჩეხეთსა და ბელორუსში მომხდარმა სკანდალურმა შემთხვევებმაც ცხადყო - როცა რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევას საზღვრის უკანონო გადაკვეთით და იქ თავშესაფრის თხოვნით ცდილობდა. თუ რა გახდა ემიგრაციის ზრდის მიზეზი და რატომ ტოვებს ხალხი ქვეყანას, ამის შესახებ "მედიანიუსი" სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ესაუბრა. - ბატონო სოზარ, ბოლო დროს ქვეყანაში ემიგრაციის ტალღის სერიოზული ზრდა აღინიშნა. როგორ ახსნით ამ ფაქტს. ხალხის ქვეყნიდან გადინება 90-იანი წლების ტენდენციის გაგრძელებაა, თუ ქვეყანაში სხვა მიზეზები გაჩნდა, რის გამოც, მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ. - რამდენიმე მიზეზია, მაგრამ მათ შორის უმთავრესი უიმედობის და უპერსპექტივობის განცდაა. ცხადია, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა დიდად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა და გაზარდა უმუშევრობა, თუმცა ემიგრაციაზე მხოლოდ ეს ფაქტორი არ მოქმედებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ხალხი პერსპექტივას ვერ ხედავს. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი ნიჭით, საკუთარი შრომით რაღაცის მიღწევა შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, უახლოეს პერიოდში მაინც. ესაა ის მთავარი მიზეზი, რაც ხალხს ქვეყნიდან წასვლისკენ უბიძგებს. 2005 წელს, როცა გაჩნდა იმედი, რომ საქართველოში შეიცვლებოდა ბევრი რამ და ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდებოდა, ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. პირიქით, უამრავი ადამიანიც კი დაბრუნდა იმ იმედით, რომ ქვეყნის სამსახურში ჩადგებოდნენ. დღეს ისინი ხედავენ, რომ არავის სჭირდებიან. არათუ არავის არ სჭირდებიან, საერთოდ თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ, რადგან იმის ელემენტარული უფლებაც კი არ აქვთ, რომ საკუთარი ხელისუფლება თავისი ნებით აირჩიონ. 2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მხეცურ პირობებში დეპორტაცია მოახდინა, ხელისუფლება მათ დაპირდა, რომ თითოეულ მათგანს სამუშაოთი დააკმაყოფილებდა და ყველანაირ პირობას შეუქმნიდა. ერთი ადამიანის მიმართაც კი სახელმწიფოს ეს პირობა არ შეუსრულებია. ომბუდსმენის აპარატი ამის მონიტორინგს ახორციელებდა. არც სამუშაო, არც ფულადი კომპენსაცია, არც საცხოვრებელი ფართი არავის მათთვის არ მიუცია. არავის არაფრით არ დახმარებიან, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც პირველ დღეებში ჩამოვიდნენ. - თქვენი აზრით, პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს, რომ ემიგრაციის მზარდი ტენდენცია მოიშალოს და ხალხს ქვეყნიდან წასვლის სურვილი ნაკლებად გაუჩნდეს. - ქვეყანაში უნდა გაჩნდეს სამართლიანობის განცდა, განცდა იმისა, რომ კანონი კანონობს, ქვეყანას კანონი მართავს და არა ცალკეული პიროვნებების ნება, რომელიც დღეს ერთია და ხვალ მეორე იქნება. თუ ხალხი იგრძნობს, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას ადგას, მაშინ უამრავი ადამიანი ჩათვლის, რომ ამ ქვეყანაში დაედგომება, რადგან ისინი თავის ხელით შექმნიან საკუთარ მომავალსაც და ქვეყნის მომავალსაც. დღეს ამას ვერ ხედავენ და ამიტომ ტოვებენ ქვეყანას. - ამ საკითხთან დაკავშირებით, ომბუდსმენის აპარატს რაიმე სტატისტიკური მონაცემები ხომ არ აქვს, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი პროცენტით გაიზარდა უცხოეთში წამსვლელთა რიცხვი. - სამწუხაროდ, ასეთი სტატისტიკა არ გვაქვს. ჩვენ გვქონდა სტატისტიკა ემიგრაციაში წასული ქართველებიდან უცხო ქვეყნის ციხეებში რამდენი იმყოფებოდა, მათ დასახმარებლად ჩვენი საკონსულოები რას აკეთებდნენ და ა.შ. რაც შეეხება ციხეებში მყოფი ქართველების სტატისტიკას, კატასტროფული მონაცემები მივიღეთ. სხვადასხვა წელს სხვადასხვა მონაცემებს ვიღებდით. მაგალითად, 2006 წელს ავსტრიის ციხეებში მყოფი 9000 პატიმრიდან 2600 საქართველოს მოქალაქე იყო, რაც კატასტროფაა. მომდევნო წლებში ამ რიცხვა იკლო. ახლა რა ვითარებაა, არ ვიცით. -
მალე პატრკაციშვილის ოჯახი "იმედს" დაიბრუნებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზუსტად მაგას ვამბობ მეც. ქართულ საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღეს არ აქვს არც ადამიანური, არც ფინანსური და რაც მთავარია არც მორალური და სახელმწიფოებრივი რესურსი დამოუკიდებლად ააშენოს სახელმწიფო. შესაბამისად არც მაქვს, პირადად მე, იმის მოლოდინი, რომ ამ მხრივ რამე სასიკეთოთ შეიცვლება ამ მოცემულობით, რაც დღეს არის ქვეყანში. -
მალე პატრკაციშვილის ოჯახი "იმედს" დაიბრუნებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვინ თქვა რომ მშვიდობიანი მეთოდებით არაფერი გამოდის? ეს ამ ოპოზიციის არათნმიმდევრული და გაუთვლელი, "ნა ავოსს"-ის იმედად მოქმედებებით არ გამოდის. + ვერცხლისმოყვარულების და მოტივირებულების სიმრავლ-სიჭრელის გამო რაც რესურსი იყო, ისიც უქმად გაიფლანგა. თუ გგონია, რომ სისხლისღვრა იქნებოდა ამათ ხელში ყველაზე მოკლე გზა მიშას ხელისუფლების მოშორებისა, არ დაიჯერო. არც ამის რესურსი არაა, თან მით უმეტეს, ეს სულაც არაა გამოსავალი -
მალე პატრკაციშვილის ოჯახი "იმედს" დაიბრუნებს
liliko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქმეც მაგაშია, რომ ჟონგლიორობს და თავისთვის შედეგიანად, ჯერ-ჯერობით. მისთვის ყოველი ახალი დღე და მომდევნო გარანტირებული დღე ხელისუფლებაში შედეგია. ეს ოპოზიცია კასტრირებული. ახალი ჰორიზონტზეც კი არ ჩანს. ასე რომ მიშა კვლავ გააგრძელებს ჟონგლიორობას -
ჩემთვის, როგორც სხვა დროს სტრასბურგში სამართლის პოვნის მცდელობისას, უკვე მერამდენედ ყველაზე მტკივნეული ის ასოციაციაა, რაც საბჭოთა პერიოდში სამართლის ძებნასთან ხდება, ოღონდ მაშინ მოსკოვში ანუ ჩვენ ვერს კომუნისტური რეჟიმის და ვერ თAვისუფალი საქართველოს პირობებში ვერ ან არ შეგვიძლია სამართლიანი სასამართლოს, რაც არის რეალურად ბალავარი ნებისმიერი საზოგადოებისა, შექმნა. სანამ ამას ვერ შევძლებთ, მანამ ვერ სახელმწიფოდ შევდგებით!
-
გააჩნია სად გინდა, თუ რუსეთში, ახლავე შემიძლია დაგეხმარო
-
ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტი უნდა აკეთებდეს
liliko replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქმეც მაგაშია, რომ არ ვართ, და მაგიტომ ვკითხულობ. წინა დღეებში ნეტში გნიასი რომ ატყდა, არიქა რუსეთის პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია გასცეს ბრძანება სამხედრო მოქმედებებზეო. მიშას ესეც არ ჭირდება გამოტყდა კი არა, ამაყად განაცხადა - დიახაც, მე ვიყავი და საერთოდ საქართველოში წესრიგი ასე მყარდებაო! -
ხვალიუ ადეკვატური პოსტი ძლივს, უაზრო ცინიზმის გარეშე :rolleyes:
-
მობრძანდი ჩემთან და იქნებ დაგეხმარო :ena:
-
მოსკოვიდან ახალი პარტია წიგნებისა ჩამოდისო და ძველები მოიცილეს,ადგილი გაანთავისუფლეს
-
მიშას გამოსვლებს, როგორც წესი, კაი ხანია აღარ ვუყურებ და ვუსმენ-ხოლმე. არც მთლა სერიოზულად ვკითხულობ, როცა რაიმე მნიშვნელოვან საქმეზე აკეთებს კომენტარს. მაგრამ ის, რაც აქ წავიკითხე, ერთობ შემაშფოთბელია. დადგება დრო და მავანი გაიკვირვებს, როგორ დავუშვითო, რომ ეს ადამიანი მართავდაო ქვეყანას! მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა აქცენტებია. იმედია თქვენც მიხვდებით მე მინდა შევახსენო ყველას, დღემდე ვიღაცეები იძახიან, რომ, აი, რა საშინელება ჩაიდინა სააკაშვილის მთავრობამ, მე მინდა დავადასტურო, მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების და ერთი წამით ამას არ ვნანობ. ეს იყო იქ ბანდა აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს, რომელიც გამაგრებული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მაღალ კოშკში და ჩემი ბრძანებით, ჩემი ვერტმფენებიდან გახსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით, ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდა და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ამით ამოისუნთქა მთელმა სვანეთმა. ვინც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ეს იყო სისასტიკე, მე ყველა ადამიანი მენანება და ნამდვილად არავის ვუსურვებ ცუდს. მაგრამ ჩვენ საქართველოში ასე ვამყარებდით წესრიგს და წესრიგის გარეშე არ არსებობს განვითარება და არცერთი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული წყარო - რუსთავი2
-
რა კომენტარი უნდა წავუმძღვარო ამ ინფორმაციას, განსაკუთრებით გოგორიშვილის "არგუმენტებს"? “პარლამენტის თავმჯდომარე ნისიად ნაყიდ მაგიდასთან ზის” 2009 წლის 16 09, ოთხშაბათი - 01:13 2009 წლის ბოლოს, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული 117 სარჩელი განიხილება, მათ შორის "მე-13 ტრესტის" საკითხი ალბად ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იქნება. "მე-13 ტრესტი" გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელმაც პარალმენტს შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა. "მე-13 ტრესტის" ხელმძღვანელი "ფაქტთან" საუბარში აცხადებს რომ ვალი 1 მილიონ 800 ათასს შეადგენს და მის დაბრუნებას, ჯერ კიდევ ნინო ბურჯანაძის სპიკერობის დროს, ამაოდ ითხოვდა. ნოდარ ჯორჯაძე - "მე-13 ტრესტის" ხელმძღვანელი - ასეთი დახვეწილი მექანიზმი იმისა, თუ როგორ უნდა გადააგდო შემსულებელი გაწეული სამუშაოსთვის - უბრალოდ არსად გამიგია. თან, `გადამგდები~ არის პარლამენტი, “გადაგდებული” კი მე გახლავართ. თავის დროზე, მე გახლდით მე-13 ტრესტის ხელმძღვანელი და ჩემი გაკეთებულია რიტუალების სასახლე, იმელის შენობა, სახელმწიფო კანცელარია, ცეკავშირი, ოპერის თეატრის მთელი შიდა სარემონტო სამუშაოები... სულ 19 ობიექტი პარლამენტის ჩათვლით. პარლამენტის რემონტის შეკვეთა ჯერ კიდევ რევოლუციამდე პერიოდში მივიღეთ და ვინაიდან, ეს მოქმედი ობიექტი იყო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიხდა იქ შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ბუნებრივია, წინდაწინ გაფორმდა ხელშეკრულება და დაანგარიშდა ხარჯთაღრიცხვდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტს ჩვენი კომპანიისთვის 1 800 000 ლარი უნდა გადაეხადა. - ხარჯთაღრიცხვა ვინ შეადგინა? - ხომ არ გგონიათ, ამ თანხას ჩვენ ვანგარიშობდით, პარლამენტს თვითონ ჰყავდათ ექსპერტები და აუდიტები და იმათ დაანგარიშებნინეს. მერე თავისივე დაანგარიშებული თანხის გადახდაზეც უარი თქვეს. ნინო ბურჯანაძეს მივწერე, მაგ წაბლის მაგიდასთან რომ ზიხარ, ნისიად ზიხარ, მაგ მაგიდაში ფული არ არის გადახდილი-მეთქი. ახლა, იმ მაგიდასთან ბაქრაძე ზის. არც პარლამენტის თავჯდომარის მაგიდაში და არც დეპუტატების მაგიდებში, კაპიკი არ გადაუხდიათ. მაგრამ, მაგიდებს ვჩივივარ კაცი? პარლამენტის მთელი შიდა სამუშაოები _ ფოიეთი დაწყებული და კიბის ბოლო საფეხურით დამთავრებული, რამოდენიმე მილიონის სამუშაო, არავის აუნაზღაურებია. - პარლამენტი არც იმას აღიარებს, რომ თქვენი მოვალეა - როგორ არ აიღიარებს, აღიარებს, მაგრამ ათასნაირ მეთოდებს და ხრიკებს იგონებენ, რომ რამენაირად არ გადაიხადონ ეს თანხა, როგორმე გამოძვრნენ აქედან. - მასალები სტრასბურგში ამის შემდეგ გადააგზავნეთ? - დიახ. სტრასბურგიდან უკვე მივიღე ორი შეტყობინება. არ დამიჯერებთ, მაგრამ რამდენჯერმე მომიწია ახსნა-განმარტების მიცემა იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა 80 არითმეტიკული შეცდომა იმ დოკუმენტში, რომელზეც იმ პოსტის ადამიანი აწერს ხელს, რაც გოგორიშვილს პარლამენტში უკავია. ამას ევროპაში ასე ადვილად არ იჯერებენ, უბრალოდ ვერ "ხარშავენ". ჰოდა, ამიტომაც გავაგზავნე 10 კგ-იანი დოკუმენტების დასტა. ანდა, ბურჯანაძეს ეს ფრაზა რას ნიშნავს _ "დაუფარეთ ვალი, თუ ბიუჯეტის საზიანო არ იქნებაო". წყნეთის აგარაკი რა, ბიუჯეტის სასარგებლო იყო დღეს რომ გამწარებული იბრძვის?! როგორ, მე შეგეხვეწე, გინდა თუ არა პარლამენტის რემონტი გამაკეთებინე-მეთქი თუ შენ ფულს ვითხოვ? იმ ფულს ვითხოვ, შენ რომ გმართებს ჩემი და ვირივით რომ მამუშავე მთელი წლები მე და ჩემი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული საკითხი სტრასბურგში განიხილება და იგი ქართულ სამართლებრივ სივრცეში უკვე აღარ განიხილება, "ფაქტი" ხათუნა გოგრიშვილს დაუკავშირდა: - რაც ეკუთვნოდა ჯორჯაძეს, ყველაფერი ავანაზღაურეთ. დანარჩენი მაგის მიერ გაბერილი თანხებია. ჯერ ერთი, რაც კი კარებები და ხის მასალა დააყენა, ყველაფერი დავცვალეთ, იმიტომ რომ დაიბზარა და გადასაყრელი გახდა. გადასაყრელ მასალაში კი ფულს არ გადავიხდით. - კი მაგრამ, არის სადმე მტკიცებულება, რომ ისინი მართლა დაიბზარა და გამოსაცვლელი გახდა? - ამას არანაირი მტკიცებულება არ სჭირდება. უხარისხოდ მუშაობდნენ და ამაში ფულს არ გადავიხდით. სადაც უნდათ იქ იჩივლონ. ბარბარე ქევხიშვილი http://www.fact.ge/news.aspx
-
ე.ი. მთლა უიმედო არ ყოფილხარ