Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. საინტერესო ინფორმაციაა... ვფიქრობ შემოდგომაზე, ანუ სულ ცოტა ხანში დაიწყება სერიოზული პოლიტიკური გადაჯგუფებები, თუმცა პირადად მე არ მგონია ამას სერიოზილი და სასიკეთო შედეგები მოჰყვეს. როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია სრული ბანკროტია და მათში რესურსი უბრალოდ აღარაა http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...0445&act=ns მართალია, არცთუ მცხუნვარე აგვისტომ პოლიტიკური პროცესები “გაყინა”, მაგრამ კულუარებში ჭორები მაინც ვრცელდება.ასე, მაგალითად, სამთავრობო დერეფნებში ხმა დადის, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნობა შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციონერს შესთავაზონ. ჯერ-ჯერობით მმართველი პარტიის არც ერთი წევრი ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ ოპოზიციას უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელს სთავაზობენ, თუმცა ამ მოსაზრებას მაინც და მაინც არც არავინ უარყოფს. ვის აქვს შანსი, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი გახდეს? თუ ოპოზიციას ეს თანამდებობა შესთავაზეს, მაშინ ის არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, რადგან საპარლამენტო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პრობლემა არც ადრე იყო და არც ახლაა. არასაპარლამენტო ოპოზიცის ნაწილი უშიშროების საბჭოს ფორმატში მუშაობას უკვე დასთანხმა. ამდენად, ამ პოსტის დაკავების შესაძლო მსურველი მათ შორის შეიძლება იყოს. ამასთან, უშიშროების საბჭოს მომავალ მდივანს უშიშროების სისტემაში მუშაობის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ერთხელ უკვე შესთავაზა ოპოზიციას, მაშინ ოპოზიციამ ამ თანამდებობაზე უარი თქვა. რას იზამს ოპოზიცია, თუ სააკაშვილი ისევ შესთავაზებს ამ პოსტს? როგორც ამბობენ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, ოპოზიცია აღარ “გაიპრანჭება”. ყოველივე ზემოთქმულიდან, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს უშიშროებაში ან, სულაც, ძალოვან უწყებაში მუშაობის თუნდაც ერთდღიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ვინ დაიკავებს ეკა ტყეშელაშვილის პოსტს. ყოველ შემთხვევაში, “მთავრობის ხალხი” პირად საუბრებში არ გამორიცხავს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნობა მმართველმა გუნდმა ირაკლი ალასნაიას შესთავაზოს. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე დღის წინ ალასანია საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და გრიგოლ ვაშაძეს კონფლიქტების მოგვარების საკუთარი ხედვა გააცნო. საერთოდ, ბოლო დროს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების ურთიერთობა თვალშისაცემად დათბა... სხვა თუ არაფერი, “ეროვნული ფორუმისა” და “ნაციონალების” სახეები მოსახლეობას “სახალხო დიალოგის” ფორმატში (დიდი სახალხო დიალოგის იდეით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო დებატებზე გამოვიდა) ერთად ხვდებიან. ისე, “ფორუმი” იქადნებოდა, რომ 7 აგვისტოს, ანუ აგვისტოს ომის დაწყების წლისთავზე ქუჩაში მილიონ ადამიანს გამოიყვანდა, მაგრამ მილიონს ვინ ჩივის, 7 აგვისტოს “ფორუმს” ქუჩაში ერთი კაციც არ გამოყვანია... ამასთან, ხმა დადის, რომ “ფორუმში” გარკვეული უთანხმოებაა, ანუ “ფორუმის” ნაწილი მომხრეა, რომ ირაკლი ალასანიას პარტიას, რომლის ყრილობაც სექტემბერში იგეგმება, შეერწყას, მაგრამ ამ იდეის წინააღმდეგ, თურმე, გუბა სანიკიძე გამოდის და განუცხადებია კიდეც, თუკი ალასანიასთნა ალიანსს გავაფორმებთ, “ფორუმს” დავტოვებო. არადა, “ფორუმის” რეიტინგის ხერხემალი, როგორც ამბობენ, სწორედ სანიკიძეა...
  2. აბა ვინ ეთანხმება იაკობაშვილს? ``დსთ–დან გამოსვლა ეკონომიკურად არ დაგვაზარალებს`` დსთ–დან გამოსვლის შედეგად საქართველო ეკონომიკურ ზარალს არ განიცდის. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა. ``დსთ–ს ფარგლებში მრავალმხრივი შეთაბხმებებიდან გამოსვლისას, გასული წლის განმავლობაში, შევძელით დსთ–ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, ამიტომ დანაკარგი მინიმალური იქნება,`` – აღნიშნა იაკობაშვილმა. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველომ შეძლო ``ფიქტიური პოსტსაბჭოთა სივრციდან გასვლა, სადაც რუსეთი დომინირებდა``. ``ჩვენთვის ესაა შანსი დემოკრატიული მიმართულებით განვითარებისა და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული არჩევანია,`` – აღნიშნა თემურ იაკობაშვილმა.
  3. რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ამერიკელი პიარშიკები დაიქირავეს. ეჭვი მაქვს რუსული ფულით ხოოდა პირველი მერცხლებიც გამოჩნდა პოზიტიური სტატიების სახით. სამხრეთ-ოსეთი მისი მოქალაქეების განიარაღებას ცდილობს http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/new_york_times.jpg ელენ ბარი ცხინვალი, საქართველო - სამხრეთ-ოსეთში წლების განმავლობაში სამოქალაქო პირებსა და ჯარისკაცებს შორის დიდი სხვაობა არ არსებობდა. ეს რეგიონი საქართველოსგან გამოყოფისთვის ხანგრძლივ ბრძოლაში იყო ჩართული მაგალითად, დავით სანაკოევი ჰალსტუხს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. სამხრეთ-ოსეთის ადამიანის უფლებათა დამცველი დღისით საპატიმროებში არსებულ პირობებზე ან უკანონო სროლებზე მოსახლეობის საჩივრებს იხილავდა. სამსახურის შემდეგ კი კვირაში სამჯერ ის კამუფლიაჟში გამოწყობილი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მებრძოლებთან ერთად დილამდე მორიგეობდა. შემდეგ ის ფორმას იხდიდა და საკუთარ კაბინეტს უბრუნდებოდა. იხსენებს, რომ ეს რეჟიმი ერთადერთხელ დაერღვა, როდესაც ქართველებმა დაჭრეს. სამხრეთ-ოსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცნაური ცხოვრების წესი დამკვიდრდა. ხეობის ეს ძალიან მცირე მოსახლეობა - ქარხნის მუშები, სტუდენტები, ფერმერები და კონტრაბანდისტები - საზღვრის გასწვრივ განლაგებულ ცუდად ორგანიზებულ სამხედრო ძალად გადაიქცნენ. საზღვარი სამხრეთ-ოსეთს ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ჰყოფს. ახლა, როდესაც რუსეთი მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სამხრეთ-ოსეთი მის მცხოვრებლებს იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებას სთხოვს. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, პოლიციამ იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით 50 საქმე აღძრა და თითოეულ ჩაბარებულ კალაშნიკოვის ავტომატურ იარაღზე 300-400 დოლარის გაცემას აპირებს. რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი წლის შემდეგ პროგრამა - ერთგვარი სიმტკიცის ტესტია. ბატონმა სანაკოევმა განაცხადა, რომ იარაღი მას არასდროს ჰქონია, თუმცა გრძნობს, რომ განიარაღება ჯერ ძალიან ადრეა. “ცხოვრება შეიცვალა” - ამბობს ის - “მაგრამ სამხრეთ-ოსეთის შიგნით ეს არ იგრძნობა.” 20 წლის წინ, ამ ხეობაში იარაღი ცოტას თუ ჰქონდა. ქართველებთან პირველი შეტაკების დროს 1989 წელს, როდესაც ცხინვალი მისი პირველი სეპარატისტული განაცხადის გამო 12 ათასმა დემონსტრანტმა ალყაში მოაქცია, ხალხი ჯოხებით და სანადირო თოფებით იბრძოდა. Human Rights Watch-ის მონაცემებით მაშინ ორდღიან შეტაკებებში 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა შეიარაღება დაიწყეს. თემურ ცხოვრებოვი, რომელიც იმ დროს პომიდვრის ფერმერი იყო, დღეს ღიმილით იხსენებს, რომ - “საბჭოთა იარაღის საწყობების გაქურდვის სპეციალისტი” გახდა. ადგილობრივი მილიციელების 10 კაციანი ჯგუფის მეთაური საწყობის გუშაგს მოისყიდიდა, მავთულხლართებზე მატრასს გადააგდებდა და იარაღით ხელში მეორე ყარაულის მოსვლამდე ორი საათის განმავლობაში მასზე წინ და უკან დახოხავდა. “ეს ერთადერთი გზა იყო” - ამბობს ცხოვრებოვი - “ყველაზე წესიერი გზა. თქვენ მას უბრალოდ იპარავდით.” რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებული საბჭოთა ჯარები ყველა ტიპის გარიგებისთვის მზად იყვნენ. კალაშნიკოვის ავტომატურ იარაღს “ჟიგული”-ს ან “ლადა”-ს ავტომობილში, სოფლის მცხოვრებლებს კი საქონელშიც უცვლიდნენ. სამხრეთ-ოსეთი ჩეჩნეთში თავმოყრილი არსენალებიდან მარაგდებოდა, საიდანაც იარაღს ყიდდნენ. ირინა კოზაევა, 74 წლის ჭაღარა მოხუცი ქალბატონი იხსენებს, როგორი რუდუნებით უცქერდა პირველ მნიშვნელოვან შენაძენს: 12.7 კალიბრიან ავტომატს, მეორე მსოფლიო ომის ეპოქის იარაღს, რომელიც ხშირად საბჭოთა ტანკებზე იყო აღმართული და თვითმფინავის ჩამოგდებაც ხელეწიფებოდა. “როდესაც ის დავინახე, კარი დავხურე და ხალიჩაზე დავდე” - სთქვა მან - “კინაღამ გული წამივიდა. ასეთი იარაღის დანახვამ შეიძლება გონება დაგაკარგვინოთ.” ”წლების განმავლობაში ოსების დამოკიდებულება იარაღზე კიდევ უფრო გაიზარდა” - ამბობს დიმიტრი მედოევი, სამხეთ- ოსეთის ელჩი რუსეთში - ”პირველ შეტაკებამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრ ოს მონადირეს საკუთარი თოფი ჩამოართვა, შემდეგ საბჭოთა არმიამ ოსები ორჯერ მიატოვა, როდესაც აქედან საკუთარი ჯარი გაიყვანა, ამიტომ ჩვენ მოსახლეობა ვერავის ვენდობით” - ამბობს მედოევი. პატარა არმიით, ცხინვალი შვეიცარიის შეიარაღებული ძალების მსგავს თავდაცვის სისტემას ქმნიდა, სადაც ყოველი ზრდასრული მამაკაცი ვალდებული იყო ეჩვენებინა, რომ დაძაბულობის ჟამს ბრძოლისთვის მზად იყო. ბატონი მედოევის თქმით - ”ოსებისთვის იარაღი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მისი მსოფლმხედველობა და თუ გნებავთ, მისი აქსესუარია.” კითხვაზე, არაოფიციალურად რამდენი იარაღია მოსახლეობაში, მან განაცხადა - “რამდენი მოსახლეცაა იმდენი იარაღია.” “რა თქმა უნდა” - დასძინა მან - “პატარა ბავშვებს არ ვგულისხმობ.” ”მაგრამ შარშანდელი აგვისტოს შემდეგ ვითარება შეიცვალა” - ამბობს ვიტალი გასიევი, სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. ახალ შექმნილი რუსული ბაზა ცხინვალში, ათობით ტანკი და არტილერია ქართული პოზიციებიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა განთავსებული, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ოს მოხალისეებს ფრონტზე მოიხმობენ. გასიევის თქმით, განიარაღებით სამხრეთ ოსეთი იმ გაკვეთილებს ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთმა ჩრდილო კავკასიიდან გამოიტანა, სადაც ომებმა კრიმინალი დატოვა, “უამრავი შეიარაღებული და უკონტროლო ელემენტით”. ხალხისადმი მოწოდება, რომ მათ იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარონ, ორი კვირის წინ გამოიცა. დღემდე პოლიციამ ამოიღო ან კონფისკაცია გაუკეთა 100 ავტომატურ იარაღს, მათ შორის სავარაუდოდ ქართველი ჯარისკაცების მიერ დაკარგულ 15 ამერიკული წარმოების M-4 კარაბინს და 100 ფუტის ასაფეთქებელ ნივთიერებას. უახლოეს მომავალში პოლიცია მოქალაქეებს იარაღის ჩაბარების სანაცვლოდ 370-დან 470-დოლარამდე შესთავაზებს. “ვფიქრობ პროექტი უპრობლემოდ იმუშავებს” - ამბობს გასიევი - “დღეს უსაფრთხოების გარანტიები უკვე არსებობს.” ”როდესაც რამდენიმე წლის წინ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ოსეთის მოსახლეობისთვის იგივეს შეთავაზებას შეეცადა, მას ირონიით შეხვდნენ” - იხსენებს მაგდალენა ფრიჩოვა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტის მონიტორინგს საერთაშორისო კრიზისების ჯგუფიდან ატარებდა. ”მაგრამ შარშანდელმა ომმა სამხრეთ-ოსეთში დინამიკა შეცვალა და შესაძლოა რუსეთი, რეგიონში სადაც მცირერიცხოვანი პოლიცია ყვაოდა, კონტროლის აუცილებლობას გრძნობდეს” - დასძენს ის. ”რუსების ეს შიში ჩრდილო-კავკასიიდან გამომდინარეობს” - ამბობს ქალბატონი ფრიჩოვა - “არსებობს უამრავი შეიარაღებული ჯგუფი, რომლებსაც არავინ აკონტროლებს.” ცხინვალიდან სამხრეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. რუსეთის სასაზღვრო პატრული არსად მოსჩანდა და ორი ოსი მამაკაცი, რომელთაგან ერთი ფორმიანი გახლდათ, იმის მოლოდინში, რომ რაღაც მოხდებოდა, როგორც ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში იყო, საქონელს უცქერდა, რომელიც ნეიტრალურ ზონაში ბალახს ძოვდა. ზაფხულის სიმწვანეში ქართული პოლიციის ერგნეთის პოსტი მოსჩანდა. ხუთი დღით ადრე, ამ ორმა კაცმა განაცხადა, რომ ქართული მხრიდან გასროლილი სარაკეტო ნაღმი ჰაერში აფეთქდა. “თუკი თქვენ ადამიანს ძმას ეძახით, მაგრამ ის გესვრით, ის კვლავ თქვენ ძმად დარჩება?” - იკითხა ფორმიანმა მამაკაცმა, რომელსაც სახე მზისგან დაწვოდა. “18 წელია სული ამოგვხადეს. ისინი - ტურები არიან, ტურები” - მან თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისმა 39 წლის მეგობარმა თემურმა სამხედრო სამსახური ომის შემდეგ დასტოვა. ის განიერ შარვალსა და სვიტერშია გამოწყობილი. ფიქრობს, რომ ეს წელი ჩუმი იქნება, მაგრამ მშვიდი - არა. კითხვაზე რას ფიქრობს მთავრობის პროგრამაზე იარაღის ჩაბარებასთან დაკავშირებით, მან მავნებლურად ჩაიცინა. “ოფიციალურად, მე ჩემი იარაღი ჩავაბარე” - სთქვა მან
  4. Sakartwelo ხო, ნამდვილად არ იჭერენ, და ძალიან ცუდიც
  5. Sakartwelo ვიზუალურად დიახაც რომ ლამაზია. აქ ამაზე არაა ლაპარაკი :ravic:
  6. Sakartwelo მგონი შენ უკვე წასული ხარ საქართველოდან. ასე მახსოვს :ravic: წავიდნენ კარგია, სულ ყველა რომ წავიდეს მერე კარტოფილს და მწვანილს ვინ მოიყვანს, და კიდე თბილისის ქუჩებს ვინ დაგვის? :ravic:
  7. kote-1962 ფრიად სასიამოვნოა თავადაც და ტანადაც თითქოს არა მიშავს :2kiss: ხო, მარა ნიავმა თუ არ დაუბერა პაწა, დაუმწიფებლად დალპებაო
  8. kote-1962 გამარჯობა ბატონო კოტე რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხართ რაც შეეხება დემოკრატიას... ამაზე ერთი ჩემი ბავშვობის ამბავი გამახსენდა. ჩემს ბავშვობაში, ახლა ნუ დაიწყებენ ზოგ-ზოგიერთები მკითხაობას - ეს როდის იყოო? , მახსოვს რომ რატომღაც მწვანე ბანანები შემოჰქონდათ გასაყიდად. დედა ყიდულობდა ამ ბანანებს და აივანზე კარადის ზედა თაროზე აწყობდა დასამწიფებლად. მე ძალიან პატარა ვიყავი და არ ვიცოდი ბანანი როდის იყო საჭმელად ვარგისი. ერთხელაც ავბობღდი როგორღაც ამ კარადაზე და მწვანე ბანანი ჩავკბიჩე. მის მერე დედა რამოდენიმე წელი მეჩალიჩა, სანამ ხელმეორედ მოვინდომე ბანანის გემოს გასინჯვა
  9. lasha1997 :yes2: დარწმუნებული ვარ ცუდად არ უნდოდა გამოსვლოდა
  10. lasha1997 ხანდახან დამატებითი განმარტება როგორ კარდინალურად ცვლის-ხოლმე განწყობას
  11. lasha1997 ბევრი ნამდვილად გვიკლია იმპერიამდე, მარა მე ნაკლულობაში გეოგრაფიულ, ადამინურ და სხვა იმპერიისთვის აუცილებელ მატერიალურ ფასეულობებს ვგულისხმობ, თორემ დანარჩენი ნამდვილად საკმარისზე მეტი გვაქვს
  12. licemer წესით უნდა გვაღელვებდეს. რადგან სერიოზული ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით 1/3 სხვა რწმენისაა
  13. licemer ჯანმრთელად შეიძლება არიან, მარა თუ მართალია რაც გავრცელებულ ინფორმაციაშია რამდენად საღ აზრზე არიან არ ვიცი...
  14. newstudio იდეაში ეს იდო, რაც მართლა ძალიან კარგი იქნებოდა, ოღონდ არა ისე, როგორც მიშამ მოინდომა, ანუ მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მოინდომა, ისიც მხოლოდ სპეც-ეფექტებით და ბრჭყვიალებით, მოეხიბლა ცხინვალელი ოსები. დანარჩენი საქართველო სრულად რომ არ გახდა სასურველი ქვეყანა, მარტო ამით ვერ და არ მიიღწეოდა შედეგი
  15. licemer მე ვასიკოს საჯაროდ თუნდაც იმიტომ დავეთანხმებოდი, რომ ვმეგობრობთ რახან საქმე აქამდე მივიდა არა თუ დსთ-დან უნდა გამოსულიყო და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაეწყვიტა, ენგურჰესიც არ უნდა გადაელოცა, ბილაინი არ უნდა შემოეყვნა და ა.შ. ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, მილიონჯერ გადაღეჭილია
  16. მაპატიეთ ბატონო ლიცემერ, ვერ ვარ ორიგინალური მარა სხვას ვერაფერს ვიხსენებ :rolleyes: ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო, ხომ გახსოვთ, "ბაში-აჩუკიდან". licemer kisa ამ სიტყვების დასამსახურებლად თურმე ღირს ხანდახან ბრჭყალის გამოკვრა :2kiss:
  17. natasha21 როგორც ვხვდები შენი სახელით ნამდვილად ქერა ხარ და ნამდვილად არ გავხარ 80 წლის დედაბერს. ასე რომ იმედი კი არ გქონდეს, დარწმუნებული იყავი - ყველაფერი გამოგივა :2kiss: Saturn თემას ნუ მიოფებ :2kiss:
×
×
  • შექმენი...