Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. იცი პატივს გცემ და ამიტომ ამჯერად კითხვაზე არ გიპასუხებ. არ მინდა მკვეთრად გიპასუხო გული კი ძალიან დამწყვიტე
  2. სამწუხაროდ შეეცდებია ის უფრო რუსული ინტერესებისთვის გამოიყენონ. რამდენად შეათავსებს სიმართლეს ამ სამსახურთან - არ ვიცი
  3. პირველი შემთხვევაა როდესაც არ მინდა შენს თემაში დაპოსტვა. ან მე ვერ გავიგე თემის აზრი, რაც არ მგონია, ან...
  4. ჭეშმარიტი სიყვარულის დროს, როდესაც ქალი და მამაკაცი სრულად ერთ სრულყოფილ არსებად იქცევიან, არ არსებობს არც ცოლი და არც ქმარი, არც უზნეობა და არც კდემემოსილება, არც გარყვნილება და არც წესიერება, არც სირცხვილი და არც თავხედობა, არც ქრისტიანი და არც ათეისტი, არც ზიზღი და არც სირცხვილი, არც სურვილი და არც უსურვილობა, არც თხოვნა და არც უარი. ასე რომ ჭეშმარიტი სიყვარულის დროს ასეთი კითხვა არ ისმევა
  5. ანუ არ ფარისევლობს, ხომ? ეს უფრო წმინდა პრაგმატული, ეკლესიასაც აქვს ასეთი დამოკიდებულება ზოგადად და შეიძლება იძულებითი ნაბიჯია, მხარი დაუჭიროს ქართულ ეკლესიას
  6. სულისკვეთება მასეთი იქნება, მარა გამოხატულება სკაუტების ფორმით
  7. ნწუ, ნწუ, ნწუ ჩვენ კი უმადურები ვართ და მიშს არ ვუფასებთ ხალხისთვის რომაა დამაშვრალი უფლებაზე ნუ დარდობთ, მიშამ თუ მოინდომა, მისი გაუკეთებელი არაფერია, და ერთი ფარატინა დოკუმენტის ჩასწორება რა პრობლემაა?
  8. მაშ სადაა ჩვენთვის გამოსავალი? ან საერთოდ აქვს კია დღეს საქართველოს იმ მოცემულობით და რეალობით რაც ქვეყნის შიგნით და გარეთაა, რამე პერსპექტივა არა თუ განვითარების, უბრალოდ გადარჩენის? თუ ისევ იმ ღმერთის იმედად ვართ, ვისიც ბევრს არ სწამს, და თუნდაც ეს არ იყოს, ღმერთმა და ღვთისშობელმა იმდენჯერ გადაგვარჩინა, რომ დღეს ასეთი ცოდვებით დამძიმებულ საქართველოს გადარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ რატომ უნდა გაუჩნდეს?
  9. ახლო ნათესავები მყავს მოსკოვში და რამდენიმე რუსულ ქალაქში. და შემიძლია ვთქვა, რომ წარმოდგენა მაქვს მასების შეფასებაზე პუტინისა. მინდა ავღნიშნო, რომ პუტინმა მრავალი მისთვის პოზიტიური ფაქტორის თანხვედრით 2000 წლიდან მოახერხა რუსეთის ნელ-ნელა ფეხზე წამოდგომა, რითაც ამბიციები გაუჩინა სახელმწიფოსაც და მის მოსახლეობასაც. შესაბამისია მისდამი განწყობაც რუსეთში. ასე რომ სრულიად რეალურია მისი დაბრუნებისა. მგონია თავიდანვე ამაზე იყო გათვლა და ამიტომაც წავიდა უარზე კონსტიტუცია შეცვლილიყო და მესამე ვადით მოსულიყო ხელსიფლებაში. აღმოჩნდა, რომ როგრც პოლიტიკოსი, საკმაოდ პრაგმატული და თვისთვის საღად მოაზროვნეა მაგრამ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რას უნდა ველოდეთ პუტინის ხელახალი გაპრეზიდენეტების შემთხვევაში? http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg პუტინი პრეზიდენტად დასაბრუნებლად კარს ღიად სტოვებს ჯანეტ მაკბრაიდი ნოვო-ოგარიოვო, რუსეთი - პარასკევს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, ხაზგასმით მიანიშნა იმაზე, რომ 2012 წლის არჩევნებით ის შეიძლება პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდეს უკვე მას შემდეგ, რაც გასულ წელს პუტინის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა და მან თავისსავე არჩეულ მემკვიდრეს, მედვედევს გზა გაუხსნა, უკვე ლაპარაკობდნენ რომ ეს ნაბიჯი მან მხოლოდ დროებით გადადგა. დღეს პუტინი პრემიერ-მინისტრის სტატუსში, მიუხედავად ეკონომიკური დაცემისა ისევ უკიდურესად პოპულარულია რუს ამომრჩევლებს შორის და ძველებურად დომინირებს პოლიტიკურ სცენაზე. ვალდაის სადისკუსიო ჯგუფის ექსპერტებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ 2007-2008 წ.წ. ხელისუფლების გადაცემა უმტკივნეულოდ განხორციელდა და 2012 წელს მასსა და მედვედევს შორის კონკურენცია არ იქნება - “ჩვენ ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს.” “2012 წელს ჩვენ ერთად ვიფიქრებთ, გავითვალისწინებთ იმ დროისთვის შექმნილ რეალობას, ჩვენს პირად გეგმებს, პოლიტიკურ ლანდშაფტს… და მივიღებთ გადაწყვეტილებას” - განაცხადა მან. აკადემიკოსებმა, რომლებიც მოსკოვის გარეუბანში პუტინის საზაფხულო რეზიდენციაში სამსაათიან ლანჩს ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ - ”ის შესაძლო დაბრუნებისთვის საფუძველს იმზადებს და ცხადია, რომ სიტუაციას სწორედ ის აკონტროლებს.” შემდეგი პრეზიდენტი, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რომელიც სასწრაფოდ მიიღეს მედვედევის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, 6 წელიწადს იქნება ხელისუფლებაში. პუტინს შეუძლია ორი ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლოა მან 2024-წლამდე დაჰყოს საპრეზიდენტო პოსტზე. “ჩემი შთაბეჭდილებით, მისი ლაპარაკი კონკურენციის არარსებობაზე, იმაზე რომ ერთ პოზიციაზე დგანან იმის უტყუარი ნიშანია, რომ ყველა გადაწყვეტილებას პუტინი იღებს” - ამბობს ჯეიმს შერი, Chatham House-ის ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის რუსეთისა და ევრაზიის პროექტის ხელმძღვანელი. პუტინმა კრემლი 2008 წლის მაისში, 8 წლის პრეზიდენტობის შემდეგ დატოვა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ის უმაღლეს ფიგურად დარჩა, არადა პრემიერ-მინისტრს აქ ტრადიციულად მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება. ის ასევე მთავარ პოლიტიკურ პარტიას ”ერთიან რუსეთ”-ს უდგას სათავეში. ანალიტიკოსები იმაზე მიანიშნებენ, რომ თუ პუტინი 2012 წელს, როდესაც ის 59 წლის იქნება, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ის ალბათ პოლიტიკიდან სამუდამოდ წავა. რუსეთის საერთაშორისო პარტნიორებისთვის, პუტინი პირში მთქმელი და მოლაპარაკებებში მძიმე პარტნიორია. ინვესტორებს მოსწონთ რომ ის პროგნოზირებადია. აშშ-სთან ურთიერთობა მისთვის დამახასიათებელი პირდაპირი გამოთქმებით, პუტინი შეერთებულ შტატებთან “ურთიერთობების გადატვირთვის” საკითხს შეეხო და ცხადი გახადა, რომ მისი აზრით ამისთვის ძირითადად ამერიკა უნდა გაისარჯოს. მან ამერიკას იმაში დასდო ბრალი, რომ მან დაბლოკა რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, თუმცა მუდმივად ჰპირდებოდა ამას. მან განაცხადა, რომ რუსეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ქობინების დემონტაჟის განადგურებისკენ მაშინ, როდესაც ამერიკამ განახორციელა თავისი შეირაღების დემონტაჟი და ის შეინახა. რუსეთმა რატიფიცირება გაუკეთა და მაშინ შეასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავისი ინტერესები რუსეთის საზღვრების მიმართულებით გააფართოვა. “წარმოიდგენთ ასეთ შეთანხმებას? მხოლოდ სულელი მოაწერდა მას ხელს, მაგრამ ჩვენ მოვაწერეთ. ბოლოს განვაცხადეთ, რომ ვაჩერებთ ჩვენს მონაწილეობას და ხალხი ბაყაყივით აყაყანდა. გადატვირთვას მივესალმებოდით, რამე რომ გაკეთებულიყო.” პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრამ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი შექმნა, მაგრამ ის ქმედებებს ელოდება - “არის პოზიტიური სიგნალები, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვარჩევდით.”
  10. ანუ აღიარებთ, რომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან, ისევე როგორც მაიმუნი არის სახესხვაობა ამების რამოდენიმე ქრომოსომისა
  11. აგენტი (შპიონი) და გავლენის აგენტი ფონეტიკურად კი ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ არსით სხვადასხვაა. ეგ ტიპი ფინანსდებოდა რუსეთიდან, მაგრამ როგორც მოგახსენეთ არის უნიჭო და ვერ გაართვა თავი გავლენის აგენტობას. ახლა თქვენ გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. მკიდია პრინციპში. სისულელე კი არა, უზნეობა აი ესაა. კაცს ბავშვისთვის საყიდელი კანფეტის ფული არ ჰქონდა და რუსეთიდან ფინანსდებაო. მართლა უნამუსობაა ადამიანს უაპელაციოდ დააბრალო რამე და მერე პროსტა დაიკიდო
  12. ლიცემერი:Лукавит поп, ой, лукавит. თუ არა? ალბათ უფრო არა. მართლმადიდებელი არქიეპოსკოპოსისთვის ეს უდიდესი ცოდვა იქნებოდა
  13. დიიიიდი სისულელე. ციტა კორექტული თუ იქნები, დიიიიიდად დამავალებ :hm: სხვა შემთხვევაში შენთან დისკუსიის აზრს ვერ ვხედავ
  14. მე ადრეც დამიწერია და შემიძლია გავიმეორო: კაცი რომელიც დღეს ფიქრობს, რომ რუსული აგენტურა საქართველოში არ მუშაობს, ის უბრალოდ იდიოტია. რა თქმა უნდა და ისიც იდიოტია ვინც ფიქრობს, რომ ეს აგენტურა ხელისუფლებაშიც არაა მეტასტაზებივით მოდებული
  15. პ.ს. რაში გვაწყობს და რაში არა თურქეთის გააქტიურება? ჩვენ ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ აწი აღარაფერი გვაწყობს, რადგან სრულად საგარეო პოლიტიკაში თამაშგარეში ვართ. და ამ ხსელისუფლების პირობებში მოსალოდნელი არაა ამ მხრივ რამე შეიცვალოს. რომც შეიცვალოს ხელისუფლება, მერეც ძალიან რთული იქნება პროცესის შემობრუნების დაწყებაც კი და შენ როგორ გგონია დასავლეთში იდიოტები სხედან? მერე სომხებს ისევ რომ დასჭირდეთ და ერთ მშვენიერ დღეს ვენტილი გადაკეთონ ან მილსადენით დაშანტაჟება დაუწყონ? ნდობას მოპოვება უნდა. მასე მარტივად არაა საქმე. დასავლეთში ნამდვილად არ ზიან იდიოტები, უფრო პრაგმატიკოსები + სერიოზული სომხური ლობი საქმეც მაგჰაშია, რომ ის დივიდენდები და ნდობა, რაც ედიკამ მოუტანა საქართველოს, მიშამ სრულად გაანიავა და ამიტომ აწი საქართველოს ნამდვილად გაუჭირდება საიმედო პარტნიორის იმიჯის დაბრუნება პ.წს. ციტირტება როგორ ხდება?
  16. ის იყო და იდეა ფიქსები აწუხებდა ამათ კიდე მანია პრესლედოვანია სჭირთ - ტუში სვეტ რა! აბსოლუტურად სწორი შეფასებაა
  17. მე მომწონს იდეა სალითხავი ისაა, აფხაზები თუ დათანხმდებიან! იდეა კი კარგია თავისთავად, მარა როგორც ყოველთვის მოსდის ჩვენს ხელისუფლებას, დროს და რეალობასაა აცდენილი. პ.ს. ციტირება როგორ კეთდება?
  18. choxa ცოტა პროვოკაციულ კითხვას დაგისვამ, მარა ვთქვათ ერთხელ ვიღაცამ რომ შეგამჩნიოს კეფაზე ხალი და აღმოჩნდეს, რომ თურმე რაც აქამდე შენ სამშობლო მეეგონა, შენი გენი და ჯიში არ ყოფილა - მაშინ რას იზამდი? აბდუშაჰილივით უცებ გასწირავდი ყველაფერს რაც მანამდე იყო და ახალს აღიარებდი?
  19. choxa ამის მერე როგორ გავიგოთ ეს პასუხი? თუ არ იცი, მაშ როგორ უნდა მიხვდე, რომ მსხვერპლად ის სამშობლოს მოითხოვს?
  20. choxa ვამბობ, რომ მეც არ ვიწონებ ლევანის ამ ნაბიჯს, მარა არც იმას ვიტყვი რომ - მოღალატე, ნაძირალა და ა.შ. ნუ ახლა მამარდაშვილივით ორიგინალური ვერ ვიქნები, მარა ჩემთვისაც ჭეშმარიტება უმთავრესია ისევე როგორც ღალატი, გმირობა და ა.შ.
×
×
  • შექმენი...