-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
ხელისუფლება ბიომეტრიულ პასპორტებზე არ მოდის
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
mtidan მე გადავიხდი მაგ 50 ლარს დიდი სიამოვნებით. -
Saturn ამ ფრაზას გაგრძელება აქვს: ამ ფილმს, რომელშიც ქართველებისადმი აშკარა თანაგრძნობა ვლინდება, დამოუკიდებელი წყაროები აფინანსებდნენ და საქართველოს მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სცენარის შექმნაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. იმდენი მაგათ რა ვუთხარი,ასე არ იყოს.მაგ ფილმის აღმასრულებელი პროდუსერი პაპუნა დავითაიაა,რომელიც მაი პარლამენტის დეპუტატი იყო,ეხლა კი სახელმწიფო მინისტრია.ისე ესეც საინტერესოა,როგორ შეიძლებოდა დეპუტატი ფილმის პროდუსერი ყოფილიყო. სტატია ვის თანაუგრძნობს ვერ გეტყვით,მაგრამ აქ ჩემთვის პრეზიდენტის ეს სიტყვებია მთავარი: არ ვფიქრობ, რუსეთს რაიმენაირი ილუზიები ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მათ თავს ვესხმით. იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც მათ დაიპყრეს ქვა და კლდეა. მისი ფასი ნულია, ხოლო ეს მიწა ფასეული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მას ჩვენზე თავდასხმისთვის გამოიყენებს“. წარმიიდგენია ერორებზე რა წიოკობა ატყდებოდა ეს ვინმე ოპოზიციონერს რომ ეთქვა.
-
ხელისუფლება ბიომეტრიულ პასპორტებზე არ მოდის
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ეს დოკუმენტი ხელისუფლებას გადეცა და შესაბამისად დამალული არა,თანაც ჯურნალისტების ჯგუფიც ესწრება მაგ საუბრებს.მე შევეცდები მოვიპოვო ამ შეთავაზებების ელექტრონული ვარიანტი და აუცილებლად დავდებ ფორუმზე. აი დილეტანტური, ისიც კარგ შემთხვევაში რაა,ეხლა მოგახსენებთ. ირაკლი მელაშვილმა მაგრა მაცინა.ბიომეტრიაზე ხელისუფლება ამბობს,რომ ძალიან ძვირი დაჯდებაო-200 მილიონიო.ირაკლიმ კითხა პალიკოს, ერთი მოწმობა როგორც თქვენ ამბობთ 30 ლარი ჯდებაო? კი იმან უთხრა,მაგრამ ეს დათვლილი გვქონდა იმ შემთვევაში თუ 600 000 დავბეჭდავდითო.ხოლო 3 მილიონის შემთხვევაში უფრო ძვირი დაგვიჯდებაო .ეს რაღაც ახალია პოლიგრაფიულ ბიზნესში და ლოგიკაში. -
ხელისუფლება ბიომეტრიულ პასპორტებზე არ მოდის
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ეს ტერმინი თუ არ ვცდები ჩვენს შორის დიალოგში დაიბადა. რაც შეეხება თემას.ბიომეტრიული მონაცემები მართლაც კარგია,თუმცა მისი იდენტიფიკაცია კომკრეტულ პიროვნებასთან საარჩევნო უბანზე,შეიძლება პრობლემატური იყოს დროის ხანძგლივობის მიხედვით. მე მაქვს IFES(International Foundation fo Eleqtoral Systems)ავტორი ოლე ჰოლტვედი,დასკვნა,სადაც ავტორი ნამდვილად არ ამბობს იმას რაც პალიკომ განაცხადა.პირიქით ის ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებულ წინადადებეზე ბიომეტრიის გამოყენებით,ამბობს: "წინადადებები კომპლექსურია და ძალიან კარგად ნაფიქრი ტექნიკური კუთხით და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით". ასევე: "იდენტიფიცირებისთვის თითის ანაბეჭდები კარგად გამოიყენება და მცირე რაოდენობის ამომრჩეველთა შორის პიროვნების მოძებნა დიდ დროს არ იკავებს.ეს დრო დაახლოებით იგივეა რაც საჭიროა სამაგიდო სიაში პიროვნების მოსაძებნად.პირსახის ბიომეტრიული მონაცემების ამოცნობა,შედარებით რთულია და საჭიროებს კარგად განათებულ გარემოს.სანამ ბოლომდე ვენდობით მსგავს ტექნოლოგიას,საფუძვლიანი საპილოტე პროგრამა უნდა განხორციელდეს". დასკვნა პატარა არ არის,მე კი ელექტრონული ვერსია სამწუხაროდ არ მაქვს. -
აგერ ეს სტატია ქართულად: მიხეილ სააკაშვილი:„მიწა რომელიც მათ დაიპყრეს ქვა და კლდეა. მისი ერთადერთი ფუნქცია ჩვენზე თავდასხმაა“კიმ სენგუფთა იმ ლიდერისთვის, რომელმაც მისი ტერიტორიის 20% უცხო ზესახელმწიფოსთან დაპირისპირების დროს დაკარგა, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით ენერგიულად გამოიყურება. მართალია რუსებისგან ამ მიწას ძალით ვერ დაიბრუნებ, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ საქართველო გრანდიოზულ წარმატებებს აღწევს საკუთარი პოზიციის დაცვისა და კავკასიაში გავლენის გავრცელების თვალსაზრისით დღეს ბრიტანეთის მთავრობა ლონდონში ვიზიტით მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებული სიტუაციის დარეგულირებას მოსთხოვს. ეს რეგიონები საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ, ფაქტობრივად რუსეთს ექვემდებარება. როდესაც დევიდ კამერონი ოპოზიციის ლიდერი იყო, კონფლიქტის დროს ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელიც საქართველოში გაემგზავრა. დაუნინგ-სთრითი ამტკიცებს, რომ პრემიერი დღესაც ცდილობს ამ საკითხში სამართლიანობის მიღწევას. მალე ნატო ამ თემაზე მოსკოვთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ამტკიცებს, რომ ჯარების გაყვანასთან დაკავშირებულ საკუთარ მოთხოვნაზე უარს არ იტყვის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-კავკასიის ამ ხანმოკლე ომიდან თითქმის სამი წელი გავიდა, რუსეთის არმია ორ სეპარატისტულ რეგიონში საკუთარ პოზიციებს მხოლოდ ამყარებს. სააკაშვილი თავის საპრეზიდენტო სასახლეში ზის და ჩივის: „ისინი ჩვენს საზღვრებს არ აღიარებენ, არ აღიარებენ ჩვენს მთავრობას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. რუსებმა ამ ადგილიდან 40 კილომეტრში რაკეტები განათავსეს. ეს რაკეტები ამ ადგილის განადგურებისთვის საკმარისია. ეს წარმოდგენა არ არის, ეს ძალიან დიდი პრობლემაა“. საქართველომ იმ არეულობების საკუთარი ვერსია, რომელმაც დღეს ახლო-აღმოსავლეთი მოიცვა, რვა წლის წინ გადაიტანა. მაშინ, „ვარდების რევოლუციის“ დროს, სააკაშვილი დემონსტრანტებს პარლამენტისკენ გაუძღვა და ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მიაღწია. Independent-ის კორესპონდენტთან საუბრისას, არაოფიციალურად, მაისურში, სპორტულ ქურთუკსა და შავ ჯინსში გამოწყობილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთი ვალდებულია იმ ქვეყნის მხარეს დადგეს, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების დაცვას ცდილობს. საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად სთქვა უარი დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე. სინამდვილეში ეს მხოლოდ ჟესტია და მეტი არაფერი, თუმცა სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მან სერიოზული გარდაქმნა წამოიწყო და ამისთვის დასავლეთისგან დაპირებულ მხარდაჭერას ელოდება. არ ვფიქრობ, რუსეთს რაიმენაირი ილუზიები ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მათ თავს ვესხმით. იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც მათ დაიპყრეს ქვა და კლდეა. მისი ფასი ნულია, ხოლო ეს მიწა ფასეული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მას ჩვენზე თავდასხმისთვის გამოიყენებს“. ამავდროულად, საქართველო მშვიდობიან შეტევაზე გადავიდა, იყენებს რა დიპლომატიას, ინფორმაციის მასობრივ საშუალებებს, კულტურას და სამთავრობო სტრუქტურებს. ახლახანს რეჟისორმა რენი ჰარლინმა, რომლის აქტივშიც ისეთი ფილმია, როგორიცაა „კერკეტი კაკალი 2“, ომზე ჰოლივუდური ფილმი „აგვისტოს 5 დღე“ გადაიღო. ფილმში ენდი გარსია პრეზიდენტ სააკაშვილს თამაშობს, რუპერტ ფრენდი კი ჟურნალისტს, რომელიც იმ გასამხედროებული ფორმირებების სისასტიკეს ამხელს, რომლებიც რუსების მხარდაჭერით მოქმედებდნენ. ამ ფილმს, რომელშიც ქართველებისადმი აშკარა თანაგრძნობა ვლინდება, დამოუკიდებელი წყაროები აფინანსებდნენ და საქართველოს მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სცენარის შექმნაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. სააკაშვილი ამბობს: „ერთხელ ენდი გარსიას სადილზე შევხვდი და ის სულ იმას კითხულობდა, თუ როგორ გამოითქმება ესა თუ ის სიტყვა. გადაღებული მასალა არ მინახავს, მაგრამ ერთი ფილმით წარმოდგენებს ვერ შეცვლი. ამ ომით ხალხი დაიღალა და მათ სხვა რაღაცის ნახვა სურთ, მაგრამ რუსები არასდროს არ ნებდებიან, მათ ძლიერი მანქანა აქვთ, რომელიც მუდმივად მუშაობს, მუშაობს, მუშაობს“. თუმცა საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თანამგზავრულ ტელეარხ Kanal PIK-ს და აფინანსებს მას. ტელეკომპანიამ ახლახანს მაუწყებლობა რუსულ ენაზე რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო, ასევე ჩრილოეთ-კავკასიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. არხზე გამოცდილი და ავტორიტეტული ჟურნალისტების საერთაშორისო კოლექტივია. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არხი ანტი-რუსული პროპაგანდის იარაღი არ იქნება. ერთ-ერთი თოქ-შოუს წამყვანია ალა დუდაევა, 2006 წელს რუსული რაკეტით მოკლული ჩეჩენი აჯანყებულების ლიდერის ჯოჰარ დუდაევის ქვრივი, მაგრამ ის პოლიტიკას თავს არიდებს. თუმცა ახალი ამბების მაუწყებლობას ისეთ რეგიონებზე, როგორებიცაა ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი, სადაც კრემლს სასტიკი კონფლიქტები აქვს, ურთიერთბრალდებები მოჰყვა და საკმაოდ სარისკო საქმეა. არხის დებიუტამდე ერთი დღით ადრე, ტერორისტმა-თვითმკვლელმა მოსკოვის აეროპორტ დომოდედოვოში ათობით ადამიანი მოკლა. ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები დაღესტნელი ისლამისტები არიან. სააკაშვილი, რომელმაც ეს თავდასხმა დაგმო, აღნიშნავს: „ვლადიმერ პუტინთან ბოლო საუბრის დროს, მე ის გავაფრთხილე და ვკითხე: „არ გიფიქრიათ ჩრდილოეთ-კავკასიაზე, იმაზე თუ რა მოხდება იქ, როდესაც თქვენ სეპარატისტებს მხარს უჭერთ და აქეზებთ სხვა ქვეყნებში?“ მან მითხრა, რომ ჩრდილოეთ- კავკასიასთან დაკავშირებით ყველაფერი „დასრულებულია“ და იმდენჯერ რამდენჯერაც იქ ახალი ბოევიკი გამოჩნდება, ის მას ტარაკანივით გაჭ####ტს და თან მაგიდას თითი დააჭირა“. შარშან სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა თავისი ხედვა წარმოადგინა „გაერთიანებულ ჩრდილოეთ და სამხრეთ-კავკასიაზე“, რომელიც „საქართველოს მაგალითზე თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს შეუერთდება“. ამ თემაზე საუბრისას, მან განაცხადა რომ ჩრდილოეთ-კავკასია გეტოდ გადაიქცა. „ეს ადამიანები ადგილობრივ ფეოდალებს მიუგდეს, რომლებსაც შეუძლიათ მათი მოკვლა, გაუპატიურება, ფეხებით დაკიდება, წამება და მათთვის ყველაფრის წართმევა. ფაქტობრივად, ეს არის ის, რაც რუსეთმა ჩრდილოეთ-კავკასიას მისცა“. საქართელომ ვიზები გააუქმა მთელი რიგი ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკებისთვის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამას „მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი“ უწოდა, ხოლო ზოგიერთმა მოსკოველმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ ტერორისტებს ახლა უსაფრთხო თავშესაფარი გაუჩნდათ, განსაკუთრებით 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ. ვაშინგტონის Center for American Progress-ის („ამერიკული პროგრესის ანალიტიკური ცენტრი“) თავის ანგარიშში აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები აქვს საქართველოს მთავრობას, მოსკოვის მხრიდან ეს პირველ რიგში აღიქმება, როგორც არასტაბილურობის გაღვივებისკენ მიმართული პოლიტიკა“. სააკაშვილი პასუხს არ აყოვნებს და ამბობს, რომ ომის დროს ჩრდილო-კავკასიელთა არარეგულარული სამხედრო ფორმირებები რუს სამხედროებს ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ, ძარცვავდნენ და კლავდნენ ხალხს, ამიტომ საქართველოს სხვა არჩევანი არ დარჩა, თუ არა ამ ქვეყნებთან ურთიერთობების მოგვარება. „ზოგიერთი ჩემი დასავლელი მეგობარი მეუბნება „რისთვის გჭირდებათ ჩრდილოეთ-კავკასია, ეს ხომ დამატებითი თავისტკივილია?“ მე მათ ვპასუხობ „და როდესაც შემდეგ ჯერზე ჩვენი მეგობარი ვლადიმერ პუტინი 50 000 ჩეჩენ მებრძოლს გამოგვიგზავნის, თქვენი ჯარისკაცები დაგვიცავენ?” როდესაც ჩეჩნების მსგავსი ადამიანები საქართველოში ჩამოდიან, ისინი კანონმორჩილები ხდებიან, რადგან არიან ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობაა“. საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მისი მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფცია და კერძო ბიზნესის მხარდაჭერა (ხოლო ამ რეფორმებმა მსოფლიო თანამეგობრობისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა), რეგიონში თანამშრომლობის განვითარებისთვის მამოძრავებელი ძალა გახდება. „სინამდვილეში ჩვენთან ჩამოდის ზოგიერთი ექსპერტი რუსეთის ანალიტიკური ცენტრებიდან და ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოს ბრწყინვალე პოლიტიკურ რეფორმებს უნდა მიბაძოს. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მილიციის ოფიცრები ამბობენ რომ, მათ საქართველოს პოლიციური რეფორმა უნდა გადაიღონ. ჩვენთან იყო ტაჯიკეთის პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მიბაძვის მაგალითია. ჩვენით დაინტერესებულია უკრაინა“. მოდერნიზაციის და რეფორმების ტემპის შენელება არ მოხდება. „ჩვენთან სამხრეთ-აფრიკიდან ფერმერები ჩამოდიან, რათა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით დაგვეხმარონ. დიდი გარდაქმნები გვექნება განათლების სიტემაში – 10 000 ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი ჩამოვა, რომლებიც ინგლისურს ასწავლიან. მილიონებს ვდებთ ახალ ტექნოლოგიებში. ჩვენ სინგაპურს ვუყურებთ და ვიცით, რომ შეგვიძლია მსგავსი ქვეყანა გავხდეთ ამ რეგიონში. ჩვენთან არ არსებობს ბიუროკრატია“. მაგრამ მოუტანს კი ამ ღირებულებებისადმი ერთგულება საქართველოს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას და აღიარებას, რომლისკენაც ის მიისწრაფვის? ნატო ყველანაირად ცდილობს ავღანეთის მისიაში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას. შეერთებულ შტატებს სურს მოსკოვის ჩართვა თავის ანტი-სარაკეტო თავდაცვის ევროპულ პროგრამაში. საერთაშორისო „რეალპოლიტიკა“, როგორც სჩანს იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ თბილისი კიდევ დიდხანს ვერ გაწევრიანდება ისეთ დასავლულ კლუბებში, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო. „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ნატო-ს საგანში კლასში საუკეთესო მოსწავლეები ვართ. ჩვენ ყველა მოთხოვნას ვასრულებთ. ისინი გვეუბნებიან: „თქვენ შესანიშნავები ხართ! თქვენ ყველა პარამეტრს აკმაყოფილებთ! ბლა, ბლა, ბლა“, მაგრამ შემდეგ უცბად ისე ხდება, რომ შემდეგ საფეხურზე აღარ გადავყავართ. ეს უნდა შეიცვალოს“. მიხეილ სააკაშვილი – დაიბადა 1967 წელს. მიიღო იურიდიული განათლება. 1995 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი. 2003 წელს სათავეში ედგა უსისხლო „ვარდების რევოლუციას“ და გადადგომა აიძულა მის წინამორბედს და მენტორს ედუარდ შევარდნაძეს. იმავე წლის იანვარში სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. 2005 წელს თბილისში მიტინგზე მასზე წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა. 2007 წელს სააკაშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა, როდესაც საზოგადოების მხრიდან არჩევნების მოთხოვნას, მას შემდეგ რაც მისი ადმინისტრაცია კორუფციაში დაადანაშაულეს, საგანგებო მდგომარეობის შემოღებით უპასუხა. ამ მოვლენების მიუხედავად სააკაშვილმა და მისმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის არჩევნებზე ხმების დიდი უმრავლესობა მოიპოვა. მან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო რუსეთთან ომის დროს თვითგამოცხადებული სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის გამო და მაინც როდესაც კონფლიქტი დასრულდა, ამომრჩევლებმა სააკაშვილი რუსეთთან ომის პროვოცირების გამო გააკრიტიკეს. მასობრივი აქციების მონაწილეები მის გადადგომას მოითხოვდნენ. 2010 წელს მან მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეზღუდვასა და ძალაუფლების ნაწილის პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემასთან დაკავშირებულ საპარლამენტო რეფორმებს, მაგრამ ოპონენტებმა სააკაშვილი იმაში დაადანაშაულეს, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ის გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას გეგმავს. ორიგინალი
-
ხელისუფლება ბიომეტრიულ პასპორტებზე არ მოდის
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
vaniko1978 მაგაშია სწორედ საქმე.ამიტომაც აზრი არ ქონდა იმას,როცა პარლამენტში არ შევიდნენ და ნებისმიერი არჩევნების დროს პადოშები,ე.დ.პ,ასლანიჩები,მე თვითონ,ჯონდი,მრეწველები და კიდევ მრავალი სხვანი ყოველთვის იქნებიან. -
babuagiorgi ყურადღებით წავიკითხე თქვენი შეთასვაზება: ეს არის ჩვენ კანონმდებლობაში ეს იყო და შედმდგომში გაუქმდა.მაშინაც ვერ მუშაობდა. ეს ნამდვილად საჭიროა,თუმცა მე მგონი ერთი დღით ადრე საკმარისია. ესეც ძალიან საჭიროა,თუმცა ამაზე ყოველი არჩევნების შემდეგ ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ ხელისუფლებას,მაგრამ ისინი უბრალოდ იკიდებენ.მიშამ პირდაპირ თქვა,რომ ამას ვაკეთებთ და კიდევაც გავაკეთებთ შემდგომშიო. ყოველივე ამაზე რაც თქვენ დაწერეთ და კიდევ სხვა ბევრზე მიდის ბრძოლა ამ დღეებში ხელისუფლებასთან.ერთი რამეა ამ ეტაპზე კარგი,თუ არ ვცდები თებერვლის ბოლოს შეთანხმების თანახმად ხელისუფლებამ ყველა პუნტქზე უნდა გასცეს წერილობითი პასუხი,თუ რაზე მოდის და ეს არ შეიძლება გაიწელოს დიდხანს. ან ასე ან ისე. რაც შეეხება ფირმების სიას,მანდ მთავარი ისაა,რომ ვეც ერთი იურიდიული პირი ვერ ბედავს ოპოზიციური პარტიების ღიად დაფინანსებას.მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშში მხოლოდ ფიზიკური პირები არიან.ეს არის ჩემი აზრით ყველაზე საშიში.
-
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
ძუკუ replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
sizmara_com ბატონო ჩემო,ამას რომ წერთ ისიც უნდა იცოდეთ ამ საუბრის გამოქვეყნების დროს,ის კაცი რუსეთის საელჩოდან უკვე ორ წელზე მეტის წასული იყო საქართველოდან და შესაბამისად ნოემბრის აქციებთან ამ საუბარს არავითარი საერთო არ ქონდა. რაც შეეხება "ტკბილ საუბრებს".კარგად გაიხსენეთ რაზე იყო ლაპარაკი.ის რუსი ეკითხებოდა ლევანს,მართალიაო საქართველოს პარლამენტში ესენგედან გამოსვლის საკითხი უნდა დადგესო.რაზეც ლევანმა უპასუხა,რომ ტყუილად ნერვიულობდა,რადგან ხელისუფლება ამას არ აპირებდა.ეს თუ არის "ტკბილი საუბარი" და რუსებთან ჩახუტება,კი ბატონო გააგრძელეთ ამ მიმართულებით. -
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
ძუკუ replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
sizmara_com უკაცრავად იქნებ წყარო მიმითითოთ. STALKERI ბატონო სტალკერ,ლევანის წიგნი "წმინდა წყვდიადი" წაიკითხეთ.ძალიან საინტერესოა,თანაც დღევანდელ პოლიტიკას არ ეხება. -
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
ძუკუ replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მადლობა სატურნ ბატონო "სატოპკისთვის".პრეზიდენტის და ნაცმოძრაობის მხარდამჭერები ამაზე საერთოდ ჩუმად უნდა იყვნენ,როცა კაცს ისეთი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული,რომელი კ.გ.ბ-ს ნომენკლატურა იყო და ასევე კ.გ.ბ-ს ჯარებში მსახურობდა და ამ მიმართულებით მისი შემდგომი კარიერა მხოლოდ იმიტომ არ შედგა რომ სუსურუკუ დაიშალა.ასევე მისი კარიერის წარმართავი ბიძა თემურ ალასანია ფეესბეს პოლკოვნიკია და დღესაც გაეროში რუსების კვოტით ირიცხება. რაც შეეხება კომპარტიაში შესვლას,ეს მრავალჯერ დამიწერია და კიდევ გავიმეორებ. დათომ შემდგომი ტიპის განცხადება დაუწერა უნივერსიტეის იურიდიული ფაკულტეტის პარტკომს:გთხოვთ მიმიღოთ ს.კ.კ.პ-ს რიგებში რათა ის დავშალო.დიდი სკანდალი იყო მაშინ,ვიღაც მიხვდა და მიიტღეს.თუმცა სულ რამდენიმე თვეში პარტია ისედაც დაიშალა.სხვათა შორის ის კაცი დღესაც ცოცხალია და შეუძლია დაადასტუროს. -
ესეც აუცილებლად შესატანია: Mikheil Saakashvili: 'The land they took is rocky. Its only use is for attacking us' http://www.independent.co.uk/news/world/europe/mikheil-saakashvili-the-land-they-took-is-rocky-its-only-use-is-for-attacking-us-2215085.html#
-
ეხლა გამოვა მანანა მანჯგალაძე და იტყვის,მიშა ამას არ გულისხმობდაო,ჟურნალისტმა არასწორად გაიგოო. ისე rocky თარგმანი ალბათ უფრო ზუსტი კლდოვანი იქნება.
-
kisa ერთი გუფთა ხომ გაიჩითა ჩვენთან,კლინიკები რომ იყიდა.ეხლა კი სენგუფთაც გვყავს.მიშას ალბათ გუფთის მოყვარულია.ისე კაი გუფთა მეც მევასება. ერთი shavlego91-ს დაუძახეთ,სულ ოპოზიციაში რომ ეძებს ყორღანაშვილებს,ამაზე რას იტყვის.
-
T_A_T რატომაც არ დაიფიცებენ,ასე ნაშოვნ ფულებს თუ დაახარჯავს(პატარა ნაწილს მთელიდან,თორემ ისე სოლიდური თანხა იქნება)
-
T_A_T ეგ "ნუგეში"კი გამიგია,მაგრამ შიგ რა ხდება ხომ არ იცი.აშკარად მაგ ვაუჩერებს მანდ გაგვანაღდინებენ. თანაც როგორც ზემოთ დავწერე გეგენავასიაო.
-
Saturn რამდენით მოიმატებს ლარზე მეტით? თუ გახსოვთ სატურნ ბატონო რამდენიმე თვის წინ ჩვენმა თანაფორუმელმა ანალგინმა შაქრის შემოტანა რომ გადაწყვიტა და რით დამთავრდა ეს.წესიერმა ხალხმა ურჩია,რომ ეს არ გაეკეთებინა,რადგან უბრალოდ არ შემოატანინებდნენ.
-
Saturn ხოდა გადაიყვანეთ ეს თანხა ლარებში,დაახლოებით 1500 ლარი გამოდის.ე.ი. ლარ ნახევარი კილოზე.ჩვენთან რა ღირს? სურასათის ვაუჩერებს ალბათ მხოლოდ ერთ მაღაზიაში გაანაღდებ,ანუთუ არ ვცდები "ნუგეში" რომ ქვია,რომელზედაც ბოროტი ხმები ამბობენ არჩილ გეგენავასიაო.ეგ არ ვიცი ამას თვითოეულ ოჯახზე გასცემენ,თუ როგორ იქნება,მაგრამ როგორც მინიმუმი 30 მილიონი ლარი წავა ვიღაცის ჯიბეში,შემდგომში ნაცმოძრაობის პარტიულ სალაროში დაბრუნებით.
-
Saturn მიხეილის კონტროლზე რა მოგახსენოთ,მაგრამ იმათ ეტყობა მაგრა გაუბერეს. მიხეილს რაც შეეხება,იმას როგორ გადაიტანს,რომ ბაქრაძემ "ინტელექტუალობაში" რომ გაუსწრო.
-
ძალაუფლება ხელში არმიამ აიღო.ისე ეს ადრე რომ გაკეთებინად ალბათ ჯობდა,თუმცა ამით არც მწვადი დაწვეს და არც შამფური.
-
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
ძუკუ replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვეფხვი აუ აქ რა ამბავი ამტყდარა რესპებზე.მე როგორც მანდატიანი რესპუბლიკელი უნდა ჩავერიო. ბატონო ვეფხვო,ის რომ დათოს ერთი დღე არ უმუშავია იურისტად ნამდვილად არა მართალი.ეხლა მოსამართლეს და პროკურორს თუ გულისხმობთ,ნამდვილად არა.რაც მე მახსოვს ჯერ ცესკოს იურისტი იყო,მერე "საიაში" სადაც სოროსის გარდა უამრავი სხვა დაფინანსებები იყო,მერე "აირისში",რომელიც იუსეაიდის ფულით ფინანსდებოდა. რაც შეეხება ბავშვის მონათვლას მე ადრეც გითხარით რომ ორივე ბიჭი მონათლულია და ნათლიებსაც ვიცნობ.laci ეს ხომ საერთოდ მაგარია.უსუფა ნაღდი ქიზიყელია სოფელ მაღაროდან.ეს ასევე უბანზეა პასუხი. მოდით რა ელიზბარ ჯაველიძის ლექსიკონით არ გვინდა საუბარი,კონკრეტული ფაქტები დაასახელეთ,მითუმეტეს როცა ამბობთ მთლიანად. STALKERI დიდი მადლობა ჩვენი ასეთი დახასიათებისთვის.იმედი მაქვს რომ არ გაგაწბილებთ. -
kapiton პატისან არჩევნებში გააჩნია რას გულისხმობთ,ამას დაზუსტება უნდა.თუ მხოლოდ იმას რომ ბიულეტენებს დასტებად არ ყრიან ყუთებში,ან ოქმებს თავიდან არ გადაწერენ,ესეთი ბოლო არჩევნები იყო(ყოველ შემთხვევაში თბილისში). მაგრამ ამის გარდა უამრავი სხვა რაღაცაა რომლის გამო ეს არჩევნები არასამართლიანი არის. მთავარი: 1.უზარმაზარი ფინანსები რომლებიც ხელისუფლებას აქვს ოპოზიციისგან განცხვავებით.ვერცერთი იურიდიული პირი ვერ ბედავს ოპოზიციის დაფინანსებას ღიად. 2.ადმინისტრაციული რესურსი. 3.ტელევიზიები 4.ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ხელისუფლებას უმრავლესობა ყავს. 5.პოლიციის და პროკურატურის უხეში ჩარევა. 6.არ არსებობს სასამართლო სადაც ოპოზიცია საარჩევნო დავას მოიგებს. და ასე შემდეგ.
-
PEPE. ეგენი მიშასი არიან.
-
Siknadmo ეგეთი ნამდვილად არ გამიგია.
-
ერთი რამე ვერ გავიგე,პარტია შექმნეს? რაღაც ორგანიზაცია "ევროპული საქართველო" შექმნეს,მაგრამ პარტიაზე არაფერი არ გამიგია.
-
kisa მე მაგდენი არ ვიცი,მაგრამ ვეფხვაძის გამოსვლისას სულელივით რომ იცინის,მაივიდეოზე შეიძლება ნახვა.11 თებერვალი,პირველი არხი, დაახლოებით 21:14-ზე. PEPE. უი ესეც თქვა?გეოგრაფიას ვინ ასწავლიდა სკოლაში?