ეს ფეისბუქზე იყო,რაღაც საოცარი მსგავსებაა თქვენს პოსტთან Bimurza Bimo Dadeshqeliani ედუარდ შევარდნაძე თანაუგრძნობს ადმირალ ბალტინის ოჯახს 20:26 | 07/ 10/ 2008 Print version …...თბილისი, 7 ოქტომბერი /“ახალი ამბები – საქართველო“/. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიუსამძიმრა ადმირალ ედუარდ ბალტინის ოჯახს, რომელიც 72 წლის ასაკში სამშაბათს მოსკოვში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“. ადმირალი ბალტინი – საბჭოთა კავშირის გმირია. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა ჩრდილოეთ, წყნარი ოკეანის და შავი ზღვის ფლოტებში. 1992 წელს შავი ზღვის ფლოტის სარდლად დანიშვნის შემდეგ ის მონაწილეობას იღებდა საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამხედრო კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო აქციებში. სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის მეთაურობის დროს ბალტინმა გარდაუვალი სიკვდილისგან გადაარჩინა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. 1996 წლიდან ბალტინი თადარიგში იმყოფებოდა, ცხოვრობდა მოსკოვში. „მე ღრმად ვწუხვარ ასეთი ადამიანის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ, მე არ გამაჩნია მოსკოვში გამგზავრების შესაძლებლობა და მინდა აქედან მივუსამძიმრო ადმირალის ოჯახს“, – განაცხადა შევარდნაძემ „რია ნოვოსტისთან“ სატელეფონო საუბარში. მან დადებითად შეაფასა გარდაცვლილი ადმირალის როლი საქართველოსთვის კრიტიკულ სიტუაციაში, 1993 წელს. „ბალტინს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს გადარჩენის ერთ–ერთი ფაქტორი ადმირალი ბალტინი იყო“, – განაცხადა შევარდნაძემ. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა დეტალურად გაიხსენა ქალაქ ფოთში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებული მოვლენები, როდესაც სახემწიფოებრივი კონტროლის დაკარგვის საფრთხე მთელ დასავლეთ საქართველოში არსებობდა. „მაშინ მე დახმარებისთვის მივმართე უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს და მას ფოთში რუსეთისა და უკრაინის ერთიანი ფლოტის გამოგზავნა ვთხოვე, რომელსაც ბალტინი მეთაურობდა“, – განაცხადა შევარდნაძემ. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავის „მემუარებში“