Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. Grig გეთანხმებით. Saturn პასუხი იხილეთ ზემოთ. ისე ეს შრომის კოდექსი ვისი მიღებულია,ხომ არ იცით? დასუფთავების სამსახურის ხალხს მართლაც რომ მონებივით ამუშავებენ 12 საათს და შვებულებაშიც კი არ უშვებენ,თუ იცით.ვინც ხმა ამოიღო,ისინი სამსახურიდან გაუშვეს.ამას წინათ დარეკა ერთერთმა მათგანმა აქუსთა და იმ იდიოტმა პროპკავშირების შექმნა შესთავაზა.ქურთები რომ პროფკავშირს გააკეთებენ ელოდოს.
  2. T_A_T გაიხარე, დიდი მადლობა.ეხლა ვინმე ფოტოშოპის მცოდნე მჭირდება,რომ იმ ორ სურათს დავადო. Achiko1972 მთელი ცირკი იმაშია,რომ ეს კლიპი ვიღაც ებრაელმა,ისრაელის მოქალაქემ გააკეთა და მთელი არაბები ამაზე კაიფობენ.
  3. სატრანსპორტო სამსახურის უფროსი განცხადებებს რომ აკეთებს,არავითარი დამატებითი გადასახადებები არ იქნებაო,ჯერ ერთი აქამდე სულ იმას იძახდნენ კერძო კომპანიააო და ფასებში ჩვენ არ ვერევითო.მეორე თუ ფასების გაზრდა ტენდერის პირობებით არ შეიძლება,ადგეს ეს ჩემი ცოდვით სავსე და დაელაპარაკოს მძღოლებს.
  4. kisa ალბათ მართალია. Иранское ТВ: младший сын Каддафи примкнул к повстанцам Младший сын ливийского лидера Муаммара Каддафи Сейф аль-Араб перешел на сторону протестующего против власти его отца народа, сообщил в пятницу иранский англоязычный канал Press-TV. ისე მაგას მე მგონი შვიდი თუ რვა შვილი ყავს.
  5. არა მგონია ეს ყველაფერი სერიოზული იყოს.ეხლა 1980 წელი არ არის.
  6. Saturn არა პატრონია. ისე გაყიდვამდე თუ არ ვცდები სამი თვით ადრე საკუთარი დეიდაშვილი დანიშნა დირექტორად და მერე სად გაქრა თბილწყალის ქონების დიდი ნაწილი გასარკვევია.
  7. Saturn ანუ გიგის? ჩემთანაც.შესაძლებელია კი არის,მაგრამ კაფელის(თუ ასეთი გვაქვს)დანგრევა მოგვიწევს.
  8. Lo Janko სატურნი რა შუაშია ლო,კვესიტაძე დააკაწრავს თვალებს,რა უტიაშვილს უსამსახუროდ ტოვებთ.
  9. SHARI kisa აქ საავტორო უფლებებზეა არაა საუბარი(სხვათა შორის სიმღერის ავტორი ედიტ პიაფი არაა),არამედ ელემენტარულ პლაგიატზე.საავტორო უფლების დარღვევა ისაა,როცა სხვის სიმღერას უნებართოდ იყენებ,ეს კი უბრალოდ მოიპარეს და თავისად გაასაღეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა.ეხლა ძალიან ცნობილი სიმრერა 'გამარჯობა აფხაზეთო ჩემო" სადღაც 15 წლის წინ დაწერა გოგი ჩლაიძემ სოხუმის თეატრისთვის,ხოლო ზუმბამ მიითვისა, კონკურსში გაიმარჯვა და ორდენიც მიიღო.
  10. bergman88 უკაცრავად ბატონო ბერგმან,თქვენი ნიკი აქედან მოდის:Sonderverband Bergmann . თუ ასეა ყველაფერი გასაგებია,ჩვეულებრივი მორიგი ანტისემიტური გამოხტომაა.ჩვენ გვყავს ფორუმზე ერთი ახმედინეჯადის ფანი დონ კარედო და იმასთან ერთად კარგი დუეტი გექნებათ.
  11. babuagiorgi ამაში გეთანხმებით ბაბუ,რადგან როგორც ქართველებს,ასევე ოსებსაც ბევრი აქვთ მიქარული.გამომიჩნდა ჩოჩიევი მამა აბრამის ბატკანი.თუმცა ჩვენ რადგან ქვეყანაში უმრავლესობას წარმოვადგენდით,მეტი მოგვეთხოვებოდა.
  12. Saturn იმიტომ უნდა რომ ამით დაიწყო ყველაფერი. იყო და ნებისმიერ სხვა მთლად ცივილიზებულ ქვეყანაში გაცილებით მეტი იქნებოდა,თანაც რიყეზე დაშლაც ასევე უკანონო იყო.სპეცრაზმელები დაშავდნენ,მაგრამ ნახეთ ევროპაში პოლიციას "მოლოტოვის კოკტეილებს"როგორ ესვრიან და ის რითი პასუხობს.ჩვენთან ეს რომ გააკეთონ,ნამდვილად ისვრის პოლიცია და ამაზე თუ გინდათ თავს დავდებ. კი ბატონო,მაგრამ მე რაოდენობა მქონდა მხედველობაში.რაღაც ზეოდენობის გაზი იყო გაშვებული და ამის შემსწრე თავათ ვიყავი.თანაც რუსთაველიდან უკვე განდევნილ ხალხს ვიწრო შუკებში მისდევდნენ და იქაც ესროდნენ გაზის ჭურვებს. ერთადერთი არაკანონიერი ქმედება მანიფესტანტების მიერ რუსთაველის თხუთმეტი წუთიტ გადაკეტვა იყო.
  13. Siknadmo ამდვილად მეორე წელს ახალი უნდა იყიდო,მაგრამ ის რომ ადგილობრის ანადგურებს,მე როგორც ამ საქმეში ჩაუხედავმა,არ ვიცი.
  14. Siknadmo Siknadmo სიკნადმო ბატონო,რესპებში სოფლის მეურნეობაში ვინ არის გათვითცნობიერებული ვერ გეტყვით,მაგრამ გავიკითხავ.მე რაც ვიცი: შარშან სამინისტრომ შემოიტანა "ჯაგერის" ჯიშის ხორბლის თესლი,რასაც მაშინაც აპროტესტებდნენ და დღეს თურმე კარგი ყოფილა. რაც შეეხება სიმინდის თესლს.ეს არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ფირმის "პიონერის" ჰიბრიდული და არა გენმოდიფიცირებული თესლი,მაღალი მოსავლიანობით და სამინისტრო მას კონსიგნაციით იძლევა,ანუ ეს თანხები უნდა ამოიღოს უკან. რაც შეეხება სათესლე მეურნეობას,კი ბატონო ეს კარგია,მაგრამ დიდი შრომა და წლები სჭირდება ჰიბრიდების გამოყვანას.
  15. newstudio ლუი 14-ეს ნათქვამია:ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა.კადაფიც ასევე მოქმედებს.
  16. Saturn ცაში სატურნ ბატონო ჩვენი ხელისუფლებაა და მისი მომხრეები,იმას ვგულისხმობ რომ თვითონ მშვენივრად გრძნობენ თავს და ყველას ზემოდან დაგვყურებენ. თუ გნებავთ დაწვრილებით გავარჩიოთ 7 ნოემბერი(ოღონდ შუიდან ნუ იწყებთ. ყველაფერი დილით თუ არ ვცდები შვიდზე თუ რვის ნახევარზე დაიწყო,როცა პარლამენტის წინ კიბეებზე ოცდაათიოდე კაცი იჯდა და არავითარ კანონს არ არღვევდნენ.ისინი ცემეს,აყარეს და უმეტესობა დაიჭირეს.ამას მოყვა ხალხის მოზღვავება და რუსთაველის გადაკეტვა და ეს იყო თურმე "უზარმაზარი დანაშაული",რაც იმდენი გაზის გაშვებით აღიკვეთა,რასაც მე მგონი პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ,რომელიმე მსხვილ შეტაკებაში. ამის შემდეგ მომოიტინგეებმა გადაინაცვლეს რიყეზე,სადაც ასევე არავითარ კანონს არ არღვევდნენ და ასევე დარბეულ იქნენ.ეხლა გაწარებულმა ხალხმა ვინმე სპეცნაზელი თუ ხელში მოიგდო და მაგრა ჟეჟა,ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ჩემთვის გასაგებია.სხვათა შორის ამის ჩამდენები გაასამართლეს,რასაც ვერ ვიტყვით მეორე მხარეზე.ის რომ მასავით არავინ არ დაშავებულა,ასევე სიმართლე არ არის.მე ერთი კაცი ვიცი,რომელასაც წვივის ძვლები ქონდა დამსხვრეული და დაკოჭლდა და ეს ნამდვილად არ არის ერთეული შემთხვევა. ტყვიამრფქვევებს რაც შეეხება,ჩემი აზრით ხელისუფლება მას მაშინ გამოიყენებს,როცა მას სეროზული საფრთხე შეექმნება(ეს მხოლოდ ვარაუდია),7 ნოემბერს კი ასეთი არანაირად არ იყო,რადგანაც ის მიტინგი ფაქტიურად სულს ღაფავდა და სულ ორ-სამ დღეში თვითონ დაიშლებოდა.
  17. Saturn ფაქტებამდე რომ მივალთ,კაი დროს იქნება.ამ ხელისუფლებამ და მისამა ერთგულმა მხარდამჭერებმა,7 ნოემბერს რუსთაველზე რომ დილით დარბევა მოხდა და იმის შემდეგ აღელვებულმა ხალხმა გზა რომ გადაკეტა,ეს სახელმწფო გადატრიალების რანგში აიყვანეს და ოდნავი წინააღმდეგობის შემდეგ რას დაატრიალებდნენ,კაცმა არ იცის,რაზე მესაუბრებით. აი ის თურქული ჯავშანმანქანები რომ ყავთ,ზედ რომ ტყვიამრფქვევები დგას,ზუტად მაგეებს გამოიყენებენ. ვეფხვი მაგი თუ დაიჭირეს,სასამართლომდე არა მგონია მიაღწიოს.
  18. maia123 ხო.ეს ზრდილობის ნიმუშია აშკარად. maia123 ისე კარგი არჩევანია,ზოგი რუსეთში წავა, ზოგიც ამერიკაში,მაგრამ ევროპაში ვისაც უნდა იმან რა ქნას? maia123 რა ქალბატონობით მიმართვა, როგორც თქვენ ბრძანებთ თუნდაც გოგოსადმი შეურაცხყოფაა?
  19. maia123 პოლიტიკის განყოფილებაში რაზე უნდა ვიმსჯელოთ,თუ არა პოლიტიკაზე? აბა სექსზე სხვა განყოფილებაა. თანაც ცოტა ზრდილობიანად თუ შეიძლება ქალბატონო(თუ ასეთი ბრძანდებით).
  20. გიორგი68 სწორი ბრძანდებით.ისე არც ჩემზე გამოვარდნენ ერთად. maia123 უკაცრავად და ვინმემ ძალით შემოგიყვანათ? არ მოგწონთ და "ვანოს შოუს" იყურეთ,რატომ იშლით ნერვებს..
  21. Saturn ჯერ ჯერობით სპეცნაზიც ყოფნის.თუმცა თუ დასჭირდათ თვალსაც არ დაახამხამებენ. ქონდა ერთხელ ასლანას დროს, მიშიკოს ბათუმის დაბომბვის იდეა.მერე იძახდა ვიხუმრეო.
  22. ოო,12 საათია ,ე.ი. შარიმ გაიღვიძა. მადლობა და გაიხარე.
  23. T_A_T აბა ეგა თქვი,ანტალიაში მიხაილ ნიკოლაევიჩთან ერთად ყოფნა აშკარად სახიფათოა.
  24. DATA TUTASXIA Jonathan livingston gendolf newstudio Grig dredi kote-1962 FRIDRIX Helena222 laci Marta1 Lo Janko ყველას ძალიან დიდი მადლობა და გაიხარეთ. გეხვევით გკოცნით თქვენი მიშა(ძუკუ) ისე სხვათა შორის ამავე დროს ნიკოლაევიჩიც ვარ
×
×
  • შექმენი...