Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. გიორგი68 მე არასოდეს არ დამიწერია,რომ ისინი ბოლომდე ერთგულები არიან და თქვენ ეს კარგად იცით,რადგან გქონდა ჩვენ ამაზე დისკუსია.ხოლო თქვენი ქილიკი მხოლოდ საკუთარი თავით ტკბობის მეტი არაფერი არ არის ბატონო გიორგი68. kisa რა ქნეს და ხელისუფლების არაფრისშემცვლელი წინადადება მიიღეს,ასევე ასლანიჩებმა.რაც მთავარია იმ უზნეო წინადადებებში შავით თეთრზე წერია,რომ ვინც ამ წინადადებას მიიღებს და ბარიერს გადალახავს,ის მილიონი ლარით დასაჩუქრდება.
  2. ეხლა საჭიროა ყველაფრის კარგად გააზრება და ადექვატური გადაწყვეტილებებისმიღება. მიუხედავად იმისა რომ მე გაერთიანებების დიდი მომხრე არასოდეს არ ყყოფილვარ,დღეს ალბატ მაინც საჭიროა საარჩევნო გაერტიანება,რადგან ალასანია და ფორუმი ცალ-ცალკე ალბათ მაინც გადალახავენ ბარიერს,მაგრამ არც რამე სერიზული შედეგიტ.შესაბამისად საჭიროა ბლოკი შემდეგი შემადგენლობით: 1.ალასანია 2.ფორუმი 3.რესპები 4.ალბათ ძიძიგურიც,ოღონდ კობა თვითონ დაიმატოს აი სალომეს პარტია სალომეთი არაფერს არ წარმოადგენდა,ისე ხომ.
  3. Ostap სამწუხაროდ ახდა ცუდი ვარიანტი.ახლები წავიდნენ და უკან ქ.დ.მ-ც მიყვა.ეს ცუდია უპირველეს ყოვლისა დასავლეთის წინაშე,რადგან ამან მათი მხარდაჭრა სერიოზულად შეიძლება შეამციროს.ასევე მოსახლეობისთვისაც ცუდად აღიქმება.
  4. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.ამ პირობებზე რვიანის დათანხმება არ შეიძლება და ალბათ არც მოხდება.არის ვარიანტი რომელიღაც წევრი დათანხმდეს,მაგალითად ახლები(ასეთი პირი უჩანს),შეიძლება ასლანიჩები.თუმცა ეს ვერ გახდება რვიანის პოზიცია დახელისუფლებას გაუჭირდება,ამის ასე გაყიდვა,ისე როგორც ადგილობრივი არჩევნების დროს მოხდა.
  5. verusi მაგაზე ჭედავენ ზუსტად აფხაზები,რადგან იციან რომ ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას მკვეთრად შეცვლის.Siknadmo ამას რაც თავი მახსოვს ქართველები ყოველთვის ამბობდნენ.
  6. [b]ხო კიდევ,რომ ამბობენ ერთ კილოვატზე 5 თეთრიაო,არაა სწორი.5 თეთრი დ.ღ.გ-ს გარეშეა,ანუ სინამდვილეში 5,9 თეთრი გამოდის.[/b]
  7. გაიხარე რამაზ!სულ კარგად იყავი და შენი სურვილება,რომლების რა თქმა უნდა ქვეყანას წაადგება,ასრულებულიყოს. ისე ჩემზე პატარა ხარ
  8. Grig არაფერი.მე პარტიაში იშვიათად ვარ.თუმცა რასაც ვუყურებ ნამდვილად არ მომწონს.აქ ჩემი აზრით მთავარია ის რომ რვიანის არცერთმა წევრმა არ მიიღოს ეს შემოთავაზება და დარჩეს როგორც ნაცების ერთპიროვნული გადაწყვეტილება და არ მოხდეს ის რაც ადგილობრივი არჩევნების წინ მოხდა,როცა ალიანსი მარტო დარჩა და ე.დ.პ-ს ინიციატივით და ასლანიჩების,მე თვითონის,ჯონდის, მრეწველების და პადოშას მხარდაჭერით გაიპრავეს საქმე.აგერ ეს დაწერა დათო ზურაბიშვილმა(იმას ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს) ფეისბუქზე: ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ ახლები ვთქვათ დათანხმდებიან (არ დავმალავ და ასეთი პირი უჩანს ამ ამბავს, კარგი იქნება თუ შევცდები) ხელისუფლების შემოთავაზებას, დანარჩენებმა საკმაოდ მტკიცედ და მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ ამ წ…ინადადებების შეთანხმების საფუძვლად მიღება არ მოხდება და ეს შემოთავაზება განხილული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დააკმაყოფილებს რვიანის მიერ შეთავაზებულ ბიომეტრიულ სიებს და პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპს.
  9. Grig ირაკლი მაჭავარიანი მალხაზ ბატონო.მაგარი სირია,თანაც გვარიანად ერეკება.
  10. Siknadmo ნამდვილად ეგრეა სიკნადმო ბატონო,მაგრამ ბევრს ესმის? ამ და უხსენებელ ფორუმზე სულ ატრიალებდნენ "ასავალ დასავალის" მიერ დაბღაჯნილ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალება,რომ რესპები აფხაზეთის დამოუკიდებლობას იჭერდნენ მხარს.ასევე ვითომ კონფედერაციას(რაც ეხლა პრინციპში სანატრელი გვაქვს) რაც ამ ინტერვიუშიც ჩანს როცა ჯურნალისტი ეკითხება პაატას: უფრო ადრე რესპუბლიკელები კონფედერაციის მომხრენი იყავით და ამანაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიცია გამოიწვია. - კონფედერაციის მომხრენი არასდროს ვყოფილვართ. ყოველთვის ფედერაციის მომხრე გახლდით. კონფედერაცია არის ორ სახელმწიფოს შორის, ორ საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს შორის დადებული ხელშეკრულება სახელმწიფოს შესახებ. ხოლო ფედერაცია არის, როცა სახელმწიფო თავის შიგნით, თავის ტერიტორიასთან დებს ხელშეკრულებას. ამით ტერიტორიალური მთლიანობა არ ირღვევა და ხელშეკრულების შესაბამისად, სახელმწიფო მას უფლებამოსილებებს გადასცემს.
  11. გადასახადიც მიიღეს,ხალხიც არ მოვიდა. ისე ერთ კილოვატზე 5 თეთრი კი არ იქნება,არამედ 5,9 რადგან 5 თეთრი ეს დ.ღ.გ-ს გარეშე ითვლება.
  12. აგერ კიდევ: სიახლე: "შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე შეფასება კინომცოდნეებმა უნდა გააკეთონ" თარიღი: Jun 24, 2011 - 02:41 AM ამბობს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი. „საქართველოშიგვყავს ძალიან კვალიფიციური კინომცოდნეები: გოგი გვახარია, დავით ბუხრიკიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალები სწორედ მათი შესაფასებელია. მე სერიოზულად არ მიმაჩნია ამ ტიპის საკითხებზე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება", - განუცხადა ბერძენიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს". რაც შეეხება უშუალოდ „ქართულ პარტიას" და ირაკლი ოქრუაშვილს, ბერძენიშვილის განმარტებით, მათ მიმართ რესპუბლიკელების პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და მას შსს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ვერ შეცვლის. „ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. მიგვაჩნია, რომ ოქრუაშვილი არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო კარგი მინისტრი და არც ოპოზიციაში ყოფნის დროსაა კარგი პოლიტიკოსი. ასევე გვახსოვს, რომ ამ გამოქვეყნებული მასალების ავტორები ოქრუაშვილის ვეზირები იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენს პოზიციებს ეს მასალები არ განსაზღვრავს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
  13. babuagiorgi 26 მაისი ამბებზე რესპებს საყვედური ნამდვილად არ გვეკუთვნის. მოვახერხეთ და ლიბერალურმა ინტერნაციონალმა მიიღო რეზოლუცია სადაც ეს დარბევა მკაცრად დაგმო.ასევე ნებისმიერ სატელევიზიო გამოსვლაშიც არ დაგვიკლია არაფერი.ეხლა მეტი რა უნდა გვექნა?
  14. დათო ზურაბიშვილმა მაგარი კაფია დადო ფეისბუქზე. ზილო, მოსკოვსა ნაჭედო, ცხინვალში ოსმა გაგფერა ოქრო ირაკლიმ გაკურთხა, პუტჩის გეგმაში გაგწერა. ვანო, დამჩაგრე არ ვყვირი, ეს შენი განაწესია - ბევრჯერ გვინახავს ეთერში შეთქმულთა ტელესესია. მაცალე, კარგად დავქოქო კრაზ-კამაზ-ურალ-პრესია, სულ ზადნით მოგახნეინო, პერედნით რაც გითესია! (ხალხური)
  15. DonCaredo მე ნამდვილად არა.პირიქით,ადრეც დამიწერია რომ ეს ჩემთვის კოშმარია.
  16. Siknadmo არის კიდევ ერთი ვარიანტი,პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია,რაც ჩემი აზრით ნამდვილად არ არის გამორიცხული.თუმცა არა უახლოეს ერთ ორ წელში.
  17. pluto სწორედ ამის გამო არ(ვერ) წავედი სხვა ქვეყანაში,როცა ჩემი შვილები წავიდნენ.
  18. babuagiorgi მეტი ვერ ჩაატია ოქრომ მაგ ფაილში? ან ორასი კაცი "ზილში" როგორ ჩაეტეოდა?
  19. გიორგი68 თქვენ კი დროზე გაასწარით ბატონო გიორგი და ძალიანაც სწორი ქენით,მეც თეორიულად შემიძლია.აი დანარჩენებმა რაღა ქნან?
  20. Siknadmo ეგ რა თქმა უნდა.თუმცა იქ ტელეფონში ოქუაშვილის ხმა მანდამაინც ვერ მივამსგავსე.
  21. babuagiorgi მაგი დიდი ხანია გარკვეულია და არა მარტო რესპების მიერ.როგორც ყველა მნიშვნელოვან ბიზნესში,აქაც ნაცებს მონოპოლია აქვთ. დანარჩენი კი ბარამიძის ბჟუტურია,ანდა ორი დღის წინ პარლამენტში ამ საკითხზე დაკა დაკა რომ იყო,ევროკავშირი ნაცებს არ გახსენებიათ.
×
×
  • შექმენი...