-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
Achiko1972 ამაზე მე ერთხელ დაგეთანხმეთ და კიდევ შემიძლია დავადასტურო.სამწუხაროდ მომგებიან სიტუაციაში დასავლეთის თვალში მიშა აღმოჩნდა.შეიძლება ეს ბევრს არ ადარდებს,მაგრამ მე ნამდვილად არ მომწონს.
-
Siknadmo ნახეთ ჩემი ბოლო პოსტი დიდ თემაში და დარწმუნდებით რომ არც არაფერი არ მიუღიათ. http://planeta.ge/index.php?showtopic=54598&st=150
-
მიიღეს ეს კანონი და პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა.ჩემი ღრმა რწმენით სომხებმა რომლებმაც ტაშფანდური მოაწყვეს ამისთვის ვირის თავფეხი მიიღეს.რაზეც ნათლად მეტყველებს 5-ე მუხლი,სადაც წერია რომ მათ კი მიიღეს სახელად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი,მაგრამ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები მათზე არ ვრცელდება და 5-ე მუხლის თანახმად ვრცელდება არასამეწარმეო იურიდიული პირის(ანუ ენჯოების)სტატუსი,რასაც სომხები არ იღებდნენ. საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ამ კოდექსის 15091 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15091 მუხლი: „მუხლი 15091. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი 1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი. 3. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად. 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის პირველი კარის მეორე თავით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2011 წლის 5 ივლისი. №5034-რს
-
Siknadmo გეთანხმებით სიკნადმო ბატონო,ასე უნდა იყოს. ასე რომ გაუხარდათ სომხებს,დამიჯერეთ ჩვენმა ხელისუფლებამ მათ ჰაერი მიყიდა.ის რაც მათ მიიღეს შეიძლება მთლად ზუსტი შედარება არ არის,მაგრამ იმას ძალიან გავს მიშამ კოდორს ზემო აფხაზეთი რომ დაარქვა.
-
mtidan ამ კანონის საფუძველზე ვერაფერსაც ვერ მოითხოვს. ეხლა ჩვენ ხელისუფლებას რაიმეს მიცემას თუ განიძრახავს,სულ გადაგვახევს თავზე თუნდაც კონსტიტუციურ ხელშეკრულებას.იგივე უფლებები დარჩათ რაც კერძო სამართლის იურიდიულ პირებს,რითაც იყვნენ დარეგისტრირებულნი,ანუ როგორც ნებისმიერი არასამთავრობო.სახლში არ მაქვს და ხვალ დავდებ ამ ცვლილებებს მთლიანად. მე ძალიან მიკვირს სომხები ამას როგორ ჭამენ,ვითომ მაგარი ტიპები არიან.
-
babuagiorgi გაიხარეთ ბაბუ,ნამდვილად ასეა.ბოლო ბოლო ვნახე ის შესწორებები რაც მიიღეს.არც არაფერი არაა და ტაძრების სავარაუდო გასხვისებასთან მიახლოებითი კვშირიც კი არ აქვს. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესის მე-5 პუნქტში კი ნათქვამია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ არ ვრცელდება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი. აღნიშნული მუხლის ბოლო, მე-6 პუნქტში კი ნათქვამია, რომ "ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის მეორე თავით. აქედან მარტივად გამოდის რომ ფაქტიურად არაფერიც არ მიიღეს ამ სტატუსით.მათზე ისევ ძველი წესები მოქმედებს(მწვანეთ გამოყოფილი) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე მოქმედი კანონი მათ არ ეხებათ(წითელად გამოყოფილი).
-
Saturn მაგ ევროპელებს სატურნ ბატონო,ჩვენგან განსხვავებით დემოკრატიულად არჩეული მთავრობები ყავთ და იმათ უნდა მოკითხონ.
-
Siknadmo კარგით რა ხალხო რა გინდათ მაგ ფორუმზე,რაზე იშლით ნერვებს.თითქმის ორი წელია არც გამიხედია მაგათკენ.
-
Siknadmo და პროტესტის ნიშნად იურიდიული კომიტეტის თავჯდომარეობა დატოვა. გულს ნუ გაიტეხთ,მიშა ვეტოს დაადებს.
-
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ხელისუფლებასთან დავა მორიგებით დაასრულა 16:00 06-07-2011 ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რასაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "ბადრი პატაკაციშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, მორიგებით დაასრულოს დავა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო არბიტრაჟში და ეხებოდა ოჯახისათვის მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია "იმედი"-ს დაკარგვასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას. მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარკვეული ტექნიკური დეტალების შესრულებისთანავე, საბოლოოდ შეწყვიტონ არბიტრირება და ამით წერტილი დაუსვან თავიანთ დავას. მიღწეული შეთანხმება ემყარება ორმხრივ ურთიერთკომპრომისს. ოჯახი დათანხმდა, გამოიწვიოს უკან ყველა საჩივარი და მოხსნას პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებისა და მესამე მხარეების წინააღმდეგ სამაუწყებლო კომპანია იმედთან და მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით (იტოვებს რა უფლებას გააგრძელოს დავა ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა აქტივებთან დაკავშირებით); და სანაცვლოდ, სამწლიანი შესვენების შემდეგ, გააგრძელოს ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაწყებული ეკონომიკური და საქველმოქმედო საქმიანობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეთანხმება სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი ოჯახის, ასევე საქართველოსთვის. ჯერ ერთი, მომავალში, საქართველოს ბუჯეტს არ დააწვება საგრძნობი ფინანსური ტვირთი, რაც მოხდებოდა თუ ჩვენ ავირჩევდით დავის საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელების გზას. და რაც მთავარია, ეს მოგვცემს საშუალებას ძალისხმევა მივმართოთ ინვესტიციებზე საქართველოს მომავალში, სამუშაო ადგილების შექმნაზე და საქველმოქმედო საქმიანობაზე. ამით ჩვენ გავაგრძელებთ და ხორცს შევასხამთ იმ საქმეს რაც ბადრიმ დაგვიტოვა", - აღნიშნულია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოკლედ ძლევამოსილია ნაციონალური მოძრაობა.ამათაც მოერიენ.რაც უნდოდათ ის მიიღეს.აბა საზღვარგარეთულ აქტივებზე ამათ მაინც არ მიუწვდებოდათ ხელი.
-
Achiko1972 მაგას რათ უნდა გამოქვეყნება.ნაციონალური მოძრაობის მთელი სადეპუტატო კორპუსი.ეხლა თუ ვინმე ამა თუ იმ მიზეზით არ ესწრებოდა სხდომას,არაფერსაც არ ნიშნავს,რადგან რომ დასწრებოდა ნამდვილად მისცემდნენ ხმას.ე.წ. ოპოზიციიდან ქრისტიან-დემოკრატები არ მისცემდნენ ხმას.აი პადოშა და მე თვითონ არ ვიცი.
-
Saturn მის დაავადებას.თირკმელების ფუნქციის რაღაც ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს(ამიხსნა მაგრამ ვერ გავიგე).აქ გაგებაში არ არიან ამის და არც წამლები არსებობს.
-
Achiko1972 კი ბატონო,ზუსტად ეს დავწერე მე კამათის დაწყებისას,რომ ეკლესია არის ერთადერთი გავლენიანი ინსტიტუტი,რომელსაც ნაცები ვერ აკონტროლებენ და სწორედ რომ დემონსტრაციულად აკეთებენ ამას პატრიარქის დასამცირებლად.ეხლა რა გამოვა აქედან ვნახოთ.
-
Siknadmo ეგ ისედაც და ყოველთვის შეუძლიათ.მაგას კი არა თუ დასჭირდათ კონკორდატსაც გადაახევენ თავზე.
-
Achiko1972 ზემოთ დავდე ჩემიმ აზრით ძალიან საინტერესო ამონარიდი საჯარო სამართლის იურიდიული პირის განმარტებიდან.შესაბამისად აუცილებლად სანახავია თვითონ ახალ კანონში რა ჩადეს,იქ კი ბევრი ცუდი რამის ჩაწერა შეიძლებოდა.თორემ თავისთავად სტატუსი არც არაფერს არ იძლევა.
-
კიდევ ერთხელ გადავხედე საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონს და საინტერესო რამ აღმოვაჩინე: მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება (21.11.2008 N 542) 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სახელმწიფო კონტროლით მაგარია.მაშინ ნამდვილად არ მესმის რატომ უნდა უნდოდეს რომელიმე ეკლესიას(თუნდაც ჩვენს) ასეთი სტატუსი.იქნებ რომელიმე იურისტმა ეს ახსნას.მაგენი ხომ ქოთანს საიდანაც უნდათ იქიდან გამოაბამენ ყურს.
-
Siknadmo თავიდან სამოქალაქო კოდექსში იყო მოთხოვნა რომ ყველა რელიგიური ორგანიზაცია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულად უნდა დარეგისტრირებულიყო.მაგრამ ქართული ეკლესიის გარდა ვერავინ ვერ დარეგისტრირდა,რადგან უბრალოდ არ არეგისტრირებდნენ და ეს დიდი პრობლემებს უქმნიდა დანარჩენებს.შემედეგ ეს მოთხოვნა მოხსნეს და მათი უმრავლესობა კერძო სამართლის იურიდიულ პირად დარეგიტრირდა.კიდევ ერთხელ ვიმეორებ,მე იურისტი არ ვარ მაგრამ რამე მნისვნელოვან სხვაობას ამ ორ სტატუს შორის ვერ ვხედავ.ქონებაზე დავა თუ დაიწყება სასამართლოში(ჩვენი ხომ მხოლოდ იმას გააკეთებს რაც ხელისუფლებას მოესურვება),შესაბამისად ეს სტატუსი ვერანაირად ვერ წაადგება.ეხლა თუ ხელისუფლება გადაწყვეტს მათ გადაცემას,ამას რა უშველის არ ვიცი.
-
Siknadmo მერე რა,ზემო მაჩხაანის სკოლაც საჯარო სამართლის იურიდიული პირია,ამით რა ქართულ ეკლესიას უთანაბრდება?
-
Siknadmo აქ ჩემი აზრით მთავარი პრობლემა თვითონ სტატუსში არ არის,რაც ჩემი აზრით არც არაფრის მომცემია,არამედ ხელისუფლების ზღვარგადასულ თავხედობაზე.
-
Achiko1972 მაგაზე არაა საქმე.არ გაგიგონიათ როცა თუნდაც ბაპტისტური ტაძრის გახსნას მართმადიდებელი მრევლი აქტიურადც ეწინააღმდეგებოდა,დარბევების ჩათვლით.ხოლო ბრიტანეთში ქართული მართმადიდებლური ტაძრის წინააღმდეგ გამოსვლები ნამდვილად არ გამიგონია.შეიძლება მე არ ვიცი. Siknadmo არანაირად არაა ასე.ქართულ მართმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმებაა დადებული რაც პირდაპირ წერია კონსტიტუციის 9-ე მუხლში. სხვებზე ეს არ ვრცელდება.
-
Siknadmo არა მგონია ბრიტანეთის პროტესტანტები და ირლანდიის კათოლიკეები ჩვენი ეკლესიის იქ მოღვაწეობას ერჩოდნენ.თუმცა იურიდიულად რა სტატუსით სარგებლობენ არ ვიცი.
-
Saturn ეგ არის.ეხლა ეს კაცი თუ ფროფესიონალი "ნესუნია" ეს სხა საქმეა,მაგრამ რაზეც გაასამართლეს ის სასაცილოა.მასე ევროპაში მყოფი ქართველების უმეტესობა ციხეში უნდა იჯდეს,რადგან მათ უმრავლესობას ერთხელ მაინც ექნება სუპერმარკეტში რამე აწაპნული.
-
gendolf ლევანს დიდი ხანია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ეხლაც ამერიკაშია სამკურნალოდ.სამწუხაროდ სხვაგან ამას ვერ მკურნალობენ.
-
Saturn მე როგორც ვიცი მცხეთელია და სასამართლომ ეს განაცენი იმით გაამართლა,ეს ფიცრები სხვა საქმეში ნივთმტკიცებულება იყოო.არადა სადღაც ეზოში ეყარა.ყოველ შემტხვევაში რაზეც მას ასამართლებდნენ იქ სამი ფიცარი ფიგურირებდა. fashisti ბატონო ფაშისტო(ისე მაგარი მიმართვაა )მე არასოდეს კრიმინალების დაცვაში არ ვარ შემჩნეული.უბრალოდ ამ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ძალიან სერიოზული პრეტენზიები მაქვს და არა მარტო მე.იმ მოსამართლეს რა ვუთხარი რომელიც პროკურორს სულ თვალებში უყურებს და შიშით კანკალებს,ემანდ არ გამინაწყენდესო.ან არადა მათი 99.99% ასეთია.
-
lasha1997 მე რამდენადაც ვიცი არცერთ მათგანს სომხები ქართულად არ აღიარებენ და შესაბამიასად ამაზე უნდა ვიმუსაოთ და მერე აზრი ექნება იქ ეპარქიის გახსნას და სტატუსის მოთხოვნას.