Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. lasha1997 დამიჯერე დიტო,ეს სტატუსი საკუთრებასთან არაა კავსირსი.მათ ამის მიღება როგორც კერძო სამარლის იურიდიულ პირებსაც შეეძლოთ.ეს სადაო ეკლესიები დღეს საპატრიარქოს ეკუთვნის და მისთანნ შეთნხმების გარესე მიშა ვერ გაასხვისებს.ეხლა ნაცები თუ ძალიან მოინდომებენ,შეუძლიათ კონკორდატიც თავზე გადაგვახიონ ყველას და რაც უნდათ ის გააკეთონ.
  2. ჭავჭავაძეზე გამოუშვან მარშრუტკები ამ ფარჩაკებმა
  3. Grig მეც,მეც სომხებს ყველაზე კარგად ახასიათებს ეს ფრაზა:этот храм был построен гораздо раньше чем на самом деле
  4. babuagiorgi თქვენ ოღონდ ჩამოდიტ ბაბუ ბატონო და ჯანდაბას, წერონ ჩინელებმა მეგრულად იეროგლიფებით.
  5. babuagiorgi გაძლიერებულად,ოღონდ ამბობენ ქართილი შრიფტი არ გვაწყობს და მეგრული იეროგლიფებზე უნდა გადავიყვანოთო.
  6. Siknadmo აბა ეგა თქვით,მაგრამ არც არაფრის წაკითხვა უნდათ და არც გაგება.ეხლა სომხები რაც არიან ვიცით,მაგრამ ეს ადრეც ვთქვი რომ მიშას თუ მოუნდა,სულ თავზე გადაგვახევს კონკორდატს და რასაც უნდა იმას გააჩუქებს.სხვა ვარიანტში ეკლესიები საპატრიარქოს ეკუთვნის და ჯერჯერობით ხელს ვერ მოკიდებენ.Saturn ხო,სულ ამაზონივით(მდინარეს ვგულისხმობ)წყალუხვი ნაკადი მოედინება.
  7. gege აბა რა გითხრათ,სამი წლის წინ ორჯერ გავიკეთე კომპიუტერული ტომოგრაფია და ხმა არ ამოუღიათ,ეხლა რომ ვუთხარი ეგრევე დაიზეთენ(ალდაგი).
  8. tatka 59 წლის ვარ ნამდვილად.შეგიძლიათ ჩემს პროფილსი ნახოტ,გარდა ამისა პლანეტის ქეიფების სურათებზე ვარ არაერთხელ დაფიქსირებული. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მცირდება დაზღვევით დაფარული მომსახურობები. tatka ნამდვილად და მართლაც ყველას აშოროს.
  9. Siknadmo მე მგონი ამას მასიურად ისეთი ხალხიც ხმარობს,რომლებმაც ინტერნეტი არც იციან.
  10. ერთი კითხვა მაქვს ყველასთან.რა უბედურებაა სითყვა მამაო-ს ხმარა ყოვლად არასწორად.მამაო არის წოდებით ბრუნვაში და მხოლოდ მიმართვისას უნდა ვიხმაროთ.მაგალითად მამაო იობ თქვენ არა ხართ სწორი,ან პირიქით,ყველაფერში გეთანხმებით..ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში მამა იობი.ან არადა მთელი საქართველო ასე საუბრობს.
  11. მე პირადად სამი წლის წინ ხერხემალზე ოპრაცია დამწირდა და დაზღვევამ გადამიხადა დაახლოებიტ 2 500 ლარი.ახალგაზრდებისტვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია,მაგრამ ასაკში აუცილებელია.ისე ბოლოხანს მოსახურება უარესდება.
  12. Saturn ეს რომ საშინელებაა ცხადია,მაგრამ ის ხომ ამაზე გაცილებით უარესია გუშინ სვეტიცხოველის ეზოში, ვითომ მრევლი(სინამდვილეში ნაც აქტივისტები) რომ მოიყვანეს და მიშა მიშა აძახებინეს. ამის გამკეთებელს კი არ დასჯიან,არამედ ხოშიან პრემიასაც გამოუწერენ.
  13. nika3012 ორი თემაა ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო დღეების.ერთი რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციას რაც ეხება,მეორე კი ფოტორეპორტიორების საქმე. აგერ თინას ბრიფინგი ამ თემაზე: სიახლე: "ფოტორეპორტიორების საქმე სახელისუფლებო ისტერიის მორიგი გამოვლინებაა" თარიღი: Jul 12, 2011 - 10:53 AM განაცხადა თინათინ ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან პროტესტი გამოხატა ფოტორეპორტიორების დაკავების საქმეზე ხელისუფლების მორიგი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო. ბრიფინგზე გავრცელდა განცხადება: "რესპუბლიკური პარტია პროტესტს გამოთქვამს ხელისუფლების მორიგი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო, ფოტორეპორტიორების დაკავების საქმეზე. მიმდინარე პროცესი დღითიდღე ამძიმებს დაკავებულთა მდგომარეობას, ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ამძაფრებს საზოგადოების უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. რამდენიმე დღეა, ყველანი უშედეგოდ ველით რაიმე დასაბუთებული, არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამაგრებული მასალის გამოქვეყნებას, რომელიც ნათელს მოჰფენდა აღნიშნულ საქმეს. სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით ფოტორეპორტიორების საქმე, ისევე როგორც მრავალი მსგავი შემთხვევა, სახელისუფლებო ისტერიის მორიგი გამოვლინებაა. ეს საქმე პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო ანგარიშსწორებას უფრო გავს, ვიდრე პასუხისმგებლობით აღსავსე და ქვეყნაზე მზრუნველი უწყების მიერ ქვეყნისათვის საფრთხის აცილების წარმატებულ შემთხვევას. მივმართავთ ხელისუფლებას, გონივრულად მოეკიდოს ფოტორეპორტიორების საქმეს და სამართლიან და გამჭვირვალე რეჟიმში წარმართოს გამოძიება, ვინაიდან ამ საქმემ უკვე გამოიწვია მაღალი დაინტერესება საერთაშორისო დონეზე. არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ანგარიშსწორენა 26 მაისის კადრების გავრცელებისათვის მოხდება. მაღალია ქართული საზოგადოების უნდობლობა „ჯაშუშები“ საქმეების მიმართ და სერიოზული საფრთხე ადგება ქვეყნის რეპუტაციასა და პრესტიჟს. სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ როდესაც ადამიანებს ამგვარ უმძიმეს ბრალდებებს წაუყენებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოება დარწმუნებული იყოს მათ უტყუარობაში. ამგვარი დასაბუთების აუცილებლობა კიდევ უფრო გარდაუვალი ხდება მაშინ, როცა საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს, მით უფრო მაღალი თანამდებობის პირების უახლოესი გარემოცვის წევრებს. 1. გაუგებარი და მიუღებელია, რა სტატუსის მატარებელია ის სატელეფონო ჩანაწერები რომელიც გამოქვეყნდა, რომელიც აბსოლუტურად არაფერს კანონსაწინააღდეგოს და მით უფრო – ჯაშუშობის დამადასტურებელს არ შეიცავს. გაგრძელება 2. სრულიად აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია მოსმენა კიდევ ერთი აღიარებისა, რომელიც პატიმრობაში მყოფი და სავარაუდოდ მეუღლის გათავასუფლების სანაცვლოდაა მიღებული; 3. შემაშფოთებელია და სახიფათო ტენდენციას ატარებს მოჭარბებული აღიარებები ქართულ სატელევიზიო სივრცეში, რომელიც სინამდვილეში სამართლებრივად არაფერს ნიშნავს, თუმცა უდიდესი პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს და ადამიანების რეპუტაციის ნგრევასა და შანტაჟს ემსახურება. რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ • დაუშვებელია ადამიანის დაპატიმრება აღიარებითი ჩვენების გამო; • დაუშვებელია მტკიცებულებად გამოდგეს რაიმე სატელეფონო საუბარი, სადაც დანაშაული საერთოდ არ ჩანს და უფრო მეტიც, ადამიანი დაჟინებით მოითხოვს „ჯაშუშისაგან“ საბანკო ანგარიშის გახსნას; • დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების კოლექტიური დაპატიმრების საქმეს საიდუმლოს გრიფი დაედოს, მაშინ როდესაც ქვეყანა განებივრებულია ასეთ საქმეებზე ფილმებითა და სერიალებით; ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილოს, განსაკუთრებით როდესაც საქმე მედიის წარმომადგენლებს ეხებათ; ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მათი გათვალისწინება. მივესალმებით სოლიდარობას, რომელიც ჟურნალისტებმა საკუთარ კოლეგებს გამოუცხადეს და იმედს ვიტოვებთ, რომ მხარდამჭერთა რიგებს კიდევ მრავალი ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი შეუერთდება, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და განწყობებისა. ამასთანავე უნიშვნელოვანესია, რომ სწორედ ამ საქმის ფონზე ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლის გადახედვა მოვითხოვთ, რათა გამოირიცხოს ისეთი აბსურდული და ფართო სუბიექტური ინტერპრეტაციების შესაძლებლობა, რასაც მისი დღევანდელი რედაქცია მოიცავს. ჩვენ ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ძალისხმევა მიმართოს იმისათვის, რომ საქართველოში უკანონოდ და ანგარიშსწორების გამო გასამართლებული ადმიანების არმიას კიდევ ოთხი პირი არ შეემატოს, ხოლო ქვეყანაში საბჭოური რეპრესიების დაწყების შიშმა არ დაისადგუროს". მე მგონი კარგი იქნება ორივე თემას თუ განვიხილავთ. lasha_alo ლასა,თუ შენთვის მისაღებია ეს ვარიანტი,მე შემიძლია თინასთან დაგაკავშირო.
  14. nika3012 ლევანი სავადყოფოშია და არა მგონია უახლოეს დღეებში შესძლოს.თუ რესპებზე მიდგა საქმე ჩემი წინადადებაა თინას დავუძახოთ.
  15. მაცი მაგ ეკლესიებს მრევლი რომ არ ეყოლება ცხადია.ალბათ უფრო კულტურული მემკვიდრეობის შესანახად.
  16. მაცი როგორც ვიცი ერევენში 160 კაცი,ალბათ ჯამში იქნება ერთი 500-მდე.ქართული ეკლესია თუ არ ვცდები 5 თუ 6-ია,რომელებზეც სომხები აცხადებენ რომ ისინი ქალკედონელი სომხების აშენებულია,ანუ იმ სომხების რომლებიც ქართულ ეკლესიას ემორჩილებოდნენ,ქალკედონის კრების შემდეგ.ჩვენ ვთვლით რომ ესენი სუფთა ქართულია.სტატუსი ალბათ ამისთვისაა საჭირო. აგერ რას წერს ამაზე რომელიღაც სომეხი. http://news.barev.net/society/3441-U-Gruzii-net-nikakih-osnovanii-trebovat-peredachi-Gruzinskoi-Cerkvi-hramov-na-territorii-Armenii-ehkspert.html
  17. მაცი სტასტუსის მინიჭება სომხეთში არამგონია ეკლესიის საქმე იყოს.იქ რამდენადაც მე ვიცი ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციათ,ანუ რაღაც კერძო სამართლის იურიდიულ პირის მსგავსათ. არის დარეგისტრირებული,თუმცა თავს ვერ დავდებ. ვიპოვე მაგათი კანონი.საკმაოდ ძველია 1991 წლის. http://legislationline.org/ru/documents/action/popup/id/14155 აგერ ამონარიდებები: Статья 5. Группа граждан признается религиозной организацией, если удовлетворяет следующим требованиям: а) не противоречит положениям статьи 3 настоящего Закона; б) основывается на какой-либо исторически канонизированной священной книге; в) по своей вере входит в систему современных всемирных религиозно-церковных общин; г) не преследует материальные цели, а имеет исключительно духовную направленность; д) включает не менее 200 верующих членов. Дети до 18 лет не могут являться членами религиозной организации, независимо от их участия в религиозных обрядах и других обстоятельств. Настоящие условия (кроме указанных в пункте а) не обязательны только для религиозных организаций национальных меньшинств - по своему национальному вероисповеданию არაფერი განსაკუთრებული სტაუსი ეჩმიაძინს არ აქვს Статья 6. На территории Республики Армения действуют: Армянская апостольская церковь (сокращенно-Армянская церковь) с ее традиционными организациями; другие религиозные организации, создаваемые и действующие среди своих верующих членов-согласно собственному имуществу и уставу. . ეს კი რაც რეგისრაციას შეეხება.აქ საერთოდ სტატუსზე არაა საუბარი,უბრალოდ რეგისტრირდებიან როგორც რელიგიური ორგანიზაციები. 5. РЕГИСТРАЦИЯ РЕЛИГИОЗНЫХ ОРГАНИЗАЦИЙ Статья 14. Религиозная община или организация признается юридическим лицом в случае ее регистрации органом государственного управления, уполномоченным Правительством Республики Армения. Для регистрации религиозная организация представляет в этот орган свой устав, а также документы, подтверждающие условия, указанные в статье 5 настоящего Закона. Статья 15. Устав религиозной организации содержит сведения о характере и месте действия религиозной организации, принадлежности к вероисповеданию, структуре религиозного объединения, молитвенных местах и имущественном положении, намерениях основать предприятия, создавать учебные и издательские заведения, порядке решения имущественных и других вопросов в случае прекращения деятельности, а также иные положения, связанные с особенностями деятельности данной организации. Статья 16. Решение о регистрации религиозной организации или об отказе в регистрации с указанием оснований отказа передается заявителю в письменной форме в месячный срок. В регистрации религиозной организации может быть отказано в случае ее противоречия действующему законодательству. Отказ или нарушение предусмотренного настоящим Законом сро- ка вынесения решения могут быть обжалованы в судебном порядке. Деятельность религиозной организации может быть прекращена в результате самороспуска или по решению суда - в случае нарушения законов Республики Армения.
  18. babuagiorgi ისე სამართლიანობისთვის უნდა ვაღიაროთ რომ მაგ ლოზუნგმა ტრანსფორმაცია განიცადა,ანუ არ მოგვიგია მაგრამ: 1.მთელ მსოფლიოს დავანახეთ რუსეთის სახე.2.რუსეთი სრულ იზოლაციაში ექცევა.3.მთავარია რომ ჩვენი ხელისუფლება არ ჩამოიშალა. რაც მთავარია მიზეზი ყველაფრის გასამართლებლად:მტერი 40 კილომეტრშია.
  19. babuagiorgi ეს ძალიან ზუსტია.საუბედუროდ სრული სიმართლეა. ესეც სწორია.
  20. babuagiorgi მე და თქვენ გვაქვს ამ საკითხში თითქმის სრული თანხვედრა.შევეცდები ჩამოვაყალიბო თუ რა მოხდა.ცალსახად მოიგო ხელისუფლებამ,ანუ მიშამ. 1.მოიგო სომხების(ეკლესიის და ხელისუფლების გული)ისე რომ არც არაფერი არ მიუცია იმათთვის აბრის გარდა,რომელსაც აწერია :"საჯარო სამართლის იურიდიული პირი".მაგრად მოუჭირონ,არსად არ დაეკარგოთ. 2.დაანახა დასავლეთს(ამერიკას),ნახეთ როგორ ვზრუნავ რელიგიურ უმცირესობებზე და ეს ბნელები(ეკლესია და მისი მრევლი) კი მერძვისო.შესაბამისად არჩევნებსაც არ ჩავატარებ დემოკრატიულად,ყველას დავიჭერ,თორემ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში და ისევ მე გირჩევნოდეთო. 3.ეკლესიას(პატრიარქს) საჯაროდ გააწნა სილა და დაამცირა.ანუ აჩვენა:"კტო დომა ხოზაინ" 4.დაანგრია მითი ეკლესიის უდიდესი გავლენის შესახებ,როცა არცთუ ისე დიდი რაოდენობის ხალხი გამოვიდა მის დასაცავთ.ხოლო სინოდს მოუწია უკან დახევა.
  21. newstudio არჩილ,ჯობდა ის კანონი თავიდანვე წაგეკითხა და მიხვდებოდი რომ იმ კანონში პრინციპში არც არაფერი არ ეწერა(მიღების ფორმა სხვა საკითხია).ხოლო რაც ახალ განმარტებით ბარათში წერია,ის კონკორდატის ტექსტია. კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მუხლი 1 1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები. 3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი. 5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია. 6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება. მუხლი 2 სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი. მუხლი 3 სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. მუხლი 4 1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები. მუხლი 5 1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. 2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. მუხლი 6 1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები. 5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. 6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე. მუხლი 7 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. 2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით. მუხლი 8 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). 2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა). მუხლი 9 1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს. მუხლი 10 სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. მუხლი 11 1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90). 2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს. მუხლი 12 1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან. 2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით. 3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.
  22. თანამშრომელი რა კითხვაა.ზუსტად მაშინ 10 აგვისტოს კოდორი რომ იკარგებოდა,რუსთაველზე არ იყო ტაშფანდური გაჩაღებული.
  23. თანამშრომელი С 4 апреля 2006 года по 4 мая 2010 — командующий 58-й общевойсковой армией Северо-Кавказского военного округа. Покинул пост по достижении предельного возраста
  24. kisa რა რა და დალაგებული საუბარი ანზოროვნას ნაღდად ეხერხება.ნეტავი ასევე მორალთანაც ქონდეს საქმე.
×
×
  • შექმენი...