Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. Saturn პარლამენტის თავჯდომარე რომ იყო და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი,მაშინ ვინ აფინანსებდა ნეტავი? DATA TUTASXIA ისე ზუსტად ეს 2008-ის 1 აგვისტოს დავწერე ფორუმ.გე-ზე,მაგრამ ვინ შეისმინა.
  2. DATA TUTASXIA რაღაც როგორც მიშამ მომხდარის შემდეგ დაიწყო თავისი ვერსიის შეთხვზა,იმას გავს.იმ დღეებში და არც ერთ ორ თვეში მაგისგან არ გამიგია არაფერი. თუმცა რასაც წერს ყველაფერი მართალია,ფაქტებს ვგულისხმობ.
  3. Siknadmo ჯობია მთლიანად დაიდოს ტექსტი: საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ სხდომის თავმჯდომარე - ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი სხდომის მდივანი - გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი სხდომის თანამდივნები - ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) - ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) - ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი სინოდის სხდომას ესწრებოდნენ: I. 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (დანართი #1). სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა იმსჯელა და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიური აღმსარებლობების თავისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას ეკუთვნის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე. საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას. 2. მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას: ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები. ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ. ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 3. წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის. პრინციპში კარგია,ოღონდ თვითონ კანონზე არაფერია ნათქვამი.
  4. Siknadmo შესაბამისადაც შედეგიც.ეხლა ის რომ რუსეთი ბოლომდე არ მიაწვებოდა,ანუ თბილისში არ შემოვიდოდა,მათ არ შეიძლებოდა სცოდნოდათ,რადგან ეს რუსებმაც არ იცოდნენ.მაშინ რა გამოდის,რუსების შემოსვლის შემთხვევაში იმათ რა?
  5. Siknadmo ძალიან ძნელი დასაჯერებელია,რომ აგვისტოს ამბები მიშას ინიციატივა არ იყო.არეშიძე ამ ბოლო დროს ირინა სარიშვილს ენაცვლება,უცნაური პროგნოზებით და განცხადებებით.
  6. Saturn ვისით დავიწყოთ დახჩობა სატურნ ბატონო,ხელისუფლებით სამღვდელოებით?
  7. Siknadmo ამ ჩიპებს ადამიანს ხომ არ უნერგავენ(თუმცა მომავალში რა იქნება არავინ არ იცის).მასე არც არც ბანკის კარტები არ უნდა გქონდეს და არც მეტრო-ავტობუსის.
  8. მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში.შეტევებია როგორც ე.წ ლიბერალი ხელისუფლების(ეს განსაკუთრებით საშიშია რადგან ძალაუფლება აქვთ)მხრიდან,ასევე აგრესია მოდის ულტრა ორთოდოქსების მხრიდან. რა საარჩევნო გასწორების მოთხოვნაზეა საუბარი,როდესაც მართმადიდებლების ერთი ნაწილი ელექტრონული მოწმობების აღებაზე ამბობს უარს.
  9. ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი აღმოჩენა გააკეთა.თურმე როცა ვინმეს აგენტი ხარ და შესაბამის ანაზღაურებას იღებ,ფულის ქეშად მიღება დაუშვებელია.რა საჭოროა კონსპირაცია,გაცილებით უკეთესია ანგარიში გახსნა და თანხა როგორც თვითონ ამბობენ უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის საფარქვეშ მოქმედმა ორგანიზაციამ თანხა გადმოგირიცხოს. babuagiorgi ზუსტად ასე ქნეს: აშშ ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის სამართლიან გამოძიებას ელოდება 10:02 09-07-2011 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის სამართლიან გამოძიებას ელოდება . ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავება მედიის თავისუფლების შეზღუდვად შეფასეს, ნულანდმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლებასაც იმავეს ეტყვიან, რასაც მთელს მსოფლიოში - სხვა ხელისუფლებებს - "ჩვენ ველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას", - განაცხადა ნულანდმა. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) დააკავა. ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ნათია გედენიძე კი, მოდულის შენობიდან წუხელ გაათავისუფლეს. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.
  10. DonCaredo დასავლური ღირებულები უფრო ევროპაში უნდა ვეძებოთ ბატონო დონ.
  11. Siknadmo გეთანხმებით,მაგრამ ბატონ დონთან დასავლურ ღირებულებებზე საუბარი საკმაოდ რთულია და ამიტომ დავწერე მოკლედ. ისე ამ წერილზე უფრო გაშლილად მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები.
  12. DonCaredo ვადასტურებ.უფრო ზუსტად დასავლეთის. ისე ცნობისთვის,რესპუბლიკელები რომ დაარსდნენ თავისუფლების ინსტიტუტის წევრები დაბადებულებიც არ იყვნენ.
  13. DonCaredo ხო აჰმენინეჯადის მოტრფიალეებს აქვთ გადამწყვეტი სიტყვა აქ.
  14. საკმაოდ ფართოდ და დაწვრილებითაა გაშლილი ეს თემა: სიახლე: "რელიგიური საკითხების გადაწყვეტისას ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება" თარიღი: Jul 07, 2011 - 06:16 AM ასე ეწოდება წერილს, რომელსაც ხელს დავით უსუფაშვილი და დავით ბერძენიშვილი აწერენ. ვაქვეყნებთ სრულ ტექსტს: "მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია რელიგიური გაერთიანებების სტატუსის ერთგვარი საკრალიზაცია და მისთვის იმაზე მეტი მნიშვნელობის მინიჭება, ვიდრე ამ სტატუსს აქვს. სტატუსი არაფერს სძენს ეკლესიის არსს და ვერც ვერაფერს აკლებს ეკლესიის ბუნებას. ეკლესიისთვის მინიჭებული სამართლებრივი სტატუსი რეალურად არის იმის გამოხატულება, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო თავის თავს ეკლესიასთან მიმართებით. ეკლესიის სიძლიერე კი განისაზღვრება არა მისი სამართლებრივი სტატუსით, არამედ ჭეშმარიტებით, რწმენითა და ყოველწამიერი და ადამიანური ცხოვრების ყოველ გამოვლინებაში ამ ჭეშმარიტებისადმი ერთგულებით და მას ვერ შეცვლის ვერანაირი ნივთიერი თუ სამართლებრივი ფაქტორი (რომლებსაც, ცხადია, აქვთ მნიშვნელობა, მაგრამ არა იმაზე იმეტი, რაც მათ განკუთვნილი აქვთ თვით ეკლესიის სწავლებით). ამ გარემოებების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების სტატუსი, უპირველესად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით – როგორ ვხედავთ ჩვენ, საზოგადოება, ჩვენს სახელმწიფოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების ადგილს. ამ საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის არსსა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს მახასიათებლებს. შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს საგულდაგულო განსჯას და არა ნაჩქარევად და ხისტად მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან ერთხელ უკვე მცდარად დადგენილის შემდგომი კორექტირების მცდელობა ძალიან ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს. ამ საკითხზე ფართო კონსენსუსის არარსებობა კი გამორიცხავს სტაბილურ სახელმწიფოებრიობას. ზემოთ მითითებული ფაქტორების გამო ვაცხადებთ: 1. თითქმის ორსაუკუნოვანი დევნის (1801 წლიდან კომუნისტური ეპოქის დასასრულამდე) შემდეგ ყველაზე მთავარი რამ, რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოსაგან ესაჭიროება, არის ეკლესიის სრული თავისუფლება სახელმწიფოსაგან, ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმით ჩაურევლობა. სამართლებრივ დონეზე ამ თავისუფლებას უზრუნველყოფს კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ამ თავისუფლებას ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის „პროტესტანტიზაცია“ (დიდი ბრიტანეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად), რასაც გამოიწვევს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება და რასაც გარდაუვლად მოჰყვება მართლმადიდებლობის პოლიტიკურ იდეოლოგიამდე დაკნინება, რაც მიუღებელია თვით ეკლესიის სწავლების შესაბამისად. 2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი არის განსაკუთრებული სტატუსი და ეს განსაკუთრებულობა – და არა პრივილეგირებულობა – განპირობებულია ქართველი ერის ისტორიასა და დღევანდელობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტობრივი როლით. ამგვარი როლი საქართველოს ისტორიაში არ ჰქონია და არა აქვს დღეს არცერთ სხვა რელიგიურ გაერთიანებას. განსხვავებული მდგომარეობა მოითხოვს განსხვავებულ სამართლებრივ მოწესრიგებას (თანახმად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა). შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის არსებობა არ არის დისკრიმინაცია სხვა რელიგიური გაერეთიანებების მიმართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ნებისმიერი საფუძვლით მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გადასინჯვა. 3. აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას სხვა რელიგიური გაერთიანებების საქმიანობა. დაუშვებელია რაიმე ფორმის დისკრიმინაცია იმ რელიგიური გაერთიანებებისა, რომელთა საქმიანობა არ უქმნის ხიფათს კონსტიტუციურ მართლწესრიგს. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს აღმსარებლობის თავისუფლება და ჩვენ ვალდებულნი ვართ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც შექმნის ამ თავისუფლების რეალიზაციის ყველა პირობას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც არაერთხელ განაცხადა საპატრიარქომ, მხარს უჭერდა და უჭერს რელიგიური გაერთიანებების სტატუსის განსაზღვრას. ეკლესიას სხვაგვარი პოზიცია ვერც ექნება, რადგან ადამიანის თავისუფლება, ეკლესიის სწავლებით, უმაღლესი სათნოებაა და დაუშვებელია ადამიანის იძულებითი მიყვანა ღმერთთან, ან ადამიანის ნებისმიერი ფორმით დევნა განსხვავებული აღმსარებლობის გამო. ამდენად, საქართველოში რელიგიური უმცირესობების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების მოწესრიგება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ყველა თვალსაზრისით და თავისთავად ამ საკითხის გადაწყვეტისადმი არ შეიძლება გონიერ ადამიანს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს. 4. ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების ზერელე და აგდებული დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რელიგიური გაერთიანებებისადმი დამოკიდებულების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხი და მისი გადაწყვეტა საჭიროებს ფართო კონსენსუსს. ხელისუფლებამ კი მიიღო უაღრესად ნაჩქარევი და სამართლებრივად გაუმართავი გადაწყვეტილება. მხედველობაში გვაქვს შემდეგი გარემოებები: • როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რელიგიური გაერთიანებების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სტატუსი განისაზღვრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საგანი კი არ არის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება (იხ. სამოქ. კოდ. მუხლი 1, ცნება. მოქმედების სფერო. ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს). სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლო ცვლილებებამდეც სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლში ჩამოთვლილი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირები; თუმცა ყველა ამ იურიდიული პირის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენდა არა სამოქალაქო კოდექსი, არამედ სხვა ნორმატიული აქტები (საქართველოს კონსტიტუცია და ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნორმატიული აქტი, კონსტიტუციური შეთანხმება, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და სხვა). • ბოლოდროინდელი სიახლე ისაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლით დადგინდა რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაციის შესაძლებლობა, ხოლო ამავე კოდექსის 1509(პრიმ) მუხლით განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის პროცედურა, აგრეთვე ამ გაერთიანებების უფლებამოსილება: „...რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის მე-2 თავით“. ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მივიღეთ ასეთი სამართლებრივი აბსურდი: ფორმით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შინაარსობრივად არაკომერციული იურიდიული პირია; ამასთანავე, ამგვარი საჯარო-სამართლებრივი ჰიბრიდი ფუნქციობის წესებს განსაზღვრავს არა საჯარო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი, არამედ კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი სამოქალაქო კოდექსი. აშკარაა, რომ საკითხი საჭიროებდა უფრო საფუძვლიან და სწორ სამართლებრივ მოწესრიგებას. ეს კი შეუძლებელია სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში; საჭირო იყო რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონით, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა, რადგან კანონის მომზადება უფრო მეტ დროს მოითხოვდა, ვიღაცამ კი მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი უმოკლეს ვადაში გადაეწყვიტა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი ხარვეზები შეუმჩნეველი დარჩენოდათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებსა და უშუალო აღმსრულებლებს. ამიტომ, ამ და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტი საქართველოში, რასაც მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ერევანში; სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში; ეჩმიაძინის სამადლობელი წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტსა და გარეგინ II-ს შორის შეხვედრისას) შეიძლება დავასკვნათ, რომ საკითხი ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილი ამ მოვლენების ფონზე. ჩვენთვის მიუღებელია ამგვარი უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტა ესოდენ არაკვალიფიციურად და ნაჩქარევად, რამაც შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. 5. ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ხელისუფლების არაკორექტული და სიცრუეზე დაფუძნებული ურთიერთობა. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ კონსულტაციებისას ხელისუფლებამ საპატრიარქოს კანონპროექტისადმი დადებითი პოზიციის გამოხატვის სანაცვლოდ შესთავაზა, რომ აიღებდა ვალდებულებას, ეზრუნა უცხოეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მართლმადიდებელ ტაძრებზე, ხოლო შემდეგ მწუხარებით გვაუწყა, რომ საპატრიარქომ არ მიიღო ეს შეთავაზება. სიცრუე ხელისუფლების შეთავაზებაში ისაა, რომ ამგვარი ვალდებულება ხელისუფლებას უკვე ეკისრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. კერძოდ, კონსტიტუციური შეთანხმების მე-10 მუხლით დადგენილია: „სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.“ ეს ნორმა ეხება არა მხოლოდ თურქეთში მდებარე ქართულ ტაძრებს, არამედ ჩრდილოეთ სომხეთში (რომელიც შედის საქართველოს ეკლესიის დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში) მდებარე ტაძრებს, რომელზედაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს არანაკლები პრეტენზია, ვიდრე სომხეთის ეკლესიას საქართველოში მდებარე ზოგიერთი მონოფიზიტური ტაძრის მიმართ. ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე ზრუნვას კი ხელისუფლებას ავალდებულებს იგივე კონსტიტუციური შეთანხმება (მუხლი 7, რომლითაც „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედსა და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული“) და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები: „1. ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. (...) 4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.). სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ასრულებს ზემოთ მითითებულ სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებებს, რაც შეუძლებელია არ იწვევდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი საზოგადოების შეშფოთებას. 6. ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ მშვიდობას. მშვიდობა შეუძლებელია რელიგიური მშვიდობის გარეშე. ეს ელემენტარული თეზისი ავალდებულებს ხელისუფლებასაც და თითოეულ მოქალაქეს, მითუმეტეს, საჯარო პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს, რომ რელიგიურ საკითხს არ მიუდგეს ხისტად, მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი კრიტერიუმებით. ის, რომ ფორმალურად რელიგიური უმცირესობების სტატუსის საკითხის გადაწყვეტა არ საჭიროებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სავალდებულო კონსულტაციას და მის თანხმობას, არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გადაწყდეს საქართველოს საპატრიარქოს იგნორირებით, მასთან ფუნდამენტური კონსულტაციების გარეშე, რადგან ბუნებრივად, ისტორიულად დომინანტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსესუსის გარეშე შეუძლებელია საქართველოში რელიგიური მშვიდობის დამყარება და, შესაბამისად, რელიგიური უმცირესობების აღმსარებლობის თავისუფლების რეალური უზრუნველყოფაც. რელიგიური ნიადაგზე დაპირისპირება ყველაზე საშინელი დაპირისპირებაა ყველა დაპირისპირებას შორის. საქართველოს ხელისუფლებას მართებს, გაითვალისწინოს ეს გარემოება; და არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში რელიგიური ლანდშაფტის სიჭრელის გამო, არამედ იმ რელიგიურ-ცივილიზაციური კონტექსტის გამოც, რომელშიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უხდება ყოფნა და არსებობისათვის ბრძოლა. სამწუხაროა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხშიც ხელისუფლება ოდნავადაც ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. და ბოლოს, არსებულ რადიკალიზებულ და უაღრესად ემოციურ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია საკითხის ყველა ასპექტის (რელიგიური, ფასეულობითი, სამართლებრივი, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და სხვა) განხილვა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. ხელისუფლებამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას არ ძალუძს ამ ამოცანის გადაწყვეტა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ინტერესების, საქართველოს თითოეული მოქალაქის (მიუხედავად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა) შესაბამისად. ესაა კიდევ ერთი და, შესაძლოა, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დგას ქართული საზოგადოების წინაშე.
  15. Grig ისე მალხაზ ბატონო,"ინტერპრესსნიუსზე" ვიდეო დევს ქართველი და სომეხი პატრიარქების საუბრის.რაღაც ქუჩის ბიჭივით საუბრობს გარეგინი.
  16. კარგად იშაყირა ფეიბუქზე შალვა რამიშვილმა:მიშას პირადი ფოტოგრაფი თუ რუსების აგენტი იყო,რა ფოტოები ექნებათო რუსებსო
  17. ტაშიი მთლად ალქაიდა არა,მაგრამ ვიღაც ძალიან ბნელები.ასე იტყვის:აი ნახეთ როგორი ძალები მიპირისპირდებიან,ოპოზიციის ჩათვლითო.babuagiorgi გარდა იმისა რომ ბოკერია,ადეიშვილი მართლა თავები არიან,განსაკუთრებით ჩათლახობაში,მასზე სერიოზული უცხოური პიარკომპანიები მუშაობენ.
  18. babuagiorgi კარგად წაიკითხავს მაგ კანონს სომხეთში ვინმე და ეტყვის იქაურ ხელისუფლებას და ეკლესიას.რა გაგიხარდათ თქვე უბედურებოო.
  19. Siknadmo სიკნადმო ბატონო,რაც თქვენ დაწერეტ დიდი და სერიოზული თემაა.მართალია ჩემი ამ საკითხის ცოდნა ძალიან მცირეა,მაგრამ თქვენს მიერ დაწერილ ბერ რამეს ვიზიარებ,მაგალითად:თუმცა აფხაზური არისტოკრატია ძირითადად პროქართული იყო, ასე იყო ნამდვილად და მათ ორმაგი გვარებიც ქონდათ,ქართული ჟღერადობისაც და აფხაზურიც.კულტურულად კი ნამდვილად ქართულის გავლენა ძალიან დიდი იყო და ეს არცაა გასაკვირი.
  20. babuagiorgi ანუ ერთად დააგოიმეს სომხები. თუ ეს ასეა საღოლ ორივეს.თუმცა შინაგანი ხმა მეუნება,რომ საპატრიარქო ამას ვერ გაქაჩავდა.
  21. Siknadmo სუფთა სახის პოლიტიკური ბრძოლა გაიმართა სამ სუბიექტს შორის. 1.საქართველოს ეკლესია 2.საქართველოს ხელისუფლება 3.სომხური ეკლესია და ხელისუფლება ჩემი აზრით #2 მოიგო.
×
×
  • შექმენი...