Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. Ostap იდეა მშვენიერია და როგორც მე ვიცი უსუფამ დიდი შრომა და ნერვები ჩადო ამ საქმეში.ღმერთმა ქნას და გამოვიდეს.
  2. Grig როგორ არ ვიცოდით მალხაზ ბატონო,მაგრამ ბოლო მოვლენები მარტო ასლანიჩების დამსახურებაა არაა.ქვეყანაშია ასეთი სიტუაცია,ან მიშა მაგარია უნდათ,ან მიშა მოვედი. ერთხელ ფორუმ.გე-ზე დაწრეა ვიღაცამ,რომ მესამე რეიხის არქივებში იპოვესო სავარაუდოდ ჰიტლერის სიტყვები:ქართველების პოლიტიკური გულუბრყვილობა იდიოტიზმამდე დადისო.სრულად ვეთანხმები. Ostap კომანდორ,ვეჭვობ რომ მაგ დოკუმენტს განხორციელება არ უწერია.
  3. newstudio გაბედნიერდა თითქმის მთელი პლანეტა.გე. დაუდექით ეხლა არჩილ ოქრო ბიჭს და ეროსას გვერდზე და ისინი წაგვიყვანენ სწორი გზით.
  4. ტორენტები რაა? იმ საიტებს ქვია საიდანაც ფილმების და მისთანების გადმოწერა შეიძლება?
  5. Saturn თვითონ გზა კარგია,მართლა განტვირთავს,თუმცა გმირთა მოედანს არაფეერინ არ ეშველა.რაღაც "ნედადელანი" გააკეთეს. ბაგებიდან გაუშვან მარშრუტკები ვაკის გავლით უპირველეს ყოვლისა პლეხანოვზე.#17ავტობუსი დადიოდა და გააუქმეს ამ....
  6. მიკერძეობაში ნუ ჩამომართმევთ,მაგრამ ამას სადღაც დეკემბრიდან საკრებულოს სხდომებზე აცხადებდა თინა ხიდაშელი და საპასუხოდ მხოლოდ კატეგორიული უარყოფა და ქილიკი ესმოდა.
  7. babuagiorgi აბა იმ ქვეყნიდან სადაც გაგანია კომუნისტური წყობის დროს 1968-ში პრაღის გაზაფხული იყო და ჰაველი ყავდათ პრეზიდენტად,კარგს რას უნდა ველოდოთ? არშემდგარი სახელმწიფო არიან და დარჩებიან კიდევაც.
  8. lasha1997 მასე არ არის დიტო.თვრამეტ წლამდე ასაკის პიროვნებებს მიტინგის ორგანიზატორება ეკრძალებათ.ეს ის იშვიათი გამონაკლისია ამ კანონში,რასაც ვეთანხმები.
  9. Anima Libera ეხლა ამაზე კომენტარი უნდა გააკეთო?ტყუილად არ ეძახიან იმ ქვეყანას,რასაც კარდუსნაირები გვიშენებენ კარდუსტანს.
  10. Saturn რათ უნდა ამას რამის ცოდნა სატურნ ბატონო.ეს ხომ ყველამ იცის საქართველოში,რომ ბანკის ერთი ვალის დასაფარავად მეორეს რომ აიღებ,კარგი ამაში არაფერია.
  11. Saturn ტიმოშჩენკო მამით მართლა სომეხია,ტიმოშჩენკო ქმრის გვარია. მაგ სიაში საინტერესო რამეებს ნახავს კაცი.თურმე სომხები არიან: კარაიანი,სუვოროვი,მოპასანი,მიურატი,მიშელ ლეგრანი.აქედან ყველა ტყუილა,გარდა ლეგრანის დედის სომხობის.
  12. temo.ge არ არის მართალი რომ ესკორტმა ორს გადაუარა.ერთზე(პოლიციელზე) მართლაც მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი და დამნაშავეები თუ დამნაშავა უნდა დაისაჯოს.რაც შეეხება მეორეს მიტინგზე მყოფ ლეიბორისტების წევრს,მასზე ლეიბორისტებთან გააკეთა განცხადება იმ ადამიანმა რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა მიტინგზე:როდესაც იმას სცემდნენ,იხვეწებოდა ნუ მირტყამთ სუსტი გული მაქვსო.ამის შემდეგ განმცხადებელმა ის თვალთახედვიდან დაკარგა.ბოლოს მკვდარი იპოვეს.ესეც რომ არ იყოს გამორიცხულია მას ესკორტი დატაკებოდა,რადგან ესკორტი სპეცნაზელების რიგში შევარდა და ერთი ამიხსენით მომიტინგეს იქ რა უნდოდა. რაც შეეხება ბოლო ორის სიკვდილის მიზეზებს,უკვე მოგვახსენა სახელოვანმა სამედიცინო ექსპერტმა რომ დენის დარტყმით გარდაიცვალენო.დავუშვათ ასეა,როგორ მოხდა რომ ისინი ორი დღე იმ შენობის სახურავზე ეყარნენ და პარადის დროს როცა პრეზიდენტის დაცვა ყველა კუთხე კუნჭულს ამოწმებს,ისინი ვერ აღმოჩინეს.ისე ისინი ნებისმიერ ადამიანს შეეძლო დაენახა,მეტრო თავისუფლებასთან რომ კიბეები ადის იქიდან. ამიტომ ცოტა არგუმენტები გაამყარეთ.
  13. Anima Libera ნაცების რას გაიგებ.ხვალ სამსახურში დავაზუსტებ.
  14. Saturn სწორად დაიჭირეთ ბატონო სატურნ,ეგ არის მთავარი ახალ შეზღუდვებში.
  15. ა კიდო: კანონმდებლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული ნორმა ბრუნდება 15:44 14-06-2011 საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, შეკრებასა და მანიფესტაციებზე პასუხისმგებლობა, კვლავ აეკრძალებათ. "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ძველი რედაქციაში ნათქვამი იყო, რომ მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება ყოფილიყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით შეზღუდვა გაუქმა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროქტის მიხედვით, კანონში შეზღუდვა და შესაბამისად, კანონის ძველი რედაქცია ბრუნდება. კანონპროექტში კვლავ ცალსახად წერია, რომ მანიფესტაციაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. და ეს: მანიფესტაციის გამართვის დროისა და ადგილის გადახედვის საფუძველი ფართოვდება 17:15 14-06-2011 მანიფესტაციის გამართვის დროისა და ადგილის გადახედვის საფუძველი ფართოვდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში. მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და აქციის ჩატარება დაგეგმილია აკრძალულ ადგილებში. კანონპროექტით კი, ამ ჩამონათვალს კიდევ ემატება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, მანიფესტაციის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გადაიხედოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე ადგილზე სხვა ისეთი აქციის ჩატარებაა დაგეგმილი, რომელზეც თვითმმართველობა უფრო ადრე იყო გაფრთხილებული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქამდე შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის რეგულირებაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო იყო ჩართული, რაც დედაქალაქის შემთხვევაში, მერიას გულისხმობს. კანონპროექტით კი ეს უფლებამოსილება თვითმმართველობაზე, კერძოდ კი საკრებულოზე გადადის. შესაბამსიად, მანიფესტაციის გამართვის შესახებ შეტყობინება და შემდეგ მისი რეგულაციას უკვე არა მერიის, არამედ საკრებულოს პრეროგატივა იქნება. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. ესეც: განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა 16:39 14-06-2011 განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შედის. კანონის მოქმედ რედაქციაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად უნდა გადაიკეტოს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად კი, ზუსტდება, რომ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივი ან სრული გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგავარად შესაძლებელია. ამ ნორმის ამოქმედება დაუშვებელი იქნება მაშინ, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა გათვალსწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვგავარად შეუძლებელია და კანონის ყველა ნორმა დაცულია. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან.
  16. მანიფესტაციებისას ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება 16:59 14-06-2011 შეკრებისა და მანიფესტაციის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება. მათი უფლებების დაცვა სავალდებულო, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით ხდება და მას შესაბამისი პრიმა მუხლი ემატება. კანონპროექტით დგინდება, რომ შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს.კანონში ცალსახად ჩაიწერება, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. მოკლედ დავივიწყოთ რუსთაველი და არა მარტო ის.ამას ნებისმიერ სიტუაციას მიუყენებენ.ხა ხა ერთი საათით მოგცენ უფლება. იურიუდული აზროვნების ეს სამი გიგანტი:ჩიორა,პალიკო და სიდედრიჩა ვიცი.მაგრამ ანჯაფარიზე ვინღაა?
  17. kisa არა მე მაწყობს,ბაჟუნაი გავხვდები,ხომ ჟღერს უნგრულად? თორემ ჩემ გვარზე არა მარტო უცხოელები,არამედ ქართველებიც კი ენას იტეხავენ.
  18. georgekh13 მე დიდი ხნის წინ (ასე 30-35 წლის),ერთი გამოთქმა მიყვარდა:ამერიკელი ეს არის გამძღარი რუსი.
  19. verusi რუდუნებით ვაგროვებთ და ისტორიას ვუნახავთ ვერუსი ბატონო.
  20. georgekh13 გეთანხმებით.ცნობილი მექსიკური გამოთქმაა:საწყალი მექსიკა რა შორსაა ღმერთისგან და რა ახლოსაა ამერიკასთან. თუმცა ის რომ რუსეთზე უარესია,ნამდვილად არაა სწორი.სხვა თუ არა ძალიან კარგი მმართველობის სისტემა აქვთ.
  21. რა გინდათ ამ კაცისგან,ასეთ თანამდებობებს სინეკურა ქვია.მიიღო და ბედნიერია.
  22. Grig ცოლი ნამდვილად არ იყო.მაგის პირველ ცოლს ნინო დოლიძეს ვიცნობ,ძალიან კარგი გოგოა.
  23. babuagiorgi გაიხარეთ! Siknadmo საერთოდ არ არის პარლამენტის არჩევნებზე მოსულთა ქვოტა.ერთი კაცი რომ მოვიდეს არჩევნეები შედგება.
  24. babuagiorgi ბოლო ყრილობა ჩატარდა ორი წლის წინ.შემდეგი სადღაც ნოემბერში გვექნება.რა დიქტატურაზეა საუბარი,როდესაც ოთხი თავჯდომარე გვყავს გამოცვლილი და აქედან ერთის გარდა ყველა პარტიაში დარჩა.უსუფამ ბოლო ყრილობაზე განაცხადა,რომ შემდეგზე ახალი თავჯდომარე ეძებეთო.ალბათ ასე იქნება. mtidan არის ქვეყნები სადაც არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა და მართლაც ჯარიმებია.
×
×
  • შექმენი...