Anima Libera სხვადასხვანაირი მიდგომები არსებობს.მე მაგალითად ვმუშაობ ორგანიზაციაში რომელიც არაკომერციულია და სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა,ანუ გრანტების მეტი სხვა შემოსავალი არ გვაქვს.შესაბამიასად მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს ვიხდით და არც მოგების(რადგან არავითარი მოგება არ გვაქვს) და არც ქონების,რადგან გრანტები ამისგან განთავისუფლებულია.გარდა ამისა ევროკავშირის და იუესეიდის გრანტებით შეძენილი საქონელი და გაწეული მომსახურება განთავისუფლებულია დ.ღ.გ-სგან. თუმცა ჩვენ კანონით შეგვიძლია ფასიანი მომსახურების გაწევა,მაგრამ მაშინ ორგანიზაციას მოუწევს როგორც მოგების,ასევე ქონების გადასახადის გადახდა. ეხლა მეფუტკრე თუ გრანტს აიღებს და მერე თაფლს გაყიდის,მაშინ ისიც დაიბეგრება.