-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
"მკვდარი სულები", ანუ უწმ. კირილეს სამშვიდობო გეგმა
ძუკუ replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DATA TUTASXIA ის რომ სულები არაფერ შუაშია. -
"მკვდარი სულები", ანუ უწმ. კირილეს სამშვიდობო გეგმა
ძუკუ replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველაფერი გაცილებით მარტივია.ეკლესიას (ქართულსაც და რუსულსაც) თავისი კანონიკური საზღვრები აქვს და ამიტომ ცნობს რუსული ეკლესია აფხაზეთს ჩვენად.სხვა შემთხვევაში მას დიდი პრობლემა გაუჩნდება უკრაინისთან,რომელსაც ის თავის საზღვრებში მოიაზრებს და ამაში ძალიან სჭირდება საქართველოს თანადგომა.ეგაა და ეგ.მეტი არაფერი. -
lasha1997 მხურვალე სალამი.
-
Siknadmo კი,მაგრამ როცა 5 ტონის(ეს ტაროებიანად) ნაცვლად 10-11 ტონას(მარცვალს) მოიყვან,ნამდვილად გიღირს. თუმცა ამ ქვეყანაში საერთოდ თუ ღირს რამის კეთება,ეს სხვა საქმეა.
-
lasha1997 დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით მეტმა მოიყვანა.დიტო შენ ხომ ამერიკაში ხარ და თავისუფლად შეგიძლია მოიკითხო როგორი პროდუქცია აქვს "პიონერს" ეხლა ამათმა რა დაარიგეს ეს სხვა საქმეა,მაგრამ დარიგებულის გარდა,ეს თესლები იყიდება ჩვენთან და უმაღლესი ხარისხისაა. georgekh13 ამას ხრუშჩოვი იძახდა,ოღონდ არა საქართველოზე,არამედ საერთოდ სიმიდზე.
-
Siknadmo მაგას არა მარტო შრომა,არამედ დიდი ფული სჭირდება. გენმოდიფიცირებული გაცილებით ძვირია ჰიბრიდულზე. ნამდვილად. მე როგორც ვიცი ადრეც,კომუნისტების დროსაც შემოქონდათ პიონერის ჰიბრიდული ჯიშები, მაშინ თუ არ ვცდები ყოფილი იუგოსლავიიდან და ის ცნობილი ფრაზა "რა მოხდა აბაშაში" მაგას ეხებოდა.
-
Siknadmo მაგათ ერთი ჯიშის თესლი კი არ შემოიტანეს,არამედ ბევრი და სხვადასხვა რეგიონებში გასინჯეს დაახლოებით ოთხი წლი განმავლობაში.მაგრა ის რომ სართოდ არ ამოვიდეს,ძალიან უცნაურია.ეს "პიონერი" "დიუპონის" შემადგენელია.ის კი მსოფლიო ერთერთი გიგანტია.http://ru.wikipedia.org/wiki/DuPont
-
არა მგონია რამე სერიოზული მოხდეს.თურქბი გაეროს კომისიის დასკვნაზე დაიბოღმენ სადაც ეწერა რომ ისრაელმა კი გამოიყენა გადაჭარბებული ძალა,მაგრამ სპეცნაზზე თავდასხმა გემის მგზავრებამა მოახდინეს,რაშიც ის თურქული ორგანიზაციაა დანაშაულებული,რომრლმაც ეს გემი გაუშვა.თანაც რაც მთავარია ღაზას ბლოკადა საერთაშორისო კანონების მიხედვით ხდებაო.ხო კიდევ,ისრაელის არმია მგზავრებთან ცუდ მოპყრობაშია დადანაშაულებული. ისე ქართულად და რაც მე ვიცი ყველა ენაზე,გარდა რუსულისა ისრაელია და არა იზრაელი.
-
georgekh13 ამას თვითონ შემოაქვს და დიდი ხანია "პიონერთან" აქვს ურთიერთობა.ეხლა ნაცებმა გაყალბებული თესლი თუ შემოიტანეს,არ ვიცი,თუმცა არა მგონია.თქვენ ხომ გერმანიაში ხართ და გაიკითხეთ ამ ფირმაზე ინფორმაცია.ერთერთი მოწინავეა მსოფლიოში,თუ ყველაზე მაგარი არა.
-
Siknadmo აბა რა გითხრათ სიკნადმო ბატონო,მე მემგონი ნაცების აპოლოგეტიკაში არ ვარ შემჩნეული,მაგრამ ჩემ მეგობარს აქვს ქართლში დათესილი "პიონერი" ჯიშის სიმინდი,უკვე მეოთხე თუ მეხუთე წელია და საშუალოდ ჰექტარზე 10-11 ტონას იღებს,თანაც მარცვალს,ტაროები არ ითვლება.არ შეიძლება ამ იდიოტ მწვანე გაჩეჩილაძის დაჯერება არაფერსი,ერთი ხელმოცარული ცრუპენტელაა. ქართული უხმოსავლიანი ჯიშები კი არსებობდა,მაგრამ დიდი ხანია გადაშენებული არიან,რადგან მათ ყოველწლიური ძალიან შრომატევადი მოვლა ჭირდებათ,შემდგომი გამოყენებისთვის. "პიონერი" როგორც მე ვიცი,მსოფლიოში მოწინავე ფირმაა ჰიბრიდების დარგში და დიდი ხანია მუშაობს ამაზე.ალბათ ინტერნეტში იქნება მასალები. http://ru.wikipedia.org/wiki/Pioneer_Hi-Bred_International
-
georgekh13 ბოდიში,თუ გერმანიაში ხართ სხვა საქმეა. ძალიან მოკლედ, პანფილოვი თავის დროზე კარგი რუსი ჟურნალისტი იყო,წინა საპრეზიდენტი არჩევნების დროს მიშას პანგერიკები უმღერა და დაუფასდა http://www.echo.msk.ru/programs/razvorot/57781/#element-text,აჭარაში მიწის ნაკვეთი მისცეს და საზმაუს რომ არხი "პიკი" აქვს,ერთ დროს იმის უფროსიც იყო,ეხლა ილიას უნივერსიტეტის პროფესორია და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. რაც შეეხება ჩოლოყაშვილს,თუ არ ვცდები პადოშას პარტიის წევრია და აშკარად სამკურნალოა,მარტო ამ ამბავს არ ვგულისხმობ.
-
Saturn პანფილოვი და ჩოლოყაშვილი არ იცის ვინ არიან?
-
georgekh13 "ჰალსტუხის ჭამა" ხელს უწყობს პირადი ცხოვრების რეფორმირებას და ხარისხის ამაღლებას; აძლიერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მადას, ეხმარება ავტორიტარიზმით დაავადებული საბჭოთა მენტალიტეტის მქონეებს აბა ამას საღ ჭკუაზე მყოფი დაწერს?ეხლა ვინმე ანტიმიშისტს რომ ეს გაეკეთებინა,კიდე ხო,დაბალი დონის შაყირი იქნებოდა,მაგრამ მამალი მიშისტები რომ ამას აკეთებენ,თანაც ალბათ მიშასთან შეთანხმებით,აბა რა ვუწოდო? Siknadmo მაგაზე კამოს აქვს პატენტი.
-
საქართველოში შესაძლოა, საჭმელი ჰალსტუხები გაიყიდოს 14:50 02-09-2011 საქართველოში შესაძლოა, საჭმელი ჰალსტუხები გაიყიდოს. იდეის ავტორები არიან ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი და კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენელი ლევან ჩოლოყაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ანდრეი ილარიონოვმა საკუთარ ბლოგზე გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, "თავისუფალ უნივერსიტეტში" გამარჯვებულ სტუდენტებს, დიპლომებთან ერთად, "საჭმელად ვარგისი, რეფორმატორული" ჰალსტუხით აჯილდოებენ. ჰალსტუხის ანოტაციაში წერია, რომ [b]"ჰალსტუხის ჭამა" ხელს უწყობს პირადი ცხოვრების რეფორმირებას და ხარისხის ამაღლებას; აძლიერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მადას, ეხმარება ავტორიტარიზმით დაავადებული საბჭოთა მენტალიტეტის მქონეებს;[/b] დამზადებულია ნატურალური პროდუქტით. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ოლეგ პანფილოვმა დაწერა, რომ "საქპატენტს" მიმართა, რათა საჭმელი ჰალსტუხები სუპერმარკეტებშიც გაიყიდოს. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/178013-saqarthveloshi-shesadzloa-satcmeli-halstukhebi-gaiyidos.html მოკლედ გაოგნებული ვარ.ასეთი სირობა როგორ უნდა მოგივიდეს თავში,ან იმას რატომ უნდა ესიმოვნოს ვისთვისაც აკეთებ.ეხლა პანფილოვი რომ "პოდზაბორნიკი ბროდიაგაა" და ჩოლოყაშვილი კი დიდი ხანია ასათიანზე გასაგზავნი,გასასგებია.არ მიყვარს პათეთიკური სიტყვები, მაგრამვაი ჩვენს პატრონს მართლაც.
-
სამწუხაროდ ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტს თან ახლავს სისასტიკე და დანაშაულებები და ამაში აბსოლუტურად ყველა მხარწე მონაწილეობს განურჩევლად ეროვნებისა.რა თქმა უნდა ზოგი მეტად,ზოგი ნაკლებად.ზოგიერთები ათეულ ათასებს წყვეტავენ და მეორე მსოფლიო ომში კი ეს მილიონებზე ადიოდა. არავინაა ანგელოზი.უბრალოდ ომია საშინელება.
-
Москва признала новые власти Ливии Последнее обновление: четверг, 1 сентября 2011 г., 10:00 GMT 14:00 MCK Facebook Twitter Поделиться ссылкойОтправить по почте Версия для печати . Несколько дней назад посольство Ливии в Москве подняло на флагшток черно-красно-зеленый триколор Россия официально признала ливийский Национальный переходный совет единственным законным правительством Ливии и выразила надежду, что все ранее заключенные контракты в африканской стране будут выполняться. ეგ აწუხებთ რუსებს,მილიარდიანი კონტრაქტები აქვთ იარაღზე და ნავთობზე.
-
Saturn ისე სატურნ ბატონო,ვინ უფრო მეტ ტყუილებს ამბობს,ქართული პრესა,თუ მიშას ტელევიზიები? თვითონ მიშაზე არაფერს არ ვამბობ,ეგ როგორც ყველაფერში,ამაშიც უკონკურსოა. თანაც ალია,ასავალ დასავალი ალბათ პრესაში არ ითვლებიან,ეგენი ყვითელი პრესაა.გიორგი უძილაური კი დიდი ხანია(მიშამდეც) ცნობილია იმით,რომ ფულის გულისთვის ყველაფერს იკადრებს.
-
"ნიუიორკ თაიმსშია" ეს სტატია: ალექსანდრე ქული და ლინკოლნ მიტჩელი ნიუ-ორკი – გასულ პასასკევს, საქართველოს აჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის ამომრჩევლები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უგულებელყვეს. არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ დასწრებია, არავის გაუფრთხილებია აფხაზი ლიდერები კანონის უზენაესობაზე, არავის მიულოცია დასავლეთიდან გამარჯვებულის ალექსანდრე ანქვაბისთვის, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა აფხაზეთის ორჯერ არჩეული პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. სინამდვილეში, ბევრმა დასავლურმა ორგანიზაციამ, თბილისის მოწოდებით, არჩევნები დაგმო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა“, ხოლო ნატომ განაცხადა, რომ ალიანსი „არჩევნებს არ აღიარებს“. ასეთი რეაქციების მთავარი მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო მსოფლიოს მთავრობებისთვის, მცირე გამონაკლისის გარდა, რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთს რუსეთის მიერ „ოკუპირებულ“ ტერიტორიად აღწერს. თუმცა, ამ გამოყოფილ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაგმობა ზიანს აყენებს დასავლეთის ავტორიტეტს და გავლენას სამხრეთ კავკასიაში მთელი რიგი მიმართულებებით. ჯერ ერთი, სამხრეთ კავკასიის სტანდარტებით, არჩევნები საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩანდა. ანქვაბმა ხმების 54%-ით, დანარჩენ ორ კანდიდატს – ყოფილ პრემიერ მინისტრს და ერთ დროს მოსკოვის ფავორიტ რაულ ხაჯიმბას და მოქმედ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას გაუსწრო. მართალია, არჩევნები იდეალურისგან შესაძლოა შორს იდგა, თუმცა სამივე კანდიდატი კამპანიის დროს ღიად ცდილობდა ამომრჩევლების მოხიბვლას და სამივეს თანაბრად ეთმობოდა დრო სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ნაციონალურ არჩევნებზე, რომელსაც დასავლეთის მთავრობები დემოკრატიის იმ მოდელად აფასებენ, რომლისკენაც თურმე უნდა მიისწრაფვოდეს აფხაზეთი და სადაც უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს. მეორეც, თითქმის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მოსკოვმა წინასწარ განსაზღვრა აფხაზური შედეგები. თუმცა, დასავლეთის ღიად მტრულმა დამოკიდებულებამ ამ არჩევნებისადმი შეუგნებლად განამტკიცა რუსეთის მზარდი გავლენა. რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ, 2008 წელს აფხაზეთის დამოკიდებლობის აღიარების დღიდან, მოსკოვი ეფექტურად დაეუფლა აფხაზეთის ძირითად ფუნქციებს და მის ეკონომიკურ სექტორს „ორმხრივი თანამშრომლობის“ განვითარების მანტრის ქვეშ. აფხაზური მთავრობისა და საზოგადოებისთვის საქართველოში რეინტეგრაციის გაზიარებაზე ზრუნვის ნაცვლად, დასავლეთის იზოლაციის პოლიტიკამ სოხუმს კიდევ უფრო მეტად უბიძგა რუსეთისკენ და განამტკიცა ადგილობრივებში იმის განცდა, რომ დასავლეთი საქართველოს სახელით მოქმედებს. მესამეც, იმის დემონსტრირებით, რომ ეს არჩევნები არ აინტერესებს, დასავლეთი განაგრძობს კონტრპროდუქტიული პოზიციის განმტკიცებას: რომ არაფერს რაც აფხაზეთში ხდება, თუნდაც იქაური ადამიანების შეხედულებებს, არანაირი კავშირი კონფლიქტის რაიმენაირ პოტენციურ მოგვარებასთან არ აქვს. არჩევნების დასრულებისთანავე, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს რასმუსენმა განაცხადა, რომ „ასეთი არჩევნების გამართვა ხელს არ უწყობს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან დარეგულირებას“. აფხაზეთის დემოკრატიული მისწრაფებების ღიად უარყოფითა და თბილისის უკომპრომისო იზოლაციონიზმის ბრმა მხარდაჭერით, დასავლეთი თავად ამბობს უარს გავლენის იმ ბერკეტების ფლობაზე, რომელთა გამოყენებასაც შეძლებდა ის, რათა ებიძგა აფხაზეთის ხელისუფლებისთვის სტატუსთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისკენ. დასავლეთის პოზიცია არ აღიაროს აფხაზეთი სწორია. მაგრამ სოხუმის იზიოლირების პოლიტიკა არაკრეატიული, არათანმიმდევრული და კონტრპროდუქტიულია. დასავლეთი შერჩევით თანამშრომლობს მთელ რიგ არაღიარებულ სახელმწიფოებთან და სადაო ტერიტორიებთან. ის მხარს უჭერს გარკვეულ ეკონომიკურ კავშირებს და პროექტებს მოლდავეთის აჯანყებულ დნესტრისპირეთის რეგიონში, და შეერთებული შტატებისთვისაც და ბრიტანეთისთვისაც მისაღებია არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მოქალაქეთა პასპორტები. კავკასიაში უფრო კონსტრუქციული როლის შესრულების სურვილით, ევროკავშირმა შარშან აფხაზეთთან მიმართებაში უფრო პერსპექტიული „არ აღიარებისა და ჩართულობის“ სტრატეგია მიიღო, რომლის მიზანიც რეგიონთან კონტაქტების განვითარების ხელშეწყობა იყო. მაგრამ სტრატეგია გაიყინა ევროკავშირის ბიუროკრატიული გადაადგილებების და საქართველოს აგრესიული ლობირების გამო. საბოლოო ჯამში, დასავლეთის პოზიციას არანაირი სწრაფი შედეგები არ მოჰყვება აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, რომელმაც როგორმე უნდა განამტკიცოს აფხაზეთის სუსტი ეკონომიკა, მოიზიდოს ინვესტორები მისი განადგურებული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და ფრთხილად მართოს რეგიონის დამოკიდებულება რუსეთზე. მაგრამ ამით დასავლეთი მარგინალიზებული რჩება კავკასიის ამ ნაწილში და ეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ვაშინგტონი და ბრუსელი უნდა ანვითარებდნენ დიდ სახელმწიფოთა კლიენტიზმისა და კონკურენციის ყველასთვის კარგად ცნობილი სისტემის ალტერნატივებს. ალექსანდრ ქული – კოლუმბიის უნივერიტეტის ბარნარდის კოლეჯის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი; ლინკოლნ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ისინი თანავტორები არიან წიგნისა „After the August War: A New Strategy for U.S. Engagement with Georgia“ http://foreignpress.ge/?p=18170#more-18170
-
„ევროპაში ყველაზე გრძელი“ პიარ-ხიდი დაზიანდა
ძუკუ replied to Metalhead's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თანამშრომელი ცოტა საქინფორმია საეჭვო,თუნდაც თავისი სახელის გამო,მაგრამ რასაც მე ვუყურებდი,ხიდი საღამოს რომ უნდა გაეხსნათ და დილით ყველა ბაგირი არ იყო ჯერ კიდევ გაჭიმული,რა გასაკვირია. -
newstudio საიდანაა ეს ციტატა?
-
თუკი გვინდოდა რომ საქ. გამხდარიყო ტურისტული
ძუკუ replied to Siknadmo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ძალიან მარტივი დასათვლელია ტურისტების ძირითადი მასა:რამდენი თვითმფრინავი ჯდება თბილისში დღეში.ნამდვილად არაა ეს მილიონები წელიწადში. -
McLaren იგივე ოსებმაც გააკეთეს,მაგრამ მაგათი არჩევნები ჩვენზე უარესია.
-
lasha_alo ისე ლაშა,აფხაზები აშკარად ჩვენზე უკეთესად ჩაატარებენ არჩევნებს,ოსებისგან განსხვავებით.