-
პოსტები
9.597 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
25
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი babuagiorgi
-
სამტრედიის აღების შემდეგ ფაქტიურად წავაგეთ და ამ წაგების შემდეგ დეკემბრამდე ვებრძოლეთ შევარნაძეს ჯარს და რუსებსაც. დეკემბრის ჩათვლით კი 3 თვეა. ზვიადი როგორც პრეზიდენტი უკვე ოტომბრის დასაწყისში ვერ ხელმძღვანელობდა. და არა მარტო ზვიადი, არამედ არც ეროვნული გვარდიის სარდლობა, მაგრამ ამან ხელი არ შეგვიშალა ცალკეულ ბატალეიონებს ბრძოლა გაგვეგრძელებინა. მე პირადათ წავედი საქართველოდან როდესაც უკვე 3-ი დავრჩით. მანამდე ვხნავდი ამათ. :
-
ეს როგორ, არის ზუსტად საინტერესო. ამაზე უკვე რამოდენიმე თვეა ვმუშაობ და 10 აგვისტოს პრაღაში კონფერენციის დროს მინდა ვცადო. მაინტერესებს მეც რა ეფექტი ექნება. პრინციპში უნდა დამტკიცდეს ის, რომ სამსვიდობო სტატუსი ძალად იყო შემოხვეული ჩვენზე და ეს სამშვიდობიო სტატუსი ფაქტურად დაირღვა. კარგი ინებოდა მეტი ოფიციალური ინფორმაციის ცოდნა. მაგალითად სამშვიდობო სტატუსის მქონე ჯარის წინააღდეგ არ გვიბრძოლია. ჯერ არ ვიცი ფორმულაცია, მაგრამ 3 000 სამხედროს ზემოთ შემოსულები უკვე აგრესორები გამოდიან. აქ რუსეთსაც აქვს შეცდომა დაშვებულიი. თუ იმას იტყვიან რომ სამსვიდობოების დახმარება ჰქონდათ გეგმაში, მაშინ ეს ოფიციალურად არ იყო გაკეთებული. შემდგომ ამ წლების განმავლობასი სამსვიდობოების მიერ ოსებისა და აფხაზების შეიარაღებაში დახმარება. ეს თუ დამტკიცდა, არა და არის ამის მასალა, ესეც კარგი იქნება. მოკლედ ამას ჯერ მუშაობა სჭირდება.
-
ინტენსიური ბრძოლების რომ გავიხსენოთ სამტრედიის დაბომბვისა და აღების შემდეგ კიდევ სამი თვე დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით. ამის უშუალო მონაწილე ვარ. ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმასა რომ ორ ფრონტეზ გვიწევდა ბრძოლა..,........................ პ.ს. აქ ერთი მომენტია საინტერესო. თემასთან კავშირი არ ქვს, მაგრამ ხშირად ისმის ის რომ კანონიერი ხელისუფების დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიის ბრალი იყო აფხაზეთის დაკარგვა. მაშინ გაუგებარია ის რომ როგორ იბრძოდა შევარდნაძეს დეფაქტო ხელისუფლება და მის დაქვემბდებარებაში მყოფი ჯარი რუსების გვერდით ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც რუსების დახმარებით აფხაზებმა ომი მოიგეს. ერთხელ უკვე დავწერე ასეთი რამ; წარმოიდგინეთ ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინმა ჰიტლერს ციმბირში აჯანყების ჩასახშობად დახმარება სთხოვა. : ამას მე ნუ ამიხსნი, არამედ იმათ აუხსენი ვინც რუსებს სამსვიდობო სტატუს აძლევად ყოველ 6 თვეში.
-
არაა ეს სწორი ინფორმაცია. ასეთი განცხადება ოფიციალურად ნამდვილად არ ყოფილა. დამკვირვლებლებმა მაშინატვე აღიარეს ჩვენი მხრიდან ცხინვალის დაბომბვა და არა მარტო ეს, საქართველოს ტელევიზიამ ეს პირდაპირ ეთერში გააშუქა. რაც კიდევ ერტ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო. რუსეთი აგრესიის დამკიცება, რუსეთის სამშვიდობო სტატუსის გაბათილებით უნდა დაიწყოს, რისი მცდელობის სურვილს დღეს ვერ ვხედავ ხელისუფლებასი. რატომ ვერ გავიგე.
-
კიდევ ერთი დამატება. ევროპა და ეს არა მარტო ევროპა თვლის იმას, რომ სააკაშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა რუსეთის მიმართ პოლიტიკაში. იმასაც კი იძახიან, რომ დასავლეთით ბაქიაობდა რითაც მსოფლიოს საშისროება შეუქმნა. გლეხური ენით რომ ვსთქვათ, ძალიან ბოროტად გამოიყენაო ჩვენი თანადგომა მიშამო. ამას არა მარტო ოფიციალურ წყაროებიდან გაიგებთ, არამედ ხშირად მესმის ეს ევროპარლამენტის დეპუტატებთან საუბრის დროსაც. ბოლო-ბოლო უნდა ვაღიაროთ ის, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველომ არასწორი პოლიტიკა გაატარა და ეს არა მარტო სააკაშვილის პერიოდში, არამედ ჩვენს დროსაც, მხედველობასი მაქვს ზვიად გამსახურდიას მართველობის პერიოდიც.
-
1991-1993 წლებში რუსეთი აგრესია ქართულ ჯარის სიძლიერის ადეკვატური იყო. 1993 წელსაც იბომბებოდა სამტრედია, სენაკი, აბაშა და ფოთი. დაბომბვების ინტენსიურობა 2009 წლის აგვისტოზე უფრ ძლიერი და ხანგრძლივი იყო. ამ არაადეკვატურ მიდგომას სააკაშვილის პიარგამოსვლებმა შეუწყო ხელი. ეხლაც მახსოვს აგვისტოში მისი ტელევიზიით ტრაბახი; "1993 წელსო საქართველო ჯარმა მხოლოდ ერთი რუსეთი თვითმფრინავის ჩამოქგდება შესძლო (არა და სამი იყო) და ჩვენ კიდევ 10 ჩამოვაგდეთო." არა ეს სასაცილო? ჩვენი შეიარაღების ფარგლებში, შეიძლება ითქვას ის სამი თვითმფრინავი ლაგატკებით ჩამვაგდეთ და ეს კიდევ ასეთი ნაქები არმიით მხოლოდ 10 ტრაბახობდა, ან საერთოდ რა იყო სატრაბახო ვერ გავიგე. იგივე არმიით 3 დღეში მოაწერა კაპიტულაციას ხელი და ეს არა მარტო სააკაშვილმა, არამედ მთელმა ერმა. გაოგნებული ვიყავი იმით, რომ აგვისტოში ერთი შემთხვევაც კი არ იყო იმისა, რომ სადმე ღამით რუს ვიღაცამ თავი მოაცალა. წარმოიდგინეთ და შეადარეთ ეს 1991-1993 წლებს და ნახავთ იმას, რომ მაშინ მხოლოდ პარტიზანული და დივერსიული აქტების დროს დაიღუპა 10 ჯერ მეტი რუსი ჯარისკაცი ვიდრე აგვისტოში. გაოგნებული ვიყავი იმით რომ ხალხმა ბრძოლაზე უარი სთქვა. ასეთი დაჩმორიკებული ერით გინდათ რუსეთს გაუწიოთ წინააღმდეგობა?
-
კიდევ დავამატებ იმ ჩემს ბოლო წერილს. სააკაშვილის ერთ-ერთი დანაშაული არის ქართველი ერის დაჩმორიკების მცდელობა (იმედია ჯერ კიევ არ ვართ დაჩმორიკებული ბოლომდე). სააკაშვილისებური "დემოკრატიული" საქართველო უნდა იყოს მორჩილი. ასეთივე ვარიანტით მიშამ ჯარსაც მიუდგა. როგორც კი შემაჩნია ის რომ შეიძლება ჯარს "პრეტენზიები" გაუჩნდეს, არა და მერწმუნეთ ყოველი სამხედრო დანაყოფი, რომელიც საომარ მოქმედებაში იყო ნამყოფის მართვა არც თუ ისე იოლი საქმეა, ეგრევე დაამცირა ჯარი და ეს პოლიციის საშუალებით. აბა ის ჯარი რა ჯარია, რომელსაც პოლიცია სცემს? ასეთი პროცესები მთელ საქართველოშია. ქართული მამაპაპური წესჩვეულება მიშას ქართულ "დემოკრატიას" ეწინააღმდეგება. ასე რომ სანამ რუსეთის დაშლაზე ვიოცნებებთ, ჯერ ქართული საზოგადოების "მორჩილი" დემოკრატიულობისაგან (დაჩმორიკებისაგან) განმკურნება უნდა ვცადოთ. იმიტო რომ, ასეთი საქართველოთი გინდ რუსეთი ცხრაჯერ დაშლილა, ჩვენ არაფერი არ გვეშველება.
-
ქართულ ჯარისა და საზოგადოების მომზადებას იმ ტერიტორიაზე რომელსაც საქარტველო ჰქვია. ამ მომენტისათვის საზოგადოებას გამოვტოვებ და აქცენტს მხოლოდ ქართულ ჯარზე ე.წ. "ენძელაზე" გავამახვილებ. საქართველოს ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა ის, რომ ისრაელისა და აშშ ინსტრუქტორები ქართულ ჯარს ერაყში და ავღანეთში საპატრულო ომისათვის ამზადებდნენ. ისე კი მეეჭვება ის რომ ეს მაგალითად გაუგებრობის გამო მოხდა. ვის, ვის და ისრაელს უნდა ჰქონდე უდიდესი გამოცდილება პარტიზანული ომის. ქვეყანა, რომელსაც 85 %-ი ტერიტორია მთაა აქვს გაშილ ფრონტზე დაჩვეულ რუსეთის არმიის წინააღმდეგ სხვა საომარი სტრატეგია უნდა აირჩიოს. მხედველობაში მაქვს როგოც შეიარაღება ასევე მორალური მომზადება. ისე კი აშშ და ისრაელსაც შეგვიძლია ვასწავლოთ როგორ უნდა მორალურად ჯარის მომზადება. ამქთმა რა იციან ქართული მამაპაპური "ენძელს" ამბე. მაგალითს უახლესი ისტორიიდან ავიღებ. შეუიარაღებელი და შეიძლება ითქვს მოხალისე ჯარმა რუსებს 1991-1993 წლამდე გაუწია წინააღმდეგობა. ეხლა თუ გნებავთ სთქვით ის, რომ ჩექმები არ უვარგოდათ, ან კიდევ წესრიგი არ იყო მაღალ დონეზე, მაგრამ სულისკვეთება და პატრიოტიზმი იყო იმდენი, რომ რუსეთის, აშშ და ისრაელის ჯარს ეყოფოდა 100 წელი. .
-
ხომ ხედავთ ბატონოჩემო რას ნისნავს არცოდნა? ამით ეხლა თქვენ ამტკიცებთ იმას რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო. ისე კი უფრო მეტად გათვიცნობიერებული რომ ყოფილიყავით, გეცოდინებოდათ ის, რომ რუსეთის ჩარევით კი არა,არამედ უშუალო მონაწილეობით და ეს 1991-1992 წელს და 1993 წელს შავი ზღვის ფლოტი.
-
ბატონოჩემო, წინა პოსტს სადაც მოგახსენებთ ჩვენი ორბიტების შეუთავსებლობაზე დავამატებ კიდევ რამოდენიმე წინადადებას. ფორუმი წერილობით აზრთაგაცვლის საშუალებაა. მიმიკა აქ არგუმენტად არ ითვლება. შეეცადეთ თქვენი აზრის ჩამოყალიბება. არ არის ეს ასეთი ძნელი ამბე, უბრალოდ სწავლა უნდა, თორემ ასე კლავიატურა ყველას უდგას სახლში.
-
დავამატებ. ბატონო joao, ჩვენი პრობლემა არ არის რუსეთის სიძლიერე, არამედ ქართველი ერის დაჩმორიკების პროცესი, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაიწყო. პატარა ერის სიძლიერე დიდი ერისათვის გაუგებარ დოგმებში იყო, რომელზედაც ჩვენ უარი ვსთქვით. დღეს ასე ტიპებს "რგუზინცებს და გურჯებს" ეძახის გლობალისტი მავანი, რომელსაც "ბაბაიაც უნდა და ჩიჩიაც". ორ ცხენზეერდროულად მჯდომი შორს ვერ წავა. ქართველებმა მამაპაური "ენძელას" ილეთი დავივიწყეთ, რომელიც როგორც იქნა ამასწინათ მარიოტში ბენდუქიძემ გაიხსენა. :
-
ასეთი ლოგიკით ვერც აშშ არმია მთლად ნორმაზე. ხო და ჩვენი არმია რომელსაც პოლიცია სცემს ამათ უნდა მოუგოს ომი?
-
ბატონო Saturn, მე და თქვენ სხვა და სხვა ორბიტაზე ვმოძრაობთ. დამიჯერეთ იმაში, რომ ჩვენი ორბიტების დაახლოებც კი შეუძლებელია. პატივისცემით დაღლილი ბაბუაგიორგი.
-
ისე ეხლა ერთ რამეზე დავფიქრდი. ღმერთმა ნუ ჰქნას და ხვალ დილის 7:30 საქართველოს რომ გააქროს რუსმა ატომური ბომბით დედამიწიდან რა მოხდება? რუსეთის პრეზიდენტის განმარტება ამის თაობაზე: " ქართველმა მოძალადებ მიხეილ ყვერმაგარაშვილმა ერთი კვირის წინ გააუპატიურა რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრის მეუღლე მაშა, გენ.პოლკ. ვასილი პეტროვიჩმა ვერ აიტანა ოჯახის ასეთი დიდი, დიდი, დიდი შეურაცჰყოფა და სამწუხაროდ საქართველოს მიმართულებით 3 ატომური ბომბი გააქანა. რუსეთი საჰაერო დაცვის დიდი, დიდი, დიდი მცდელობის მიუხედავათ მხოლოდ ერთი ბომბის ნეიტრალიზაცია მოხერხდა. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და განსაკუთრებით პრ. მედვედ მწუხარებს გამოუთქვამს საზღვარგარეთ შემთხვევით გადარჩენილ (დარჩენილ) ქართველებს მათი საქართველოს დაღუპვის გამო". რას იზამს ევროპა და აშშ? შეწუხდება, მაგრად შეწუხდება და ................................................................
-
იმის იმედათ რომ რუსეთი მალე დაიშლება ნამდვილად ვერ ვიქნებით. ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი პუნქტი დაამატეთ. 9). მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია, რომელიც არავითარ ლოგიკას არ ექვემბდებარება. საკმარისია ხვალ პრეზიდენტი ტელევიზიით გამოვიდეს და დღეში 0,5L არაყი შესთავაზოს რუსეთის ჯარში მსახურის მსურველებს და 100 მილიონიანი არმია მზადაა "ალკოკამიკადძეობაზე". მატროსოვი რატომ დაუწვა იმ ტანკს იცით? იმიტომ რომ გალეშილი მთვრალი იყო. იცით რომელიმე ასეთი სახელმწიფო, რომელიც 0.5L არაყის გულისათვის ყველაფერს გაუძლებს? მე ვიცი. მხოლოდ რუსეთი. ნუ გადავაყოლებთ ამ პარადოქს საქართველოს. რუსეთის დაშლის იმედი ჰქონდა ნაპოლეონს და ჰიტლერსაც, მაგრამ ამ იმედმა დაღუპა ესენი.
-
არ მინდა ეხლა ამ კამათისგან გადახვევა, უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, ტერიტორიული პრობლემატიკა კოსოვოს ინცინდენტამდე გადაწყდა აშშ და რუსეთს შორის. მიშა მაშინ იურიდიული ფირმის უბრალო კლერკი იყო. ამ დროს მოხდა მისი "არჩევა" პრეზიდენად. ე.ი. საქართველოში ჩმოსვლამდე.
-
ბატონო joao, კანონს უკუქმედების ეფექტი არ აქვს. ოკუპაციური სტატუსი დაგვიანებული იყო და ამას მანამდე განხორციელებულ ქმედებაზე გავლენა არ აქვს. კანონის მიღება, არ ნისნავს იმას, რომ ამ კანონის მიღებამდე ჩადენილი დანაშაული გაბათილებულია.
-
საინერესო რა არის იცი დიტო? ის რომ ჩვენი მოკავშირეები ამას ხედავენ და ჩვენ არა. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
-
მე შეიძლება ამაში დაგეთანხმოთ, მაგრამ ევროსტრუქტურების ყველაზე დიდი მოთამაშეები საფრანგეთი და გერმანია არ დაგეთანხმებათ ამაში. ბოლო ორი წლის განმავლობასი რუსეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ამ სტრუქტურებში გაერთიანებისათვის და არც აგვისტოში "ძალის გადაჭარბებამ" არ შეუშალა ხელი ევროსტრუქტურებთან დაახლოების პროცეს. ორი წლის წინ ევროპამ რუსეთთან დემორკაციულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ადრე ამ როლს უკრაინა თამაშობდა. ეხლა კი რუსეთმა ვალდებულებად აიღო ევროპის ემიგრაციისააგან დაცვა. სამაგისოდ რუსეთ ყოფილ სსრკ რესპუბლიკებიდან (პრიბალტიკის გამოკლებით) ყველაზე გამარტივებული სავიზო რეჟიმი აქვს ევროპასთან. დასაფიქრებელია ეს ამბე.
-
არა მე უბრალოდ მაინტერესებს. მე ანტიმიშისტი, ანტიგლობალისტი და ანტიამხელისუფლებისტი მიშას დაცვაზეც არ ვიტყვი უარს იმისათვის, რომ 10 აგვისტოს რუსეთის სამსვიდობო სტატუსის ფიქტიურობა დავამტკიცო და თქვენ რა გიშლით ხელს ამაზე იზრუნოთ? რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას. საქართველოს ყველაზე "დდი მოკავშირე" აშშ ამ ურთიერტობებს ემხრობა და ვერ გავიგე ჩვენ ვის თამას ვთამასობთ მაშინ?
-
გაუგებარია. გლობალიზაციის მოწინააღმდეგე, საქართველში დღევანდელი რეჟიმის მოწინააღმდეგეც უნდა იყოს. ამას შევეშვათ, მაგრამ მაინტერესებს; გამორიცხავთ ასეთ რამეს, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებითურთ ევროსტრუქტურებში "შეგლობალიზდეს"?
-
ნუ გეწყინება და შენ იმ ფორუმზეც ვერაფერი გაიგე რა. საწყენია ამოდენა ენერგიას მიშაიზმის პროპაგანდას რომ ახარჯავთ. მე ძალიან კარგად ვიცი რა მოხდა, ისიც ვიცი ვინ დაიწყო ომი. ჩემს ტყავზე მაქვს ეს გამოცდილი და უშუალო მონაწილეცა ვარ ამ დაწყების., და როგორ შეიძლება ამის საერთასორისო პოლიტიკურ სცენაზე გატანა. მიშას დ............., მაგრამ 10 აგვისტს ჩეხეთში კონფერენცია ჩატარდება, სადაც ევროპარლამენტის წევრები, ჩეხეთის პოლიტიკოსები და მედია დაესწრება. იქ ვაპირებ ამის დამტკიცებას, რომ რუსეთის სამშვიდობოების სტატუსი ფიქტიური იყო და ეს საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. ამისათვის პაწა დასავლეთსაც უნდა "გადავფურთხო". სასაცილოა არაა, მისას დაცვაც მოიწევს. ხო და ბატონოჩემო ასეთი განათლებული იურისტები ნუ ხარჯავთ ენერგის სხვა რამეზე, არამედ ასეთ საქმეზე იმუშავეთ. მეტი სასარგებლო იქნება ეს საქართველოსათვის.
-
მე არ ვარ გლობალიზაციის მომხრე, მაგრა თქვენ "გლობალისტები" ოდნავ ამ პრობლემას სხვანაერად უნდა აღიქვამდეთ. აიღეთ ეს საკითხი იმ მხრიდან, რომ თუ ეს გობალიზაციის პროცესი ასე გაგრძელდა, რუსეთი ევროსტრუქტურებში ჩვენი ტერიტორიებითურთ გაერთიანდება და ჩვენ ამ სტრუქტურების მიღმა დაგვტოვებს. ეხლა არ მითხრათ ვინ კითხავს რუსეთსო, თორემ იძულებული ვიქნები გკითხოთ ვინ ჰკითხავსა ამერიკასთქო. მაგალითი თურქეთი. აშშ დიდი მონდომების მიუხედავათ ევრო-სტრუქტურების მიღმა რჩება.
-
"დიდ იდეოლოგებსაც" საასპარეზო მოედანი იზიდავს. იქ უბრალოდ მოედანი გაფუჭდა. მარტო ცალუჯრედიანი ფრაზები "მაგარია" "არვარგა" არაა საკმარისი. პ.ს. არა და როდესაც ეს 2 წლის წინ მანდ დავწერე სიცილით სკდებოდა ზოგიერთი, სანამ ვანომ არ აღიარა. დაგეთანხმები თუ ომის დაწყების თარიღს შემახსენებ.
-
ვხედავ ამ ბოლო დროს უჩემოდ "სტირი" შენ. : შევეცდები საღამომდე გავძლო. აქ უკვე საღამოა. გულს ვერ უბრძანებ ხომ იცი.